Search the Community
Showing results for tags 'ეგალიტარიზმი'.
-
ტოტემიზმი ესაა ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც. ოცდამეერთე საუკუნის ულტრა-ლიბერალურ და ულტრა-ეგალიტარულ საზოგადოებაში ტოტემიზმის და ზოო-ფეტიშიზმის დოგმებმა ახალი ძალით იფეთქეს და მთელ მსოფლიოზე გაბატონდნენ. დღეისათვის დომინანტურ იდეოლოგიად ითვლება ბიოცენტრისტული ეთიკა და ინვირომენტალიზმი, როგორც ზოო-ფეტიშიზმის, ეკო-კულტის და ტოტემიზმის ახალი, ძველზე გაცილებით მძლავრი და სიცოცხლის უნარიანი, ერთობ ექსპანსიური ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად აგრესიული და შოვინური ბუნებისაა. თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი აქვს შინაური ცხოველების კულტს, კერძოდ კი ძაღლების და კატების კულტის ობიექტებად ქცევას და საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ მკვეთრ სიძულვილს მძლავრი მორალისტური პათოსის და რეპრესიული ფსევდო-ეთიკის თანხლებით. შესაძლოა შინაური ცხოველების და ეკოსისტემის დაცვის ისტერიული კულტი კიდევ დიდხანს იარსებებს... ცნობისათვის, ეკო-კულტისტებს შორის მრავლად არიან რადიკალური იდეების მქონე ე.წ. ეკო-ტერორისტები.
-
ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბიოცენტრისტებს (ინვირომენტალისტებს). შენ შეგიძლია გსურდეს ბუნების დაცვა, მაგრამ ბუნება მუდამ შეეცდება დაგახრჩოს, დაგწვას, შეგჭამოს ან შიმშილით მოგკლას. ბუნება არაა ადამიანის მეგობარი და არც თანასწორობა და დემოკრატია არსებობს ცხოველთა, მცენარეთა, ფრინველთა და ადამიანთა სამყაროში. თანასწორობა არსად არ არის, სამაგიეროდ ყველგან არსებობს მკაცრი იერარქიული სუბორდინაცია, სადაც არ უნდა წახვიდეთ; სამსახურში, სკოლაში, არმიაში, ბაგა-ბაღში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, ცხოველებში და ა.შ. თვით ანარქისტულ და ულტრა-ლიბერალისტურ საზოგადოებებშიც კი არის სუსტი და მკრთალი, მაგრამ მაინც იერარქია. პოლითეისტურ რელიგიებში ასევე, მკაცრი იერარქია და სუბორდინაცია ღვთაებებს შორის. როცა ეკოლოგი იცავს ნიანგს, საზარელ მტაცებელ რეფტილიას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ყველა ცოცხალი არსება თანასწორია, როგორღა დაიცავს იმ ანტილოპას ან კამეჩის უფლებებს, რომელსაც ადრე თუ გვიან წყალში ჩაითრევს ნიანგი და ნაკუწებად აქცევს? ნუთუ პლაკატებით ხელში მიტინგს დაიწყებენ ნიანგის ცხვირწინ? სრული უაზრობაა ეგალიტარიზმი. ერთმა რუსმა ეკოლოგმა ერთხელ ბრძანა, რომ ცხოველის მოკვლა იგივეა, რაც ბავშვის... ვინმეს სჯერა ამ უაზრობის? ბავშვი ადამიანის და ძაღლი ერთი და იგივეა? ნიუტონი და ქუჩაში მცხოვრები ოლიგოფრენი ბომჟი ერთი და იგივეა? ბეთჰოვენი და ჰიტლერი ერთი და იგივეა? მაჰათმა განდი და რუსთაველი მანიაკი ერთი და იგივეა? მარტინ ლუთერ კინგი და ჰანიბალ ლექტერი კრავთა დუმილიდან თანასწორები არიან? "კანონის წინაშე თანასწორი"? ეს როგორ? სრული აბსურდია ეგალიტარიზმი, ტკბილი სიზმარი ფსიქიურად დაავადებული ლიბერალების დამჭკნარ ტვინში.
-
- ლიბერალიზმი
- ეგალიტარიზმი
-
(and 3 more)
Tagged with: