ძველ სვანებს, იბერიელებს, კოლხებს და ტაოხებს ანუ ქართველებს ჰქონდათ ასტრონომია და ასტროლოგია დაფუძნებული პოლითეისტურ შამანიზმზე. ძველ ქართველებს ჰქონდათ თავიანთი სახელები შერქმეული მზისთვის, მთვარისთვის და პლანეტებისთვის. მზეს ერქვა - ბარბარე, მთვარეს - მორიგე, მერკურის - ოტარიდი, ვენერას - ასპიროზი (ვესპერი, ჰესპერი), მარსს - მარიხი, იუპიტერს - მუშთარი და სატურნს - ზუალი. ნეპტუნი და პლუტონი ქართველებმა არ იცოდნენ. ყველაზე მთავარია ის, რომ ძველი ქართველების რელიგიურ წარმოდგენაში ციური სხეულები (კოსმიური სხეულები) იყვნენ სულიერი არსებები. იყო საბეიზმის ელემენტები. ძველი ქართველები იყვნენ პოლითეისტები და მათი რელიგია ჰგავდა იაპონურ შინტოიზმს და ელინიზმს.