ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გამო პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის მთელს შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს 13:53 15.03.2012 ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გამო პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის მთელს შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. კანონმდებლობით, პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. მინისტრთა კაბინეტში დღევანდელი საკადრო ცვლილება რიგით მეშვიდეა. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა. თუ პარლამენტმა 3–ჯერ არ გამოუცხადა ნდობა, მაშინ პარლამენტს პრეზიდენტი დაითხოვს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ადრეც დამიწერია და ისევ მჯერა , რომ ასეც მოხდება. სანამ ბბ სტრუქტურებს დაალაგებს, მიშა არჩევნებს დაუნიშნავს. დრო ივანიშვილზე უფრო მუშაობს, ვიდრე მიშაზე. თქვენი აზრი პლანეტელებო?