http://www.media.ge/stories/nationalgeographiciokto ოქტომბრიდან ამერიკული ჟურნალი National Geographic-ი საქართველოშიც გამოიცემა და მკითხველს ანთროპოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, კლიმატური ცვლილებების შესახებ სამეცნიერო პოპულარულ ენაზე დაწერილი სტატიების კითხვა ქართულადაც შეეძლება. National Geographic-ი ამერიკის “ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების” ოფიციალური გამოცემაა, რომლის მიზანიც ჩვენი პლანეტის შესახებ ცოდნის გავრცელებაა. ჟურნალი მკითხველს 125 წელია საინტერესოდ დაწერილ სტატიებს და უნიკალურ ვიზუალურ მასალას სთავაზობს. National Geographic-ი 50 ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და მას 100 ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. დღემდე ჟურნალი 34 ენაზე გამოიცემოდა, წელს ამ რიცხვს ქართულიც შეემატება. ჟურნალის ქართულად გამოცემის შესახებ მოლაპარაკებებს National Geographic-ის ცენტრალურ ოფისთან ვაშინგტონში კომპანიები “სილქ როუდ ჯგუფი” და “სილქ ნეტი” წელიწადნახევრის მანძილზე აწარმოებდნენ. შეთანხმებას 2012 წლის მაისში ამერიკის “ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების” აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, ტერი ადამსონმა და პროექტის სპონსორმა "სილქროუდ ჯგუფის" პრეზიდენტმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერეს ხელი.