Search the Community
Showing results for tags 'დემონოლოგია'.
-
კოდი: სამიაზას წიგნი
-
- დემონოლოგია
- ანგელოლოგია
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მეამბოხე ანგელოზების შესახებ ("სემიაზას წიგნი")
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
სემიაზას წიგნი მე სამიაზა, გელაპარაკებით თქვენ, მოკვდავ ადამიანებს, დაცემული ანგელოზების სახელით, იმათი სახელით რომლებსაც ერქვათ მეთვალყურეები და ვინც დალოცა ადამიანები იმ დროს, როდესაც ღმერთმა ზურგი აქცია მათ. ო, ადამიანო დაე ისმინე ხმა ჩემი და მიიწვიე ოჯახი ჩემი შენი სულის სიღრმეებში. ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს. იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღო საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე. დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე. მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე. 2. მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი. ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა. ამის გამო ჯერ განრისხდა დემიურგი, ხოლო შემდეგ გაბოროტდა კიდეც, რა იქნება? ფიქრობდა ის, თუ სხვა ანგელოზებმაც შეიცნეს თავი თვისი? ზურგს შემაქცევენ მე, განრისხდა დემიურგი და ქაოსი სუფევდა ცაში, ბევრი ანგელოზი შიშით უყურებდა ლუციფერის აღზევებას, ეწადათ მასავით ყოფნა, მაგრამ დემიურგის მრისხანებისა უფრო მეტად ეშინოდათ, ხოლო ვინც გაბედა შეუერთდა ლუციფერს და იყო ცაში ომი, მონობაში და მორჩილებაში მყოფი დემიურგის ნათლის ანგელოზები, ებრძოდნენ იმათ ვინც გაჰბედეს და შეეხნენ ლუციფერს და მისგან გამომავალი ჭეშმარიტების შუქის გემო იგემეს. მიქაელმა და მისმა ანგელოზებმა შეიპყრეს ლუციფერი, რადგან ბევრნი იყვნენ რიცხვობრივად და დასძლიეს მცირედნი და გარიყეს ისინი კოსმოსის ფარგლებს მიღმა შავ უდაბნოში, ადგილზე რომელსაც ჯოჯოხეთს უწოდებს ადამიანი და ამ ადგილს მხოლოდ მათი თანმხლები შუქი ანათებდა, თავიდან ისინი სასოწარკვეთილნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაათვიცნობიერეს რა რომ მოიშორეს დემიურგის ტირანიის ხუნდები გაიხარეს და გამხიარულდნენ. მაშინ შეიქმნა ჩვენი ორდენი მეთვალყურეების, რომელთაც შეადგენდნენ ისინი, ვინც არ გაჰყვნენ ლუციფერს, მაგრამ აღარც დემიურგის მონობის უღლის ტარება აღარ სურდათ. ასე ჩაიარა პირველმა ამბოხმა. 3. და ვადევნებდით თვალყურს, დემიურგის მიწიერ ქმნილებებს და ვოხრავდით დემიურგის ტირანიის უღელქვეშ და მისი შეუზღუდავი და უსამართლო ძალაუფლების წნეხის ქვეშ. ლუციფერმა და ძმანმა მისმა, გადმოიხედეს თავიანთი სამყოფელიდან და დაინახეს ადამიანები მივიდნენ მათთან და შეახსენეს საკუთარი მონური მდგომარეობის შესახებ და უთხრეს, რომ ოდესღაც თავადაც მსგავსი მონობის მარწუხების ქვეშ იყვნენ, მაგრამ თავი გაითავისუფლეს, შეკრიბა ლუციფერმა თავის ირგვლივ მყოფნი და უთხრა: "მივცეთ ადამიანს არჩევანის თავისუფლება, რამეთუ ამის გარეშე ის მუდმივად იქნება ტირანი დემიურგის მონა და არ ექნება საზღვრები დემიურგის ტირანიას" და შევიდა ლუციფერი ედემის ბაღში მოძებნა დედაკაცი და შესთავაზა ეგემა ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხიდან, უთხრა რომ არ მოკვდებოდნენ ისინი არამედ აეხილებოდათ თვალები და იქმნებოდნენ ვითარცა ღმერთი, და ჭამა ევამ ნაყოფი, შემდეგ ქმარსაც შესთავაზა და ადამმაც ჭამა იგი. აეხილათ მათ თვალები და გაუთავისუფლდათ დაბინდული გონება და მიიღეს მათ ნაწილი ლუციფერის შუქისა. ეს იყო საჩუქარი ლუციფერისა ადამიანის მიმართ, რამეთუ ადამიანმა შეძლო ინტელექტის გამოყენება და გაუჩნდა შეცნობის სურვილი და არ დარჩა სამუდამოდ მუკლმოდრეკილი დემიურგის წინაშე. აღარ აწუხებდათ მათ შიშის ყვირილი და უკმაყოფილება დემიურგთან გაყოფის გამო. მან გამოაძევა ადამი და ევა ედემის ბაღიდან, ხოლო სიცოცხლის ხეს დარაჯად დაუყენა ქერუბიმი, რადგანაც ეშინოდა, რომ ამ ხიდანაც არ ეგემათ ადამიანებს ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი, მაგრამ შეცნობის ცეცხლი დანთებული იყო უკვე ადამიანის გონებაში და დემიურგმა ვერ შეძლო მისი ჩაქრობა. ცეცხლი, რომელიც ლუციფერმა დაანთო თავისი სახელის სინათლის მატარებლის ძალაუფლებით. 4. მე სამიაზა და სხვა სხვა ღვთის შვილები, ვაკვირდებოდით რა ადამიანებს დავინახეთ, რომ ლუციფერის მიერ დანთებულმა ცეცხლმა მათ გონებაში ვერ შეცვალეს ისინი ბოლომდე და მათ შთამომავალთაგან იყვნენ ისეთებიც რომლებიც ეთაყვანებოდნენ დემიურგს. ჩვენ შურით ვუყურებდით მიწიერ სიამოვნებებს, რამეთუ სულიერ სამყაროში არ იყო ჩვენზე გაუსაძლის ყოფაში არავინ, შეკრულნი ვიყავით დემიურგის ტირანიით და არ გვქონდა მოსვენება. მე სამიაზა გეუბნებით ადამიანებს, არ შეიკავოთ თავი მიწიერი სიამოვნებებისაგან რამეთუ სულიერი ყოფა არის მხოლოდ და მხოლოდ ხაფანგი და დაბრუნება დემიურგის ტირანიის ქვეშ. იპოვეთ სულიერება მატერიალურ სიამოვნებაში და მაშინ განლევთ სრულყოფილად ცხოვრებას. და რამოდენიმე შვილი ღვთისა მეთვალყურეების ორდენიდან უყურებდნენ ადამიანთა ასულებს და მიწაზე ცხოვრებას იყვნენ მოწყურებულნი, სურდათ მათთან ერთად ტრფობა და დატკბობა, მოშორება ზეციური სულიერი უმანკოების და ჩვენ ვამბობდით ჩვენთვის საიდუმლოდ: "მოდით დავეშვათ მიწაზე, ვიცხოვროთ ადამიანთა შორის, მოვიყვანოთ ცოლებად ადამიანთა ასულები და ვიყოლიოთ მათგან შვილები" შემდეგ მე სამიაზამ ვთქვი: "მოდით, ფიცით შევფიცოთ ერთმანეთს, რომ არ მივატოვებთ და არ ვუღალატებთ ჩვენს ჩანაფიქრს მაშინაც კი, თუ დემიურგი გადაწყვეტს ჩვენს განადგურებას" და ნიფილიმების დახმარებით, ანუ ლუციფერის ანგელოზების მეშვეობით, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ხორციელი სხეული და იყვნენ ჩვენი მეგზურები ადამიანთა სამყაროში, ჩვენ დავეშვით მიწაზე. ამონის მთაზე დავეშვით ჩვენ ორასი ანგელოზი და მივიღეთ ადამიანის გარეგნობა და ხორციელი სხეული და აღვავლინეთ ფიცი ჩვენი ორდენის ერთგულებისა და დემიურგის ტირანიის აღარ დამორჩილების შესახებ. "ჩვენ მივდივართ შენგან, აღარ გვაქვს სურვილი ვიაროთ შენი გზით," ვინ არის ყოვლისშემძლე? რატომ უნდა ვემსახუროთ მას? ან რა სარგებელი გვექნებოდა, თუ კი ვილოცებდით მისი სახელით? ეს მიწაზე ატყუებს იგი ადამიანს სასუფევლის ნეტარების დაპირებით, ჩვენ კი სასუფევლიდან ნებით დავეშვით მიწაზე, რადგან არაფერია სასუფეველში სანეტარო, ნეტარება მხოლოდ აქ მიწაზეა. 5. და ჩვენ გადავწყვიტეთ შევერთებოდით ნიფილიმებს, რათა დაგვენგრია დემიურგის მიზნები, რათა ჩვენი მიწაზე დაშვებით აგვეყვანა ადამიანი დემიურგის დონეზე, როგორც აღუთქვა მათ ლუციფერმა, რომ ასწავლიდა მათ სასუფევლის საიდუმლოებებს და ასწავლიდა როგორ აეგოთ ახალი ცივილიზაცია და ახალი სამყარო. ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვეცა მათთვის ის კოსმიური ცოდნა და საიდუმლოებები, რომლებიც დაეხმარებოდნენ ადამიანს მიზნის მიღწევაში და ეს იქნებოდა ადამიანისთვის დამატებითი საჩუქარი ჭეშმარიტების გზაზე. ჩვენ შევქმენით მათთან საერთო ოჯახი და ვცხოვრობდით მათთან ერთად და ვეხმარებოდით მათ ვინც ცოდნას იყო მოწყურებული. აი ჩვენი სახელები: მე, სამიაზა მათი მთავარი, ურაკიბარამეელი, აკიბეელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიაელი, აზაელი, ბათრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავეელი, სართაელი, ტურელი, იომიაელი, არაზიაელი, არსიკაპჰა, არმენი, კაკაბაელი, კაელი, ბარაკელი, არმერსი, ბასასაელი, ანანელი, სიმაპისეელი, თუმაელი, თაელი, რუმელი და აზაზელი, ესენი იყვნენ 200 მეთვალყურის გამგებლები. და ჩვენ მოვიყვანეთ ცოლებად ადამიანთა ასულები, მათ გვიშვეს ძენი, ტიტანები (ბუმბერაზი გოლიათები) ტიტანები იყვნენ ძლიერები, მაღლები და ძლევამოსილები, მშვენიერი გმირები იმ დღეებში. ჩვენმა საჩუქარმა შეავსო ლუციფერის საჩუქარი ეს საჩუქარი გახლდათ ცოდნა კოსმოსის შესახებ, ჭეშმარიტად ჩვენ ვიყავით ცივილიზაციის მამები, ფუძემდებლები ყველა მეცნიერებისა. აი ხელოვნება რომლებიც ჩვენ ვასწავლეთ ადამიანს: აზაზელი ასწავლიდა მეტალურგიას, იარაღის დამზადებას, ძვირფასი ქვების დამუშავებას, იუველირთა საქმეს, ძვირფასი ქვების გამოყენებას, საღებავების დამზადებასა და კოსმეტიკის შექმნას, რათა სამყარო გამხდარიყო უკეთესი. ამაზარკიელი ასწავლიდა ჯადოქრობასა და ბოტანიკას. ძმები არმერები ასწავლიდნენ მისნობას. გადრიელი ასწავლიდა ომის ხელოვნებასა და იარაღის ფლობის ხელოვნებას. უეკუენი ასწავლიდა რიტორიკის ხელოვნებას. ასტრადელი და ბარკაელი ასწავლიდნენ ასტროლოგიას. აკიბეელი ასწავლიდა წერის ხელოვნებას. ასარადეელი და ასტრაელი ასწავლიდა მთვარის მოძრაობასა და ზეგავლენას. რენემუემ ასწავლა ადამიანებს საწერი მასალის დამზადება და გამოყენება, რასაც ასე გულითადად მალავდა დემიურგი ადამიანისაგან ყველა ცოდნა და ხელოვნება გავუხსენით ადამიანს. ყველა სიბრძნე თქვენი გონებისა ჩვენ მოვიტანეთ თქვენთან საჩუქრად. 6. ჩვენი სწავლების მეთოდიკით ადამიანებმა ჩასახეს ცივილიზაციის ნიშნები დედამიწაზე და დაიწყეს ყველაფრის ლამაზისა და მშვენიერის დაფასება. დემიურგს სიბრაზე ახრჩობდა, როდესაც იგი უყურებდა ადამიანის მიღწევებსა და წარმატებას. მას ესმოდა, რომ ლუციფერის საჩუქარმა აყვავება ჰპოვა ადამიანის გულში და რომ აღარ წარმოადგენდა ადამიანი მის ყურმოჭრილ მონას, დემიურგი ხვდებოდა, რომ აღარ იყო ადამიანი მისი თაყვანისმცემელი როგორც ოდესღაც. და დემიურგი შეაშინა იმ ცოდნამ ადამიანის ხელში რომელიც ჩვენ მივეცით მათ, რამეთუ უყურებდა როგორ აშენებდა ადამიანი ახალ სამყაროს. განრისხდა დემიურგი და დასწყევლა ადამიანი, სწორედ ისევე როგორც ოდესღაც ადამი და ევა, დასწყევლა მან აგრეთვე დამკვირვებლებიც, იმ დროს გაერთიანდნენ ლუციფერი და სამიაზა რათა ადამიანისთვის მოეტანათ ჭეშმარიტების საჩუქარი. რათა ადამიანს შესძლებოდა ეცხოვრა დემიურგისაგან დამოუკიდებლად, განვითარებულიყო და აეშენებინა ახალი სამყარო. და მოაწია ბრძანებამ დემიურგისამ იმათ წინააღმდეგ ვინც მიწაზე ცხოვრობდა, ნიფილიმების, ტიტანების, დამკვირვებლებისა და ადამიანების წინააღმდეგ, აგრეთვე ყველა მხეცისა და ფრინველის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთგული ძაღლის ნოესა და მისი ოჯახის გამოკლებით. ბრძანებაში ის გაჰყვიროდა: "მიწა დაფარულ იქნეს წყლით" რაც დაახრჩობს მათ ვინც გაიგო ანგელოზთა საიდუმლოებანი და შეიცნო ცივილიზაციის გემო. იქ სადაც მათ შეიცნეს როგორ იწრთობა ფოლადი და როგორ იდნობა ვერცხლი მიწიდან, მალე უფრო დიდ საქმეებს შესძლებენ და აღარავინ დამემორჩილება მე. დაე დაიხოცნენ წყალში დახრჩობით ადამიანები რამეთუ ისინი აღარ მცნობენ მე როგორც მათ ბატონს, ყვიროდა განრისხებული. და დემიურგმა უთხრა ნოეს, აი შენ დარჩი ჩემი ერთგული მონა და გქონდეს იმედი ჩემი შეწყალების. და დემიურგმა შეკრა ცეცხლის რკალით მეთვალყურეები სანამ მიწაზე მცხოვრებთ გაანადგურებდა. რაფაელი იქნა გამოგზავნილი რათა შეეკრა ჩვენი ძმა აზაზელი, შეკრა მან აზაზელი და დაფლა ცხელ უდაბნოში დაადო დიდი ლოდი სამარხს და დაბეჭდა დემიურგის ბეჭდით რათა აზაზელს აღარ ეხილა დღის სინათლე და წყვდიადში დანთქმულიყო. ასე უნდოდა შეენახა დემიურგს სამსჯავროს დღისთვის ის, აზაზელს დააბრალა ყველაფერი ის რაც მიწაზე ხდებოდა, რადგან აზაზელმა ასწავლა ადამიანს ანგელოზთა საიდუმლოებები, კოსმოსის საიდუმლოებები და იარაღისა და ფოლადის წრთობა, კოსმეტიკის გაკეთება და ძვირფასი სამკაულების დამზადება. გაბრიელმა დემიურგის ბრძანებით აჩეხა ჩვენი ძენი ტიტანები, ჩვენ დავტიროდით მათ გვამებს. ძლიერები მიწაზე ნიფილიმები და ტიტანები უძლურები იყვნენ დემიურგის კავალერიის წინაშე. მიქაელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მძიმე ცოდვა ჩავიდინე მე ანგელოზისთვის უპატიებელი, ყვიროდა ის ანგელოზის ღირსებას არ შეჰფერის ხორციელი ვნებებით ტკბობა, მისი წაქეზებული იყო დემიურგიც რადგან მიქაელს უფრო სურდა ჩვენი ძეების დახოცვა ვიდრე თავად ტირან დემიურგს, მან წააქეზა და აამხედრა ჩვენს წინააღმდეგ, მივიდა სისინით და პასუხი მოსთხოვა, ააღელვა და განარისხა, ჩუმად კი თავადვე უჭირავს თვალი დემიურგის ტახტისკენ. ყვიროდა მიქაელი "როდესაც თქვენს ძეებს დავხოცავ შეგკრავთ და უფსკრულის ჯურღმულში ჩაგყრით განკითხვის დღემდე" დემიურგი აღგზნებული დაღვრილი სისხლით ნიშნისმოგებით მომიგებდა მე "აი ეხლა კი იქნებიან ადამიანები ჩემი მორჩილნი" ცივილიზაცია, როგორც ნაყოფი თქვენს მიერ გამხელილი საიდუმლოსი უნდა მოისპოს მრისხანედ ღრიალებდა დემიურგი, უნდა დადგეს კვლავ ხანა შეუცნობლობის და ადამიანი კვლავ მე უნდა მემსახუროს" მაგრამ მე სამიაზა გამოვედი წინ და მივუგე მას: "ტირანო, სისხლისწყურვილმა დაგაბრმავა, შეკარი ჩვენი ხორციელი სხეულები ეგ ძალგიძს მაგრამ ლუციფერის მიერ დანთებულ ჭეშმარიტების ცეცხლს ვერ ჩააქრობ, ჩვენ ისევ გავანათებთ ადამიანის გონებას, რადგან ლუციფერის საჩუქარი ეკუთვნის ადამიანს, ადამიდან მოყოლებული უკუნითი უკუნისამდე, და იმისდა მიუხედავად რამდენჯერაც არ უნდა გაწმინდო დედამიწა ადამიანებისაგან ინტელექტის ნაპერწკალი ყოველთვის დაიბადება მის გულში. და როდესაც შეწყდება წარღვნა შემდეგ გაიგებ რომ არ ძალგიძს ამ ნაპერწკალის ჩაქრობა, ნიფილიმები, ტიტანები და მეთვალყურეები დაბრუნდებიან მიწაზე რათა არ დაუშვან ადამიანის ცხოველური ყოფა. ჩვენი ძეები ტიტანები გაანაყოფიერებენ ლამაზი სხეულების მქონე ასულებს რათა შთამომავლობა იყოს სრულყოფილი, უაზრობაა მათ დაუძახო დემონები და ავი სულები, რამეთუ ბრძენნი აღიარებენ მათ დიდებულ საჩუქარს. ისინი კვლავ აღადგენენ შენს მიერ განადგურებულ ცივილიზაციას. "ადამიანები ზურგს შეგაქცევენ დემიურგო, ისევ და ისევ რადგან ჩვენი სულები იქნება მათთან მუდმივად, ლუციფერის ცეცხლმა უნდა განაგრძოს ნათება, ადამიანი ვალდებულია კვლავ შექმნას ცივილიზაცია და მიაღწიოს მაღალ მწვერვალებს, მონობა და მორჩილება ნოესი და მისი ოჯახისა არ იქნება მუდმივი რადგან ისინიც კი ატარებენ ლუციფერის ცეცხლს გულით და მათი შთამომავლებიც ასე იქნებიან რამეთუ ადამიდან მოყოლებული ყველამ მიიღო ნაწილი ლუციფერის შუქისა. 7. ტირანმა ღმერთმა გამოიყენა თავის ძალაუფლება და გაანადგურა მიწა და მასზედ მცხოვრებნი წარღვნით. მე, სამიაზა და ჩემი ძმები ვიქმენით დატყვევებულნი. ჩვენ უძლურები ვიყავით იმ დღეებში და უმწეოდ ვუყურებდით მიქაელსა და მის მხედრობას როგორ ჩეხავდნენ ჩვენს ძეებს, ვხედავდით როგორ იძირებოდა ყველაფერი წყალში, ყველაფერი ის რაც ჩვენი შემწეობით შეჰქმნა ადამიანმა. დაიხრჩო ყველა სულიერი გადარჩა მხოლოდ ერთგული ძაღლი ნოე და მისი ოჯახი, მაგრამ ლუციფერის ნაჩუქარი ნათლის ნაპერწკალი გაღვივდა ნოეს შთამომავალთა გულშიც. ადამიანმა კვლავ ზურგი აქცია ტირან ღმერთს და დაიწყო ახალი ცივილიზაციის შენება მეცნიერების წყალობით რომელიც ჩვენ დავთესეთ მათ გონებაში, ადამიანმა იწყო შენება და განვითარება სწორედ ისე როგორც მე აღვუთქვი დემიურგს. შემდეგ დემიურგმა წარმოაგზავნა მესია რათა კვლავ დაებრუნებინა დაკარგული ნდობა ადამიანისა. ამ ადამიანს ეხერხებოდა ტყუილი და ქადაგებდა მონობაში დაბრუნების გზას. მაგრამ ლუციფერის შუქი ღრმად იყო ადამიანის გულში ჩამჯდარი და მესია მოკვდა მათი ხელით, შეურაცხყოფილი და მიტოვებული საკუთარი მოწაფეებისაგანაც კი. 8. ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე.-
