მაურიების იმპერია — სახელმწიფო ძველ ინდოეთში ძვ.წ. 317-180 წლებში დედაქალაქით პატალიპუტრაში (დღევ. პანტა) მაურიების სახელმწიფომ ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ ნანდას იმპერიის მეფეებთან ჩანდრაგუპტა მაურიას ბრძოლის შედეგად. ჩანდრაგუპტა ბერძენი ავტორების მიერ მოხსენებულია, როგორც სანდრაკოტი წარუმატებლად ცდილობდა ალექსანდრე მაკედონელის ყურადღება მიეპყრო თავისკენ და საბოლოოდ ბერძენთა დაუხმარებლად შეძლო თავისი სამეფოდ გაფართოება. მის მიერ შექმნილი მაურიების იმპერია მუდმივ კონტაქტში იყო სელევკიდების სირიასთან და ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოსთან. მაურიების იმპერიამ იმპერატორ აშოკას დროს უმაღლეს განვითარებას, როდესაც დაიქვემდებარა უზარმაზარი ტერიტორია და განავრცო ბუდიზმი. იმპერია დაეცა აშოკის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ შუნგას აჯანყების შედეგად, როდესაც ქვეყანაში ახალი დინასტიის მმართველობა დამყარდა.