Search the Community
Showing results for tags 'დევი'.
-
სარასვატი (სანსკ. सरस्वती sarasvatī „წ####ბით მდიდარი“) — ინდუისტური სიბრძნის ქალღმერთი, ღვთაება ბრაჰმას მეუღლე. სარასვატი მოიხსენიება რიგვედაში, სადაც იგი მდინარეთა და ტბათა მფარველი ღვთაებაა. მოგვიანებით იგი უკვე ძირითადად ხელოვან ადამიანთა ნიჭის მწყალობელი ქალღმერთია.
-
პირადად მე ვედური რელიგიის (ინდუიზმის) სხვა განშტოების მიმდევარი ვარ, მაგრამ ვაიშნავებს (ვიშნუს/კრიშნას ერთგულებს) დიდ პატივს ვცემ და თბილი ურთიერთობაც მაქვს ევროპაში და აზიაში მცხოვრებ კრიშნაიდებთან/ვაიშნავებთან. ადრე ბუდიზმით ვიყავი გატაცებული, თუმცა საბოლოო ჯამში ვედური გზა ავირჩიე და მივსდევ შაქტიზმის, კერძოდ კი შრი-ვიდიას რელიგიურ-მისტიკურ ტრადიციას, რომელშიც უზენაეს დემიურგად და სამყაროს მბრძანებლად მოიაზრება ბჰავანი დურგა იგივე მაჰადევი (მას გააჩნია სხვა სახელებიც). ჩვენ შაქტიზმის მიმდევრები საერთო ჯამში 3 მილიონი ვართ და ჩვენს რჩეულ ღვთაებას დედას ან ზეციურ დედას ვუწოდებთ, რომელმაც ჩვენი რწმენით შექმნა სამყაროები და მათ შორის ღმერთები: ბრაჰმა, ვიშნუ/კრიშნა და შივა-რუდრა. ეს მითოლოგემა ასახულია ისეთ ტექსტებში, როგორებიცაა დევიბჰაგავატა-პურანა, დევი-გიტა და ბრიჰავრიჩოპანიშადი, რომლებშიც ცხადია უზენაეს საწყისად, უზენაეს ღვთიურ ძალად მოიაზრება ღვთაებრივი დედა - დევა-მატრი (ღმერთების დედა). მისი კულტი გავრცელებული იყო ძველ ისრაელშიც და იქ მას ერქვა "ცის დედოფალი", ეს ნახსენებია იერემიას წიგნში, იერემია აქტიურად ებრძოდა მის კულტს. ფინიკიელები და ქანაანელები მას ციურ აშერას ან ასირატუს უწოდებდნენ.
-
ქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკურთხებს ადამიანებს უსრულებს თავის ერთგულებს სურვილებს. ოთხი ხელი ესაა 4 მთავარი ჩაკრას და სამყაროს 4 მხარის სიმბოლო. ქალღმერთის სამი თვალი მართავს სამ ძალას: შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას. ისინი ასევე შეესაბამება სამ დროს, ესენია: წარსული, აწმყო და მომავალი, და არიან მზის, მთვარის და ელვის სიმბოლო. მისი ქამარი ადამიანის ხელებისგან, განასახიერებს სასტიკ კარმას, რომელიც ყველგან მოგწვდება. მისი მუქი ლურჯი ფერი არის ფერი უსასრულო კოსმოსური მარადიული დროისა, და სიკვდილისა. ეს სიმბოლიზმი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ კალი მოკვდავთა სამყაროზე მაღლა დგას. მაჰანირვანა ტანტრა ამბობს: "შავი ფერი შედგება თეთრი, ყვითელი და ყველა სხვა ფერებისგან. ისევე როგორც კალი შეიცავს ყველა სხვა არსებებს." შავი ფერი სიმბოლოა უშფოთველი სუფთა ცნობიერებისა. თავის ქალების გირლიანდა მის სხეულზე, განასახიერებს რეინკარნაციას. თავის ქალების რაოდენობა არის ზუსტად 50 — როგორც სანსკრიტული ანბანის ასობგერები. მოჭრილი თავი, რომელილ ხელში უჭირავს კალის, ესაა დემონური პიროვნული ეგო (ego) ანუ მატერიალისტური იდეა: " მე ვარ სხეული", რომელსაც ანადგურებს კალი. თავის ქალა ასევე განასახიერებს კალის უნარს, გაანთავისუფლოს ადამიანის ცნობიერება საკუთარი სულიერი მეს სხეულთან გაიგივებისგან. ეს გირლიანდა სიმბოლოა, სიბრძნისა და ძალისა. "კალის აჩეჩილი თმა (elokeshi) ესაა სიკვდილის საიდუმლო ფარდა, რომელიც ფარავს სიცოცხლეს. გვამი, რომელზეც დგას იგი, განასახიერებს წარმავალ და დროებით ფიზიკურ სხეულს, რომელიც სულზე (ატმანზე) დაბლა დგას. სისხლივით წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსის სიმბოლო, რაჯასი ესაა სამყაროს კინეტიკური ენერგია. კალი სუფევს ანაჰატა-ჩაკრაში. ის ურთიერთქმედებს ფიზიკურ გულთან; ამ ფორმით მას ეწოდება რაკტი-კალი - Rakti-Kali (წითელი კალი), პულსაცია გულისა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ სილამაზე, ეს არის, ასევე, საშინელება და სიკვდილი. კალი — ესაა მიუწვდომელი სილამაზე, უპასუხო სიყვარული. სილამაზე მისი შეუცნობელია, რადგან მას არა აქვს ფორმა. კალი სიმბოლოა მარადიული ცხოვრების. მარადიულ ცხოვრებას აქვს ფასი. მხოლოდ, რაც არის უკვდავი შეიძლება იყოს უსასრულო, იმიტომ, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი ბუნება. მოკვდავი და გარდამავალი პროცესი დასრულდება ადრე თუ გვიან. რათა მიკიღო სარგებელი მარადისობიდან, რომელიცაა Kali, ჩვენი მოკვდავი ბუნება უნდა შევწიროთ მსხვერპლად. ამიტომაც, უბრალო ადამიანის თვალს კალი ეჩვენება, როგორც საშიში და დესტრუქციული. კალი — ესაა მრავალსახა ქალღმერთი, რომელიც მართავს ცხოვრებას ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. იგი განასახიერებს კოსმიურ ძალას მარადიული დროისა. კოსმოსურ დონეზე, კალი არის დაკავშირებული ჰაერის ანუ ქარის, ვაიუს, პრანას ელემენტთან. ეს ძალა ავსებს სამყაროს, როგორც ენერგიას ტრანსფორმაციისა. მოქმედებს სწრაფად და არ ტოვებს კვალს უკან, იწვევს რადიკალურ ცვლილებებს. კალი არის ჭეშმარიტება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ილუზიებს. იგი განასახიერებს შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას, იწვევს სიყვარულსაც და შიშსაც. ადამიანის სხეულში, Kali არსებობს სუნთქვის ანუ სიცოცხლის ძალის (პრანას) სახით. მისი სიმბოლოა ნამგალა მთვარე.
-
ॐ तारे तुत्तारे तुरे स्वः — «oṃ tāre tuttāre ture svāhā» "ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა" ესაა ქალღმერთი (ბოდჰისატვა) ტარას მანტრა. ტარა არის 10 მაჰავიდიადან ერთ-ერთი. მაჰავიდია ესაა დედა-ღმერთის (შაკტის) კაუზიური (სულიერი) სხეული. სახელი - ტარა ნიშნავს განთიადის ვარსკვლავს ან მხსნელს. ტარას აქვს მრავალი ფუნქცია და იპოსტასი, არსებობს მწვანე ტარა, წითელი ტარა, თეთრი ტარა და ა.შ. ტარა ფლობს სექსუალურ მაგიას, კურნავს ყველა დაავადებას, ჩუქნის თავის ერთგულებს დღეგრძელობას, იძლევა ადვაიტას ცოდნას, ეხმარება ადამიანს გასხივოსნებაში და ა.შ.
-
შაკტიზმის ფილოსოფია ფრაგმენტი სვამი შივანანდას წიგნიდან – ტანტრა იოგა თარგმნილია რუსულიდან ღვთისავარ ჩაბრავას მიერ ძალა ანუ იმანენტური ღმერთის აქტიური ასპექტი არის კიდეც შაკტი. შაკტი - ესაა განხორციელებული ძალები. ის არის სამყაროს სიცოცხლის უზრუნვემყოფი ძალა. ისაა - ის უმაღლესი ძალა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს დედას. ისაა - დურგა, კალი, ჩანდიკა, ჩამუნდა, ტრიპურასუნდარი, რაჯარაჯეშვარი. არ არსებობს განსხვავება ღმერთსა და მის შაკტი შორის, ისევე როგორც არაა განსხვავება ცეცხლსა და მის მწველ ძალას შორის. ის ვინც ეთაყვანება შაკტის, არის ღმერთი დედის ფორმით, როგორც