Search the Community
Showing results for tags 'ბუდისტური კოსმოლოგია'.
-
ბუდისტური სწავლების მიხედვით ყოფიერება შედგება სამი ნაწილისგან, ესენია: 1) კამალოკა – სურვილების და ვნებების 11 სამყარო 2) რუპა-ლოკა – ნატიფი ასტრალური ფორმების 16 სამყარო 3) არუპა-ლოკა – უფორმობის და სუფთა არარაობის 4 სამყარო რუპა-ლოკას რეალობა იყოფა 4 დონედ ანუ დჰიანად. პირველ დჰიანაში 3 სამყაროა. მეორე დჰიანაში და მესამე დჰიანაში ასევე სამ-სამი სამყაროა. მეოთხე დჰიანაში 7 სამყაროა. ესაა "ბრამების" სამყაროები: 1) თანამგზავრი ბრამების სამყარო 2) მინისტრი ბრამების სამყარო 3) დიადი ბრამების სამყარო 4) მბრწყინავი ბრამების სამყარო 5) მანათობელი ბრამების სამყარო 6) შუქმფენი ბრამების სამყარო 7) სასრული აურის ბრამების სამყარო 8) უსასრულო აურის ბრამების სამყარო 9) მდგრადი სტაბილური აურის ბრამების სამყარო 10) დაჯილდოვების ბრამების სამყარო 11) აღქმის არ მქონე ბრამების სამყარო 12) აყვავებული ბრამების სამყარო 13) უშფოთველი ბრამების სამყარო 14) მშვენიერი ბრამების სამყარო 15) ნათელმხილველი ბრამების სამყარო 16) უზენაესი ბრამების სამყარო ამაზე მაღლაა არუპა-ლოკას 4 სუფთა სამეფო. არუპა-ლოკაზე მაღლა არის 4 ადიბუდა: სამანტაბჰადრა, სამანტაბჰადრი, ვაჯრადჰარა და დჰარმატა (მაჰაშუნია).
-
- ბუდისტური კოსმოლოგია
- ადიბუდა
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მატერიალური სამყაროს და ღმერთის შესახებ (თეოსოფიური ანალიზი)
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
არსებობს სამი სამყარო: 1) ფიზიკური სამყარო (ბჰურ ლოკა) 2) ასტრალური სამყარო (ანტარ ლოკა) და 3) კაუზიური სულიერი სამყარო (კარანა ლოკა). ფიზიკურ რეალობაში არის ჯაგრატ – ფიზიკური ცნობიერება, ასტრალურში სვაპნა – ასტრალური ცნობიერება და კაუზიურში სუშუპტი – კაუზიური ცნობიერება. არის კიდევ უფრო მაღალი ცნობიერება – ტურია (ატმანბრაჰმანი). მატერიალური სამყაროს სამივე განზომილება არის ღმერთის სხეული. მატერია ესაა ღმერთის არსის ნაწილი. კაუზიური სამყაროს ზედა ნაწილი შედგება 4 განზომილებისგან: 1) უსასრულო სივრცის განზომილება 2) უსასრულო ცნობიერების განზომილება 3) უსასრულო არაფრის განზომილება 4) უსასრულო ერთიანობის განზომილება კაუზიური სამყაროს "მიღმა" იმყოფება ადიბუდა ანუ პარაბრაჰმანი. უფრო ზუსტად, უზენაესი რეალობა ესაა უპიროვნო ბრაჰმანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იშვარა და სამი სამყარო არაა რეალური. იშვარა ესაა პიროვნული ღმერთი, ხოლო სულიერი, ასტრალური და ფიზიკური რეალობები პიროვნული უფლის სამი მდგომარეობა, მისი სამი ფორმა.-
- კარანა ლოკა
- ბჰურ ლოკა
-
(and 3 more)
Tagged with: