მოგესალმებით! ერთი პრობლემა მაქვს კომპიუტერთან დაკავშირებით და გთხოვთ დამეხმაროთ. ახალი მონიტორი ვიყიდე 21,5 დიუმიანი და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Windows XP მაქვს ჩაწერილი და ამ გაფართოების ეკრანზე უჭირს მუშაობა, ყველანაირად კარგად მუშაობს, მხოლოდ ინტერნეტში ფილმის ყურების დროს ეკრანი იწყებს ციმციმს, რაღაც ზოლები უჩნდება ჰორიზონტალურად. ძალიან მკვეთრად არ ეტყობა, მაგრამ მაინც საგრძნობლად ჩანს. Windows 7 ეს პრობლემა არ აქვს, მხოლოდ Windows XP ზე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? nvidia driver სხვადასხვა ვერსია მოვსინჯე, მაგრამ მაინც იგივეს შვება. ვიდეო კარტაც ნორმალურია და ვერ ვხვდები რა არის მიზეზი. სანამ ამ მონიტორს ვიყიდიდი, მანამდე 17 დიუმიანი მქონდა და ესეთი პრობლემა არასოდეს მქონია. იქნება მირჩიოთ რამე :(