Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ბულინგი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. თქვენ ალბათ ყველას გსმენიათ ე.წ. "ბულინგის", "პუბერტატის", "ლიბიდოს", "რეპრესიული მორალის", "ჰედონიზმის" და მიკროჩიპების შესახებ. მე მსურს გიამბოთ ამყველაფრის შესახებ. დასაწყისისათვის მსურს ვთქვა ორიოდე სიტყვა "ლიბიდოს" შესახებ, მერე გადავალ "პუბერტატის" ახსნაზე და ა.შ. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში ცხოვრობდა ერთი დიადი მოაზროვნე - ზიგმუნდ ფროიდი, ავსტრიელი ფსიქოლოგი, რომელმაც გამოიგონა - "ფსიქოანალიზი". ფსიქოანალიზი გვეუბნება რომ ადამიანი როგორც ფსიქოფიზიკური არსება, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმყოფება საკუთარი შინაგანი ვნებებისა და სიურვილების აქტიური ზეგავლენის ქვეშ და რომ ადამიანის ფიზიოლოგიური სექსუალობა და საზოგადოებრივი ზნეობრივი ნორმატივები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. ადამიანის სექსუალობას ეწოდება - ლიბიდო. ადამიანს აგრეთვე აქვს 2 სახის პიროვნული მე - 1) ეგო და 2) სუპერ ეგო. ეგო ისაა რაც იმყოფება ლიბიდოს და სუპერ ეგოს შორის, მაგრამ ხანდახან ლიბიდო იჭრება ეგოში, ანგრევს მის ბარიერს და აღწევს სუპერ ეგომდე, როცა სუპერ ეგო იღებს ლიბიდოს, ის იწყებს ადამიანის ქვეცნობიერი სურვილების ცნობიერ რეალიზაციას. ადამიანებს მუდამ აქვთ ლიბიდო, მაგრამ აქტიურ რეალიზებას ლიბიდო იწყებს ე.წ. პუბერტატის პერიოდში ანუ 9-11 წლიდან 18-20 წლამდე პერიოდში. აღსანიშნავია რომ პუბერტატის პერიოდში მყოფ ანუ არასრულწლოვან ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად უდგებიან, რადგანაც მაგალითად დანიაში, კერძოდ ფარერის ავტონომიურ რესპუბლიკაში სრულწლოვანება დგება 14 წლის ასაკში, კუბაზე და შოტლანდიაში - 16 წლის ასაკში, ჩრდ. კორეაში 17 წლის ასაკში, სამხ. კორეაში - 19 წლის ასაკში, იაპონიაში - 20 წლის ასაკში, ბაჰაისტურ რელიგიაში - 15 წლის ასაკში, ვატიკანში გოგოსთვის - 13 წელი, ბიჭისთვის - 16 წელი, ქვეყნების უმეტესობაში 18 წელი და ა.შ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ უნივერსალური ეთიკა და კანონი არ შეიძლება რომ არსებობდეს, რადგანაც ყველას განსხვავებული გენეტიკა და აღზრდა აქვს. როგორც რუსი მეცნიერი და ხელოვანი ა. ნევზოროვი ამბობს: "ჭეშმარიტება არ არსებობს, თუ მოვა თქვენთან ვინმე და დაგიწყებთ ჭეშმარიტების სახელით ჭეშმარიტებაზე საუბარს, იცოდეთ, რომ საქმე გაქვთ - იდიოტთან". არავისთვის არაა სიახლე, რომ "მოზარდებს" პუბერტატის პერიოდში უჩნდებათ ახალი (ხშირ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის) სავსებით ბუნებრივი ბიოლოგიური სურვილები, ისინი რა სექსუალური ორიენტაციისაც არ უნდა იყვნენ, ხშირად ხდებიან რეპრესიული ეგოიზმის ანუ ძალმომრეობის მსხვერპლნი, როგორც ოჯახში, ასევე ოჯახის გარეთ. ხშირ შემთხვევაში ამას მივყავართ ლეტალურ შედეგებამდე, ყველაფერი იწყება დეპრესიით და მთავრდება უმეტესად აგრესიით და ან სუიციდით ან სხვისი მკვლელობით. ის რომ ვიღაცეები არიან "არასრულწლოვანები", სრულწლოვანი მშობლებისა და პედაგოგებისთვის ხდება ერთგვარი საბაბი და უნივერსალური არგუმენტი რათა იძალადონ მოზარდებზე, როგორც თავად მოესურვებათ და მოახვიონ მათ თავს საკუთარი რეპრესიული მორალი და ეგოიზმი. განსაკუთრებულ "ბულინგს" ანუ ხულიგნურ თავდასხმებს განიცდიან ლგბტ მოზარდები, რომლებსაც ამცირებენ როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად და ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ ტანჯვით სავსე სევდიანი ცხოვრება. ხშირად ლესბოსელ მოზარდებს უვითარდებათ ინტერნალიზებული ჰომოფობია ანუ საკუთარი თავის შეძულება და ემონებიან საზოგადოების რეპრესიულ მორალს, ამბობენ რა: "არა, ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ყოფნა თუნდაც მართლაც გვიყვარდეს ერთმანეთი, ხალხი რას იტყვის? ჩვენ ხომ ორივენი გოგონები ვართ?!" აი ასეც ხდება. საკმაოდ ხშირად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ათეისტი მოზარდები. საზოგადოებაში ხშირია ანტიჰედონისტური რეპრესიები, როცა ამბობენ რომ ფიზიკური სიამოვნება არის - დანაშაული. "ჰედონე" ძვ. ბერძნულად ნიშნავს - სიამოვნებას (უპირველეს ყოვლისა - ფიზიკურს), ჰედონისტები იყვნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, მიმდევარნი ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში კირენეაში მცხოვრები ფილოსოფოსისა - არისტიპე კირენელისა. არისტიპე ამტკიცებდა რომ ცხოვრებაში მთავარია ზომიერი და მშვიდობიანი ფორმის ფიზიკური სიამოვნება და რომ ადამიანმა მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რაც ანიჭებს თუნდაც მიზერულ სიამოვნებას, სხვაგვარად არაფერს არ აქვს აზრი. ხშირია დემაგოგია რომელიც აპელირებს "ჭეშმარიტების" და "ეთიკის" იდეებით. არის შემთხვევები, როცა სკოლაში, ამოჩემებული ჰყავთ ორი მოწაფე: 1) პირველი მაგალითისათვის - გოგონა, რომელიც არის ყველაფერში იდეალური და რომელსაც მოწაფეთა მთელი არმია აღმერთებს და 2) ბიჭი, რომელიც არაფრით გამოირჩევა, არის უბრალო და კეთილი და უყვარს კუმირად ქცეული სკოლის პრინცესა. ფანატები ჩვეულებრივ იქცევიან აგრესიულად და არაადექვატურად, მაგ. კუმირს ეთაყვანებიან და შემუშავებული აქვთ რაღაც სისტემა, ხოლო აუტსაიდერ ბიჭს რომელსაც სურს მათ კუმირთან ურთიერთობა და რომელსაც აქვს მიღებული კუმირი გოგონას სიმპათია, ყოველმხრივ დაჩაგრავენ და მიაყენებენ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას და შესაძლოა მოკლან კიდეც! აქედან გამომდინარე მახსენდება ე.წ. მიკროჩიპები, დღეისათვის ეს თემა აქტუალურია და ბევრი საუბრობს ამაზე, ფანატიკოსი მორწმუნეები განგაშის ზარებს რეკავენ და საუბრობენ ანტიქრისტეზე, ხოლო საიენტისტი ლიბერალები ცდილობენ დაიცვან ჩიპების იდეა. მე თუ მკითხავთ, როგორც ლიბერტარიანელი ნიჰილისტი გიპასუხებთ, რომ ადამიანებმა თუ საკუთარი საზღვრები არ იციან და ერთმანეთს თავს ესხმიან, ქცევის მოდიფიკატორი მიკროჩიპების ჩამონტაჟება უკლებლივ ყველა ადამიანის და ასევე ცხოველის ტვინში, აუცილებელიცაა და გარდაუვალიც. წარმოიდგინეთ თუ ყველას ტვინში ექნება ქცევის მოდიფიკატორი, რომელიც აგრესიის და ძალმომრეობის ნებისმიერ იმპულსზე, განახორციელებს ტვინში ელექტრონულ იმპულსს, რომელიც დაწვავს მთელ ნერვულ უჯრედებს და გაანადგურებს აგრესორს, რომელმაც შესაძლოა ტვინში გაივლო აზრად ან საკუთარი ცოლის გალახვა, ან პატარა ბავშვის გაუპატიურება ანდა ლესბოსელი გოგონასთვის ქვის სროლა და მოკვლა ჰომოფობიის გამო. მე თუ მკითხავთ ქცევის მოდიფიკატორი საჭიროა, მასში უნდა იყოს ჩატვირთული ინფორმაცია, რომ დასაშვებია თავდაცვა ან ახლობლის დაცვა, მაგრამ კატეგორიულად აკრძალულია სხვისთვის ზიანის მიყენება ანუ თავდასხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სიტყვაზე მამა და დედა, რაღაც მიზეზით მოისურვებენ საკუთარი 15 წლის ქალიშვილის ცემას და რამე უფრო უარესსაც თუნდაც, მათ ტვინში არსებული ჩიპი ამის შესაძლებლობას არ მისცემს და ადგილზევე მოახდენს მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას გაფიქრების მომენტშივე, აგრესიის რეალიზებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. აი ასეთია ჩემი აზრი.
×
×
  • შექმენი...