უზენაესი ძალა, რომელიც ქმნის, იცავს და კვლავ საკუთარ თავში აბრუნებს მთელ სამყაროს, ძალა, რომელიც შაკტიდ იწოდება. ყველა ქალი შაკტის , ღვთაებრივი დედის ფორმებია. შივა ესაა - მარადიული არაცვალებადი ცნობიერება. შაკტი - მისი ცვალებადი ძალა, რომელიც ვლინდება როგორც გონება და მატერია. შაკტი-ვადა ანუ შაკტი-დარშანა, წარმოადგენს მონიზმის, ადვაიტავადას განსაკუთრებუ ფორმას. შაკტა ასრულებს სადჰაკას, რომელიც ეხმარება განიცადოს შივასა და შაკტის ერთიანობა სხეულის წიაღში ძალების გამოღვიძების მეშვეობით. ის ხდება სიდხი სადხანაში, როდესაც მას ძალუძს კუნდალინის გამოღვიძება და ექვსი ჩაკრის განჭოლვა. ეს უნდა განხორციელდეს სრულებით პრაქტიკული მეთოდით გურუს ხელმძღვანელობით, რომელიც თავად გახდა სრულყოფილი. შაკტი უნდა იქნეს გამოღვიძებული დხიანას, ბჰავას, ჯაპას და მანტრაშაკტის მეშვეობით. დედა, განხორციელებული როგორც ორმოცდაათი ასობგერა, სუფევს სხვადასხვა ასობგერათა ფორმებში გარკვეულ ჩაკრებში. ამის მსგავსად როდესაც ასობგერათა მთელი რიგი ექვემდებარებიან თანმიმდევრულად, დიადი დედა რომნელიც მოძრაობს ექვს ჩაკრაში და წარმოადგენს თავად ასობგერათა მეობასა და თვითმყოფადობას ირღვიძებს. სადხაკა იოლად აღწევს სიდხის როდესაც ის გამოღვიძებულია. რთული სათქმელია როდის და როგორ აჩვენებს ის თავის თავს სადხაკას. სადხანა ნიშნავს ძალის ანუ შაკტის ამაღლებას. სადხანას ხასიათი დამოკიდებულია სადხაკის მიდრეკილებასა და შესაძლებლობებზე. შაკტი შეიძლება განსაზღვრული იქნეს, როგორც ის, რითიც ჩვენს ვცოცხლობთ და ვარსებობთ ამ სამყაროში. ამ სამყაროში ყველა სურვილი და მოთხოვნილება ბავშვისა, კმაყოფილდება დედის მიერ. დედა თვალყურს ადევნებს მის ზრდაგანვითარებას და სიცოცხლის უზრუნველყოფას. თვით სიციცხლეში ყველა მოთხზობნილებაცა და გამოვლინებებიც კი დამოკიდებულნი არიან შაკტიზე - სამყაროულ დედაზე . არავის არ შეუძლია განთავისუფლდეს გონებისა და მატერიის ტირანიისაგან დედის მოწყალების გარეშე. მაიას ბორკილების დამსხვრევა ძალიან ძნელია. თუ თქვენ ეთაყვანებით დიად დედას, თქვენ შეგიძლიათ ძალიან იოლად ამაღლდეთ პრაკრიტიზე, მისი კეთილშობილი მოწყალებისა და კურთხევის მეოხებით. ის მოაშორებს ყოველგვარ წინააღმდეგობას გზიდან და უსაფრთხოდ მიგიყვანთ თქვენ მარადიული ნეტარების უსაზღვრო სავანეში და გაგხდით თქვენ აბსოლუტურად თავისუფლებს. როდესაც ის დაკმაყოფილებულია და გჩუქნით თავის კურთხევას თქვენ, მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ თქვენ ამ ძნელად გადასალახი სანსარას შეზღუდვებისაგან თავის დაღწევა. პირველი ბგერა რომელსაც ადამიანისა თუ ცხოველის ახალშობილი გამოცემს ესაა საყვარელი დედის სახელი. არის კი თუნდაც ერთი ბავშვი რომელიც კი არ იყოს ყველაფრით ვალში საკუთარ დედასთან და დაკავშირებული მასთან სიყვარულით? ეს დედა - ის, ვინც გიცავთ თქვენ, განუგეშებთ თქვენ, გაქეზებთ და გიყვავებთ თქვენ. ის - თქვენი მეგობარია, ფილოსოფოსი, მოძღვარ-დამრიგებელი და ხელმძღვანელი ცხოვრების მანძილზე. ადამიანური დედა - ესაა სამყაროული დედის გამოვლინება. უზენაესი უფალი წარმოდგენილია როგორც შივა, ხოლო მისი ძალა როგორც მისი მეუღლე - შაკტი, დურგა, ანუ კალი. მსგავსად იმისა როგორც ქმარი და ცოლი ადევნებენ თვალყურს ოჯახის კეთილდღეობას, ასევე უფალი შივა და დედ უფალი შაკტი ადევნებენ თვალყურს ამ სამყაროს საქმეებს. რადხა, დურგა, ლაკშმი, სარასვატი და სავიტრი - ესენია ქალღმერთის ანუ უმაღლესი ხუთი პირველადი ფორმა. დურგამ გაანადგურა დემონები მადხუ და კაიტაბჰა ვიშნუს ხელით. როგორც მაჰალაკშმიმ მან გაანადგურა მაჰიშასურა დემონი და როგორც სარასვატიმ მან გაანადგურა დემონები შუმბხა და ნიშუმბხა მათ თანამებრძოლებთან დხუმრალოჩანასთან, ჩანდასთან, მუნდასთან და რაკტაბიჯასთან ერთად. როდესაც ვიშნუ და მაჰადევა ანადგურებდნენ სხვადასხვაგვარ დემონებს, დევის ძალას იყო მათში. დევიმ (ქალღმერთმა) იხმო ბრაჰმა, ვიშნუ და რუდრა და მისცა მათ ძალა, რომელიც აუცილებელია მათი სამუშაოსათვის, შემოქმედების, დაცვისა და განადგურებისათვის. ის იმყოფება სამყაროს ცენტრში. ისაა - მულადხარაჩაკრაში. ის ავსებს სიცოცხლით მთელს სხეულს, მოძრაობს რა სუშუმნას არხში. მერუს მთის მწვერვალიდან ის სიცოცხლით ავსებს სამყაროს. შაკტიზმის ამ ფილოსოფიურ სისტემაში შივა წარმოადგენს ყველგანმსუფევს, უპიროვნოსა და უმოქმედოს. ისაა - სუფთა ცნობიერება - ჩაიტანიამ. შაკტი დინამიკურია. შივა და შაკტი დაკავშირებულნი არიან როგორც პრაკაშა და ვიმარშა. შაკტი (ვიმარშა) - ესაა ძალა, რომელიც გამოუვლენელად სუფევს და მყოფობს სუფთა ცნობიერებაში. ვიმარშა წარმოშობს სამყაროს, რომელიც დაფუძნებულია დიფერენციაციებზე. შივა - ესაა ცნობიერება (ჩიტ), შაკტი - ცნობიერების ფორმა (ჩიტრუპინი). შაკტის ერთგულები, ბრაჰმა, ვიშნუ და შივა ახორციელებენ თავის მოვალეობებს შემოქმედების(პროექციის), დაცვისა (პროტექციის) და განადგურების (ანიჰილაციის). შაკტი დაჯილდოვებულია ნებელობით (იჩხა), ცოდნით (ჯნანათი), და აზრით (კრია). შივა და შაკტი ერთნი არიან. შივა-ტატვა და შაკტი-ტატვა განუყოფელნი არიან. შივა მუდამ შაკტისთან ერთადაა. შაკტისტურ ფილოსოფიაში მოითვლიან 36 ტატვას. შაკტი მყოფობს შაკტი-ტატვაში, ნადა - სადხანა-ტატვაში, ბინდუ - იშვარა-ტატვაში. უმაღლესი შივას შემოქმედებითი ასპექტი იწოდება - შივა-ტატვად. ესაა - პირველი შემოქმედებითი მოძრაობა. შაკტი-ტატვა ესაა შივას ნება. ესაა თესლი და საშო მთელი სამყაროსი. პირველი გამოვლინება იწოდება სადაკხიად ანუ სადაშივა ტატვად. ამ ტატვაში იწყება იდეის ფორმირება. მასში იმყოფება ნადა-შაკტი, შემდეგ მოდის იშვარა-ტატვა. ეს ტატვა იწოდება ბინდუდ. მეოთხე ტატვა - ესაა ვიდია ანუ შუდხავიდია, შემდეგ პრაკრიტი ტრანსფორმირდება გონების, გრძნობათა და მატერიის ტატვებად, რომელთაგანაც შედგება სამყარო. ნადა და ბინდუ - შაკტის სხვადასხვა გამოვლინებათა სახელი. სინამდვილეში ნადა - ესაა შივა-შაკტი. შივას გააჩნია ორი ასპექტი. ერთში ის არის - უმაღლესი და უცვლელი მარადიული სატჩიტანანდა. ესაა - პარასამვიტი. მეორე ასპექტში ის ტრანსფორმირდება სამყაროდ. ცვლილებათა მიზეზი ესაა შივა-ტატვა. შივა-ტატვა და შაკტი-ტატვა განუყოფელნი არიან. შაკტი-ტატვა - ესაა ბრაჰმანის პირველი დინამიკური ასპექტი. ნიშკალა-შივა - ესაა ნირგუნა-შივა. ის არ არის შეერთებული შაკტის შემოქმედებით ძალასთან, საკალა-შივა შეერთებულია შემოქმედებით შაკტისთან. მაია (აპარაპრაკრიტი) იმყოფება შაკტის წიაღში. მაია - ესაა სამყაროს