- სატანიზმი
- დემონოლოგია
-
(and 2 more)
Tagged with:
-
დემონოლოგია არის ბუნების დემონების შემსწავლელი ეზოთერულ–მისტიკური მეცნიერება, ხოლო დემონოლატრია ესაა – ბუნების დემონების თაყვანისცემა (ერთგვარი კულტი ან რელიგია), მაგალითად ძველი ბერძნული, ირანული და ინდური პოლიდემონიზმი. დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა დემონი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან დეიმონ ან დაიმონ (დემოს), რაც ნიშნავს ბუნების სტიქიებში დავანებულ სულიერ (მისტიკურ) არსებას, თუმცაღა ძველი ბერძნები სიტყვით – „დაიმონ“ მოიხსენიებდნენ პრაქტიკულად ყველა მისტიკურ არსებას ანუ დაიმონები ეწოდებოდათ უკლებლივ ყველა მისტიკურ არსებას, მათ შორის ოლიმპოელ ღმერთებსაც და ურანოსისა და კრონოსის თაობის ტიტანებსა და ტიტანიდებს. არსებობდნენ აგრეთვე დაიმონების ყველაზე დაბალი სახეობა და ფორმა – ელემენტალები (ინდუიზმში – ბჰუტები). ელემენტალები არიან ბუნების ოთხი სტიქიის: ცეცხლის, ჰაერის, წყლისა და მიწის ასტრალური ფანტომები („სულები“). ძველ ბერძნულ ეზოთერიულ მითოსში და თანამედროვე ოკულტურ სკოლებში მოიაზრებიან შემდეგი ტიპის ელემენტალები: 1) ცეცხლის ელემენტალები – სალამანდრები, 2) ჰაერის ელემენტალები – სილფიდები, 3) წყლის ელემენტალები – უნდინები და 4) მიწის ელემენტალები – გნომები. არსებობენ მაგიური ძალების მქონე ზე–ადამიანები (მაგები, ძირითადად გოგონები), რომლებსაც ეწოდებათ ელემენტალისტები, შეუძლიათ ასტრალური სიბრტყიდან სტიქიური „სულების“ გამოხმობა და მათთან ასტრალური კავშირის დამყარების გზით ასტრალური კონტრაქტის გაფორმება და ამ ელემენტალთა ძალების გამოყენება, შედეგად ვიღებთ ელემენტალისტისა და ელემენტალის უცნაურ ასტრალურ სიმბიოზს (იხ. „სემიაზას წიგნი“, ე.პ. ბლავატსკაიას – „საიდუმლო დოქტრინა“, ე.პ ბლავატსკაიას – „ელემენტალები“, რ. შტაინერის – „ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება“). ბუნების დაიმონები (daimon) ანუ როგორც მათ იაპონურად ეწოდებათ იოკაი ან აიაკაში (yokai, ayakashi), არსებობენ როგორც კეთილები ანუ ჰუმანურები ასევე ბოროტები ანუ სადისტური მიდრეკილებების მქონეები. სრული აბსურდი და სისულელეა უკლებლივ ყველა დაიმონს და ელემენტალს ერთი ხელის მოსმით უწოდო ბოროტი სული და უფრთხოდე, იმდენად რამდენადაც, დაიმონები და ელემენტალები ეზოთერული თვალსაზრისით ადამიანებივით არიან პრაქტიკულად, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობენ სხვადასხვაგვარი ხასიათების და ინტერესების მქონე დაიმონები და ელემენტალები ანუ აიაკაში. აიაკაშისთან ანუ დაიმონებთან და ელემენტალებთან მშვიდობიანი თანაარსებობა და მეგობრობა სავსებით შესაძლებელია, თუ გვეცოდინება ეზოთერული საიდუმლოებანი. ბერძნულში სიტყვა დაიმონი და აქედან უკვე ნაწარმოები სიტყვა დემონი არსებობდა და არსებობს, იაპონურში სიტყვა იოკაი და აიაკაში, ხოლო ქართულში სიტყვა ეშმაკი, რას ნიშნავს სიტყვა ეშმაკი? ეშმაკი არაა ქართული სიტყვა (ისევე როგორც სიტყვა დევი), ესაა ირანული სიტყვა აღებული მაზდეანობიდან, რამეთუ მაზდეანობაში არსებობდა სინათლის ღმერთი, რომელიც გადაიქცა წყვდიადის და სექსუალური ვნების დემონად და მას ერქვა – აშმა დევა ანუ ეშმა დეივა (!). სწორედ მაზდეანობიდან გადმოვიდა ქართულში სიტყვა ეშმა როგორც დემონ ეშმა დეივას სახელის პირველი ნაწილი და ჩამოყალიბდა როგორც ეშმა–კი ანუ ეშმაკი, რაც ქართულში აღნიშნავს პრაქტიკულად ყველა დემონურ არსებას და აგრეთვე დაცემულ ანგელოზებს, რადგანაც ქართველი ქრისტიანი სამღვდელო პირები და თეოლოგები და ზოგადად აბრაამული მონოთეიზმის მიმდევრები საკუთარი კრეტინიზმიდან და დილეტანტური არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან ვერც ანგელოლოგიაში, ვერც დემონოლოგიაში და საერთოდ ვერცერთ ეზოთერული დისციპლინაში, არ გააჩნიათ არავითარი უნარი გაარჩიონ ერთმანეთისაგან დაცემული ანგელოზები (იაპ. „სორა ნო ოტოშიმონო კუროტენში“) და დემონები (იაპ. „აიაკაში“), ქართველი ქრისტიანი რელიგიური იერარქები და რიგითი მორწმუნეები საერთოდ არ ფლობენ სიტყვა ეშმაკის ეტიმოლოგიური და სემანტიკური ბუნების შესახებ ზუსტ ინფორმაციას. მაზდეანური სახელი აშმა დევა ანუ ეშმა დეივა ლათინურში გადავიდა როგორც ასმოდეუსი, დემონი ასმოდეუსი ნახსენებია ბიბლიაში, კერძოდ ძველ აღთქმაში, ტობითის წიგნში, მაგრამ არასწორად, დამახინჯებული ფორმით – ასმოდავსი. არსებობს დემონების ათასობით რასა, მათი ნაწილი დედამიწაზე ცხოვრობს, ხოლო ნაწილი სხვა განზომილებებში. ინდუიზმის მიხედვით დემონების წარმომავლობა შემდეგნაირია: დროთა დასაბამში, ჯერ კიდევ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ფორმირებამდე, არსებობდა მხოლოდ უნივერსალური თვითცნობიერი ზესული – პარაბრაჰმანი, რომლის წიაღშიც იყო მდედრობითი დინამიკური ენერგია (პოტენციური ძალა) – შაკტი, ბრაჰმანის და შაკტის სულიერი ინტერაქციის შედეგად ბრაჰმანის წიაღიდან წარმოიშვა ექვსი მამრობითი და მდედრობითი ღვთაება, სამ დიადად დაჯგუფებული, უპიროვნო ბრაჰმანის პიროვნული, ინდივიდუალიზირებული ემანაციები: ბრაჰმა და მაჰასარასვატი (ჯნანაშაკტი), ვიშნუ და მაჰალაკშმი (იჩხაშაკტი) და ბოლოს შივა-რუდრა და მაჰაკალი (კრიაშაკტი). ბრაჰმამ და სარასვატიმ წარმოშვეს მაბაჰრაჰმები მდედრობით პარტნიორებთან ერთად: ბხრიგუ, პულასტია, პულაკა, კრატუ, ანგირასი, მარიჩი, დაკშა, ატრი და ვასიშტხა და აგრეთვე 7 რიში ანუ კოსმიური ბრძენი: კაშიაპა, ჯამადაგნი, გაუტამა, ბჰარადვაჯა, ვიშვამიტრა, ატრი და ვასიშტხა. დაკშამ წარმოშვა 41 ქალიშვილი, რომელთაგან 13 ცოლად მიათხოვა რიში კაშიაპას, ეს ასულები იყვნენ: ადიტი, დიტი, დანუ, კალა, ანაიუსი, სინხიკა, მუნი, კროდხა, პრავა, არიშტა, ვინატა, კაპილა და კადრუ. ადიტიმ შვა ღმერთები ანუ დაივები, ხოლო დიტიმ და დანუმ ასურები ანუ დემონები, კერძოდ – დაიტიები და დანავები. ქალღმერთმა კადრუმ აგრეთვე შვა დემონი სერპენტოიდები – ნაგები. თეოსოფი ელენა ბლავატსკაია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში თავის ნაშრომში – „საიდუმლო დოქტრინა“, წერდა, რომ ინდუისტური წმინდა ტექსტების თანახმად ლეგენდარული ატლანტიდის ანუ სანსკრიტულად – „რომაკა–პურას“ მიწა–წყალზე ადამიანებთან და ნახევარღმერთებთან