Search the Community
Showing results for tags 'არიები'.
-
ბერძნული ზევსი და ინდური ინდრა ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. ეს ღმერთები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ზევსიც და ინდრაც ორივენი ელვის და ქუხილის ღმერთები არიან. ზევსმა დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ტიტანები და ჩაყარა ტარტაროზში. ინდრამაც დაამარცხა უფროსი თაობის ღმერთები - ასურები იგივე ტიტანები და ჩაყარა ქვესკნელში - ბილა-სვარგაში. ზევსმა დაამარცხა დრაკონი ტიტანი - ტიფონი. ინდრამ დაამარცხა დრაკონი ტიტანი-ასურა - ვრიტრა. ზევსი ცხოვრობს მისტიკური მთის - ოლიმპოს წვერზე. ინდრა ცხოვრობს სუმერუს მისტიკური მთის მწვერვალზე. ზევსი არის ღმერთების მეფე. ინდრაც არის ღმერთების მეფე. ზევსის ზეციურ სამოთხეს ეწოდება - "ელიზიუმი". ინდრას ზეციურ სამოთხეს ეწოდება - "დივია-სვარგა". ზევსი არის კოსმიური ეთერის მეუფე. ინდრაც არის კოსმიური ეთერის (აკაშას) მეუფე. ზევსი არის პოლიამური. ინდრაც არის პოლიამური. ზევსი ბისექსუალია, ისევე როგორც ინდრა. ზევსისგან მიწიერ ქალწულებს უჩნდებოდათ ნახევრადღმერთი დევ-გმირები (მაგალითად - ჰერაკლე). ინდრასაც ჰყავდა შვილები ადამიანთა ქალიშვილებისგან (მაგალითად - არჯუნა). ანალოგია აშკარაა. სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა რიჩარდ მიულერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ჩვენ ყვითელ მზეს ჰყავს თანამგზავრი ვარსკვლავი ე.ი. ჩვენ მზის სისტემაში არის მეორე მზე - თითქმის ჩამქრალი წითელი ჯუჯა, ემ 5 კლასის წითელი მზე. ნემეზიდას ორბიტული პერიოდი უდრის 25 000 000 წელიწადს. დაახლოებით იგივე ჰიპოთეზა აქვს რუს ასტრონომს - კირილე ბუტუსოვს. ამ პუბლიკაციაში მოცემულია მიულერის სურათი. ახლა მთავარი: 1) მიულერი მეორე წითელ მზეს უწოდებს - ნემეზიდას, ხოლო ბუტუსოვი - რაჯას. 2) ვედურ რელიგიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მზის სისტემაში არსებობს არც მეტი არც ნაკლები 4 მზე (!) და მათგან 3 არის ემ 5 კლასის წითელი ჯუჯა, რომლებიც ბრუნავენ მთავარი ყვითელი მზის, ჯი 2 კლასის ჯუჯის გარშემო, საკმაოდ პარაბოლურ ე.ი. უკიდურესად გაწელილ ორბიტებზე და პერიოდულად შემოდიან პლანეტური სისტემის შიგნით. ეს ცოდნა დაკავშირებუია იუგების შესახებ სწავლებასთან. ვედური მოძღვრება გვეუბნება, რომ ყოფიერება იყოფა დიდ და მცირე კოსმიურ ციკლებად; უფალი ბრაჰმა ცოცხლობს 100 ღვთაებრივი წელიწადი (1 მაჰა-კალპა), რომელიც უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 წელიწადი უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 თვე უდრის 262 800 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 კვირა უდრის 65 700 000 000 მიწიერ წელიწადს, ესაა ერთი კონკრეტული მეტაგალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად ჩვენის. გასულია 13 700 000 მიწიერი წელი, დარჩა 52 000 000 000 წელიწადი, რის შემდეგაც მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და შემდეგ ისევ გაფართოვდება და ასე იქამდე სანამ არ გავა ბრაჰმას 100 ღვთიური წელი ე.ი. მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და გაფართოვდება სულ 4 800-ჯერ. უფალი ბრაჰმას 1 კვირა შედგება 7 ღვთაებრივი დღისგან, ესაა 7 კალპა. თითო კალპა გრძელდება 4 320 000 000 მიწიერი წელიწადი. კალპა ესაა ჩვენი მზის სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი პლანეტური სისტემა - ბჰურ-ლოკა, ექვსჯერ ინგრევა და ხელახლა იქმნება ბრაჰმას 1 კვირის მანძილზე და როცა ინგრევა მეშვიდედ ეს უკვე საბოლოო დანგრევაა და ემთხვევა მეტაგალაქტიკის ნგრევას. თითო კალპაში არის 1000 მაჰა-იუგა. თითო მაჰა-იუგაში არის 4 იუგა: სატია-იუგა (გრძელდება 1 728 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 4 მზე (!) და დომინირებენ თეთრკანიანი ბრაჰმანები (ქურუმები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარი. ტრეტა-იუგა (გრძელდება 1 292 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 3 მზე (!) და დომინირებენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარი. დვაპარა-იუგა (გრძელდება 864 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 2 მზე (!) და დომინირებენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს ყვითელკანიანი იუგა-ავატარი. და ბოლოს კალი-იუგა (გრძელდება 432 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის მხოლოდ ერთი მზე და დომინირებენ შავკანიანი შუდრები (მუშები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს შავკანიანი იუგა-ავატარი. თუმცა ეპოქების წანაცვლების გამო, დვაპარა-იუგაში მოვიდა შავკანიანი კრიშნა, ხოლო კალი-იუგაში მოვიდა ოქროსფერკანიანი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს იმიტომ, რომ დვაპარა-იუგამ და კალი-იუგამ ფრაგმენტულად გადაფარეს ერთმანეთი. ესეთი წანაცვლება-გადაფარვა ხდება ყოველ 1000 მაჰა-იუგაში ერთხელ. რა საინტერესოა... საიდან გაიგეს მიულერმა და ბუტუსოვმა მეორე მზის შესახებ? არა, ბუტუსოვი კი ახსენებს მაჰაბჰარატას, მაგრამ მიულერმა საიდანღა გაიგო? ანუ ეს მეცნიერები თითქმის იგივეს ამბობენ, რასაც ვედები... უცნაურია... ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა სიტყვა - "ინდუიზმი" არასწორი და არაკორექტული მცდარი ტერმინია, წარმოშობილი კალი-იუგაში და შექმნილია ევროპელი ასურების (დემონების) მიერ. სიტყვა - "ინდოეთი" იგივე "ჰინდუსტანი" შექმნილია ევროპელთა მიერ კალი-იუგაში, არც ისე დიდი ხნის წინ. როცა ევროპელები და არაბები მიდიოდნენ "ინდოეთისკენ" და უახლოვდებოდნენ მდინარე - "ჰინდუს", რომელსაც ასევე ჰქვია - "ინდი", ისინი ამბობდნენ, რომ ინდის აღმოსავლეთით მდებარე მიწები, მიწები ინდსა და განგს შორის არის - "ინდოსტანი". აქედან წამოვიდა სიტყვა - "ინდუიზმი", სიტყვა - "ინდუსი" და ა.შ. ვედური რელიგიის მიხედვით სამყარო შექმნა უფალმა ბრაჰმამ. ბრაჰმამ შექმნა სამი სამყარო: 1) დივია-სვარგა - ზეციური სამოთხე, 2) ბჰუმი - დედამიწა და ბჰუმი-სვარგა - მიწიერი საიდუმლო სამოთხე და 3) ბილა-სვარგა - დემონთა სამყარო. ზეცაში ცხოვრობენ დევები (სურები) ანუ ღმერთები, ბილა-სვარგაში - დემონები (ასურები), ხოლო დედამიწაზე - ადამიანები. დედამიწაზე (ბჰუმი-სვარგას გარდა) მუდამ მეორდება 4 ეპოქა: სატია-იუგა - ერთიანობის და სიკეთის ეპოქა, ტრეტა-იუგა - სამი მზის ეპოქა, როცა ჩნდება ბოროტება, დვაპარა-იუგა - ორი მზის ეპოქა, როცა ძლიერდება ბოროტება და კალი-იუგა - ერთი მზის ეპოქა, როცა დომინირებს ბოროტება. ვედების მიხედვით ადამიანთა დახლეჩა "ერებად" და "რასებად", დაიწყო დვაპარა-იუგას ბოლოს, როცა გაჩნდნენ პირველი მლეჩხები (ბარბაროსები), რომლებიც იყვნენ ერთიანი დედამიწის მეფე ბჰარატას შვილიშვილები და მათი მიმდევრები. შორეულ წარსულში მთელ მსოფლიოს ერქვა - "არია-ვარტა" ანუ კეთილშობილთა მიწა, იყო სხვა სახელებიც - "კარმა-ბჰუმი" (მოქმედების მიწა), "დჰარმა-ბჰუმი" (რელიგიის მიწა), "დჰარმა-კშეტრა" (რელიგიის ველი), "ბჰარატა-ვარშა" (მეფე ბჰარატას სამეფო) და ა.