Search the Community
Showing results for tags 'გაადამიანება'.
-
გაპიროვნება: პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება; facere - კეთება) – მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები. თანამედროვე ეკოლოგებს და ბუნების დამცველებს ხშირად ახასიათებთ ადამიანური თვისებების ცხოველებზე გადატანა და მათი გაადამიანება (გაპიროვნება). ასეთია ადამიანური აღქმა. მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ბუნებას და არა ის, როგორ აღიქვამს ცხოველი ადამიანს საკუთარი ინსტინქტების პრიზმაში, როგორც ბიოლოგიური რობოტი. ვედების მიხედვით ცხოველს აქვს 4 მოთხოვნილება: ჭამა, ძილი, სექსი, თავდაცვა. ადამიანს უჩნდება მეხუთე მოთხოვნილება, დასვას სამი კითხვა: ვინ ვარ, საიდან გავჩნდი და რა მოხდება სიკვდილის შემდეგ. ამ კითხვებს ადამიანი მეტყველებითაც გამოხატავს, რაც ცხოველს არ შეუძლია. ბუნების (ცხოველთა) შესახებ წარმოდგენების უდიდესი ნაწილი არის უბრალოდ ადამიანის სუბიექტური ხედვა და არა ობიექტური რეალობა. ომ ნამო ნარაიანა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ისიც, თუ როგორ განმარტავს ანუ უკეთებს ინტერპრეტაციას მეცნიერული კვლევების რეზულტატებს კონკრეტული ადამიანი (მაგალითად - ეკოლოგი ან ზოოლოგი).
-
- გაპიროვნება
- გაადამიანება
-
(and 3 more)
Tagged with: