Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ატლანტიდა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. მოსეს რჯული ახდენს სექსუალობის დემონიზებას. მოსეს რჯულის მიხედვით სექსუალობა (განსაკუთრებით ლგბტ) არის "ცოდვა". მოსეს რჯული მოცემულია უმაღლესი ეონების წინააღმდეგ აჯანყებული უმდაბლესი ვარსკვლავური სულების – არქონტების მიერ. არქონტები და მათი შთამომავალი რეფტილოიდები და ნაცრისფერები არიან ენერგეტიკული პარაზიტები. ამ პარაზიტებს აქვთ ალერგია სექსუალურ ენერგიაზე. სექსუალური ენერგია არის ის რაც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს აჯანსაღებს, ადამიანი ასხივებს პოზიტიურ ენერგიას. სექსუალობის დემონიზაცია ესაა არქონტების პოლიტიკა. შუმერულ მითოსში კაცობრიობა დაღუპა ბოროტმა "ღმერთმა" ენლილმა, რომელიც "შეწუხდა ადამიანთა ხმაურისგან". იუდაისტურ და საერთოდ აბრაამულ წყაროებში ნათქვამია რომ "უფალმა" ატლანტიდა დაანგრია იმიტომ რომ ისინი იყვნენ ურჩნი, მისდევდნენ ლიბერტინიზმს. სატანიზმის და გნოსტიციზმის მიხედვით თავისუფლების მოყვარე ატლანტები დაღუპეს ბოროტმა ანგელოზებმა – არქონტებმა. კარპოკრატე ალექსანდრიელმა და მისმა შვილმა ეპიფანემ, მენანდრე სამარიტელმა და მისმა მოძღვარმა სიმონ მოგვმა და ბარბელიოტებმა იგივე ვორვორიტებმა ეს იცოდნენ. ლენინმაც იცოდა ეს, მარქსიც, ენგელსიც და ნიცშეც საქმის კურსში იყვნენ. დაფიქრდით ამის შემდეგ რა არის ეს "ასკეზა" და "მოსეს რჯული", რატომ მიდის სექსის დემონიზაცია და რატომ არსებობს ცენზურა, ვინ არიან არქონტები და რატომ აქვთ მათ ალერგია ადამიანის სექსუალურ ენერგიაზე. ნუ მიიღებთ მოსეს რჯულს ან მსგავს დოგმატებს, რადგან მათი ანტისექსუალობის უკან იმალებიან ასტრალური პარაზიტები – არქონტები. მათი მიზანია ადამიანური ფსიქიკის დათრგუნვა. მარტივად შეიძლება პარაზიტის გარჩევა მართალი სულისგან; პარაზიტი ახდენს სექსის დემონიზებას "რელიგიური მორალის" საფუძველზე, მართალი სული კი ამას არ აკეთებს. იფიქრეთ ამაზე. დააკვირდით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
  2. პლანეტა დედამიწამ უკანასკნელი 600 მილიონი წელი, რაც უკვე არსებობს გონიერი ადამიანების ცივილიზაცია (უკანასკნელი არქეოლოგიური მონაცემების თანახმად), გადაიტანა ურიცხვი სტიქიური თუ ტექნოგენური კატაკლიზმა. აღსანიშნავია, რომ ყოველ 26 000 წელიწადში ერთხელ ხდება მაგნიტური პოლუსების გადაადგილება და მაგნიტური ველის სრული ინვერსია, აგრეთვე რაღა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებული ბრუნვის ღერძის დახრის კუთხის ცვლილება და მრავალი სხვა კატასტროფული ფიზიკური მოვლენა.. დედამიწაზე მრავალ რელიგიაში, მაგ. ინდუიზმში, ბუდიზმში, სიქჰიზმსა და ჯაინიზმში, დაოსიზმსა და ლამაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში და მრავალ სხვა სწავლებაში მრავლად მოიპოვება ცნობები უძველესი არქაული პროტოცივილიზაციების შესახებ, რომელნიც, დღევანდელი გადმოსახედით, გამაოგნებელ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდნენ და განადგურდნენ საზარელი კატასტროფების შედეგად. „ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი“ წერია დაბადების წიგნის (ბიბლიის პირველი წიგნის) მეთერთმეტე თავის პირველ სტროფში და ეს სულაც არ არის სიცრუე, იმ ფაქტს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებობდა ერთიანი