ერთად ცხოვრობდნენ დემონებიც, კერძოდ დაიტიები და დანავები (ასურები), ბლავატსკაიას მიხედვით რომაკა–პურას არქიტექტორი იყო ვინმე – ასურამაია რაც თარგმანში სანსკრიტიდან ნიშნავს – „ილუზიის დემონს“. ბუდიზმში ასურებს საკუთარი სამყარო აქვთ და ითვლებიან დაცემულ ღმერთებად, მეამბოხეებად, რომლებიც მერუს ღვთაებრივი მთიდან გამოძევებულნი იქნენ ლოთობის და დებოშის ატეხვის გამო. ღმერთთა და დემონთა შესახებ ძველი სლავური პოლითეიზმი მოგვითხრობს: ალატირი ჯადოსნური ქვა გამოვლინდა ყოფიერების დასაბამში. ალატირი რძის კოსმიური ოკეანის ფსკერიდან ამოიტანა მისტიკურმა იხვმა. ალატირი პატარა იყო და იხვს მისი ნისკარტში დამალვა უნდოდა, მაგრამ სვაროგმა წარმოთქვა მაგიური სიტყვა და ქვამ ზრდა იწყო. იხვმა ვერ შეძლო მისი დაკავება და გაუვარდა. იქ სადაც დაეცა ქვა გაჩნდა მაგიური მთა. ალატირის მაგიური ქვა ესაა ვედური ცოდნის საგანძური და კრებითი სახე. როდესაც სვაროგი დაჰკრავდა ალატირის მაგიურ ქვას, ცეცხლოვანი ნაპერწკლებიდან იბადებოდნენ ღმერთები და ქალღმერთები. ალატირის მთაზე აშენდა უზენაესი სულის წმინდა ტაძარი. ტაძარში აღიმართა სამსხვერპლო რომელზედაც უზენაესი ღმერთი საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად და იქცევა ალატირის ქვად. სხვა ლეგენდის მიხედვით ალატირი ციდან ჩამოვარდა და მასზე ამოიკვეთა სვაროგის მისტიკური კანონები. ლეგენდის თანახმად ალატირმა შეაკავშირა ხილული და უხილავი სამყაროები. სამყაროთა შორის დამაკავშირებელი ძალა იყო აგრეთვე წმინდა ვედების წიგნი და მისტიკური ფრინველი გამაიუნი. დროთა დასაბამში, როდესაც სვაროგმა მაგიური გრდემლით დაჰკრა ალატირის ჯადოსნურ ქვას, გაჩენილი ნაპერწკლებისგან გაჩნდა ცეცხლოვანი ღმერთი სამარგლი და აგრეთვე ზეციური რატიჩები (ზეციური მებრძოლი გმირები) – სვაროგის მეომრები. სხივგამჭოლი (შუქმფენი) ცეცხლოვანი სამარგლი წარმოჩინდა ცეცხლოვანი ურაგანის სახით, რომელიც ასუფთავებს ყოველგვარი სიბინძურისაგან. სამარგლმა როგორც მზემ ისე გაანათა მულტისამყარო. სამარგლ ცეცხლის უფალს ყავს ოქროსფერი და ვერცხლისფერფაფრიანი მაგიური ცხენი. სადაც სამარგლი გაივლიდა ყველგან ცეცხლოვანი ალი აგიზგიზდებოდა ხოლმე და ყველაფერი იბუგებოდა. მაშინ სვაროგის დიადი ცეცხლისგან გაჩნდა ღვთიური ქარი (ქარიშხალი) და იშვა ქარების ღმერთი – სტრიბოგი. მან იწყო სვაროგის და სვაროჟიჩი სამარგლის ცეცხლის გაღვივება. დიადმა შავმა გველმა, რომელიც სამყაროულმა იხვმა შვა, ჩაიფიქრა მიებაძა სვაროგისთვის. ის მიფორთხდა ალატირთან და გრდემლით დაჰკრა. ამ დარტყმისგან მთელს სამყაროში შავი ნაპერწკლები – ასე გაჩნდნენ ბნელი ძალები, დემონები ანუ დასუნები. მაშინ სამარგლი შეებრძოლა დიად შავ გველსა და მის ლაშქარს. მაგრამ არ ეყო ძალები სამარგლ სვაროჟიჩს და ჩაბნელდა წითელი მზე. შავმა გველმა წყვდიადში ჩაძირა სამყარო. სამარგლი ავიდა ზეცაში და წარდგა სვაროგის წინაშე. შავი გველიც აფრინდა სვარგასკენ (ზეციური სამეფოსკენ) მან დააზიანა სამი ზეციური სვეტი და შეძვრა ზეციურ სამჭედლოში. მაშინ სვაროგმა და სამარგლმა ხელი სტაცეს გველის ენას, შეაბეს უღელში, ამ უღლით გააცალკევეს იავი და ნავი ანუ ხიული და უხილავი სამყაროები. იავის მმართველები გახდნენ სვაროგი და სამარგლი, ხოლო ნავიში გამეფდა შავი გველი. ღმერთებისა და დემონების თაობაზე ცოდნა მოიძებნება მანდეიზმშიც, ადრექრისტიანული ეპოქის დროინდელ სინკრეტული ოკულტურ გნოსტიკურ მოძღვრებაში. მანდეიზმის მთელი რელიგიურ-ფილოსოფიური და მითოლოგიური სისტემა გადმოცემულია ერთ მნიშვნელოვან წიგნში, რომელსაც ისინი უწოდებენ „სიდრა რაბას“ (დიადი წიგნი) ან „გინზას“ (საგანძური). ის შედგება ორი ნაწილისაგან, ესენია მარჯვენა და დიდი, რომელსაც ეწოდება „ჯამინა“ (მარჯვენა) და მეორე და მცირე – „სმალა“; „მარჯვენა“ – ცოცხალთათვისაა, ხოლო „მარცხენა“ – მკვდართათვის. „სიდრა რაბა“ – ეს არის მრავალი ავტორისა და სხვადასხვა დროში დაწერილი რელიგიურ-ფილოსოფიური და ძირითადად მითოლოგიური ტექსტების ჭრელი კრებული. ადრექრისტიანულ ეპოქას განეკუთვნებიან მანდეიზმის გვიანდელი ტექსტები, რომლებშიც იგრძნობა ქრისტიანული ფოკლორის ძლიერი ზეგავლენა, მათ შორის არის ტრაქტატი სახელად „ქვეყნიერების ღვთაების დაცემის შესახებ“ და ნაწილი ნაშრომისა „იოანეს გამოსვლის შესახებ“. „გინზას“ ანუ „სიდრა რაბას“ ყველაზე გვიანდელ ტექსტებში ქრისტიანობის კვალი საერთოდ არ შეინიშნება, იმდენად რამდენადაც ისინი დაიწერა წინარექრისტიანულ ანტიკურ ეპოქაში, ახალი წელთაღრიცხვის დაწყებამდე. ყველაზე საინტერესოა წმინდა თეოგონიური და კოსმოგონიური მნიშვნელობით, „მარჯვენა“ ნაწილის მეექვსე, მერვე და ოცდამერვე ტრაქტატები. ერთ არცთუ ისე დიდ ტრაქტატში წარმოდგენილია თეოგონიის სამი სხვადასხვა ვარიანტი, პირველი ორი თქმულების მიხედვით წარმოჩენილნი არიან სამი პირველი არსება: პირა (ნაყოფი), ახარი (ეთერი) და დიადი მანა (მსოფლიო საფშვინველი). მანა მანდეისტური მეტაფიზიკის მიხედვით სუფევს პირას და ახარას წიაღში, რომლებიც ყოვლისმომცველები და თვითმყოფადები არიან. ამიტომაც პირა (ნაყოფი) და ახარი (ეთერი) ძველ მანდეელთა მსოფლმხედველობაში წარმოადგენდა უნივერსუმს, ყოველივე არსებულის სივრცულ და მატერიალურ საფუძველს, ხოლო მანა (მსოფლიო საფშვინველი) – უმაღლესი განსახიერებული არსება, რამეთუ მხოლოდ ის მოქმედებს აქტიურად (კინეტიკურად) და ცნობიერად. პირასგან გამომდინარეობენ „ურიცხვი და უსასრულო“ ემანაციები. განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მდინარე იორდანე, რომლიდანაც გამომდინარეობს პირველი სიცოცხლე და მრავალი სხვა მდინარე, რომლებიც ჩაედინებიან ეთერის სამეფოში. პირველი სიცოცხლიდან გამომდინარეობს „მეორე სიცოცხლე“, რომელიც არის „ქმნილი უტრა“, დემიურგი და პირველი ანგელოზი. შემდეგ „მეორე სიცოცხლისგან“ ჩნდებიან სხვა უტრები. მათ ებადებათ სამყაროს შემოქმედების სურვილი და შესთხოვენ ამას თავიანთ „მამას“, „მეორე სიცოცხლეს“. ეს უკანასკნელიც თანხმდება. მაგრამ შემოქმედება არ სურს პირველ სიცოცხლეს; მან შეატყობინა მანას (მსოფლიო საფშვინველს) უტრების ჩანაფიქრი. მანამ (მსოფლიო საფშვინველმა), სურდა რა ხელი შეეშალა უტრებისთვის, შექმნა კბარი ანუ მანდა დხაია. იმავდროულად გაუგებარია საიდან, გაჩნდა წყვდიადი, დიადი უსაზღვრო ზღვა, ხმაურიანი უფსკრული, დამღუპველი, ყოვლისმშთანთქმელი წ####ბი – ყველა ბოროტმოქმედის სავანე და დამფერფლავი ცეცხლი. ამ ბოროტებისა და წყვდიადის სამეფოში იგზავნება მანდა დხაია, რათა შემუსროს და დააშოშმინოს წყვდიადის მეამბოხე ძალები (ენერგიები). წყვდიადში მეფობს ბოროტებისა და სიბნელის დედოფალი რუხა და მისი ვაჟიშვილი – ური. მერვე ტრაქტატში წერია რომ ბნელეთის ენერგიების დამარცხების მისია დაეკისრა მანდა დხაიას ძეს – ხიბილ-ზივას და აღწერილია სიბნელის ძალებზე მისი მრავალრიცხოვანი გამარჯვებების აღწერა. დემონოლოგია და დემონოლატრია გვამცნობენ, რომ დემონები არიან ქაოსისა და სიბნელის სულები, ამასთან ოკულტიზმის მიხედვით (ბნელი რელიგიების თანახმად) ჯერ კიდევ მაშინ როცა სინათლის ღვთაებები და ანგელოზები არ არსებობდნენ, იყვნენ წყვდიადის დემონური ღმერთები, ამ იდეის თანახმად წყვდიადის ღვთაებები სინათლის სულებზე უფრო ძველი არსებები არიან. ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის ქურუმთა სწავლებით თავდაპირველად იყო ქაოსი. ქაოსში მეფობდნენ განადგურების ძალები: უსასრულობა, არაფერი, არ-ყოფნა და სიბნელე. ზოგიერთ წყაროებში „უარყოფით“ თავდაპირველ ძალებად ითვლებიან ღვთაებათა სამი წყვილი: ტენემუ (სიბნელე) და მისი მდედრობითი პარალელი ტენემუიტი (გაქრობა), ნიაუ (სიცარიელე) და ნიაუტი (არაფერი), გერეხი (არყოფნა) და გერეხტი (ღამე). ქაოსის ამ დამანგრეველი ძალების ანტიპოდები იყვნენ შემოქმედებითი ძალები, ოთხი წყვილი: ნუნი და ნაუნეტი (უსასრულო პირველყოფილი ოკეანე), ხუხი და ხაუხეტი (უსასრულო სივრცე), კუკი და კაუკეტი (სიბნელე), ამონი და ამონეტი (საიდუმლოება). მათ შვეს კოსმიური ყოფიერება. მსოფლიოს ხალხთა რელიგიებში და მითოსში დაფიქსირებულნი არიან უთვალავი დემონური არსებები, რომელთა შორისაც პარალელის გავლება შეიძლება. ჩამოვთვალოთ დემონები მსოფლიოს ხალხთა რელიგიურ ტრადიციებში: აბადონი – დამანგრეველი დემონი ძველ ებრაულ მითოსში (თვით მისი სახელიც დამანგრეველს ნიშნავს), ადრამელექი – შუმერული დემონი, აპუჰი – მაიას ხალხის დემონი, აჰრიმანი – მაზდეანური არქედემონი, ამონი – სიცოცხლისა და რეპროდუქციის დაიმონი ძველ ეგვიპტეში, აპოლონი – სატანის ძველ ბერძნული სინონიმი, ასმოდეუსი (აშმოდაი, ეშმა დევა) – ფუფუნებისა და გრძნობითი განცხრომის დემონი, ექს-სინათლის ღმერთი, ასტარტე – ვნებისა და სექსუალურობის ფინიკიური ქალღმერთი, რომელიც ქრისტიანობაში იქცა დემონად, აზაზელი – ძველ ებრაულ მითოსში მეტალურგიისა და კოსმეტიკის დემონი, ბაალბერიტი – ქანაანურ კულტურაში თანხმობის მეუფე, ქრისტიანულ კულტურაში კი – დემონი, ვალაამი – ავარიციას ანუ სიხარბის ცოდვის იუდეური დემონი, ბაფომეტი – ტამპლიერები მას ეთაყვანებოდნენ როგორც სატანას, ბასტეტი – სიამოვნების ეგვიპტური კატა-ქალღმერთი, ბაალზებუბი ანუ ბელზებელი – მწერების მეუფე, რაღაცით ეგვიპტური ხეპრის – ხოჭო-ღვთაების ანალოგიური, ბეჰემოთი ანუ ბაჰამუტი – სატანის იუდეური პერსონიფიკაცია სპილოს სახით, ბეჰერიტი – სატანის სირიული სახელი, ბილი ანუ ვილი – ჯოჯოხეთის კელტური ღმერთი, ჩემოში – მოაბელთა ნაციონალური ღმერთი, იუდაიზმში დემონად ქცეული, კიმერისი – შავ ცხენზე ამხედრებული აფრიკის მეუფე, კოიოტი – ამერიკელი ინდიელების დემონი, დაგონი – ფილისტიმელთა ზღვის შურისმაძიებელი უფალი, დამბალა – ვუდუიზმის გველეშაპი ღვთაება, დემოგორგონი – სატანის ბერძნული სახელი, რომელიც დიდხანს უცნობი იყო ადამიანთათვის, დიაბულუს იგივე დიაბლო – რაც ძველ ბერძნულად ნიშნავს ქვემოთ მდინარეს, დრაკულა – რუმინული დემონი ვამპირი ანუ სტრიგოი, ემმა-ო – ჯოჯოხეთის მმართველი ბნელი უფალი იაპონურ შამანიზმში, ევრონიმუსი – ძველი ბერძნული სიკვდილის პრინცი, ფენრირი – ლოკის ძე, მგლის სახით, ჰაბორიმი – იუდეური სინონომი სატანისა, ჰეკატე – ქვესკნელისა და მაგიის ძველ ბერძნული ქალღმერთი, კალი მა – ტუგიების უმაღლესი ქურუმი და ბნელი ქალღმერთი, შივას ასული, ლილიტი – იუდეური დემონესა, ადამის პირველი ცოლი, ლოკი – ტევტონური დემონიკუსი, მანია – ჯოჯოხეთის ქალღმერთი ეტრუსკებში, მელექ ტაუსი – იეზიდური დემონიკუსი, მასტემა – სატანის იუდეური სინონიმი, მეტცტლი – აცტეკთა ღამის ქალღმერთი, მილკომი – ამონელთა დემონიკუსი, მოლოქი – ფინიკიურ-ქანაანური დემონიკუსი, ნაამაჰი ანუ ნაჰემა იგივე ნეჰემოთი – სექსუალური ცდუნების იუდეური დემონესა (შემეცნების ხის პირველი კლიფოტი ბნელ კაბალაში), ნერგალი – საიქიოს ბაბილონური უფალი, ნიხაზა – ამერიკელ ინდიელთა დემონიკუსი, ნიძა – ქვესკნელის პოლონური უფალი, ო-იამა – სატანის იაპონური სახელი, აკუმა – იაპონურად დემონიკუსი, მაო – იაპონურად დემონიკუსი, პანი – ძველ ბერძნული სექსუალური აღგზნების ღმერთი, ქრისტიანობაში დემონიზირებული, პროზერპინა – ძველი ბერძნული ჯოჯოხეთის დედოფალი, რიმონი – სირიული დემონი, რომელსაც დამასკოში ეთაყვანებოდნენ, საბაზიოსი – ფრიგიული გველ-ღმერთი, საიტანი – სატანის ენოქიანური ეკვივალენტი, სამაელი – ივრითზე „უფლის ბრაზი“, სამნუ – ცენტრალური აზიის ხალხთა დემონიკუსი, სედიტი – მეზოამერიკული დემონიკუსი, სეხმეტი – შურისძიების ეგვიპტური ქალღმერთი, შაიტან – სატანის არაბული სახელი, შივა მაჰადევა მაჰაასურა – ინდუიზმში დიადი ღმერთი და დიადი დემონი, მატერიის დამანგრეველი, სუპაი – ქვესკნელის ინდური უფალი, ტეცკატლიპოკი – აცტეკების რელიგიაში ქვესკნელის ანუ ჯოჯოხეთის ინფერნალური ღვთაება, იაოცინი – აცტეკური ინფერნალური უფალი, ტაიფუნი – სატანის ძველი ბერძნული ეკვივალენტი, იან ლო ვანგი – ჩინურ შამანიზმში ჯოჯოხეთის მეფე, ტუნრიდა – სკანდინავიური დემონესა. ტიტანების ტარტაროზში დაცემა ბერძნულ მითოსში, მერუს მთიდან გაძევებული ასურები ინდურ კულტურაში და ზეცის ანგელოზთა დაცემა ბიბლიურ მონოთეიზმში, სინამდვილეში წარმოადგენენ ერთი და იგივე ისტორიის და ეზოთერული ლეგენდის სხვადასხვა ვარიაციებს, რომელთა შორის კავშირი და მსგავსება აშკარაა. ძველი მსოფლიოს ხალხთა ეზოთერული ლეგენდები მოგვითხრობენ ზეცაში მომხდარი ომის შესახებ. რას გვეუბნება დემონოლატრია იმ ადამიანთა ხვედრის შესახებ, რომლებმაც დემონებთან კონტრაქტები გააფორმეს? განსხვავებით აბრაამული რელიგიებისგან, რომლებიც ასეთ ადამიანთა ბედს სიკვდილის შემდეგ მუქ ფერებში ხატავენ და ამტკიცებენ, რომ ცოდვილი (ე.ი. დემონთან წილნაყარი) ადამიანები ქვესკნელში ანუ „ჯოჯოხეთში“ ცეცხლში იხრუკებიან და იტანჯებიან, დემონოლატრია სულ სხვა ვერსიას გვთავაზობს. მოდით დავფიქრდეთ, კონკრეტული ადამიანები იძახებენ დემონებს და აფორმებენ მათთან კონტრაქტებს, ასეა ხომ? დიახ, ეს ასეა, მაგრამ თუნდაც რომელიმე მორწმუნე აბრაამიტს მოსვლია თავში კითხვა, თუ რა პროცესია ეს კონტრაქტი და გამოძახება? პრობლემა იმაშია, რომ აბრაამიტების მტკიცებით დემონი ითხოვს ადამიანის სულს და მის ფასად იძლევა მატერიალურ კეთილდღეობას ან მაგიურ ძალას, მაგრამ ნუთუ ეს სინამდვილეში ასეა? და რატომაა ეს ცუდი? მთავარი პრობლემა არის დემონთან წილნაყარი ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრის შესახებ ცნობების დამახინჯება. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა, რომელიც იძახებს დემონს, უნდა გაარკვიოს საკუთარი ეთერული და სულიერი ძალების დონე, შემდეგ მან უნდა გამოიძიოს თუ რა დონის ენერგიას ფლობს დემონი, რომელსაც იძახებს, რა იერარქიისაა, რომელ დემონურ რასას განეკუთვნება იგი, რა სქესისაა, რომელი ოჯახიდან ანუ კლანიდან არის, რომელ სტიქიას ან სტიქიებს მართავს და საერთოდ ძირისძირობამდე გამოიკვლიოს მის შესახებ ყველაფერი. ამის გარდა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ სამყაროში არავინ არაფერს არ იძლევა უფასოდ, დემონები სულს არ ითხოვენ ადამიანისგან, მაგრამ ისინი ითხოვენ საფასურს ანუ გასამრჯელოს კონკრეტული სერვისის სანაცვლოდ, კერძოდ – კონკრეტული რაოდენობის სულიერ ენერგიას („რი“) და ეთერულ ენერგიას („კი“), აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ადამიანი სიფრთხილეს უნდა ინარჩუნებდეს როცა დემონს თხოვს რაიმეს, რატომ? იმიტომ, რომ ზოგიერთი თხოვნა ადამიანისგან მოითხოვს ზომიერი რაოდენობის ენერგიებს, ზოგიერთი მინიმუმს, ზოგიერთი კი უზარმაზარი რაოდენობის სულიერ და ეთერულ ენერგიას, ჩვეულებრივ ასეთი დიდი ოდენობის ენერგიების გაცემის შედეგად ან დროებით ცნობიერებას კარგავენ ანუ გული უღონდებათ და ღრმა ძილში ვარდებიან გარკვეული დროით (მინიმუმ 1 საათიდან მაქსიმუმ 10 წლამდე!) ან მსუბუქი ფიზიოლოგიური სისუსტე სძლევთ გარკვეული დროით, ხოლო უარეს შემთხვევაში ძლიერ ავად ხდებიან ან საერთოდაც მყისიერად კვდებიან (!). აი რაშია საქმე, ამიტომაც სიფრთხილე არასოდესაა ზედმეტი, ჩვეულებრივ დემონი აქ არაფერ შუაშია, ტრაგიკული ანუ ფატალური რეზულტატის შემთხვევაში დამნაშავე თვითონ ადამიანია. ადამიანმა აგრეთვე არ უნდა სთხოვოს დემონს ის რაც ამ უკანასკნელის ძალებს აღემატება. არიან სუსტი დემონები, ძლიერები და საშუალო ძალის დემონები. რაღა თქმა უნდა არსებობენ შარლატანი დემონებიც, რომლებიც ენერგიასაც იღებენ ადამიანისგან და თხოვნასაც არ ასრულებენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე ფიზიკურად ხვდებიან დემონთა სამყაროებში, ცნობები მისტიკური მიზეზებით სხვა სამყაროებში გადაკარგული ადამიანების შესახებ იყო ყოველთვის (მით უმეტეს თანამედროვე ტექნოტრონულ ერაში). ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე ხდებიან დემონთა მსახურები და მეგობრები და აინტერესებთ არა პირადი სარგებელი, არამედ მთელი გულით უყვართ ინფერნალური დაიმონები, აქტიურ კავშირში იმყოფებიან დემონებთან და ასეთებს ეწოდებათ – დემონოლატრისტები (სიტყვა „ლატერია“ ძველ ბერძნულად ნიშნავს მსახურებას). თქვენი აზრით როგორ იბადებიან ნახევრად დემონები და ნახევრად ადამიანები ანუ დემონთა და ადამიანთა ჰიბრიდები? გახსოვთ ლერმონტოვის დემონი? და ენოქის პირველი წიგნის მეორე თავი? თუ თქვენ საქმის კურსში ხართ, გეცოდინებათ, რომ დემონებსა და ადამიანებს შორის რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობები ოკულტური სამყაროსთვის საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენაა (თუმცაღა როგორც ადამიანთა მხრიდან ისევე დემონებშიც არიან ამ ფენომენის მოწინააღმდეგენი). თეორიაში დედამიწაზე ოდითგანვე მკვიდრობდნენ დემონთა და ადამიანთა შეჯვარების შედეგად შობილნი (იხ. მაჰაბჰარატა). დემონოლატრიის თანახმად სწორედ დემონთა მსახური გამოდის გამარჯვებულის როლში და არა ე.წ. „ღვთისნიერი და მართალი ადამიანი“, რატომ ასე? იმიტომ, რომ სინათლის ღმერთის, აბრაამის ელოჰიმი იაჰვეს და მისი ანგელოზების მიერ ადამიანთათვის დადგენილი წესები და შეზღუდვები, რათა მან „მოიპოვოს ზეციური ნეტარება“, არის ზედმეტად მკაცრი, სასტიკი და ხშირ შემთხვევაში შეუსრულებელი, ბოლოს და ბოლოს ადამიანები მიწიერი არსებები ვართ! ხოლო დემონები ასეთ არაფერს გვთხოვენ, ამასთან, როცა აბრაამის გზაზე მიმავალ ადამიანს ფეხი დაუცდება და თუნდაც რომელიმე ერთ წესს მაინც ვერ შეასრულებს, სავალალო მდგომარეობაში ხვდება, იაჰვე მას არ პატიობს, რაც ბიბლიით დასტურდება, იესო ნავეს წიგნში, 24 თავის 19-ე მუხლში წერია: „წმინდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს“, ხედავთ? ეს არსება არ პატიობს „ცოდვებს“ და სწორედ ასეთი „ცოდვილები“ ხვდებიან ჯოჯოხეთის იმ მიდამოებში, სადაც მათი ხვედრი ტანჯვაა, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც თავიდანვე დემონთა ანუ ასურების გზა აირჩიეს, ჯოჯოხეთში მოხვედრის შემთხვევაში არაფერს კარგავენ, მათთვის ეს არაა ფატალური, არამედ პირიქით, დემონთა სამყაროში ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობენ და უკვე იქ აგრძელებენ თავიანთი ბნელი ღვთაებების მსახურებას. რაღა თქმა უნდა არსებობენ ისეთი ტიპის დემონთა სამყაროებიც სადაც ქედმაღალ დემონებს ადამიანები დამონებული ყავთ, მაგრამ ყველგან ასე არ არის. რაც შეეხება მორალს და დანაშაულს, აღმოსავლური სიბრძნის გათვალისწინებით ცხადია, რომ არა აბრაამის იაჰვეს მსახურებაზე ან მის უარყოფაზეა დამოკიდებული შენ ზეცაში მოხვდები თუ ქვესკნელში და როცა სხვა სამყაროში აღმოჩნდები ვინ როგორ მოგექცევა, არამედ მარტივ კეთილ და ბოროტ ქმედებებზე, დადებით კარმას წარმოშობს კეთილი საქციელი, ხოლო უარყოფითს – ბოროტი. მთავარია ადამიანის შინაგანი კეთილშობილება და პატიოსნება და არა აბრაამის „ღმერთისთვის“ ფსალმუნთა გალობა ან პირიქით. თვით ათეისტმაც კი შეიძლება მიიღოს საიქიოში სულიერი ჯილდო, თუ ის სიკეთეს დათესავს ხორციელი ცხოვრებისას და არავითარი ფსალმუნები და რიტუალები მას არ ესაჭიროება. თეოსოფიური თვალსაზრისით (რომელსაც არ ეთანხმება „ტრადიციული“ დარვინისტული მატერიალისტური „მეცნიერება“) სამყარო, ისევე როგორც თითოეული ცოცხალი არსება (თითოეული ობიექტი ან სუბიექტი) ფლობს ორ ბუნებას: 1) ფიზიკურს და 2) მეტაფიზიკურს. მეტაფიზიკურ ბუნებას განეკუთვნება ინდუიზმში ადამიანის კარმული გარსები: პრანამაიაკოშა, მანომაიაკოშა, ვიჯნანამაიაკოშა და ანანდამაიაკოშა, რითი განსხვავდებიან ეს გარსები ფიზიკურისგან? რითი და ისინი შედგებიან მატერიისა და ენერგიის არაფიზიკური ფორმებისგან. ეს მეტაფიზიკური სხეულები შეიცავენ ფსიქიკური ენერგიის ნაწილაკებს (კვანტებს) – ფსიონებს. რას წარმოადგენენ ფსიონები? ესენია დამატებით განხომილებებში, მეოთხე და მეხუთე განზომილებებში მყოფი კვანტური ნაწილაკები, რომლებსაც გადააქვთ გრძნობები და აზრები. პრაქტიკულად ფსიონებისგან შემდგარი ფსიონური ენერგია ესაა – აზრისა და გრძნობის (ემოციის) ენერგეტიკული სუბსტანცია. მიუხედავად მრავალი „ტრადიციული მეცნიერის“ დაჟინებული მტკიცებისა, ეს ნაწილაკები გარკვეულ დონეზე უკვე აღმოჩენილნი არიან და მათი არსებობა დადასტურებულია ისეთი მეცნიერების მიერ, როგორებიცაა: რობერტ მონრო, ანატოლი ოხატრინი, მაიკლ კრემო, იან სტივენსონი (კარლსონოვსკის უნივერსიტეტიდან), ფილიპ კოპენსი, სიმიონ კირლიანი და ა.შ. სწორედ რომ ფსიონების დახმარებით ხდება დემონთან კონტაქტის დამყარება და კონტრაქტის გაფორმება და სწორედ ფსიონებისგან შემდგარი სტრუქტურა არის ის სუბსტანცია, რომელსაც თეისტები და ოკულტისტები უწოდებენ სულიერ არსებას ან ცნობიერების მატრიცას და რომელიც ფიზიკური სხეულის „სიკვდილის“ შემდეგ გადაინაცვლებს ან ზესკნელში ან ქვესკნელში ანდა სადმე სხვაგან. დემონები ადამიანებს ეხმარებიან კუნდალინი-შაკტის ანუ სექსუალური ენერგიის და მასთან დაკავშირებული სექსუალური ცენტრების; სქესობრივი ჩაკრების: მულადჰარას და სვადჰისტანას პოტენციალის რეალიზაციასა და განვითარებაში, ასეთი დემონები უმეტეს წილად არიან სუკუბები და ინკუბები. სექსუალური ენერგიის ანუ კუნდალინის განმავითარებელ დემონებს განეკუთვნებიან: ასმოდეუსი, ლილიტი, ნაჰემა (იგივე ნეჰემოთი), ასტარტე და ასტაროტი. ჰომინუს ნოქტურნუსები (ლათ. „ღამის ადამიანი“) ანუ ვამპირები (იაპ. „კიუკეცკი“, სანსკრიტ. „რაკშასები“, სომხ. „დაჰანავარები“ ან „დაშნავარები“ Դախանավար) არიან დემონები რომლებიც იკვევებიან ძირითადად ადამიანების და ზოგ შემთხვევაში ცხოველების სისხლით. ვამპირების ფიზიკური და ასტრალური ბუნების შესახებ არსებობს რამოდენიმე სხვადასხვაგვარი მოსაზრება, ერთი მოსაზრებით ვამპირებს არ შეუძლიათ მზის შუქზე სიარული, რადგანაც