საშო. ისაა პოტენციური განმქვრევის ანუ ანიჰილაციის დროს და დინამიური შემოქმედების (პროექციის) დროს. შაკტის ხელმძღვანელობით მაია ვითარდება სხვადასხვაგვარ მატერიალურ ელემენტებში და სხვა ფიზიკურ შემადგენლებში. შაკტისტურ ფილოსოფიაში როგორც უკვე ითქვა არის 36 ტატვა, შაკტისტურ ფილოსოფიაში ჩვენ ვხდებით ბრაჰმანის, შაკტის, ნადას, ბინდუს და შუდხა მაიას ცნებებს. შაივა-სიდხანტას ფილოსოფიაში - შივა, შაკტი, სადაკხია და შუდხამაია. შაკტიზმის ფილოსოფიის შემდგომი განვითარება ასევე აღიწერება შაივა-სიდხანტას სწავლებაში. შაკტის შემეცნებას მივყავართ გადარჩენისაკენ. „შაკტიჯნანამ ვინა დევი ნირვანამ ნაივა ჯაიატე“ – (იშვარამ თქვა „ო დევი, შაკტის შემეცნების გარეშე არ შეიძლება ხსნის მიღწევა“. იმყოფება რა მაიას ზეგავლენის ქვეშ, ჯივა (ინდივიდუალური სული) თვლის თავს მოქმედად და მოქმედების ნაყოფების მომწევად, ახდენს რა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სხეულთან. შაკტის წყალობით და სადხანას მეშვეობით, ინდივიდუალური სული ანთავისუფლებს თავს ყოველგვარი ბორკილებისაგან, აღწევს სულიერ გასხივოსნებას და იძირება უზენაესში. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთიანი მე. შემეცნებადი არის მხოლოდ შემმეცნებელი. ბრაჰმანი გვეჩვენება სამყაროდ მარტო გონების სარკეში (მაიაში). ნებისმიერი ობიექტი არის სხვა არაფერი თუ არა ერთიანი მე, რომელიც მაიას ზემოქმედების გამო საკუთარივე თავს ეჩვენება როგორც არა-საკუთარი ჭეშმარიტი ბუნება როგორც სუბიექტს. ტრიპუტი (შემმეცნებელი, შემეცნება და შეცნობადი) ქრება ნირვიკალპა-სამადხიში. არსებობს მხოლოდ უმაღლესი შივა (ბრაჰმანი). კენა უპანიშადაში ნათქვამია, რომ ღმერთები გაამპარტავდნენ და გაამაყდნენ, როდესაც დემონებზე გაიმარჯვეს. მათ შეცდომით თავიანთი გამარჯვება საკუთარ კეთილშობილებასა და სიმამაცეს მიაწერეს. ხოლო უფალმა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა მათთვის. ის მათ წინაშე იაკშინის (ზებუნებრივი არსების) სახით გაჩნდა, რომელიც იმდენად უზარმაზარი იყო რომ არც თავი უჩანდა და არც ბოლო. დევებმა (დაივებმა) ვერაფრით ვერ გაიგეს თუ ვინ ან რა იყო ეს და გაგზავნეს აგნი, ცეცხლის ღმერთი, რათა გაერკვია თუ ვინ იყო. იაკშინიმ კითხა აგნის: „ვინა ხარ და როგორია შენი ძალა?“. „მე - აგნი ვარ, ჯატავედასი, - უპასუხა აგნიმ. მე შემიძლია თვალის დახამხამებაში დავწვა მთელი სამყარო“. იაკშინიმ დადო აგნის წინ მშრალი ბალახი და სთხოვა დაეწვა იგი. აგნიმ ვერ შეძლო ამის გაკეთება. მას შერცხვა და გაშორდა იაკშინის. მაშინ ღმერთებმა ვაიუ გააგზავნეს რათა მას გაეგო თუ ვინაა იაკშინი. იაკშინიმ უთხრა ვაიუს: „ვინა ხარ და როგორია შენი ძალა?“ ვაიუმ უპასუხა: „მე ქარის ღმერთი ვარ. მე შემიძლია მთელი სამყარო წამში გავფანტო“. მაშინ იაკშინიმ ვაიუს წინ დადო ბალახი და სთხოვა შეებერა მისთვის. მაგრამ ვაიუმ ვერ შეძლო მისი ოდნავ გადაადგილებაც კი. ის გაიქცა, სირცხვილით აღვსილი. სულ ბოლო იაკშინისთან მივიდა თავად ინდრა. მივიდა და ნახა რომ იაკშინი გაქრა. მაშინ გამოეცხადა მას უმა და გაუმხილა მას თუ ვინ იყო სინამდვილეში იაკშა (იაკშინი). „ღვთაებრივი დედის ძალამ, - უთხრა მან (ქალღმერთმა), - და არა ღმერთების ძალამ გაგამარჯვებინათ თქვენ. ეს შაკტი ანუ უმა ან ხაიმავატი, კრიშნას და, - არის წყარო ღმერთების ძალებისა“. შაკტის ჯნანას დიადი მასწავლებელია, რომელიც უხვად აფრქვევს სიბრძნეს თავის ერთგულებზე. დაე გახდეთ თქვენ შაკტის წყალობის ღირსნი, სამყაროული დედისა და დატკბით საბოლოო განთავისუფლების ნეტარებით! შაკტი - ჩიტრუპინი. ისაა - სუფთა, ნეტარი ცნობიერება. ისაა - მთელი ბუნების დედა, ისაა - თავად ბუნება. ისაა - უფალ შივას ძალა, ძალა ბრაჰმანისა. ისაა - სამყაროული წარმოდგენის რეჟისორი. ის ეხმარება უფალს თამაშით გართობაში. ისაა ჯაგადჯანანი (სამყაროს შემოქმედი), მახიშასურამარდინი (მახიშასურას მკვლელი), ბხრანტინაშინი (ილუზიისა და ავიდიის გამანადგურებელი), დარიდრიანაშინი (სიღარიბის განმშორებელი). დევი - ესაა უფალ შივას შაკტი. ისაა - ჯადა შაკტი და ჩიტ შაკტი. ისაა - იჩხა შაკტი, კრიაშაკტი და ჯნანაშაკტი. ისაა - მაია შაკტი. შაკტი - ესაა პრაკრიტი (მატერიალური, ფშივინიერი, სულიერი და ზესულიერი ბუნება), მაია, მაჰამაია, შრი ვიდია. შაკტი ესაა თავად ბრაჰმანი. ისაა ლალიტა, კუნდალინი, რაჯეშვარი, ტრიპურასუნდარი, სატი და პარვატი. სატი სატიმ უფალ შივასთან თავი გამოავლინა ათ ფორმაში, ათი მაჰავიდია. ესაა - კალი, ბაგალამუკხი, ჩხინამასტა, ბჰუვანეშვარი, მატანგი, შოდაში, დხუმავატი, ტრიპურასუნდარი, ტარა და ბჰაირავი. შაკტიზმი (შაკტის თაყვანისცემა) - ესაა ერთერთი უძველესი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული სწავლება მსოფლიოში. ამ სამყაროში ყველას სწადია ძალა და უყვარს მისი ფლობა. ყველა შეპყრობილია ძალის ქონის სურვილით და სურთ მისი მეშვეობით სხვების დამორჩილება. ომი - ესაა ძალაუფლების მოპოვების სურვილის აშკარა გამოვლინება. შაკტისტები არიან ყველა მეცნიერი. ის, ვინც ისწრაფვის დაიპყროს ნებისყოფის ძალითა და მიმზიდველობით აგრეთვე შაკტისტია. სინამდვილეში ყოველი ადამიანი მსოფლიოში შაკტისტია. ახლა ამტკიცებენ რომ ყველაფერი ენერგიაა და რომ მთელი ეს ენერგია არის მატერიის ყველა ფორმების საფუძველი. შაკტას ფილოსოფიური სკოლის მიმდევრები ამაზე უხსოვარი დროიდან ამბობენ. ისინი თვლიან ასევე, რომ ეს ენერგია - არის მხოლოდ შეზღუდული და უხეში ფიზიკური უმდაბლესი გამოვლინება უსასრულო უმაღლესი ძალისა, მაჰაშაკტის. შაკტი მუდამ ერთია შივასთან. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ცეცხლი და სიმხურვალე. შაკტი გარდაისახება ნადად, ხოლო ბადა - ბინდუდ. სამყარო არის შაკტის გამოვლინება, შუდხამაია - ესაა ჩიტ შაკტი. პრაკრიტი - ესაა ჯადა შაკტი, ნადა, ბინდუ და ყველაფერი სხვა მხოლოდ მისი ასპექტების სხვადასხვა სახელები. ურიცხვი სამყაროები - მხოლოდ მთვრის ნაწილაკები არიან ღვთაებრივი დედის ლოტოსის ტერფებთან. მისი დიდება განუზომელია. მისი მბრწყინვალება გამოუთქმელია. მისი სიდიადე აღუწერელია. ის თავის წყალობას აფრქვევს მათზე, ვინც მისი ჭეშმარიტი ერთგულები არიან. ის ინდივიდუალურ სულს ჩაკრიდან ჩაკრამდე მიაცილებს, დონიდან დონემდე და აერთიანებს უფალ შივასთან საჰასრა ბრახმარანდხრა ჩაკრაში. სხეული არის შაკტი. მისი სურვილები და მოთხოვნილებები ესაა შაკტის მოთხობნილებები. როდესაც ადამიანი ტკბება, ეს შაკტის მისი შუამავლობით ტკბება. მას ეკუთვნის თვალები, ყურები, ხელები და