და ერთი ზეცივილიზაცია, რომელიც საოცარ ცოდნასა და ტექნოლოგიებს ფლობდა, ადასტურებს დედამიწის ყველა რელიგია და მოძღვრება, როგორც აღმოსავლურები, ისევე დასავლურები. მაიას ხალხის, ძველი ბერძნების, კელტების, ინდოელების, ჩინელების და სხვა ხალხთა წინარეისტორიული რელიგიური გადმოცემების თანახმად დედამიწაზე შორეულ წარსულში არსებობდნენ მატერიკები, რომლებიც დღეისათვის ჩვენთვის უცნობნი არიან და უკვე აღარც არსებობენ. ოკულტური მონაცემების თანახმად, შორეულ ჩრდილოეთში, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ტერიტორიაზე დედამიწის ხალხთა გადმოცემებით, არსებობდა ლეგენდარული მატერიკი, სადაც ზეგონიერი მაგიური არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც კოსმიურ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ბერძნები მას ჰიპერბორეას უწოდებდნენ, რაც ნიშნავს „ყველაზე შორი ჩრდილოეთით“. ბერძენთა თქმით, ეს იყო ადგილი, სადაც თავად ღმერთები და ქალღმერთები მკვიდრობდნენ, ხოლო ძველინდოელები მას შვეტადვიპას ეძახდნენ და მიიჩნევდნენ რომ იგი უზენაესი ქალღმერთის, შაკტის ზეციური განზომილების ასევე შვეტა დვიპას, მიწიერი კორელაცია და ანალოგი იყო, გერმანელები ამ ჩრდილოეთის მატერიკს ტულეს ეძახდნენ და აგრეთვე მიიჩნევდნენ, რომ იქ ღმერთები სახლობდნენ.. მსოფლიოს ხალხთა უძველესი გადმოცემებით და ზოგიერთი მეცნიერის (მიშელ კრემო, რიჩარდ ტომსონი, არმან დე კვარტეფატე, რიჩარდ სტრატონი, კესიდი, ალექსანდრ ვლადიმიროვი, ერნესტ მულდაშევი, ერიხ ფონ დანიკენი, დევიდ აიკი, გრემ ჰენკოკი, რიჩარდ ჰოგლანდი) გამოკვლევების თანახმად, შორეულ წარსულში დედამიწას გარს ეკრა ე.წ. წყლის ორთქლის ფარი, რომელიც იმდენად თანაბრად ანაწილებდა მზის სითბოს, სინათლესა და ზომიერ რადიაციას პლანეტის მთელს გლობუსზე, რომ მთელ პლანეტაზე ზომიერი ტენიანი ტროპიკული ანუ სემიჰუმიდური კლიმატი იდგა, შესაბამისად ჩრდილოეთის ყონულოვანი ოკეანეც არ იყო ყინულოვანი და საერთოდაც იქ უზარმაზარი კონტინენტი - ჰიპერბორეა (შვეტადვიპა) მდებარეობდა. ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების თანახმად ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები. ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წ####ბში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული აპოლონის ბაღი. ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივისთავიანი და ლომისტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით. ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს. ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ. ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გორგონას ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად , როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა. გამოჩენილი მეცნიერი, ედვარდ შიურე თავის წიგნში „დიადი განდობილები“ წერს: „თეთრის რასის აყვავებას ჩრდილო პოლუსის გრილი ქროლვა უწყობდა ხელს. ბერძნული მითოლოგია მათ ჰიპერნორეელებს უწოდებს. ისინი თეთრთმიანები და ცისფერთვალებანი იყვნენ, დაიძრნენ ჩრდილოეთიდან, გამოიარეს ტყეები, გზას ჩრდილოეთის ციალი უნათებდათ“. ჰიპერბორეის შესახებ ცნობების სისტემატიზაცია მოახდინა ანტიკური ხანის ისტორიკოსმა პლინიუსმა თავის „უკიდურესი ჩრდილოეთის აღწერაში“, სადაც ნათქვამია: „მთელი ექვსი თვე გრძელდება მათთან დღე და ამდენივე ხანი ღამე. ამ ქვეყანაში სასიამოვნო ტენიანი კლიმატია. მათი ქალაქები და სოფლები ტყეებსა და მთებშია ჩამალული, სადაც თავიანთ ღვთაებებს ეთაყვანებიან, მათ არ იციან მტრობა და ავადმყფობა, ისინი არასდროს ბერდებიან და არ კვდებიან, ჯუჯები ღამით გამოქვაბულში იმალებიან“. შემდეგ მოხდა რიგითი გლობალური კატასტროფა, რომლის შედეგად არქტიკული მატერიკი წყალმა შთანთქა, გოლფსტრიმის თბილმა დინებამ, რომელიც არქტიდას ათბობდა, მიმართულება შეიცვალა. შემცირდა ატმოსფეროში სათბურის გაზები პროცენტული მაჩვენებელი, გაქრა წყლის ორთქლის ფარი, რომეიც დედამიწას გარს ეკრა, პლანეტაზე ტროპიკულ კლიმატს უზრუნველყოფდა და ადამიანთა და სხვა ცოცხალ არსებათა სიცოცხლეს ახანგრძლივებდა ზედმეტი რადიაციის ეკრანირებით. სანამ ფარი არსებობდა, ადამიანები ასობით და ათასობით წელი ცხოვრობდნენ, რასაც ადასტურებს ბიბლია და აღმოსავლური წმინდა წიგნები, რადგანაც ცნობილია, რომ რადიაცია თანდათან, სწრაფად თუ ნელა, ბიოლოგიური ორგანიზმის გენეტიკური კოდის, დნმ-ს გაცვეთას იწვევს, ააქტიურებს სიკვდილის გენს, რაც იწვევს სწრაფ დაბერებას და გენეტიკურ სნეულებებს. საბოლოოდ ჰიპერბორეისაგან თითოოროლა ერთიბეწო კუნძულების გარდა არაფერი დარჩა. ზოგიერთი მეცნიერი დღესაც ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ადგილას ადრე დიდი მატერიკი ან მსხვილი კუნძულების არქიპელაგი არსებობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 1965 წელს საბჭოთა მეცნიერი გაკელი, წერდა: „ცენტრალური არქტიკის საბჭოთა გამოკვლევების შედეგები, რომლებიც სულ სხვანაირად აშუქებენ მის ბუნებას, ლეგენდარული არქტიდის რეალურობაზე მიუთითებენ“. მეცნიერის აზრით, ყინულოვანი ოკეანის ფსკერის რელიეფის დეტალური გამკვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 5000 წლის წინ არქტიკის იერსახე სულ სხვანაირი იყო. მენდელეევისა და ლომონოსოვის წყალქვეშა მთაგრეხილები ზღვის დონის ზემოთ იყვნენ ამომართულები, ფრანც იოსების, შპიცბერგენის და ნოვოსიბირსკის კუნძულების ფართობი ბევრად მეტი იყო და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაში არსებობდა მსხვილი არქიპელაგი. დედამიწის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ყინულის ოთხკილომეტრიანი შრით დაფარული მატერიკი ანტარქტიდა. ტრადიცულად ითვლებოდა, რომ ანტარქტიდა ბოლო 50 მილიონი წელი ყინულითაა დაფარული. მაგრამ 1990 წელს გეოლოგებმა ყინულში ტროპიკული ხეების მოყინული ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი 2-3 მილიონი წელია. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ უძველეს დროს აქ იყო ტროპიკულ ტყეთა სამფლობელო. ითვლება რომ ეს მიწიერი სამოთხე დაუსახლებელი იყო, მაგრამ ყველა ასე არ მიიჩნევს. ამის დასტურად გამოდგება ერთი გეოგრაფიული რუკა, რომელიც 1513 წელს ადმირალმა პირი რეისმა შეიძინა კონსტანტინოპოლში. მასზე გამოსახულია ანტარქტიდა ყინულის გარეშე, როგორც იგი გამოიყურებოდა ძველი წელთაღრიცხვით 13000-4000 წლებში, ამ რუკის სიზუსტე შეამოწმა მფრინავმა ჰაროლდ ოლმეიერმა, რომელმაც დაასკვნა, რომ „გეოგრაფიული მოხაზულობები ზუსტად შეესაბამება ყინულის ქუდის ქვეშ ჩატარებულ სეისმოდაზვერვის მონაცემებს - ეს იმას ნიშნავს რომ ზემოთხსენებული რუკა გამყინვარებამდე შედგა“. იგი ანტარქტიდის მცხოვრებლებს უნდა შეედგინათ. ორინტია