იმისათვის რათა მავანთა მხრიდან არ მოხდეს, აპელირება იმისა რომ თითქოსდა მე "უმანკო მონაზონს" რაღაცას ვუგონებ ან ვაბრალებ, გადავწყვიტე ამ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელი მოძღვრის აზრი გაგაცნოთ. http://www.youtube.com/watch?v=I-MoNiFts1o&feature=player_embedded გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი დამოკიდებულება და აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და პასუხი გასცეთ სამ ძალიან მარტივ კითხვას: 1. რით აიხსნება მჩხიბავი ანას ყოფნა მამათა მონასტერში, მაშინ როდესაც ყველანაირი კანონიკით, კატეხიზმოთი და დოგმატიკით იკრძალება მამათა მონასტერში ქალის ყოფნა, უბრალოდ შესვლაც კი არათუ მათთან ერთად თანაცხოვრება? 2. მაშინ როდესაც მამა ლევანი ამხელს ეკლესიის წიაღში აღმოცენებულ სატანისტურ ჯადოქრულ საქმიანობას რაღატომ აგრძელებს დღესაც "დედა ანა" იგივე მონასტერში ძველებურ "საქმიანობას"? 3. ამ ყველაფრის ფონზე მართებულია თუ არა სხვას მიუთითო მკრეხელობაზე, როდესაც საკუთარ ეკლესიაში ჯადოქარი გიზის და ამით ფულს შოულობ?