შ. საბოლოოდ კალი-იუგას დაწყების შემდეგ, ასურების (დემონთა) წყალობით არიების მიწა ანუ არია-ვარტა შემცირდა და მისგან დარჩა მხოლოდ პატარა მიწა მდინარე ინდსა და მდინარე განგს შორის ანუ ე.წ. "ინდუსტანი" ("ინდოეთი"). საბოლოოდ "ინდოელმა" არიებმაც განიცადეს დეგრადაცია და მლეჩხა-დჰარმა (ბარბაროსთა რელიგიები) მოედო მთელ მსოფლიოს. დაიწყო აქტიური დემონიზაცია. "ინდოეთი" არის ევროპელ დემონთა შერქმეული სახელი, ცხადია ევროპელები უარყოფენ ვედების ავტორიტეტს ანუ არიან - დ ე მ ო ნ ე ბ ი (ასურები). მომავალში გველოდება უარესი. გული გაიმაგრეთ. მსოფლიოს აქტიური დემონიზაცია დაიწყო დაახლოებით 500 წლის წინ. სწორედ მაშინ დაიწყეს "ახალი მიწების ათვისება" ე.ი. დაპყრობა ევროპელმა დემონებმა, რომლებმაც დახოცეს ამერიკელი, აფრიკელი და აზიელი აბორიგენების დიდი ნაწილი, ხოლო ცოცხლად დარჩენილები დაიმონეს. ბევრს ჰგონია, რომ განვიცდით "პროგრესს", რომ ესაა "პროგრესი". სინამდვილეში ეს ასე არაა. კაცობრიობა არ განიცდის "პროგრესს", უბრალოდ მიდის დემონიზაციის აქტიური პროცესი, რასაც დემონები "პროგრესად" ასაღებენ. მსოფლიოს უკვე კარგა ხანია მართავს ერთიანი დემონური მთავრობა. ამ მთავრობის სახელია - ბ ი ლ დ ე რ ბ ე რ გ ი. ბილდერბერგის ფაშისტები ყველანი დემონები არიან. მათ სურთ ადვაიტა-ტანტრას, ვედების და ვედური ცოდნის განადგურება. ბილდერბერგის წევრები ყველანი არიან - რაკშასები, დანავები, დაიტიები და ნაგები. ხალხმა საერთოდ არაფერი იცის ამის შესახებ. ადამიანთა უმეტესობა სრულ უმეცრებაშია და ცხოვრობს ტყუილში. რასისტული და ნაცისტური თეორიების ფორმირება დაიწყო დაახლოებით 500 წლის წინ, როცა დემონურმა ევროპელებმა დაიწყეს ამერიკის, აფრიკის და აზიის დამონება. რეალურად ადამიანთა მოდგმის დახლეჩა და განხეთქილება დაიწყო უფალი კრიშნას წასვლის შემდეგ, დაახლოებით 5000 წლის წინ, როცა ბილა-სვარგას დემონებმა (ასურებმა) დაიწყეს დედამიწის (დჰარმა-კშეტრას) ოკუპაცია. თანამედროვე მსოფლიო ოკუპირებულია დემონი ოკუპანტების მიერ. დემონებმა დაიწყეს ადამიანურ სხეულებში, ადამიანურ ოჯახებში დაბადება და თანდათან ხელში ჩაიგდეს მსოფლიო, როგორც ძლევამოსილმა მეფეებმა და ბიზნესმენებმა. ეს პროცესი გრძელდება დღესაც. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. მომავალში უფრო უარესი იქნება. დარჩა კიდევ 428 000 წელი კალი-იუგას დასასრულამდე. მატერიალიზმის აღმავლობა დაიწყო 300 წლის წინ. ესეც დემონიზაციის პროცესია. ესაა დემონური დივერსია ე.ი. რეგრესი და არა "პროგრესი". მხოლოდ დეგენერატი დაიწყებს ყვირილს, რომ მსოფლიოში მიდის "პროგრესი". ტექნოლოგიური "პროგრესი" არაა პროგრესი. ესაა დეგრადაცია და არა "პროგრესი". ის ვინც უარყოფს ვედებს არის უვიცი და დემონი. მსოფლიოს ყველა მთავრობა დემონურია. ასე გვეუბნება ვედური რელიგია. რატომ? იმიტომ, რომ ახლა დგას კალი-იუგა (ბნელი ეპოქა) და დედამიწა ხელში აქვთ ჩაგდებული ასურებს (დემონებს) როგორც წერია ვედებში, ტანტრებში და პურანებში. ასურებს დაყოფილი აქვთ დედამიწა სექტორებად, ხოლო ადამიანები "ნაციებად" და აწარმოებენ ომებს. ისინი ებრძვიან ერთმანეთს. ნებისმიერი ომის უკან დგანან ასურები. მხოლოდ სულელი და უვიცი ვერ ხვდება ამას. ომები ხდება იმიტომ, რომ ასურები (დემონი პოლიტიკოსები) მართავენ მსოფლიოს. ომები ხდება იმიტომ, რომ დგას კალი-იუგა. ადამიანებმა დაივიწყეს ვედები და ვედური დჰარმა, შედეგად მივიღეთ სისხლიანი შეტაკებები და განხეთქილება. რაზე ეტყობათ პოლიტიკოსებს, რომ ასურები (დემონები) არიან? პასუხი: იმაზე ეტყობათ, რომ ისინი არ ქადაგებენ ვედურ რელიგიას. ეს კი ნიშნავს რომ დემონები არიან. ნებისმიერი პოლიტიკოსი რომელიც არ ავრცელებს ვედებს (ვედურ ცოდნას) მასებში არის - დ ე მ ო ნ ი (ასურა). ახლა მინდა განვმარტო ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რაც არის კაულამატას ტანტრიზმში და რაც ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს; ტანტრა ამბობს, რომ პაშუ-ბჰავას მონოთეისტებს და პოლითეისტებს აქვთ რვა მენტალური ბორკილი, მათ შორის - კულა (ოჯახი). ზოგიერთი დასვამს კითხვას; უკაცრავად მაგრამ თუ კულა (ოჯახი) არის ბორკილი (პაშა), რატომ ეწოდება ტანტრიზმის უმაღლეს ტრადიციას ასევე - კულა იგივე კაულა? აქ ერთი საიდუმლო მომენტია: საქმე იმაშია, რომ პაშუ-ბჰავას ოჯახი არის ბორკილი იმიტომ, რომ მათ (პაშუ-მონოთეისტებს და პოლითეისტებს) ახასიათებთ ბრმა რწმენა, სექსიზმი, პურიტანიზმი, ცენზურა, უაზრო აკრძალვები და ფობიები (მაგალითად - სექსოფობია და ჰიმნოფობია). სიტყვა - პაშუ მოდის სიტყვიდან "პაშა", რაც ნიშნავს - ბორკილს ან შებორკილობას. არის პაშუ-კულა და არის დივია-კულა. დივია ნიშნავს - ღვთაებრივს. დივია-კულას წევრები არიან მისტიკოსი ჰედონიკი ტანტრიკი პანთეისტები, ხოლო პაშუ-კულას წევრები არიან პურიტანი და ბრმადმორწმუნე მონოთეისტი და პოლითეისტი დუალისტები ანუ დივია-კულა ესაა - ადვაიტა (იმპერსონალიზმი), ხოლო პაშუ-კულა - დვაიტა (პერსონალიზმი). პაშუ-ბჰავას (მონოთეისტური და პოლითეისტური) ეგზოთერული პურიტანული კულა (ოჯახი) არის - ბორკილი, ხოლო კაულამატას ტანტრიკულ-ჰედონიკური (პანთეისტური) კულა/კაულა (ოჯახი) ესაა - ღვთიური ნეტარება და ტკბობა (დივია-ბჰოგა-ანანდა). ხედავთ სხვაობას? მთავარია იდეოლოგია (ცნობიერების მდგომარეობა) და არა გარეგნული ფორმა (და ცარიელი რიტუალიზმი). რითი განსხვავდება დივია-კულა პაშუ-კულასგან? დივიები (ღვთაებრივები) არ ასრულებენ პაშუების (შებორკილთა) პურიტანულ რიტუალებს. პაშუ-ბჰავას რიტუალები ტანტრიკისთვის არის "პაშა" (ბორკილი). დივიები მონაწილეობას იღებენ მისტიკურ ორგიებში და ა.შ. აი ასეთია სხვაობა. დივიებს არ აქვთ ეგოიზმი, პურიტანიზმი, ფობიები და კომპლექსები. დივიები არიან თავისუფლები რიტუალებისგან და მუდამ მხიარულები, პოზიტიურები. დივიას არ აინტერესებს სოციალური ფორმალობები და რიტუალები, მას აინტერესებს მხოლოდ იოგა და ბჰოგა. მას აინტერესებს სულიერი არსი. დივიას უყვარს უბრალოება და სიმარტივე. დივიას არ აინტერესებს სოციალური თამაშები და ბიუროკრატიზმი, მონოთეისტური და პოლითეისტური რიტუალიზმი. იცოდეთ ეს. პაშუ-ბჰავას (მონოთეისტური და პოლითეისტური) რიტუალები ტანტრიკისთვის არის - ბორკილები. ტანტრიკებსაც აქვთ რიტუალები, მაგრამ მათი რიტუალები მიმართულია უფალი შივას და შაკტის შემეცნებისკენ და სექსუალური ენერგიის განვითარებისკენ. კაულას მიმდევარს საერთოდ შეუძლია არანაირი რიტუალი არ შეასრულოს და იყოს თავისუფალი, თავისუფლად განჭვრიტოს შაკტი და შივა ბუნებაში. ტანტრიკები უარყოფენ ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას და შაივაჩარას