ფინეიას 1531 წელს შედგენილ რუკაზე გამოსახულია მთები და მდინარეები ანტარქტიდის მიწაზე. როდესაც კლიმატური კატაკლიზმა მოხდა, არქტიდის მოსახლეობას სამხრეთით დაიძრა. ბრიტანეთში არსებობს თქმულება, თუ როგორ მოვიდნენ ბრიტანეთში ჩრდილოეთიდან ღვთიური ხალხი - ქალღმერთ დანუს შვილები და თან მოიტანეს სამი ჯადოსნური არტეფაქტი: ძალის შუბი (კვერთხი), სიცოცხლის თასი და დაუმაცხებელი მახვილი, ეს უკანასკნელი შემდგომში წოდებულ იქნა ექსკალიბურად და ბრიტანეთის მეფის ლეგანდარული მეფის - არტურ პენდრაგონის ხელში ჩავარდა, რომელიც გახლდათ დიადი მეფის, უტერ პენდრაგონისა და ლედი იგრეინას ძე. არქტიდელთა ნაშთები ნაპოვნი იქნა რუსეთშიც, ოცდამეერთე საუკუნეში მეცნიერებმა ურალისპირეთში აღმოაჩინეს არქტიდელთა ქალაქის არკაიმის ნაშთები.. ლეგენდარული ჰიპერბორეა ანუ არქტიდა იყო ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურიაზე. ლემურია ანუ კუმარი კანდამი იყო მი6თიური კონტინენტი ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული. ლემურია — დაკარგული კონტინენტია. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში მცხოვრები გამოჩენილი ანთროპოსოფის რუდოლფ შტაინერის მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავი — აკაშის ქრონიკები — გვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ. ლემურია _ მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ლემურია, როგორც მიწა განვითარებული ცივილიზაციით, ინდოეთის ოკეანეში, მოხსენიებულია სხვადასხვა ხალხების მოთოლოგიებში. სახელი მომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: ბევრი ცხოველი და მცენარე გავრცელებულია ზოგიერთი კონტინენტის მხოლოდ სამხრეთ სანაპიროებზე. მე–19 საუკუნეში (მანამ სანამ ტექტონიკური ფილების მოძრაობას აღმოაჩნდნენ), მეცნიერები ვარაუდოდნენ, რომ ამ სახეობებმა იქ მათი თანამედროვე “დროებითი სახმელეთო ხიდების” მეშვეობით შეაღწიეს. ამის პირველი მაგალითია ლემურია _ თეორიული მიწა ინდოეთის ოკეანეში, რომელიც ზოოლოგმა ფ. სკლეიტერმა მოიგონა 1864 წელს, რათა პირდაპირ გადაეყვანა ლემურები აფრიკიდან ინდოეთში. ჩარლზ დარვინმა შენიშნა რომ ამ მიმდინარეობის მომხრეები ძალიან შეიჭრნენ როლში და დაიწყეს მსგავსი ხიდების დიდი რაოდენობით “აღმოჩენა”. შედეგად ეს დასახელება სამეცნიერო სპეკულაციების საბაბი გახდა. ინდური მითოლოგია “მაჰაბჰარტაში”, “მატსია-პურანაში” და სხვა ძველ ტექსტებში ლაპარაკია, ღმერთების მტრებით, დემონი ასურებით დასახლებულ ქალაქზე, რომელიც ” ჩაიძირა ოკეანის წ####ბში და გაქრა ღმერთების თვალთახედვიდან”. შეიძლება ეს გახდა მიზეზი მითისა დვარაკზე, ქალაქაზე, რომელიც ზღვამ ჩაყლაპა კრიშნას სიკვდილიდან 7 დღის შემდეგ. დვარაკა უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბომბეის ტერიტორიაზე. ამ მითებმა, მიზეზი მისცეს შუა საუკუნეებში სამხრეთ კონტინენტის შესახებ მითებს გაჩენას, სადაც იყო პირველი პოეტური აკადემია (სანგა) შივას თაოსნობით. თქმულების თანახმად ამ აკადემიამ 4400 წ. იარსება. მადაგასკარის მითოლოგია მადაგასკარი ლემურიის ჰიპოთეზაში ცალკე ადგილს იკავებებს. კუნძულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შემონახული აქვთ პოეტური ხელოვნების უძველესი ტრადიციები, სადაც მოთხრობილია კუნძულის ისტორია. ადგილობრივი მითების თანახმად, კუნძული ადრე შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობდა. ასევე მოხსენიებულია დიდი წყალდიდობაც. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ძალიან ახლოსაა აფრიკასთან, მადაგასკარზე არსებული ცხოველებისა და მცენარეების უმეტესობა ენდემურია, მათი რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ სავსებით შესაძლებელია, კუნძული რომელიმე კონტინენტის ნაწილად ჩაითვალოს. ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ნეგროიდულ რასას არ განეკუთვნებიან. ევროპული მითოლოგია მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვერსიები, რომ აფრიკას სამხრეთიდან ჯერ კიდევ ეგვიპტურმა, რომაულმა და ფინიკიურმა ექსპედიციებმა შემოუარეს, ევროპელებმა ინდოეთში რეგულარულად ცურვა მხოლოდ მე–15 საუკუნეში დაიწყეს. ევროპაში ლემურიის შესახებ ლეგენდებს იშვიათად აღიქვამდნენ სერიოზულად. მოგვიანებით ეგვიპტელები ლემურიას მოიხსენიებდნენ როგორც ატლანტიდის საპირწონეს (ან პირიქით _ ატლანტიდის დამატებად). უკვე მე–20 საუკუნეში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მადაგასკარსა და ინდოეთს შორის არანაირი კონტინენტი არ არსებობდა, ლემურიის თეორიის მომხრეებმა გამქრალი კონტინენტი წყნარ ოკეანეში “გადაიტანეს”, თუმცა ამ ვერსიამ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა, რადგან იქ უკვე “არსებობდა” პაციფიდა. ელენა ბლავატსკაიას მითოლოგია ელენა ბლავატსკაიამ ლემურის წარმოშობის თავისი ვერსია წარმოადგინა. მან ივარაუდა, რომ ლემურიის მაცხოვრებლები კაცობრიობის საწყისი რასა იყო. პროფესორი რუდოლფ შტაინერი ამტკიცებდა, რომ სამყაროს ისტორიის საიდუმლო საცავი “აკაშას ქრონიკები” ასევე ასახელებენ ლემურიის მაცხოვრებლებს ადამიანების წინაპრებად. ბლავატსკაია “საიდუმლო დოქტრინაში” ცხადად და არაორაზროვნად მიანიშნებს კონტინენტ ლემურიაზე, რომელიც არსებობდა ატლანტიდამდე ბევრად ადრე. ლემურია, როგორც ჩვენ ვეძახდით მესამე რასის კონტინენტს, მაშინ გიგანტური ქვეყანა იყო. ის ფარავდა მთელ სივრცეს ჰიმალაის ძირიდან, რომელიც მას შიდა ზღვებისგან ჰყოფდა (მდებარეობდა დღევანდელი ტიბეტის ადგილას), მონღოლეთამდე და შამოს დიდ უდაბნომდე; ჩიტაგონგიდან დასავლეთის მიმართულებით ჰარვარდისკენ და აღმოსავლეთ მიმართულებით ასსამისკენ. შიდა ზღვიდან ლემურია ვრცელდებოდა სამხრეთისკენ იმის გავლით, რასაც დღეს ჩვენ სამხრეთ ინდოეთს, ცეილონსა და მუმატრას ვეძახით. შემდეგ სამხრეთისკენ შეიცავდა მადაგასკარს მარჯვნიდან და ტასმანიას მარცხნიდან. და ანტარქტიდის არქტიკულ სარტყელამდე რამდენიმე გრადუსითის მოშრებით. შვედეთი და ნორვეგია იმ დროს ლემურიის განუყოფელ ნაწილს შეადგენდნენ. ასევე ატლანტიდა ევროპის მხრიდან და აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირი, და კამჩატკა აზიის მხრიდან წარმოადგენდნენ ლემურიის ნაწილებს. მეცნიერული კვლევები ატლანტიდისაგან განსხვავებით, ლემურიის შესწავლაზე ექსპედიციები პრაქტიკულად არ გაგზავნილა, რაც სულაც არაა გასაკვირი. არამრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინეს დიდი კონტინენტის ან კუნძულის არსებობის ვერანაირი კვალი. ლემურია მხატვრულ ლიტერატურაში ამერიკელი დრუნვალო მელქისედეკის წიგნში “ცხოვრების ყვავილის ძველი საიდუმლო” ნათქვამია, რომ “ლემურიის არსებობის ფაქტი აღიარებულ იქნა 1910 წელს და დაკავშირებულია მარჯნებთან. წყნარ ოკეანეში 550 