Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'განათლება'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. კარგა ხანია, ვიღაცეები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამყაროში ფაქტები შეცვალა აღქმებმა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ხაშურის მერიის სახელით შექმნილი ყალბი გვერდის მიერ გავრცელდა ასევე ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მრავალშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ,,მრავალჯერადი“ კონტრაცეფტივები გადასცა და ასევე, მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ აბორტისთვის საჭირო თანხა 70 % -ით დაუფინანსდებოდათ. როგორც მრავალ სხვა, მსგავს შემთხვევაში, ფეისბუკ-მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ეს ამბავი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიღო, რასაც ლანძღვა-გინების ნიაღვარი მოჰყვა. პუბლიკის მხოლოდ მცირე შემადგენლობამ დაასკვნა, რომ ეს აბსურდული ინფორმაცია გამოგონილი იყო, სიმართლეს არ წარმოადგენდა და მის გარშემო არ უნდა ემსჯელათ. მოგეხსენებათ, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი იქნება, როცა ვიღაცის მიერ სპეციალურად შეთხზული ,,სკანდალური ამბავი“ ასე მიზანმიმართულად ვრცელდება ,,ფეისბუქზე“ და საყოველთაო ყურადღებას იბყრობს. ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ მსგავს ქმედებებს, ისევე, როგორც სხვა აფიორებს, როგორიც არის, მაგალითად სხვადასხვა გვერდების მიერ, ამა თუ იმ ბრენდის სახელით გამოცხადებული კონკურსი, რომლის დროსაც მათი გვერდის მოწონებას, გაზიარებას, ფოტოს ქვეშ დაკომენტარებას ითხოვენ, სანაცვლოდ კი ,,კონკურსში“ გამარჯვებას და ჯილდოს გვპირდებიან. ეს არის თაღლითური გზით გამომწერების და მომწონებლების რიცხვის გაზრდის მცდელობა და თუ ვინმე გაიკითხავს, აღმოჩნდება, რომ მათ მიერ ხსენებულ ბრენდთან ან კომპანიასთან, აღნიშნულ გვერდს არაფერი აკავშირებს. მიუხედავად ამისა, ეჭვი ცოტას თუ შეეპარება, რომ ერთი მოწონების ან გაზიარების გამო ახალთახალ ავტომობილს, ტელეფონს ან მით უმეტეს, ბინას არავინ აჩუქებს, გაუგებარი წარმომავლობის ფეისბუქ-გვერდს კი, ამ გზით, ერთ დღეში ასი ათასი გამომწერი შეიძლება შეემატოს და ამით ფინანსური მოგებაც ნახოს. ფეიკ-გათამაშებას და კონკურსს ვინ ჩივის, რამდენი შემთხვევა გვახსოვს, როცა ამა თუ იმ გვერდს, მხარდამჭერების და აქტივობის გაზრდის მიზნით, გამოჩენილი და ცნობილი ადამიანების გარდაცვალების ამბავი გაუვრცელებიათ და ასეთი არაეთიკური ხერხით გაუცნიათ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის.. სოციალური ქსელი რომ მრავალი ჩვენგანისთვის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად და მრავალისთვის, შემოსავლის წყაროდაც იქცა, ეს უკვე ფაქტია. არსებობს საზოგადეობის ნაწილი, მეც მათ შორის, ვისთვისაც კონკრეტულად ,,ფეისბუკმა,“ გაზეთის და ტელევიზორის ფუნქცია შეითავსა და ჩვენთვის საინტერესო ძირითად ინფორმაციებსაც, სწორედ, აქ ვეცნობით. თუმცა, ყველას რამდენად გვაქვს იმის უნარი, მიღებული ზღვა ინფორმაცია სათანადოდ გავფილტროთ, სწორად გავიგოთ, გავაანალიზოთ და მართებული დასკვნა გამოვიტანოთ, ეს ცალკე საკითხია. ამისთვის საჭიროა, ნებისმიერ ადამიანს გააჩნდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, რისი დანაკლისიც, დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენთან ძალიან თვალსაჩინოა. რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება და რისთვის არის საჭირო ამ უნარის განვითარება, ამის შესახებ Planeta. Ge ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისში სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების დამფუძნებელსა და პედაგოგს, გია მურღულიას ესაუბრა. - ბატონო გია, თქვენი შეფასებით, რატომ არ შეუძლია ყველას კრიტიკული აზროვნება, რატომ იჯერებს ადამიანთა კატეგორია ყველა ინფორმაციას უპირობოდ და ყოველგვარი ეჭვის ან ლოგიკური მსჯელობის გარეშე რატომ იღებს მას უტყუარ ფაქტად? - ამასწინ სწორედ ამ თემაზე ველაპარაკებოდი ჩემს უფროსკლასელებს და ვუყვებოდი ერთ ფილმზე, რომელსაც ჰქვია ,,კუდის ქიცინი.“ ასეთი იტალიური ანდაზაა: კუდი აქიცინებს ძაღლს, რითაც იტალიელები უკუღმართად შებრუნებულ ცხოვრებას ახასიათებენ. ჩვეულებრივ ხომ ძაღლი აქიცინებს კუდს? ალბათ, ბევრს უნახავს ეს ფილმი, დასტინ ჰოფმანისა და რობერტ დე ნიროს მონაწილეობით, რომლის სიუჟეტიც ასეთია: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოქმედ პრეზიდენტს და ერთ-ერთ კანდიდატს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებენ, რაც მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება. პრეზიდენტის რეპუტაციის გადასარჩენად და ამომრჩევლის მისაზიდად, მისი მრჩეველთა ჯგუფი ჰოლივუდის პროდიუსერს ქირაობს, რომელიც მათ ყალბი ომის მოწყობაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ამ სახელდახელოდ შექმნილ ყალბ რეალობაზე წერენ გაზეთები, ლაპარაკობენ ტელევიზიები, მიდის არარასებული ომის ფართო ტირაჟირება, რის გამოც ეს ფეიკი მოქალაქეთა ცნობიერებაში ძალიან სწრაფად ბატონდება. ასე ცდილობს პრეზიდენტის გარემოცვა, გადაფაროს მათი კანდიდატის მიმართ ამომრჩევლის უარყოფითი დამოკიდებულება და პროპაგანდისტთა ჯგუფიც იმდენად პროფესიონალურად მუშაობს, გამოგონილი ომი ალბანეთთან ადამიანებისთვის იმდენად დამაჯერებლად არის მიწოდებული, თავისი ,,დაჭრილებით და დაზარალებულებით, გმირებით და თავდადებულებით“ და არსებულ რეალობას ვირტუალური რეალობით, იმდენად ოსტატურად ცვლიან, რომ ეჭვი არავის უჩნდება და მოქმედი პრეზიდენტიც არჩევნებში კვლავ იმარჯვებს. სწორედ ამ ფილმის მაგალითზე ვმსჯელობდით კლასში, თუ როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა რა არის რეალობა და რა - ყალბი, სპეციალურად მოგონილი ამბავი. ვფიქრობ, საზოგადოებამაც, სკოლებმაც, სახელმწიფომაც უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე. მართალია, ხშირად, ყველა მხარე იყენებს ასეთი ყალბი რეალობების ,,სიკეთეებს,“ მაგრამ თუ გვინდა, კრიტიკული აზროვნება შეგვეძლოს, მაშინ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. ადამიანები უპირობოდ, პირდაპირ არ უნდა იღებდნენ იმას, რაც ორი ნიშნით აწყობთ ან მოსწონთ. ან ძალიან ახარებთ, ან ძალიან ეადვილებათ ვიღაცის დაცინვა, განქიქება ან აგრესიის გამოხატვა. - იქნებ, მოლოდინი აქვთ ვიღაცის თუ რაღაცის, რომ აი, ეს ზუსტად ასე იზამს, ამას გააკეთებს და ეჭვიც ამიტომ არ უჩნდებათ? - დიახ, ადამიანები ხშირად თავად მოდელირებენ საკუთარ თავში რაღაცეებს და თვიშესატყვისობის იდეებიდან გამომდინარე, ადვილად იჯერებენ მიწოდებულ ამბავს. სხვათაშორის, ,,დათა თუთაშხიაში“ არქიფო სეთური რასაც საირმის ტყეში აკეთებს, სწორედ ის არის, რაზეც ვსაუბრობთ. სეთური ქმნის ყალბ რეალობას, ყალბ მიზანს, ყალბ პასუხისმგებლობებს და ამ ხერხით ადვილად მართავს ადამიანებს. რატომ იქმნება ასეთი სიყალბეები? იმიტომ რომ ეს არის მართვის ერთ-ერთი აპრობირებული ხერხი და დღევანდელ მსოფლიოში ადამიანების ცნობიერებით მანიპულირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება. ძალიან რთულია, ზოგიერთს ამ ხერხის გამოყენება გადააფიქრებინო, ამიტომ უმჯობესია, ადამიანებს ვასწავლოთ, განასხვავონ ნამდვილი ამბავი სიყალბისგან. სოციალურ ქსელებში ხშირია და ბევრი ასეთი ფეიკი და მათ, როგორც წესი, წყაროთა მითითების გარეშე ავრცელებენ, ხოლმე. წყაროს მოძიება კი ძალიან ადვილად ააშკარავებს ამ სიყალბეს. ამისთვის ადამიანებმა უნდა იცოდნენ, უნდა გამოიმუშავონ უნარი, უმალვე არ ენდონ ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მათი მონიტორი ამოაგდებს. ამის სწავლება განათლების სისტემის და განსაკუთრებით, სკოლის ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ სკოლამ ეს რომ მოსწავლეს ასწავლოს, ჯერ თავად მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ განასხვავოს ერთი მეორისგან. ჯერ მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რა და როგორ ასწავლონ მოსწავლეებს, ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად. კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს მარტო იმას, რომ წყარო გადაამოწმო. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ რასაც გეუბნებიან, იმას სხვადსხვა კუთხით შეხედო და სხვადასხვა კონტექსტით დაინახო. აზროვნება თავისი ბუნებით, თავისთავად არის კრიტიკული. აზროვნება არის ფაქტების და მოვლენების დანახვა, შეჯერება, ანალიზი, შეფასება და გამოხატვა. ყველა ამ განზომილებას სჭირდება სწავლება, რადგან ყველა მათგანში შეიძლება ოსტატურად შემოგაპარაონ ტყუილი. ისეთი რაკურსით შეიძლება მოვლენა დაგანახონ, მხოლოდ მათთვის სასურველი რეალობით, რომ ხედვაში შემოგაპარონ ტყუილი. ამიტომ ვთქვი წეღან, რომ კრიტიკული აზროვნება მოვლენის სხვადასხვა კუთხით და რაკურსით დანახვას და შეფასებას გულისხმობს. ხედვა ერთი მომენტია და მეორეა - აღქმა. კარგა ხანია, ვიღაცეები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამყაროში ფაქტები შეცვალა აღქმებმა. ანუ მთავარი ის კი არ არის, რასაც შენ ხედავ, მთავარია ის, რადაც აღიქვამ იმას, რასაც ხედავ და ხანდახან ძალიან ადვილადაც მოგაჩვენებენ რაღაც სხვად იმას, რასაც ხედავ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კრიტიკული აზროვნება ნიშნავს იმას, რომ შენ არ დაიჯერო რაღაც ამბავი პირველივე შთაბეჭდილებით; უნდა შეძლო და მოვლენა, ფაქტი სხვადასხვა კუთხით დაინახო, რომ მას სახელი დაარქვა. აზროვნება საბოლოო ანგარიშით არის აღქმა, გააზრება, სახელის დარქმევა და გამოხატვა. დაახლოებით ასეთი ფორმულირება შეიძლება მივცეთ ამ ცნებას. - კრიტიკული აზროვნების და ზოგადად აზროვნების განვითარებისთვის რა არის საჭირო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთ აზროვნება შევძლოთ? - სიმართლე გითხრათ, მიუხედავად არაერთი გაცხადებისა, მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ სერიოზული წარმატებები გვქონდეს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების და მით უფრო, განვითარების გზაზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, კერძოდ კი, მასწავლებელთა პროფესიული მომზადების თვალსაზრისით და გნებავთ, მშობელთა კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისითაც, როგორც მშობლის. ჩვენ ხომ იმდენი საგანმანათლებლო ან საკონსულტაციო ლიტერატურა არ გვაქვს, რომ ჩვენი მშობლები და მასწავლებლები დავაკვალიანოთ. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. სხვას რომ ასწავლო, ჯერ შენ თავად უნდა გესმოდეს რას ასწავლი. - სოციალური ქსელიც, ერთგვარად, უფრო მეტად აბნევს ადამიანებს. ყველას ერთნაირად არ შეუძლია, ალბათ, გაფილტროს მიღებული ინფორმაცია, გადაალაგოს, მიხვდეს, რა წაიკითხოს, რას აუაროს გვერდი?.. - სოციალური ქსელი არის ინფორმაციის ნიაღვარი. აქ ერთი და იმავე საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი ათასი მოსაზრება შეგვხვდება. თუ მომზადებული არ ხარ, ძალიან რთულია ადამიანმა გზა გაიკვალო ამ ნიაღვარში, იმიტომ, რომ ზოგჯერ მძაფრი ემოციით მოწოდებული აზრი შეიძლება იმარჯვებდეს იმ აზრზე, რომელიც უფრო მართებულია, მაგრამ შენამდე ანალოგიური ემოციით არ მოდის. ამ სოციალურ ქსელს ბევრ სიკეთესთან ერთად ბევრი ხიფათიც ახლავს თან. მაგალითად, ინფორმაციის ნიაღვრით ისეთ წარმოდგენებს აყალიბებს, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგება. ამიტომაც ადამიანი მომზადებული უნდა იყოს საიმისოდ, რომ მისი ცნობიერება ყალბი ინტერპრეტაციებით ან ყალბი შეთავაზებით ადვილად არ დააზიანონ. - ჩემთვის ყველაზე მძაფრად აღქმული პრობლემა, რაც, ასევე, ყოველდღიურად გვხვდება და რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან თვალსაჩინოა, არის წაკითხულიდან აზრის ვერგამოტანა, შინაარისის ვერგაგება. რისი ბრალია, რატომ დადგა ჩვენთან დღის წესრიგში ეს საკითხი ასე მწვავედ? - ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირებული პრობლემა. უკანასკნელი 20 წელიწადია საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში, რომელიც ტარდება სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში და შეისწავლიან, რა მდგომარეობაა, სწორედ, ამ თვალსაზრისით; რამდენად კარგად შეუძლიათ ადამიანებს, აღიქვან წაკითხული, გაიაზრონ, რა არის მთავარი ტექსტში, გამოჰყონ მთავარი თეზისები წაკითხულიდან და გააკეთონ დასკვნა. ამ კვლევების მიხედვით, ჩვენ არც ისე სახარბიელოდ გვაქვს საქმე. ეს კვლევა ყოველ 5 წელიწადში ტარდება და უკვე 4-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა. შედეგებიდან გამომდინარე, ყოველთვის ბოლო ათეულში ვხვდებით და კვლევიდან კვლევამდე არანაირი მნიშვნელოვანი წინსვლა არ გვეტყობა. - რატომ გავქვს ასეთი ცუდი შედეგი, რამ გამოიწვია ასეთი ჩამორჩენა? - ეს ორი ფაქტორის გამო ხდება. პირველი ის, რომ წინარე კვლევებიდან სათანადო დასკვნა არ გამოგვაქვს. შედეგების მოსმენის შემდეგ ერთ ვაიუშველებელს ავტეხთ, ხოლმე და შევიცხადებთ, ეს რა მოგვსვლია, ეს რა დაგვმართნიაო, მაგრამ როგორც წესი, 3-4 დღეში ყველაფერი გვავიწყდება და მომდევნო კვლევამდე ასე რჩება. არიან ქვეყნები, რომლებიც შედეგებით ჩვენსავით ბოლო ათეულებში იყვნენ, მაგრამ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც მუდამ ახლავს ასეთ კვლევებს და რამდენიმე წლიანი მუშაობით, წინ წაიწიეს და უკეთეს შედეგებს მიაღწიეს. რადგან ჩვენთან ასე არ ხდება, პირდაპირ უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო დასკვნები არც იმ რეკომენდაციებიდან გამოგვაქვს, რასაც კვლევებს დაურთავენ და არც ამ კვლევის შედეგებიდან. ჩვენი აღშფთება ერთ კვირას გასტანს, ხოლმე და ამით მთავრდება ყველაფერი. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე - ის, რომ მასწავლებელთა მომზადების ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამები უფრო მკვეთრად, უფრო მკაფიოდ უნდა ითვალისწინებდეს ახალ გამოწვევებს და ეს არის სწორედ ახალი გამოწვევა. ადრე, ათწლეულების წინ, მაინცდამაინც არავინ ფიქრობდა წაკითხულიდან აზრის გამოტანის შესაძლებლობებზე, ვის რა შინარსი გამოჰქონდა წაკითხული ტექსტიდან და დიდად, არც ახლა დარდობენ, შეუძლია თუ არა ბავშვს ან მოზრდილს, წაკითხულის გააზრება და შინაარსის გამოტანა. თუმცა, ეს პრობლემა აქცენტირებულია და ბოლო წლების სარეფორმო აქტივობებში, კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან ერთად, ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად არის დასახული. მეორე საკითხია, რა შედეგები მოაქვს ამ რეფორმებს, ჩვენთან ხომ აქცენტები გადააქვთ მხოლოდ პროცესებზე? მაგალითად, აი, მე ჭკვიანური წერილი დავწერე ამაზე, ჭკვიანური წანამძღვრები დავწერე, სარეფორმო გადაწყვეტილებები მივიღე, მასწავლებლებთან ტრენინგები ჩავატარე, მაგრამ მერე, საკლასო დონეზე რა ხდება? ეს ყველაფერი როგორ მუშაობს ან ის გადაწყვეტილება თუ ცოცხლდება, ან ეს მასწავლებელი კვალიფიციურად თუ მიიტანს რამეს ბავშვებამდე? სამწუხაროდ, ამას არავინ ამოწმებს იმიტომ, რომ მონიტორინგი, შეფასება და გამოცდა კომუნისტურ გადმონაშთად არის მიჩნეული. არადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ფასობს იმით, თუ როგორ სრულდება, რამდენად შედეგიანი და ხარისხიანია ის. - რატომ ითვლება სათაკილოდ, ესა თუ ის რეფორმა გააკონტროლო, შეამოწმო, ნახო, ადგილზე როგორ რეალიზდება, რამდენად ერგება მოცემულ ვითარებას, როგორ მუშაობს? - ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ასე კი დამკვიდრდა. ჩვენთან თავი იმით მოაქვთ, აი, ამდენი მასწავლებელი გადაამზადეს და კარგია, რომ გადაამზადეს, მაგრამ მერე, ამის იქით რა მოხდა, ეგ ხომ უნდა მოგვიყვნენ? აბა, ვიკითხოთ, ამ გადამზადებულმა მასწავლებლებმა განათლების ხარისხი აამაღლეს სკოლაში თუ არა? - ბევრი ასეთი ,,გადამზადებული“ და სერთიფიცირებული მასწავლებელი ვიცით, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ არასანდო წყაროების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს, მაგალითად, იმის შესახებ, როგორ არჩენს სოდა კიბოს ან წყალბადის ზეჟანგი - კოვიდს. გვქონდეს იმედი, რომ ეს მასწავლებლები ხარისხიან განათლებას მისცემენ ბავშვებს? - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აზროვნების დაბალ კოეფიციენტთან და რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ასეთი კოეფიციენტის მქონე პედაგოგი რაიმე ღირებულს მისცემს მოსწავლეს, რომელი გადამზადება უშველის ამ საკითხს? სოციალური ქსელიც ხომ სარკეა, სადაც ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ საზოგადოების აზროვნების დონეს ათვალსაჩინოებს, რაც ხანდახან კატასტროფულად აღიქმება და სწორედ ამაზე ვდარდობთ ყველანი. მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დარდი სიხარულად გვექცეს, საკითხავი აი, ეს არის. - თუ სხვა ქვეყნები ივალისწინებენ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებს, ასრულებენ გაწეულ რეკომენდაციებს და იუმჯობესებენ მიღწევებს, ჩვენ რა გვიშლის ხელს, იგივე გავაკეთოთ და მივყვეთ რეკომენდაციებს? - ჩვენ ხელს გვიშლის ნაკლები პროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა. ეს ორი ფაქტორი ყველა მიმართულებით და ყველა საქმეში გვიშლის ხელს.
  2. მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიური ან პარალიმპიური თამაშების, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ ორშაბათს თავად პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა და ბრძანებაც ძალაში ამ დღიდან შევიდა. ხსენებულ ბრძანებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხულ პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება. მოქმედი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია და არც თუ უსაფუძვლოდ. უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩარიცხვა, უპირველესად, თავად სპორტსმენებს აყენებს შეურაცხყოფას, შემდეგ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს აკნინებს, რომელიც ძირითადად მომავალი მწვრთნელების და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აღზრდას ემსახურება. პრემიერის ბრძანება მავანს ერთგავარად უძლიერებს იმ ეჭვს, რომელიც წლების განმავლობაში ისედაც საკმაოდ გავრცელებული იყო, თითქოს, საქართველოს სპორტის აკადემია დაბალი დონის სასწავლებელი იყოს. ისიც კარგად გვახსოვს, ამ მოტივით, ახლო წარსული მისი გაუქმებაც რომ უნდოდათ. არ ვიცით, რატომ მიიჩნია ხელისუფლებამ, რომ სპორტსმენებს ან მომავალ მწვრთნელებს ინტელექტი, მინიმალური უნარ-ჩვევები, ისტორიის, მათემატიკის ან მშობლიური ენის სრულყოფილი ცოდნა არ სჭირდებათ. საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებულია აზრი (არა მარტო ჩვენთან), რომ სპორტსმენების უმეტესობა კუნთმაგარი და გაუნათლებელი ტიპები არიან. ეროვნული გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის პერსპექტივა კი სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხედულების განმტკიცებას უქადის ჩვენს სპორტსმენებს. არადა, საბედნიეროდ, ძალიან ბევრ სახეობაში გვყავს განათლებული და ინტელექტუალი სპორტსმენები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხსენებული ბრძანების შეფასება განთლების მეცნიერებათა დოქტორს, შალვა ტაბატაძეს ვთხოვეთ. - თქვენის აზრით, რატომ მიიღო პრემიერმა ეს გადაწყვეტილება, რა არის მისი მიზანი? - რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამის დასაბუთება და მიზანი ჩემთვის უცნობია. ზოგადად, უმაღლეს სასწავლებლებში სპორტსმენების შეღავათებით ჩარიცხვა და კვოტირება, ხშირად, საბჭოთა წარსულთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ასე არ არის. ცალკეული ადამიანებისთვის შეღავათების დაწესება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, უბრალოდ, ამას გარკვეული მიზანი უნდა ჰქონდეს. დღევანდელ ვითარებაში, ბევრ ქვეყანაში ასეა, თუკი სპორტს აქტიურად მისდევ, შეიძლება აკადემიური თვალსაზრისით წარმატებული არ იყო, რადგან სპორტი და აკადემიური წარმატება, თითქოს, ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ ბევრი საგანმანათლებლო სისტემა ცდილობს ისეთი მოდელი შექმნას, რომ ადამიანები, ერთის მხრივ, სპორტის მიმართულებით იყვნენ წარმატებულები და ამავე დროს, აკადემიური მიმართულებითაც ჰქონდეთ განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, მსგავსი