რიტუალებს და აკრძალვებს. ამის გარდა, ლიბერალური აზროვნების სულიერი ადამიანი არასოდეს არ მიიღებს ეგზოთერულ ბორკილებს. პირადად ჩემთვის ქორწინება როგორც რიტუალი არის - ბ ო რ კ ი ლ ი. ტანტრა ასევე ამბობს, რომ ტრადიციული ოჯახი (კულა) არის პაშუ-ბჰავას რვა ბორკილიდან ერთ-ერთი. კაულამატა ქადაგებს სექსუალურ თავისუფლებას, ეზოთერიზმს და ჰედონურობას. კაულამატას რელიგიურ-მისტიკურ სკოლებში არის მიღებულია ორგიებიც. ჯგუფური სექსის მისტიკურ პრაქტიკას კაულამატას ტრადიციაში ეწოდება - სანგჰატა-რატი. და ეს ითვლება ნორმად. სანგჰატა-რატი (მისტიკური ორგია) ითვლება ნორმად, ხოლო კულა (ოჯახი) - ბორკილად. ბევრს სმენია ალბათ ინდუისტური წიგნი "კამა-სუტრა". ეს წიგნი დაწერილია ვატსიაიანა მალანაგას მიერ დაახლოებით ახ.წ. მესამე საუკუნეში და წარმოადგენს სექსოლოგიურ სახელმძღვანელოს. კამა-სუტრა ესაა სექსოლოგია. კამა-სუტრა ესაა კამა-შასტრებიდან ერთ-ერთი. კამა-შასტრების უდიდესი ნაწილი დაკარგულია დღეისათვის. ინდუიზმში და ბუდიზმში არის სამი გზა; სუტრების გზა, ტანტრების გზა და ანუტარა-ტანტრების გზა (მაგალითად ჩანდამაჰაროშანა ტანტრა სადაც აღწერილია სექსუალური იოგა და მაგია). კამა-შასტრები ესაა სექსოლოგიური წიგნები. კამა-სუტრა არაა ტანტრა, ესაა უბრალოდ ჯანსაღი სექსის საკმაოდ ლიბერალური სახელმძღვანელო. ესაა ეგზოთერული ტექსტი და არა ეზოთერული (როგორიცაა მაგალითად - კულარნავა ტანტრა). ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას და ნაწილობრივ შაივაჩარას მიმდევრები არ აქცევენ ყურადღებას კამა-შასტრებს, კამა-შასტრების შესწავლა იწყება მხოლოდ დაკშინაჩარას დონიდან. დაკშინაჩარას, ვამაჩარას, სიდჰანტაჩარას და კულაჩარას ადეპტები იყენებენ კამა-შასტრებს. ვედაჩარები, ვაიშნავაჩარები და ნაწილობრივ შაივაჩარები საკმაოდ სექსოფობიურები და შებორკილები არიან, განსხვავებით ტანტრიკებისგან. ტანტრა ამბობს, რომ დედაღმერთის მადლით ცოდვა გარდაისახება სათნოებად, ხოლო სანსარა ნირვანად. ტანტრაში არის იოგა და ბჰოგა (ტკბობა). ტანტრა არაა სექსოფობიური. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, მეცნიერული და რელიგიური თვალსაზრისით, კამა-სუტრას და ტანტრების გაიგივება არ შეიძლება. შეისწავლეთ დევიდ გორდონ ვაითის, იულიუს ევოლას, ანანდა კუმარასვამის, რენე გენონის, სერგეი ფიოდოროვის, სერგეი პახომოვის, სერგეი ლობანოვის, ევგენი ტორჩინოვის და ანდრეი იგნატიევის შრომები. წარმატებები ყველას. სმარტიზმი და ბრაჰმანიზმი არის ვედაჩარას დონეზე. ვედაჩარას დონეზე არაა სექსუალური იოგა და მაგია, არ არის არც ჰედონიზმი და ლიბერტინიზმი. სამაგიეროდ არის ცენზურა, შეზღუდვები და სექსოფობია, პურიტანიზმი. ბრაჰმანისტების გავლენა იგრძნობა შაივაჩარას, დაკშინაჩარას და სიდჰანტაჩარას დონეზეც. ეს ცუდია. ორთოდოქს ბრაჰმანისტებს არ უყვართ კაულაჩარას მიდევარი ტანტრიკები. კაულიკები არ ემორჩილებიან ბრაჰმანისტებს. ტანტრიზმში არის სექსუალური იოგა (ბჰოგა), სექსუალური მაგია (კურუკულას მაგია) და სექსუალური ლიბერალიზმი, განსხვავებით სხვა ეგზოთერული რელიგიებისგან, მაგრამ ტანტრაში ეს არაა მთავარი. მთავარია ღმერთი. მთავარია შივა და შაკტი. მთავარია ვედების და უფლის შემეცნება. ტანტრა არაა სექს-ფიტნესი, ტანტრა არის ეზოთერული რელიგია და ფილოსოფია. ტანტრიზმი ესაა - ღმერთი. ჰერმეტიზმი ესაა ძველი ბერძნულ-რომაული ეზოთერული (ოკულტური) რელიგია. ჰერმეტიზმი ესაა სიბრძნის ღმერთის - ჰერმეს ტრისმეგისტოსის კულტი. ჰერმესი ესაა ელინურ-რომაული ღვთაება, რომელიც იძლეოდა სულიერ ცოდნას. ჰერმეტიზმი ესაა ეზოთერული რელიგიური ტრადიცია, მაშინ როცა დღევანდელი რელიგიების უმეტესობა ეგზოთერულია ანუ განკუთვნილია ბრბოსთვის და არა რჩეულთათვის. საიდან წარმოიშვა ბიბლიური იაჰვეს კულტი? ჯერ ერთი ვთქვათ, რომ იაჰვე ესაა იუდეველთა მონოთეისტური ღვთაება. იუდეველთა წმინდა წიგნებია - თანახი (ძველი აღთქმა) და თალმუდი. თანახს იყენებენ მონოთეისტი ქრისტიანებიც, მაგრამ რეალურად ეს არის იუდეველთა წიგნი. ეს მათი საკუთრებაა. ძველი იუდეველები იყვნენ პოლითეისტები და ეთაყვანებოდნენ მრავალ ღმერთს. ძვ.წ. 516 წელს ეზდრამ და ნეემიამ - იუდეველმა ქურუმებმა, შექმნეს იუდაისტური მონოთეიზმი. მათ ჩაატარეს რეფორმა და მოსპეს პოლითეიზმი. მეცნიერულად დადგენილია, რომ ებრაული (ბიბლიური) მამაღმერთი (იაჰვე) ძველ ქანაანურ და ფინიკიურ მითოლოგიაში იყო წყლის და მთვარის ღმერთი და ერქვა - იავუ იგივე იამმუ. იაჰვეს ჰყავდა ცოლი - ასტარტე, რომლის კულტიც მონოთეისტებმა მოსპეს. არსებობს მითი, რომლის თანახმადაც ერთხელ იამმუმ მოისურვა სხვა ღმერთების წინააღმდეგ აჯანყება, მაგრამ ბაალმა და მისმა ცოლმა ანატმა შემუსრეს და მოკლეს. ფინიკიურ-ქანაანური იამმუს ანალოგიური იყო შუმერული ენ-ლილი (ჰაერის ბატონი). შუმერული მითოლოგიის მიხედვით წარღვნა მოავლინა ადამიანებზე გაბრაზებულმა ენ-ლილმა, მაგრამ მისმა ძმამ - ენ-ქიმ იხსნა რჩეული ზიუსუდრა და დაეხმარა კიდობნის აგებაში. მეცნიერულად დადგენილია, რომ ქრისტიანული "ძველი აღთქმის" ანუ იუდეური თანახის მითების და ლეგენდების 99%-ი აღებულია შუმერული მითოლოგიიდან და გადაკეთებულია. ნაწილი მითებისა აღებულია ფინიკიელთა და ქანაანელთა პოლითეისტური რელიგიური მითოლოგიიდან. ეს მეცნიერული ფაქტებია. მოკლედ: აბრაამის და მოსეს ღვთაება - იაჰვე (იეჰოვა), არის ფინიკიელთა და ქანაანელთა წყლის და მთვარის ღმერთი. რაღაც გაგებით ის ჰგავს შუმერულ ენ-ლილს. მისი ანალოგიურია არაბული წარმართული ალ-ილაჰი (ალლაჰი). ალ-ილაჰი ესაა არაბული წარმართული მთვარის ღვთაება. იერუ-სალიმის ქურუმი იყო მელქისედეკი, რომელიც ნახსენებია ბიბლიაში და მიდრაშებში, ნათქვამია, რომ აბრაამმა მიიღო კურთხევა მელქისედეკისგან, ისიც ნათქვამია, რომ აბრაამმა მელქისედეკის შესახებ გაიგო თავისი უფლისგან. იერუ-სალიმი ნიშნავს სალიმის მიერ დაარსებულს. სალიმი იგივე შალიმუ ეს იყო ჩამავალი მზის ღმერთი, ელის და აშერას შვილი, ფინიკიურ რელიგიაში. სხვათაშორის ორთოდოქსი იუდაისტები დღემდე ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები არიან ერეტიკოსები, რომლებმაც გაამრუდეს მათი რელიგია. დასკვნები თვითონ გააკეთეთ. მსოფლიოს ყველა რელიგიაში არის ეზოთერიზმი და ეგზოთერიზმი. ეზოთერიზმი (ოკულტიზმი) ესაა საიდუმლო სულიერი ცოდნა (ღმერთის ბუნების შესახებ), ხოლო ეგზოთერიზმი ესაა - ბრმა რწმენა და პროფანული ინფორმაცია, განკუთვნილი ფართო მასებისთვის, ბრბოსთვის. ეზოთერული ცოდნის მიწოდება ბრბოსთვის იკრძალება. მსოფლიოს რელიგიების 90%-ი დღეისათვის არის ეგზოთერული ბუნების. ეგზოთერიზმი ესაა ტამასის მოდუსი და პაშუ-ბჰავა. პაშუ-ბჰავა ესაა - 1) ვედაჩარა, 2) ვაიშნავაჩარა და 3) შაივაჩარა. ვედაჩარა ესაა ტრადიციული პოლითეიზმი. ვედაჩარას დონეზე არაა პანთეისტური ტანტრა. ვედაჩარას დონეზე არის მხოლოდ კრია-იოგა. ესაა კრია-მარგა - მოქმედების გზა, გარეგანი რიტუალების გზა. ამ დონეზე არიან შინტო, კონფუციონიზმი, იუდაიზმი, ბრაჰმანიზმი, ზოროასტრიზმი, დაოსიზმი, ბონის შამანიზმი და სმარტიზმი. ვაიშნავაჩარას დონეზე ჩნდება მონოთეიზმი და სიყვარულის იოგა (ბჰაქტი-იოგა). ესაა ბჰაქტი-მარგა - სიყვარულის გზა. მაგრამ აქ არაა ჯერ არც ჯნანა (ცოდნა) და არც ტანტრა (ეზოთერული მისტიკა). ამ დონეზე მყოფ რელიგიებს ეწოდებათ სიყვარულის რელიგიები. სიყვარულის რელიგიებია: ვიშნუიზმი, კრიშნაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი და სიქჰიზმი. ესაა მკაცრი მონოთეიზმი ჯნანა და ტანტრა-იოგას გარეშე. შაივაჩარას დონეზე მონოთეისტურ აზროვნებაში ჩნდება შუნიას (სიცარიელის) იდეა და ჯნანა-იოგა. აქ უკვე მთავარი ღვთაებაა შივა, ტამასის მოდუსის მბრძანებელი. ესაა შემეცნების გზა. ამ დონეზეა შივაიზმი, სუფიზმი და ბუდიზმი. ამ გზა ეწოდება ჯნანა-მარგა (ცოდნის გზა). შემდეგი ოთხი საფეხური ეს უკვე არის - ტანტრიზმი. დაკშინაჩარა, ვამაჩარა, სიდჰანტაჩარა და კაულაჩარა ესაა ტანტრიზმის 4 საფეხური. უზენაესი საფეხურია კაულაჩარა (კაულამატა). კაულას დონეზე არის საკრალური ლიბერტინიზმი და ჰედონიზმი. ტანტრა იყენებს სექსუალურ ენერგიას და მისი განვითარებით ადამიანს ანიჭებს სიდჰებს (მაგიურ ძალებს). ტანტრიზმში არის სექსუალური იოგა. ტანტრიზმის მორალი და წესები განსხვავდება ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას და შაივაჩარას რელიგიების მორალისგან და წესებისგან. ტანტრას მორალი სხვაა და პაშუ-ბჰავას რელიგიების სხვა. პაშუ მოდის სიტყვიდან "პაშა" რაც ნიშნავს ბორკილს. ტანტრიზმში ითვლება, რომ ვედაჩარას, ვაიშნავაჩარას და შაივაჩარას მიმდევრები შებორკილნი არიან რვა ბორკილით, ესენია: შიში, ზიზღი, შფოთვა, ეჭვიანობა, წეს-ჩვეულებები, სიმორცხვე, კლანური აზროვნება და ოჯახი. ტანტრიკებს ეს ბორკილები არ აქვთ. ტანტრა ესაა მისტიკური ლიბერალიზმი და პანთეისტური იდეალიზმი. დაკშინაჩარას დონეზე არსებული ტანტრიკები (შრი-ვიდიას ადეპტები) ეთაყვანებიან მხოლოდ დედაღმერთის ნათელ ფორმებს. ამ დონეზეა ასევე შანკარას ადვაიტა ვედანტა და ტანტრისტული ბუდიზმი. დედაღმერთის (შაკტის) და მამაღმერთის (შივას) ბნელი და მრისხანე (ტამასიკური) ფორმების (ე.ი. ბნელი ღვთაებების) თაყვანისცემა იწყება ვამაჩარას დონიდან. მინუსები და პლიუსები პრაქტიკულად ყველა რელიგიაშია, რადგანაც მათ ადამიანთა ხელში გამოიარეს და განიცადეს გამრუდება. ქრისტემ, ბუდამ და სხვებმა ადამიანებს გადასცეს სულიერი ცოდნა, მაგრამ ადამიანებმა ასურების (დემონების) ზეგავლენით განიცადეს დეგრადაცია და დაამახინჯეს სულიერი ცოდნა. ეს იმიტომ, რომ ახლა დგას კალი-იუგა (შავი ეპოქა). ტანტრიზმი ესაა ვირა-ბჰავა და უზენაესი - დივია-ბჰავა. კაულამატა ესაა - დივია (ღვთიური). შაკტის (ღვთაებრივი ენერგიის) კულტი და სექსუალური იოგა არის მხოლოდ ტანტრიზმში. სხვა რელიგიებში არაა არც შაკტი, არც სექსუალური იოგა და არც სექსუალური მაგია. ტანტრიზმის გარდა ყველა სხვა რელიგია ძირითადად რეპრესიული ბუნებისაა და შეიცავს სექსოფობიას, ეროფობიას, ჰიმნოფობიას, ჰედონოფობიას და პურიტანულ აკრძალვებს, ცენზურას. ტანტრიზმში არაა ის ცენზურა და პურიტანიზმი + ვირგოფილია, რაც არის სხვა რელიგიებში. ამის გარდა ტანტრიზმში აქცენტი კეთდება არა მხოლოდ სექსუალური ენერგიის - კუნდალინის განვითარებაზე, არამედ უპიროვნო მსოფლიო სულის შეცნობაზე ანუ პანთეისტურ იდეალიზმზე. გველი