Search the Community
Showing results for tags 'ბლიად!'.
-
ეს თემა ფეიბუქზე დავდე, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქ მავანს ეყოს სითამამე მისი განხილვისათვის... და აქაც გადმოვაკოპირებ: ა ეხლა რაზედ მინდა, რომ გესაუბროთ, დებო და ძმებო! მოკლედა: მტარვალი განვდევნეთ? განვდევნეთ! მარა - ცოტა სხვანაირად ყოფილა საქმე: უკეთუ არჩევნებამდე წარმომადგენელნი ქართულისა ბიზნესისა მპირდებოდნენ ნაცების მოცილების შემთხვევაში სერიოზული კაპიტალდაბანდებების განხორციელებას, დღეს პასიურობენ და თავს იმით იმართლებენ, რომ არაფერი არ შეცვლილა სასიკეთოდ და ნებისმიერი პრეტენზიის გახმოვანება ყოფილი ხელისუფლების მიმართ მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ! და ახლა მე, ვინმე წარმოშობით ხევსური როშკიონი წიკლაური, როგორც წარმომადგენელი თავის დროზე ერთობ წარმატებული სარეკლამო კომპანიისა, ფაიზაღად გეტყვით: ჩემს კომპანიას ნაცებმა კაბალურ პონტში აახიეს ეგრეთწოდებული გარე რეკლამის სრული პაკეტი, რომელიც ამ კომპანიამ წლების განმავლობაში საკუთარი შრომით მოიპოვა არსებული სივრცის კაი 80% და ნაცებმა, იცით როგორც, გაგვაკულაკეს... ჰოდა, გარდა ამისა, კომპანიას შეაწერეს უსამართლო ჯარიმა, რომელიც არ იქნა ბიუჯეტში გადახდილი... და კაიფიც იმაშია, რომ როგორც კი ნაცებმა 1 ოქტომბრის შემდგომ დაზადნეს, ეს წილი გარე რეკლამისა გადაიფორმეს ოცნების წარმომადგენლებმა! ჰოდა, იმას გეუბნებით, რომ უკეთუ ჩემი კომპანიის წარმომადგენლები სასოებით ელოდებოდნენ ნაცთა გადაგდებას და ყოველ ქმედებაში სრულ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ის ნაძიარალები, რომლებიც მილიონობით თანხებს ახევდნენ, ახლა კვლავ ცვეტში არიან! და ამიტომაც, არ სურთ დამატებით კიდევ რამე გარისკონ! ჰოდა, ეს რომ იყოს ერთეული შემთხვევები - ჯანდაბას, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ აქვს და ყოველი ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანას, ახლა რომ გაყურსულია, ერთ რამეს ნიშნავს - რესპებისა და ნაცების კოჰაბიტაცია არათუ დამღუპველია ქვეყნისთვის, არამედ გამხრწნელიცაა! ჰოდა, გეტყვით, ბატონ მეოცნებეებს!: სარეკლამო კომპანია "იმპერიალს" დაუბრუნეთ გარე რეკლამის სრული პაკეტი და ის თანხაც, რაც ნაცბოზანდარებმა ძალით აახიეს, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასა, და მერე არ მივიღებ არანაირ შემაბრალებელ კრუსუნსა - დედას გიტირებთ! და თუ არ იცით ჩემი სიტყვის ფასი, ჩემს მშობლიურ სანზონაში გაიკითხეთ! ვოტ!