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა მარჯნის რგოლები, რომლებიც აღდგომის კუნძულიდან უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი”. ფანდრე ნორტონის ფანტასტიკურ რომანში “ოპერაცია ძიება დროში” (1967 წ.) მთავარი გმირი ხვდება 1980 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე12 ათასწლეულში ატლანტიდაში, შველის ლემურიელ მებრძოლს და შედეგად გადაარჩენს სამყაროს დატბორვსაგან. ატლანტიდა და ლემურია რჩებიან მსოფლიო რუქაზე. ლემურიის კონტინენტი სავარაუდოდ აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების - ”დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული ”სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე. ცნობილი ფსიქოლოგი და ოკულტისტი ელენა ბლავატსკაია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა კავშირი მაჰატმას საძმოსთან (ეთერულ არსებებთან, რომელთა შტაბიც ტიბეტში მდებარეობს). მათ გაუმხილეს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ნამდვილი ისტორია. ბლავატსკაია წერდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სულ შვიდმა რასამ უნდა იცხოვროს. თანამედროვე ადამიანები მეხუთე რასას მივეკუთვნებით, ჩვენს შემდეგ კიდევ ორი განსხვავებული რასა დასახლდება. მეექვსე რასა იქნება ჩვენზე მეტად განვითარებული, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ლემურიაზე, ხოლო ბოლო - მეშვიდე რასა საერთოდ დატოვებს დედამიწას და ცხოვრებას თვიდან დაიწყებს პლანეტა მერკურზე. დედამიწაზე ასევე არსებობენ ქვე-რასები, რომლებიც მთავარი რასებისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად, მეოთხე რასის (ატლანტიდელების ) შთამომავლები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები და ჰოტენტოტები. ბლავატსკაიას თქმით ზოგ ლემურიელს ოთხი ხელი ჰქონდა, ხოლო სხვებს კეფაზე ჰქონდათ მესამე თვალი, რომლითაც გონებით ხედვა შეეძლოთ. მათ ჰქონდათ ტელეპატიის უნარი და შეეძლოთ მთების გადადგმა მხოლოდ ნების ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ფლობდნენ სისტემატურ (მყარ) ტვინს, ჩვენეული გაგებით. ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 წ.), მისმა მოსწავლემ ანა ბეზანტმა განაგრძო წერა ლემურიასა და მისი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ლემურიელებს ათვისებული ჰქონდათ მთელი სამხრეთ ნახევარსფერო ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალური ნაწილი. იგივე საკითხზე წერდა ბრიტანელი თეოსოფი ვ. სკოტ-ელიოტი. მან მნიშვნელოვნად შეავსო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნი ”ამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისა” სადაც გამოაქვეყნა მსოფლიო რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მიაწოდეს ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა. 1932 წელს ”ლოს-ანჯელეს თაიმსის” ჟურნალისტმა ედუარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მიიპყრო მთაზე უცნაური ფერის სინათლემ. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი დააინტერესა ამან და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც იყვნენ დედამიწის პირველი მოსახლეების შთამომავლები. მთასთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიდში, უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო. თუმცა ერთმა ადგილობრივმა ”მკვლევარმა” გაიგო უფრო მეტი მათ შესახებ, იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ეშინოდა ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა ჩანდა ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყვნენ. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკენაში ჩაძირვამდე. საგაზეთო წერილში ლანსერი წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხვდებოდნენ ლემურიელებს და აღწერდნენ მათ, როგორც ფეხშიშველ, მაღალ, ლამაზ, კეთილშობილ მამაკაცებს, მოკლედ შეჭრილი თმით, ატარებდნენ თეთრ მოსასხამებს. სოფლელებს ისინი მოსწონდათ, რადგან ყიდულობდნენ მათგან დიდი რაოდენობით გოგირდს, მარილს და ღორის ქონს და გულუხვად იხდიდნენ სუფთა ოქროთი, რასაც მოიპოვებენ შანტას მთის მაღაროებში. ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა, თუ როგორ არხერხებდნენ ”ლემურიელები” ყველასთვის შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ. თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ, ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და ატარებენ მას მთაზე. სხვა მკველვარების ჩვენებებმა გული გაუტეხეს ხალხს, ვისაც ლანსერის მონათხობი სჯეროდა. მათ მთაზე მსგავსი დასახლების კვალიც ვერ იპოვეს. ”გამოჩენილი პროფესორი” ლარკინი ადგილობრივი დილეტანტი ოკულტისტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი მცირემასშტაბიანი ტელესკოპით ვარსკვლავებს აკვირდებოდა. მიუხედავად ამისა შანტის მთა და ლანსერის ისტორია ხშირად ხდება ოკულტისტთა დავის საგანი. ზოგი თვლის, რომ მან ისტორია შეთხზა ფრედერიკ. ს. ოლივერის წიგნის ”ორი პლანეტის ბინადარნი” გავლენით. წიგნი გამოიცა 1894 წელს. ავტორმა გამოიყენა ფსევდონიმი "Phylos The Tibetan". მთხრობელი მოულოდნელად ხვდება ერთ-ერთ ოსტატს (ჩინელ ბრძენს, სახელად ქუონგს) იმავე მთაზე, სადაც სასულიერო საზოგადოება ინახავდა წინაპართა ცოდნას. იგი მიიღეს თავიანთ წრეში, შემდეგ კი, სულიერი სხეულით წაიყვანეს სამოგზაუროდ პლანეტა ვენერაზე. მათ ასევე ასწავლეს როგორ გაეხსენებინა წინა ინკარნაციები ატლანტიდადან მოყოლებული. ასევე ლანსერი ალბათ იცნობდა სკოტ-ელიოტის წიგნებსაც, მისი ისტორია ლემურიაზე მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო . სკოტ-ელიოტი ახსენებს არსებებს იმდროინდელ ვენერადან, როცა პლანეტა თავის ძველ ორბიტაზე მოძრაობდა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელსაც უწოდებდნენ „"Lords of The Flame" . ვენერიანებს მაღალი ცივილიზაცია აქვთ თავიანთ პლანეტაზე, მათ ასწავლეს ლემურიელებს როგორ მიეღწიათ უკვდავებისთვის ინკარნაციათა განმეორებით. შესაძლებელია ვენერიელებს ასევე უწოდებდნენ ”ასტეროიდელებს”, რომლებსაც აღწერდნენ როგორც პატარა ადამიანებს, მცხოვრებს ”მეხუთე პლანეტაზე”, რომლის ორბიტა იყო ახლანდელ ასტეროიდთა ქამრის ადგილას. კონტინენტ მუს (პაციფიდის) ზეცივილიზაცია 1880 წელს ბრიტანეთის არმიის ახალგაზრდა ოფიცერმა (შემდგომში ადმირალმა) და ოკულტისტმა ჯეიმს ჩერჩვორდმა ინდოეთში აღმოაჩინა უძველესი თიხის ფირფიტები ე.წ. „ნააკალას ცხრილები“, რომლის თანმხლები ტექსტები გვამცნობენ, რომ პირველი ადამიანები კონტინენტ მუზე (პაციფიდაზე) ჯერ კიდევ 50 000 000 წლის წინ გამოჩნდნენ. მუს მატერიკი გადაჭიმული იყო ჰავაის არქიპელაგიდან აღდგომისა და გალაპაგოსის კუნძულებამდე, ამგვარი თეორია აშკარად უპირისპირდება ოფიციალურ დარვინისტულ და აგრეთვე აბრაამულ რელიგიურ თეორიებს. თუმცა ჩერჩვორდის გულწრფელობა ეჭვს არ იწვევდა, არქეოლოგებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი სიხარული არ გაიზიარეს, საქმე ისაა, რომ ჩერჩვორდმა არც არტეფაქტის აღმოჩენის ზუსტი ადგილის მითითება ისურვა და არც თავად არტეფაქტი უნახავს ვინმეს. ჩერჩვორდი იმასაც ამტკიცებდა, რომ მექსიკაში ნაპოვნი წარწერებიანი ქვის ობიექტების ტექსტები „მუს წმინდა ხელნაწერთა“ ფრაგმენტებს მოიცავდა. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ ლე პლონჟენმა 1880 წელს გაშიფრა ერთ-ერთი მექსიკური ტექსტი ე.წ. „ტროანოს კოდექსი“. ტროანოს კოდექსი (ფრაგმენტი): „კანის 6 წელი, საკის თვის მულუკის მეთერთმეტე დღეს დაიწყო საზარელი მიწისძვრები, რომლებიც ჩუენის მეცამეტე დღემდე განუწყვეტლივ გრძელდებოდა, სანამ ჭაობიანი გორაკების ქვეყანა – მუს კონტინენტი მსხვერპლად არ შეიწირა. იგი ორჯერ ამოიზიდა და მერე ერთ ღამეში გაუჩინარდა, წყლისქვეშა ვულკანთა განუწყვეტლივ ცეცხლის ფრქვევით შეძრული მატერიკი მრავალგზის ამოიმართებოდა და ისევ უჩინარდებოდა, ბოლოს ათი შეუკავშირებელი ქვეყნის მიწა გაირღვა და გადაადგილდა სხვადასხვა მხარეს, რის მერეც ჩაიძირა და თან ჩაიტანა 7 აყვავებული ქალაქი თავის 64 000 000 მაცხოვრებელთან ერთად. ეს მოხდა ამ წიგნის დაწერამდე 8060 წლის წინ“. ასე იქნა აღწერილი მუს დაღუპვა მაიას ტომის ამ მატიანეში. ამ მატიანეს მიხედვით, მუს ხალხი 10 ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ ემორჩილებოდა ერთ მმართველს, რომელსაც ერქვა რა-მუ. იგი მართავდა სახელმწიფოს, რომელსაც „მზის იმპერიას“ ეძახდნენ. იმპერატორს თვლიდნენ მზის განსახიერებად, თუმცა ესმოდათ, რომ ღმერთი არ იყო. ძირითადი მოსახლეობა თეთრკანიანი იყო, მაგრამ სხვა რასების წარმომადგენლებიც ბინადრობდნენ. საინტერესოა, თუ როგორ მიაგნეს მეცნიერებმა მუს კვალს. ცნობილმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა იპოვა „ტიბეტური ლჰასის მატიანე“, რომელშიც წააწყდა ცნობებს მუს არსებობის შესახებ. „ტიბეტურ ლჰასის მატიანეში“ ნათქვამია: „ამ ქვეყნის მდიდარი ხალხი თავს ირთავდნენ თხელი ტანსაცმლით და უიშვიათესი ძვირფასი ქვებით“. ძველინდურ წიგნში „ვალმიკები“ მოთხრობილია იმაზე, რომ მუელები მშვენიერი მეზღვაურები იყვნენ და მათი გემები მთელს მსოფლიოს უვლიდნენ „დასავლეთის ოკეანიდან აღმოსავლეთის ოკეანემდე, ჩრდილოეთის ზღვიდან სამხრეთის ზღვებამდე... ისინი იყვნენ მშვენიერი არქიტექტორები და ქვით აგებდნენ უზარმაზარ სასახლეებს, გოდოლებსა და ტაძრებს“. წიგნში „ტიმეოსი“ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი წერს: „მუს ქვეყანაში 10 ერი ცხოვრობდა“. ანტიკურმა ისტორიკოსმა პლუტარქემ აღწერა კანონდმდებელი სოლონის შეხვედრა ეგვიპტელ ქურუმ სანხისთან, რომლის თქმითაც, მათ ჰქონიათ კულტურული და სავაჭრო კონტაქტი როგორც ატლანტიდელებთან ისე მუსთან, თუმცა მას მერე, რაც ორივე კონტინენტი ოკეანის სიღრმეში ჩაიძირა, ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილა იმ დღემდე დაახლოებით 9000 წლის წინ. ყველაზე საინტერესო ცნობები მუს შესახებ ნაპოვნია ფირფიტებზე, რომლებიც აღდგომის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მასში ნათქვამია: „როდესაც კუნძ
×
×
  • შექმენი...