Search the Community
Showing results for tags 'გადაი..ვეს რა'.
-
@გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე პასუხი სამი თვის ვადაში იქნება 15:43 01-03-2012 ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის პასუხი სამი თვის ვადაში იქნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა. "სამთვიანი ვადაა ჩვეულებრივ და სამ თვეში იქნება პასუხი", - განაცხადა ვაშაძემ. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ნატურალიზაციის გზით მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან წერილობით დასკვნას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" იურისტმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, სააგენტოს დასკვნის გაცემის ყველანაირი ვადა ამოეწურა. "ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიცემის საკითხზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 5 იანვარს მივმართეთ. წარდგენილი განცხადება 40 დღის განმავლობაში დადებითი დასკვნით უნდა დაკმაყოფილებულიყო ან მასზე უარყოფითი დასკვნა გაცემულიყო. 40-დღიანი ვადა 14 თებერვალს ამოიწურა, თუმცა მასზე არც დადებითი და არც უარყოფითი შინაარსის დასკვნა არ გაუციათ. რეესტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნის გასაცემად ვადა თვის ბოლომდე ჰქონდათ. თებერვალიც დამთავრდა. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით წერილობითი ხასიათის დასკვნა დადონ", - განაცხადა ქუცნაშვილმა. შეიძლება არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ რა უნდათ თვითონაც არ იციან.