ფეხები. ის ხედავს მისი თვალებით, ისმენს მისი ყურებით. სხეული. გონება, პრანა, ეგო, ინტელექტი და ყველა ორგანო და პროცესები ესენია მისი გამოვლინებები. შაკტიზმი საუბრობს ღვთაების პიროვნულ და უპიროვნო ასპექტებზე. ბრაჰმანი შეიძლება იყოს ნიშკალა (პრაკრიტის გარეშე) ან საკალა (პრაკრიტით). ვედანტას მიმდევარი თქვენ მოგიყვებათ ნირუოადხიკა - ბრაჰმანზე (მაიას არმქონე სუფთა ნირგუნა ბრაჰმანზე) და საროპადხიკა - ბრაჰმანზე (უპადხითი, მაიათი). რეალურად ეს ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ სახელებშია. ყველაფერი ეს სიტყვების თამაშია, შაბდა - ჯალამ. ადამიანები კამათობენ ერთმანეთთან სიტყვების გამო, აწყობენ სტყვიერ ომებს, წვრილმანების გამო ჩხუბობენ, დაკავებული არიან ლოგიკური წვრთვნებით და ინტელექტუალური გიმნასტიკით. სინამდვილეში არსი ერთიანია. მარტო თიხა წარმოადგენს ჭეშმარიტ რეალობას, ხოლო საგნები რომლებიც მისგან არიან გაკეთებული - მხოლოდ სხვადასხვა სახელებია. შაკტი და ნირგუნა ბრაჰმანში პოტენციურია, მაშინ როდესაც საგუნა ბრაჰმანში ის კინეტიკურია (დინამიკური). შაკტიზმის საფუძველი ესაა - ვედები. შაკტიზმი ამტკიცებს რომ ერთადერთი წყარო და ავტორიტეტი იმაშია, რაც ეხება ტრანსცენდენტალურ და ზეგრძნობად მოვლენებს, მაგ, როგორიცაა ბრაჰმანის ბუნება, - ესაა ვედები. შაკტიზმი მხოლოდ პრაქტიკული ვედანტაა. შაკტისტის სულიერი გამოცდილება იდენტურია ვედანტისტის გამოცდილებისა. „დევი სუკტა“, „შრი სუკტა“, „დურგა სუკტა“, „ბჰუ სუკტა” და“ნილა სუკტა“ რიგვედისა, განსაკუთრებულ შაკტისტურ უპანიშადბთან ერთად, როგორებიცაა „ტრიპურასუნდარი უპანიშადი“, „სიტუპანიშადი“, „დევი უპანიშადი“, საუბჰაგია - ლაკშმი უპანიშადი“, „სარასვატი უპანიშადი“, „ბჰავანუპანიშადი“, „ბახვრიჩოპანიშადი“ და ა.შ. პირდაპირ უთითებენ ღმერთის დედობრივ ასპექტზე. „კენა უპანიშადი“ ასევე მოგვითხრობს უმას შესახებ, რომელმაც თავისი ცოდნა გაუმხილა ინდრას და სხვა დევებს. ღვთაებრივი დედა სამსახოვანია. ის ფლობს სამ გუნას - სატვას, რაჯასსა და ტამასს. ის ვლინდება როგორც ნებისყოფა (იჩხაშაკტი), მოქმედება (კრიაშაკტი) და ცოდნა (ჯნანაშაკტი). ბრაჰმასთან შეერთებული, ისაა - ბრაჰმა-შაკტი (სარასვატი), ვიშნუსთან - ვიშნუ-შაკტი (ლაკშმი) და შივა-შაკტი (გაური) შეერთებული შივასთან. ამიტომაც ის იწოდება ტრიპურასუნდარიდ (სამ სამყაროში უმშვენიერესი). ტრიპურასუნდარის, ღვთაებრივი დედის სავანე იწოდება შრი-ნაგარად. ეს დიადი საცხოვრისი გარშემორტყმულია 25 საგალავნე ბარიერებით, რომლებიც განასახიერებენ 25 ტატვას. შუაში მდებარეობს მშვენიერი სასახლე ჩინტამანი. ამ სასახლის შრი ჩაკრაში, ბინდ-პიტხაში, იმყოფება ღვთაებრივი დედა. მისი ასეთივე სავანე იმყოფება ადამიანის სხეულში. მთელი სამყარო - მისი სხეულია. მთები - მისი ძვლებია, მდინარეები - მისი ძარღვები, ოკეანე - საშარდე ბუშტი. მზე და მთვარე - მისი თვალები. მისი სუნთქვაა - ქარი, მისი პირი - აგნი. შაკტი განიცდის ბჰუკტის (სამყაროთი ტკბობას) და მუქტის (საბოლოო განთავისუფლებას). თვით შივა ვლინდება ადამიანის ფორმით, რომელიც დაჯილდოვებულია სიცოცხლის ენერგიით - ტკივილისა და სიხარულის შენარევით. თუ თქვენ მუდმივად გეხსომებათ ეს, მაშინ ნებისმიერი დუალურობა, სიძულვილი, შური, სიამაყე განიმქვრევიან როგორც კვამლი. თქვენ ნებისმიერი ადამიანური მოქმედება უნდა განიხილოთ როგორც, თაყვანისცემა, რელიგიური აქტი. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ურთიერთობა, საკვები, სიარული, ხედვა, სმენა - ხდება უფლის თაყვანისცემა, თუ თქვენ მართებულად მიმართავთ მას. ეს თვით შივა მოქმედებს ადამიანში მის შუამავლობით. რომელ ეგოიზმსა და ინდივიდუალურზე არის საუბარი? ადამიანის ყველა მოქმედებაღვთაებრივია. ერთიანი სამყაროული სიცოცხლის პულსი ცემს ყველა გულში, ხედავს ნებისმიერი თვალით, მოქმედებს ნებისმიერი ხელით, ისმენს ნებისმიერი ყურით. რომელ გასაოცარ გამოცდილებას შეიძენს ის, ვინც მიხვდება ამას, დაანგრევს თავის ცეროდენა პიროვნულ მე-ს! წარსულის სამსკარები, გარდასულდროთა ვასანები, ძველებურად აზროვნების ჩვევა - აი წინაღობები ამ ერთიანი მთლიანის შეგრძნების გზაზე. მოსწავლემ სამყარო უნდა ჩათვალოს ღვთაებრივ დედის იდენტურად. რასაც არ უნდა აკეთებდეს იგი მუდამ გრძნობს საკუთარ თავში ღვთაებრივი დედის ხატსახებას და ასე და ამგვარად ამტკიცებს იდენტობას. ის აგრეთვე გრძნობს რომ ღვთაებრივი დედა ერთიანია პარაბრაჰმანთან. აი რას გრძნობს სადხაკი: „მე - ვარ დაივი და დაივი ჩემშია“. ის თაყვანს ცემს საკუთარ თავს როგორც დევის (დაივის), იმის მაგივრად რომ გარეგანი საგნები გააღმერთოს (ის აცნობიერებს საკუთარი სულიერი ბუნებისა და აბსოლუტის - კოსმიური ქალღმერთის იდენტურობას). „სა ხამ - მე ვარ ის“, - ამბობს ის. შაკტიზმი - ეს უბრალოდ თეორია ან ფილოსოფია კი არ არის. ის გულისხმობს სისტემატიურ სადხანას, იოგას, მუდმივ განსწავლას, სადხაკის მიდრეკილებათა და ტემპერამენტის შესაბამისად. ყველაფერი ეხმარება მოსწავლეს კუნდალინის გამოღვიძებასა და მის უფალ შივასთან შეერთებას, ნირვიკალპასამადხის უმაღლესი ნეტარებით დატკბობას. როდესაც კუნდალინის ძინავს, ადამიანი ფხიზლობს (ფიზიკურად). ის ფლობს საგნობრივ (ფენომენურ, ფიზიკურ) ცნობიერებას. ხოლო როდესაც ის გამოღვიძებულია - მას ძინავს. ის კარგავს ფენომენური სამყაროს ყოველგვარ აღქმადობას და ხდება ერთიანი უფალთან. სამადხის დროს სხეული ინარჩუნებს სიცოცხლეს საჰასრა ჩაკრაში შივასა და შაკტის შეერთებით მიღებული ნექტარის მეოხებით. არ შეიძლება შაკტი-იოგას პრაქტიკაში განხორციელება გურუს გარეშე. ის ახდენს მოსწავლის ინიციირებას გადასცემს რა მას ღვთაებრივ შაკტის. ქალთან ფიზიკური შეერთება - ესაა უხეში მაიტხუნა. ის ჩნდება პაშუ-ბჰავას - ცხოველური ბუნების (უხეში ინსტინქტის) წიაღიდან. დედა კუნდალინი უერთდება უფალ შივას საჰასრა ჩაკრაში ნირვიკალპა სამადხის დროს. ესაა - ჭეშმარიტი მაიტხუნა, ნეტარი შეერთება. ის ხდება დივია-ბჰავას, ღვთაებრივი ბუნების გამო. თქვენ უნდა ახვიდეთ პაშუ-ბჰავადან დივია-ბჰავამდე სატსანგას მეშვეობით, გურუს მსახურებით, თვითგანდგომისა და უვნებობის, ჯაპას და მედიტაციის მეშვეობით. ღვთაებრივი დედის თაყვანისცემა ძლიერი რწმენით შესრულებული, სრული ერთგულებითა და თვითგანწირვით, დაგეხმარებათ მისი წყალობის მიღებაში. მხოლოდ წყალობის შეგიძლიათ მიაღწიოთ წარუვალის ცოდნას. ტრიპურასუნდარის დიდება, სამყაროს დედის, რომელიც ცნობილია როგორც რაჯარეშვარი და ლალიტა დევი! დაე დაგლოცოთ მან თქვენ ყველა!