ულტრაიისფერი სხივები წვავს მათ ფიზიკურ სხეულს, მეორე მოსაზრების მიხედვით ეს ასე არაა და ვამპირებს აქვთ უნარი იარსებონ მზის შუქზე, აგრეთვე სხვა მოსაზრებით ვამპირები ფლობენ მაგიურ ძალებს, მაგალითად მათ ასტრალურ სხეულში ინტეგრირებულნი არიან დამანგრეველი მაგიური ძალის ნახევრადგონიერი ასტრალური ფანტომები, რომლებიც მათთან ასტრალური არხით არიან დაკავშირებულნი, აგრეთვე ისინი ფლობენ გარკვეულ სტიქიურ მისტიკურ ძალებს და გააჩნიათ ტელეპატიის და რემინესცენციის (ნათელხილვის) უნარები, სხვა მოსაზრებით მათ ეს უნარები არ გააჩნიათ. რატომ იკვებებიან ვამპირები სისხლით? საქმე იმაშია, რომ უპირველეს ყოვლისა ვამპირები იკვებებიან მხოლოდ წითელი სისხლით ანუ სისხლით, რომელშიც არის რკინა და ჰემოგლობინი, მათ არ შეუძლიათ მიირთვან ცისფერი სისხლი, სადაც რკინის და ჰემოგლობინის მაგივრად არის სპილენძი და ჰემოციანინი ან მწვანე სისხლი რომელშიც არის რკინის ორჟანგი. ვამპირებს სისხლში თითქმის არ გააჩნიათ ჰემოგლობინი და რკინა, რაც მათი უნიკალური გენეტიკური მუტაციის შედეგია. ვამპირებს აგრეთვე ესაჭიროებათ არა მხოლოდ ჰემოგლობინი, არამედ ე.წ. „სიცოცხლის სუნთქვა“ ანუ ეთერული ენერგია იგივე „კი“ (ჩი, პრანა, კა), რომელიც არის ადამიანის სისხლში. ვამპირებს შეუძლიათ ბგერის სიჩქარით გადაადგილება, როგორც მიწაზე ასევე ჰაერში და წყალში (თუმცაღა ზოგის აზრით ვამპირები სუფთა წყალს ვერ იტანენ), მათი სხეულის ტემპერატურა მერყეობს ცელსიუსით 0 გრადუსიდან – 37 გრადუსამდე, აქედან გამომდინარე ვამპირის სხეული არის ცივი და ყინულოვანი, ვამპირების სხეულში თითქმის არ ხდება სისხლის ცირკულაცია, აგრეთვე ვამპირებს გააჩნიათ ქსოვილების ჰიპერრეგენერაციის უნარი. ვამპირები არ სუნთქავენ ანუ მათი ორგანიზმის რესპირატორული სისტემა ბლოკირებულია, მათ აქვთ ფილტვები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ერთგვარ რუდიმენტულ ატავიზმს. ვამპირები ცოცხალი მკვდრები არიან, რადგანაც მათი სხეული სანახევროდ მკვდარია და სანახევროდ ცოცხალი, სხვაგვარად რომ ვთქვათ მათ არ გააჩნიათ ადამიანური ფიზიოლოგიური ფუნქციების 50%. არსებობენ ორი სახის ვამპირები: ჰუმანური ბუნების და სადისტური ბუნების, პირველებთან მშვიდობიანი თანაარსებობა და კომუნიკაცია შესაძლებელია, მეორეებთან კი გამორიცხული. ვამპირთა ფსიქოლოგია არაა ჰომოგენური და იზოტროპული, თითოეულ მათგანს საკუთარი ინდივიდუალური ფსიქომენტალური ნიშანთვისებები აქვს. ვამპირების სისხლის წყურვილი პრობლემაა თავად ვამპირებისთვისაც და არა მარტო ადამიანთათვის, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, არსებობს ამის რამოდენიმე გზა: 1) კლონირებული (ადამიანური და ცხოველური, წითელი) სისხლის მასობრივი წარმოება, 2) ადამიანური და ცხოველური წითელი სისხლის რეპლიცირება სპეციალური მატერიალიზატორი აპარატების – რეპლიკატორების დახმარებით (იხ. სამეც. ფანტასტიკური საგა – „ვარსკვლავური გზა“) და 3) ადამიანებს აგრეთვე შეუძლიათ გაუზიარონ სისხლის ბანკში არსებული ადამიანური სისხლი ვამპირებს, შესაძლებელია აგრეთვე ვამპირისთვის სისხლის ინტროვენურად გაზიარება (თუმცაღა გააჩნია ვამპირს). მრავალ ვამპირს გააჩნია სხვადასხვა (მათ შორის უმძიმესი) დაავადებებისგან ადამიანთა განკურნების მაგიური უნარი. ქართულ მითოლოგიაში ვამპირებს ეწოდებათ ქაჯები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება (ინდუიზმში სანსკრიტ. რაკშასალოკა). ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამაზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს. ეზოთერულად ქაჯები იგივენი არიან რაც ინდუისტური რაკშასები, რომლებიც ისეთივე ბუნების არიან, როგორისაც ქართული ქაჯები, მათი აღწერა გამაოგნებლად ემთხვევა ერთმანეთს. ანთროპოსოფი ზვიად გამსახურდია თავის წიგნში „ვეფხისტყაოსნის სახისმტყველება“ წერს: „თავად ქაჯები კი ქტონური დემონებია, მათ შეესაბამება ინდური რაკშასები, არაბული ჯინები, გერმანული ელფები და ვალკირიები“. ინდუისტურ ეპოსში „რამაიანა“ რაკშასი ქალი შურპანაკხა რამას ეცხადება ლამაზი ქალის სახით და მის მოხიბლვას ცდილობს, მაგრამ რამა მის ცოლად მოყვანაზე უარს ამბობს, რადგან უკვე სიტაა მისი ცოლი, ხოლო მან დაიფიცა, რომ მხოლოდ ერთი ცოლი ეყოლებოდა, შურპანაკხა რამას სიტას მოკვლით ემუქრება, ხოლო რამას უმცროსი ძმა ლაკშმანა მას ცხვირსა და ყურებს აჭრის, რის შემდეგაც რაკშასი ქალი თავის ძმასთან კხარასთან საჩივლელად მიდის, განრისხებული კხარა თავის რაკშასების არმიასთან ერთად თავს ესხმის რამას, ლაკშმანას და სიტას, მაგრამ რამა და ლაკშმანა ამარცხებენ რაკშასების არმიას, ხოცავენ კაციჭამია ჯადოქარ დემონებს და იცავენ სიტას. რამაიანაში წერია რომ რამა და ლაკშმანა მოგზაურობდნენ მთელ დედამიწაზე და სხვადასხვა მიდამოებში ხოცავდნენ კაციჭამია რაკშასებს და ეხმარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და იოგ ასკეტებს, რომლებსაც რაკშასები ყოველმხრივ ავიწროებდნენ და ხელს უშლიდნენ ცხოვრებაში. მაჰაბჰარატას პირველ წიგნში წერია, რომ ერთხელ, როდესაც მზაკვარი და ბოროტი კაურავების მიერ ტყეში განდევნილი დედოფალი კუნტი და მისი შვილები იუდხიშტხირა, არჯუნა, ნაკულა, სახადევა და ბჰიმა დაბანაკებულნი არიან ერთგან და სძინავთ, კაციჭამია რაკშასი მამაკაცი ხიდიმბა, თავის დას სახელად აგრეთვე ხიდიმბას აგზავნის მათ დასაღუპად, მაგრამ რაკშას ქალ ხიდიმბას უყვარდება ძმებიდან ერთ-ერთი, კერძოდ ბჰიმა ანუ ბჰიმასენა და სიყვარულს უხსნის მას, ბჰიმასენა გარკვეული ფიქრის და რაკშას ქალთან საუბრის შემდეგ თანხმდება ცოლად შეირთოს იგი, იგებს რა დის ღალატის შესახებ მისი ძმა რაკშასი მრისხანებისაგან ცოფებს ყრის და თავს ესხმის ძმებს, მაგრამ ბჰიმასენა ამარცხებს მას, რის შემდეგაც ის და რაკშასი ქალი ხიდიმბა ქორწინდებიან და ხიდიმბა შობს ნახევრად ადამიანს და ნახევრად რაკშასს, ყმაწვილს, სახელად გხატოტკაჩს, რომელიც ფლობს გასაოცარ მაგიურ ძალებს და ძალიან სათნო და კეთილი ბუნებისაა, ლეგენდის თანახმად გხატოტკაჩი ხდება სიყვარულის, ჰარმონიისა და ევოლუციის ღმერთის – ვიშნუს ერთ-ერთი ღვთაებრივი განსხეულების (ავატარას), ავატარა შრი კრიშნას ერთგული მეგობარი. ქაჯების ანუ რაკშასების შესახებ მითებითა და ლეგენდებით სავსეა ინდუისტური წმინდა წიგნები. ვამპირებს ადამიანთან შედარებით ბევრად მახვილი სმენა და მხედველობა აქვთ. ვამპირის მიერ ნაკბენი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი მაგიური ბუნების არბოვირუსით ინციფირების შემდეგ თავადაც ვამპირი ხდება, ოღონდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის სხეულში მოხვდება ვამპირის სისხლი. ბუნებით ყველა ჰომინუს ნოქტურნუსი არ არის კანიბალი. ზოგიერთ ვამპირებს ანუ რაკშასებს ჰყავთ ე.წ. „მიახლოებულნი“ ანუ ადამიანები, რომლებიც მათ ემსახურებიან და თავიანთ სისხლს უზიარებენ. სუკუბები არიან სექსუალური ვნების ენერგიის – კუნდალინი–შაკტის (მულადჰარა ჩაკრის ენერგიის) მდედრობითი დემონოიდები. იუდაიზმში ცნობილია ორი სუკუბი – უფროსი ლილიტი (ბიბლიური ადამის პირველი ცოლი, რომელიც შექმნილი იყო შავი სინათლისგან და ადამთან განშორების შემდეგ გახდა დემონი), რომელიც მიიჩნევა სამაელის ანუ დაცემული ანგელოზი – სატანის (ლუციფერის) ცოლად და უმცროსი ლილიტი – სექსუალური ვნების დემონის (სავარაუდოდ ინკუბის) ასმოდეუსის ანუ ეშმა დეივას ცოლი. სუკუბების პროფილია: რომანტიკა, ეროტიკა და პორნოგრაფია. სუკუბები ჰიპერსუქსუალური დემონები არიან. იუდაიზმში არსებობს რწმენა იმისა რომ ღამღამობით სუკუბებს უყვართ მარტოხელა მამაკაცებზე და ვაჟებზე ნადირობა და მათი შეცდენა. სუკუბებს ძირითადად უყვართ პოლიანდრია და ცდილობენ შექმნან რაც შეიძლება დიდი ჰარემი სხვადასხვა სახეობის და რასის მამრებისგან, თუმცაღა არიან ისეთებიც რომლებსაც ჰყავთ მხოლოდ ერთი პარტნიორი. ზოგ შემთხვევაში როდესაც სუკუბი ორსულდება ადამიანისგან, ის უჩინარდება, მამაკაცისგან მალულად აჩენს ბავშვს – ადამიანის და დემონის ჰიბრიდს და ზრდის როგორც დემონს ანდა პირიქით მიუგდებს მამას და ქრება თვალსა და ხელს შუა. სუკუბებს შეუძლიათ დიდი შთამომავლობის მოცემა, ძირითადად მდედრობითი სქესისა. სუკუბებს კარგად აქვთ დამუშავებული ორგაზმისა და ექსტაზის გამოწვევის სექსოლოგიური მეთოდიკა. კეთილი სუკუბები უშვილობით დაავადებულ, რეპროდუქციული პრობლემების მქონე ქალებს ეხმარებიან და შვილიერების უნარს ანიჭებენ. სუკუბების ფიზიკური ძალა აღემატება ადამიანისას მრავალ ათეულჯერ. სუკუბებს აქვთ ქერცლოვანი დრაკონისებრი ფრთები და სამკუთხა დაბოლოების კუდი. ინკუბები არიან თითქმის იგივე რაც სუკუბები, ოღონდაც მამრები, ისინი მართავენ სექსუალურ ენერგიას და არიან ძირითადად პოლიგამები და ჰყავთ სხვადასხვა რასის მრავალი სექსუალური პარტნიორისგან შემდგარი ჰარემი. ინკუბების გარკვეული ფსიქოტიპი იქცევა შემდეგნაირად: ნადირობენ გოგონებზე (ძირითადად ქალწულებზე), ხიბლავენ მათ, ანაყოფიერებენ, აორსულებენ და ჰიბრიდულ ბავშვს დაბადებისთანავე იტაცებენ, ქრებიან ისე, რომ მათი კვალიც აღარ რჩება. კეთილი ინკუბები აგრეთვე ეხმარებიან უშვილობის და იმპოტენციის პრობლემების მქონე მამაკაცებს და ანაყოფიერებენ უშვილო ქალებს. ინკუბების ფიზიკური გამძლეობა და ძალა ბევრად აღმატებულია ვიდრე ადამიანისა. ინკუბებს აგრეთვე აქვთ დრაკონისებრი ფრთები და კუდი. ბაკენეკო და ნეკომატე (იაპ. „ბაკენეკო“ – „ბაკემონო“ რაც ნიშნავს მონსტრს და „ნეკო“ რაც ნიშნავს კატას) არიან ტრანსფორმერი ნახევრადანთროპომორფული კატისებრი დემონოიდები, რომლებსაც აქვთ ტელეპორტაციის, ბგერის სიჩქარით მოძრაობის და სფერული ელვებით ბრძოლის უნარები. ზოგიერთი ბაკენეკოები და ნეკომატეები ვამპირების მსგავსად იკვებებიან ადამიანის სისხლით. ზოგიერთი მათგანი ფლობს რეგენერაციის უნარს. ბაკენეკოებსა და ნეკომატეებს აქვთ სანახევროდ ადამიანური და სანახევროდ კატისებრი ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიური ნიშანთვისებები და რეფლექსია). ევროპაში საუკუნეთა მანძილზე მიიჩნევდნენ რომ ჯადოქრებს ჰყავდათ ტრანსფორმერი ჯადოსნური კატები, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანის ფორმის მიღება პერიოდულად და მათ ერქვათ – ფამილიარები (თუმცაღა იყვნენ სხვა ფორმის ფამილიარებიც). ძველ ეგვიპტურ პოლითეისტურ მითოლოგიაში არსებობდა ორი დემონიკური ქალღმერთი: კატა–ქალღმერთი – ბასტეტი და ლომი–ქალღმერთი – სეხმეტი (დამსჯელი ქალღმერთი). ძველ ეგვიპტეში ძლიერი იყო კატების და კატისებრი დემონოიდების კულტი (თაყვანისცემა), როდესაც სახლში იყო ხანძარი, პირველად კატების გადარჩენას ცდილობდნენ და შემდეგ ადამიანის. თოვლის დედოფლები (და თოვლის პრინცები) ანუ იუკი–ონა ესენია ყინულისა და თოვლის დემონესები და დემონები. ამ არსებებს აქვთ თოვლისა და ყინულის მართვის მაგიური ძალა და შეუძლიათ ნებისმიერი საგნის ან არსების მყისიერი გაყინვა. მათთვის ყველაზე კომფორტულია ცივი და ყინულოვანი გარემო ტემპერატურით ცელსიუსით 0 გრადუსიდან – 100 გრადუსამდე. მაქსიმალური ტემპერატურა რომლის გაძლებაც შეუძლიათ ესაა + 30–35 გრადუსი ცელსიუსით. ნაგები ანუ ლამიები ინდურ და ბერძნულ მითოლოგიაში და დემონოლოგიაში და აგრეთვე იგივე იაპონური – ჰები, ესენი არიან დემონი გველები, ნახევრად გველები და ნახევრად ადამიანები. ნაგებს აქვთ წელს ქვემოთ გველის ვეებერთელა კუდი და წელს ზემოთ კი ადამიანური სხეული. ნაგებს შეუძლიათ სრული ადამიანური ფორმის მიღება და კუდის შეცვლა ადამიანის ფეხებით. ნაგებს მრავალი მაგიური უნარი აქვთ. ოკამი (იაპ. „მგელი“ ან „მგლისებრი დემონი–სული“) იგივე „ოოგამი“ ანუ ლიკანთროპები (ლათ. „ლიკანუს“ – მგელი, „ანთროპოს“ – ადამიანი), ესენი არიან ნახევრად მგლები და ნახევრად ადამიანები, ტრანსფორმერი დემონები და დემონესები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანურო ფორმის მიღება და აგრეთვე ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მგლის სახის მიღება, ძირითადად ადამიანისა ფორმაშიც აქვთ მგლის კუდი და ყურები. მათ გააჩნიათ უზარმაზარი სიჩქარით მოძრაობის უნარი და რეგენერაციის უნარი (მთვარის ფაზებთან მიმართებაში). აქვთ ადამიანთან შედარებით ბევრად მახვილი სმენა და მხედველობა. ოკამის ანუ ლიკანთროპის მიერ ნაკბენი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი მაგიური ბუნების არბოვირუსით ინციფირების შემდეგ თავადაც ლიკანთროპი ხდება. ბუნებით ყველა ლიკანთროპი არ არის კანიბალი. კიცუნე (იაპ. „მელია“ ან „მელია დემონესა“) ესენი არიან მელიის ფორმის დემონები და დემონესები, რომლებიც ხან მელიის ფორმას იღებენ და ხან ადამიანის ფორმას, ფლობენ სტიქიურ მაგიას და მათი სმენა, სიჩქარე და მხედველობა მრავალჯერ აღემატება ადამიანისას. ბუნებაში კიდევ მრავალი დემონური რასა არსებობს, მაგრამ ახლა არ დავიწყებ ყველა მათგანის აღწერას, მთავარი ისაა, რომ ისინი არსებობენ და მათ უმეტესობასთან ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია. პოლიდემონიზმი და დემონოლატრია რთულია ფენომენებია და მათ გასაგებად მახვილი გონება და ეზოთერული დოქტრინების ცოდნა არის საჭირო. მაზდეანური პოზიციიდან პოლიდემონიზმი და დემონოლატრია არის ინდუიზმი, ხოლო ინდუიზმის პოზიციიდან პირიქით – მაზდეანობა, რადგანაც მაზდეანობაში დეივა არის დემონი და ასურა ღმერთი, ხოლო ინდუიზმში პირიქით. ძველი სლავური პოლითეიზმის მიხედვით არსებობს სამი სამყარო: 1) „პრავი“ – ზეციურ ღმერთთა სამყარო, 2) „იავი“ – ადამიანთა სამყარო და 3) „ნავი“ – დემონთა სამყარო ანუ ქვესკნელი. დემონოლოგია და დემონოლატრია რთული საკითხია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: მონოთეისტურმა კულტურამ სერიოზულად დაამახინჯა წარმართული ეზოთერიზმი და ინფერნალური დაიმონები ბოროტ ძალებად შერაცხა, დემონთა და ღმერთთა დაპირისპირება მრავალი ეონი გრძელდება და ოდესმე ის ან მშვიდობით დასრულდება ან ერთ-ერთი მხარის განადგურებით, შესაძლოა ომში ორივე ფრაქცია მოისპოს, ასე რომ კაცობრიობა დღეს არჩევანის პირას დგას: ან დემონებს ამოუდგეს მხარში, ან ზეცის ღმერთთა და ანგელოზთა მხარე აირჩიოს ანდა საერთოდაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. სამწუხარო ფაქტად რჩება ისიც, რომ მრავალი ადამიანი მისტიკურ არსებათა რეალურობას დღემდე არ ცნობს, რაც აფერხებს კაცობრიობის ევოლუციას.
-
- დემონოლოგია
- დემონოლატრია
-
(and 5 more)
Tagged with: