ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 5 პროცენტით შემცირდა. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით პრემიერ-მინისტრი ინტერვიუერების 75%-ს მოსწონს, თუმცა, როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კლვლევასთან შედარებით, 5%-ით შემცირდა. ამავე კვლევის მიხედვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოკითხულთა 66%-ს მოსწონს. გამოკითხულთა 59%-ს მოსწონს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია 58%-ს, ზვიად ძიძიგური – 52%-ს. უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 25%-ს. როგორც ლუის ნავარომ განაცხადა, წინა კვლევასთან შედარებით ყველას მოწონების მაჩვენებელი დაეცა, თუმცა დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის მაჩვენებლები გაიზარდა. კვლევა ჩატარდა 13-27 მარტამდე, გამოიკითხა 3 103 ადამიანი. შევარდნაძეს, გზას ადგახარ