საგანმანათლებლო პოლიტიკა მათთან დაგეგმილი და განსაზღვრულია სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. ეს ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ სპორტსმენები არა მხოლოდ სპორტზე, არამედ აკადემიურ განვითარებასა და განათლებაზეც იყვნენ ორიენტირებულები. თუ პრემიერის გადაწყვეტილების მიზანი ეს არის, მაშინ ასეთი პოლიტიკა შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა მისი ბრძანება ვერ ჯდება არსებული გამოცდების სისტემის ფარგლებში. მაშინ უნდა გადაიხედოს მთლიანად ეროვნული გამოცდების სისტემა, უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემა და ამ კონტექსტში განვიხილოთ ეს მიზანი. თუმცა მეეჭვება, რომ ეს აზრი იდოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში. - სხვა რა მიზანი შეიძლება ვიგულისხმოთ? - სხვა მიზანი შეიძლება იყოს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სპორტის გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მიზანიც არ ჩანს ამ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, მიზანს მოკლებული გადაწყვეტილების შეფასება ჩემთვის საკმაოდ რთულია, რადგან ის საგანმანათლებლო პოლიტიკას არ ემსახურება. არც ერთ ნაწილში არ ჩანს, რომ სპორტსმენებს უნდა მიეცეთ აკადემიური განვითარების შესაძლებლობა და არც მეორე ნაწილი ჩანს, რომ სპორტი გახდეს ახალგაზრდული და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი.~ უფრო იმას ვხედავთ, რომ ინდივიდუალურად, არსებული საგამოცდო სისტემიდან გამონაკლისის სახით, ვიღაცას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, სპორტის აკადემიაში ჩაირიცხოს, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკის თვალსაზრისით, განსახილველიც არ არის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ რაღაც სტანდარტული სისტემა არსებობს, მას უნდა მიჰყვე და გამონაკლისები არ დაუშვა. ამასთან, წინააღმდეგი ვარ იმ სტანდარტების, რაც დღეს გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში. თუ ამის გადახედვაზე იქნება საუბარი და ამ კონტექსტში რაღაც ცვლილებების შეტანაზე, გაცილებით უკეთესი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიჭირს შევაფასო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საგანმანათლებლო კონტექსტიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე გარკვეული შეღავათების ინდივიდუალურად მორგებას ითვალისწინებს. - სპორტსმენებისთვის მსგავსი შეღავათების გაწევა ხომ არ შეუწყობს ხელს მათ მიმართ დისკრიმინაციული შეხედულების გაღრმავებას, რომ ისინი მხოლოდ კუნთმაგარი და გაუნათლებელი ადამიანები არიან? - სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სპორტსმენებისთვის ისეთი სისტემების შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ აკადემიურ განვითარებას. თუ ადამიანი სპორტით არის დაკავებული, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მისი ადგილი არ არის. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა მსგავსი ფაქტები. ბრიტანეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არც ისე შორეულ წარსულში, მათი წარმატებული სპორტსმენებიდან ბევრი, რომლებიც სპორტს აქტიურად მისდევდნენ, მაგრამ აკადემიურ განათლებას ვერ იღებდნენ, საბოლოოდ კოტრდებოდნენ. იმიტომ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა და განათლება, ვერ ხვდებოდნენ როგორ გამოეყენებინათ, უპრიანად როგორ დაებანდებინათ ის ფინანსები, რასაც სპორტის საშუალებით გამოიმუშავებდნენ. ამის გამო დადგა საკითხი, ეფიქრათ, როგორ შეეწყოთ ხელი იმისთვის, რომ სპორტის მიღმა ადამიანებს მიეღოთ აკადემიური განათლება და საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა, სწორედ, აქედან დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველიც მსგავსი პოლიტიკა რომ იყოს, ეს მისაღები იქნებოდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მიზანი არ ჩანს. სწორედ ესაა საგულისხმო. სპორტსმენს უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ რომ აბარებინებ და საქმეს უიოლებ, ხელშეწყობა კი არა, ცუდი სამსახურია. მათ სწავლაში უნდა შევუწყოთ ხელი. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რაც გაითვალისწინებს სპორტსმენებისთვის სპეციალურ გრაფიკს და შეღავათებს, მაგრამ არა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხონ. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლოა, სპორტისთვის თავის დანებების შემდგომ, იქ მიღებული განათლება ცხოვრებაში გამოიყენოს, თუ ეს არის მხოლოდ ფორმალური პროცესი? - გამოცდების ჩაბარების გარეშე რომ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებელში, გვქონდეს იმედი, რომ მერე იქ ისწავლიან რამეს? - ამიტომაც ვამბობ, ამ გადაწყვეტილების მიზანი და იდეა სპორტსმენებისთვის ხელშეწყობის სურვილი უნდა იყოს, რომ მათ განათლება მართლა მიიღონ და არა ის, რომ ბარემ უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდეთ, რა იცი, რაში გამოადგეთ. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა დიპლომი თუ ჰქონდათ, უკეთესად შეეძლოთ სამსახურის შოვნა, ვიდრე დიპლომის გარეშე. აქ საუბარი სწორედ იმაზეა, რა ტიპის ცოდნას მიიღებენ ისინი უმაღლეს სასწავლებელში? თუ მაღალი დონის ცოდნის მისაღებად ირიცხებიან უნივერსიტეტში, მათთვის წინასწარ გარკვეული აკადემიური მომზადებაც არის საჭირო. თუ დიპლომებს ვჩუქნით, რომ მერე კარგი სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ, ეს უკვე მახინჯი სისტემაა, როგორც დიპლომების ჩუქება, ისე ნაჩუქარი დიპლომებით დასაქმების შესაძლებლობა. ამიტომ ყველა თვალსაზრისით ძალიან ცუდი შეთავაზებაა ეს, რაზეც ვსაუბრობთ. - ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რადგან სპორტსმენებს შეეძლებათ უგამოცდოდ ჩაირიცხონ სპორტის აკადემიაში, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სპორტსმენებისთვის ან მომავალი მწვრთნელებისთვის აუცილებელი არაა გარკვეული უნარ-ჩვევების ან მშობლიური ენის, ისტორიის თუ ტექნიკური საგნების ცოდნა? - რისთვის გვაქვს მაშინ ეროვნული გამოცდები? თუკი უნივერსიტეტში მისაღებად ის კოგნიტური და აკადემიური უნარები არ არის საჭირო, რასაც ჩვენ ვზომავთ ამ გამოცდებით, გამოდის, ვაღიარებთ, რომ გამოცდებს ტყუილად ვატარებთ. შეიძლება ეს მართლაც ასეა და ამ კომპონენტში დაგეთანხმოთ, მაგრამ თუ ამ ფაქტის აღიარება ხდება, მაშინ მთლიანად უმაღლესში მიღების სისტემის ცვლილებაზე უნდა იყოს საუბარი. ხოლო, თუ სპორტსმენების შემთხვევაში, იმიტომ ვაბარებინებთ უმაღლს სასწავლებელში უგამოცდოდ, რომ მოუმზადებლები არიან და გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვამბობთ, ის კოგნიტური და აკადემიური უნარები, რომელიც უმაღლესში სწავლას სჭირდება, ამ შემთხვევაში საჭირო აღარ არის. ანუ თავშივე ვაღიარებთ, რომ ვერ ისწავლიან და თუ ვერ ისწავლიან, რატომ ვაბარებინებთ? თუ ვამბობთ, რომ ვაბარებინებთ იმისთვის, რათა დიპლომი აიღონ, ეს მეორე ტიპის პრობლემაა. გამოდის, უმაღლესში სწავლა კი არ არის მთავარი, მთავრია დიპლომი. ასეთი მიდგომა ყველა ასპექტით პრობლემურია, რადგან არ დევს მიზანი და საგანმანათლებლო პოლიტიკა მთლიანობაში გააზრებული არ არის. - ის ფაქტი, რომ წარმატებულ სპორტსმენებს სპორტის აკადემიაში შეუძლიათ უგამოცდოდ ჩარიცხვა, ხომ არ გულისხმობს იმას, რომ ამ დაწესებულებაში განათლების მხრივ ნაკლები მოთხოვნებია? - სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ რადგან სპორტსმენები არიან, სპორტის მიმართულებით გააგრძელებენ მოღვაწეობას და იმავე სახეობაში მწვრთნელები გამოვლენ, რა სახეობის სპორტსაც მისდევენ. თუ გააზრებულად გავარჩევთ ამ თემას, მაინცდამაინც მწვრთნელობა რატომ უნდა აირჩიოს ამა თუ იმ სპორტსმენმა და მეორეს მხრივ, ასე ფიქრი, ერთგვარად, მწვრთნელის პროფესიის დაკნინებაცაა. გამოდის, თუ სპორტსმენი ხარ, ავტომატურად, შეგიძლია მწვრთნელიც იყო. არადა, ასეთი არასწორი მიდგომის გამო, ზოგადად მწვრთნელების პრობლემა რომ გვაქვს, ყველამ ვიცით. ამ დროს, მწვრთნელობას სწორედ განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონა სჭირდება და ამისთვის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვა კი არა, ზუსტად რომ აკადემიური განათლების მიღება და გამოცდების ჩაბარებაა საჭირო!
  3. სასწავლო ცენტრი "Prime ცენტრი" აცხადებს მიღებას შემდეგ სასწავლო კურსებზე: საოფისე პროგრამები, გრაფიკული პროგრამები, ვებდიზაინი, პროგრამირება, არქიტექტურული პროგრამები: ვიდეო და აუდიო მონტაჟი, 3D MAX, ბუღალტერია საერთაშორისო ბასს სტანდარტებით, კომპიუტერული ბუღალტერია უცხო ენები ოფის მენეჯერის სრული კურსი კონტაქტი: თბილისი, საქართველო ვაჟა ფშაველას 16, მე-10 სართული, ოთახი N 1017 (ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობაში) საკონტაქტო ტელეფონები: 230 92 32 599 399 129 555 385 853 577 071 724 E-mail: primestudycenter@gmail.com skype: primecenter2012
  4. უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით, უცხოელთა მიმართ თბილი და პოზიტიური დამოკიდებულებით. მათთვის, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების დაუფლებას, თამამად შეიძლება უკრაინული განათლების შეთავაზება. უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა კარგადაა განვითარებული და მრავალ სასწავლო დაწესებულებას მოიცავს, რომლებიც ცოდნის სხვადასხვა სფეროში წამყვან სპეციალისტებს ამზადებენ. უკრაინის უმაღლესი განათლების სტრუქტურა მსოფლიოს უმეტესი განვითარებული ქვეყნების განათლების სტრუქტურას შეესაბამება. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ 2005 წლის მარტში უკრაინა შეუერთდა ბოლონიის პროცესს და უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურად დაიწყო ევროპული სტანდარტების განვითარება. უკრაინულ განათლებას აღიარებენ და აფასებენ მთელს მსოფლიოში. იგი ყოველთვის ღია და მოქნილია, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას. უკრაინის უნივერსიტეტებში პედაგოგთა მაღალპროფესიული კოლექტივები მოღვაწეობენ. ბევრი მათგანი უკრაინის ფარგლებსგარეთაცაა ცნობილი. სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან არამარტო თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულსაც. თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები ხელს უწყობს უკრაინულ უნივესიტეტებს მოამზადონ პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას პრესტიჟს მოუპოვებენ. სპეციალისტების მომზადება სამის საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონით მიმდინარეობს, ესენია: ბაკალავრი, სპეციალისტი და მაგისტრი. უცხოელ სტუდენტებს დიპლომისა და კვალიფიკაციის მიღება 5-6 წლის შეუწყვეტი სწავლების შემდეგ შეუძლიათ, აგრეთვე 1-2 წლის შემდეგ, თუ სტუდენტს უკვე აქვს ბაკალავრის აკაკდემიური ხარისხი. გამონაკლისია სამედიცინო და ვეტექიმის სპეციალობები – ამ შემთხვევაში უცხოელი სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველი ვარიანტი. მაგისტრის ხარისხს უცხოელი სტუდენტები იღებენ 2 წელიწადში შესაბამისი პროგრამის გავლის შემდეგ, ბაკალავრის კვალიფიკაციის საფუძველზე, ან 1 წლის შემდეგ – სპეციალისტის კვალიფიკაციის საფუძველზე. უკრაინის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები იღებენ სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს. თავის მხრივ უნივერსიტეტები სტუდენტებს დახმარებას უწევენ დიპლომის საერთაშორისო ლეგალიზაციაში, რომელსაც უკრაინის განათლებისა და მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აწარმოვებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკრაინაში უმაღლესი განათლების დაუფლებას ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მისაღები ფასი აქვს. მაშ ასე, შეგვიძლია გამოვყოთ უკრაინაში განათლების დაუფლების შემდეგი უპირატესობები: განათლების მაგალი დონე; სწავლის მისაღები ფასი; უკრაინის განათლების მსოფლიო აღიარება; აბიტურიენტებისათვის ვიზის 100%-იანი გაფორმება; უკრაინული / რუსული ენის უმაღლეს დონეზე შესწავლა; საინტერესო სტუდენტური ცხოვრება; უცხო საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილება.
×
×
  • შექმენი...