Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ევროპა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. პოზიტივიზმი (ლოგიკური პოზიტივიზმი) ეს არის XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული „ფილოსოფიური“ თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი „ჭეშმარიტი ცოდნა“ არის „მეცნიერული ცოდნა“, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ. კონტის მიხედვით „ჭეშმარიტების“ ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის წარმომადგენლები მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია „პიროვნების მნიშვნელობის“ კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს „პიროვნებათა თავისუფალი ნება“ განსაზღვრავს. კონტის მიხედვით დასავლური „ცივილიზაციისათვის“ პირველი სტადია დასრულდა „განმანათლებლობის“ ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით. გამოდის, რომ კონტის წარმოდგენით, კაცობრიობის მოძრაობა იდეალიზმიდან მატერიალიზმისკენ, რელიგიის უარყოფა და ათეიზმში (ასურა-დჰარმაში) გადასვლა, ეს არის „პროგრესი“. პრაქტიკულად მისი გაგებით სანატანა-დჰარმადან ასურა-დჰარმასკენ სვლა, სატვას მოდუსიდან ტამასის მოდუსისკენ მოძრაობა, არის სხვა არაფერი თუ არა იმის ნიშანი, რომ ადამიანური საზოგადოება „ვითარდება“ და ხდება „უკეთესი“ ანუ მისთვის რელიგია არის სიცრუე და ბოროტება, რომელიც მეცნიერული „ცოდნის“, მეცნიერული ათეიზმის მეოხებით უნდა იქნეს დაძლეული და საბოლოოდ გადალახული. აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ კონტის იდეოლოგია არის ტიპიური ასურა-დჰარმა, სანატანა-დჰარმას სრული ინვერსია. მისთვის ასურა-ბჰავაში მყოფი ადამიანის ანტითეისტური ნება-სურვილი არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ღმერთის სიყვარული და რწმენა. კონტის აზრით, თუ ვერ ვამოწმებთ რაღაცას ე.ი. ის რაღაცა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში და არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამე მენტალური ნაკლი ან ტექნოლოგიები არ გვაქვს საკმარისად განვითარებული, არა, მეტაფიზიკური, ზებუნებრივი, უბრალოდ არ არის. მისი გადმოსახედიდან უზენაესი ღვთაებრივი ავტორიტეტის გაქრობა, არის პოზიტიური მოვლენა, განვითარების და განათლების რეზულტატი. აქედან გამომდინარე, კონტი ქადაგებდა კლასიკურ ასურა-დჰარმას და იმყოფებოდა ტამასის მოდუსის პირდაპირი გავლენის ქვეშ, ისევე როგორც მისი თანამედროვე მიმდევრები (მაგალითად ტიპიური პოზიტივისტი - ალექსანდრე პანჩინი). თუმცა პირადადმე ვერ ხვდები რას ხედავენ პოზიტიურს კონტის ასურა-დჰარმაში და ასურა-ბჰავაში. ისიდორ მარი ოგიუსტ ფრანსუა ქსავიე კონტი დაიბადა 1798 წელს და გარდაიცვალა 1857 წელს. ის იყო მატერიალისტური იდეების მქონე ფრანგი ფილოსოფოსი. ის არის პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი "პოზიტიური ფილოსოფიის კურსი" ("Cours de philosophie positive") ტ. 1-6, 1830-1842) და "პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია" (ტ.1-4 1851-1854). არისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ „გრანდიოზული ამოცანის“ გადაწყვეტას. იგი ცდილობს „მეცნიერება“ გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა „მეცნიერებათა“ მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს „მეცნიერებად“, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს „მეცნიერებათა“ რიგში. სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. სწორედ სოციოლოგია ასრულებს პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას. ცხადია ასურა კონტი აუქმებს ტრადიციულ იდეალისტურ ფილოსოფიას და უპირისპირდება თეოლოგიას, რომელიც ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც - ღვთისმეტყველება ან სწავლება უფლის შესახებ, ამიტომაც მისი ზოგიერთი ადეპტები, რომლებიც ასევე ასურა-ბჰავაში იმყოფებიან, ამბობენ, რომ „ღმერთი სდუმს“ ან „ღმერთი მოკვდა“. კალი-იუგაში ეს არ უნდა გვიკვირდეს, მომავალში მოვლენ (დაიბადებიან) ბევრად უფრო „გენიალური მოაზროვნეები“, რომლებიც კიდევ უფრო „გაანათლებენ“ მასებს და შექმნიან კიდევ უფრო „გენიალურ“ თეორიებს და დისციპლინებს. ეჭვიც ნუ შეგეპარებათ მაგაში. სიტყვა განათლება როგორც ასურა-დჰარმას სინონიმი, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ დონემდეც მივიდოდა საქმე. ლიტერატურა Amory, Frederic."Euclides da Cunha and Brazilian Positivism", Luso-Brazilian Review. Vol. 36, No. 1 (Summer, 1999), pp. 87–94. Giddens, Anthony. Positivism and Sociology. Heinemann. London. 1974. Gilson, Gregory D. and Irving W. Levinson, eds. Latin American Positivism: New Historical and Philosophic Essays (Lexington Books; 2012) 197 pages; Essays on positivism in the intellectual and political life of Brazil, Colombia, and Mexico,
  2. ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი.
×
×
  • შექმენი...