კალის ბნელ ეპოქაში ტანტრიზმი დაკნინებულია და ადამიანთა უმეტესობა მონოთეისტურ ან პოლითეისტურ სწავლებებს მისდევს. გველი კალის ეპოქაში ასევე გაჩნდა დემონური ათეიზმი. ტანტრა ამბობს იმას, რასაც სხვა არცერთი რელიგია არ ამბობს, რომ ადამიანში არის ღვთაებრივი ბუნება და სექსუალური ენერგია არის ღვთაებრივი ენერგია, სექსი არაა "ცოდვა". ახლა დგას კალი-იუგა... ბოროტების ბნელი ეპოქა... და რელიგია განიცდის დეგრადაციას... ადამიანთა ცნობიერება განიცდის დეგრადაციას. ადამიანთა უმეტესობა არის მერკანტილური ეგოისტი და ამპარტავანი დემონი. მათ არ ესმით რა არის რელიგია და რა არის ღმერთი. მათი ცნობიერება გამრუდებულია. რომ ჰკითხო, თავი უაღრესად რელიგიური და ღვთისმოსავი ხალხი ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში უფალთან არაფერი აკავშირებთ. მათი მატერიალიზმი და ეგოიზმი არაფერ კავშირში არაა უფალთან. ასეთი ადამიანები ამრუდებენ და ამახინჯებენ რელიგიას, იწვევენ რელიგიური რწმენის და ცოდნის დეგრადირებას. თუ ადამიანი არის ეგოისტი და მერკანტილური, ის უფლისმიერი სულიერი კაცი ვერანაირად ვერ იქნება. ეგოისტური მატერიალიზმი სხვაა და სულიერი რწმენა სხვა. ბნელი ხალხი ერთმანეთში ურევს რუტინულ ეგოიზმს და უფლის რწმენას. ესაა დეგრადაციის გზა, სულიერი დეგრადაციისა და დეგენერაციის ე.ი. გადაგვარების გზა. დეგრადანტებს ჰგონიათ რომ უფალში არიან, მაგრამ სინამდვილეში ათეისტი დემონები არიან და მათი პირით სიტყვა ღმერთის ხსენება არის მკრეხელობა და ერესი, ღმერთის შეურაცჰყოფა. როგორ შეიძლება, რომ ეგოისტი მერკანტილისტი ამბობდეს, რომ უფალშია? დედამიწაზე მრავლად არიან დემონები, ცოფიანი დემონები და ეგოისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ რელიგიურები და ღვთისნიერები არიან, მაგრამ სინამდვილეში სულიერ სამყაროსთან არაფერი აქვთ საერთო. ქაჯები ამახინჯებენ სულიერ სწავლებებს და იყენებენ სიტყვა ღმერთს, როგორც მოდურ ბრენდს. ესაა უბრალოდ გოიმური მოდა, რომელსაც ჭეშმარიტ სულიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ისინი იყენებენ რელიგიას, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი ამპარტავნული ეგო და დატკბნენ საკუთარი თავით. ესენი არიან ამპარტავანი და ეგოისტი ნარცისები, დეგრადანტები და სულიერად ყრუ და ბრმა ბნელები. ადამიანი, რომელიც უარს აცხადებს მოყვასის დახმარებაზე, არის - დ ე მ ო ნ ი (ქაჯი). ეგოცენტრიკი ქაჯები ამახინჯებენ რელიგიას და მართავენ მსოფლიოს. მათ მხოლოდ ქონების მოხვეჭა აინტერესებთ და სხვა არაფერი, ჰგონიათ, რომ მოჩვენებითი ღვთისმოსავობით ადგილს დაიჯავშნიან ზეციურ სასუფეველში, მაგრამ სინამდვილეში თავიანთი ეგოიზმის გამო წუილ-წუილით წავლენ ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა უფსკრულებში, საიდანაც ვერასოდეს გამოვლენ. ინდუისტურ ტანტრიზმში ტანტრას ხელდასმას იძლევიან - უფალი შივა და დედაუფალი შაკტი, ტანტრების (ტანტრისტული ტექსტების) შემოქმედები, ზოგჯერ - უფალი ჰარი ვიშნუც. ბუდისტურ ტანტრიზმში ტანტრისტული ცოდნის მქადაგებელნი არიან - ადიბუდები, დჰიანაბუდები, დჰიანაბოდჰისატვები, არჰატები, იიდამები, დაკინი და დჰარმაპალები. ესენი ყველანი არიან ტანტრიზმის პირველწყაროები ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიებში. დაოსიზმში ტანტრისტული ცოდნის მქადაგებელნი არიან ჩინური ღვთაებები. ეს ნიშნავს იმას, რომ სამივე რელიგიაში: ინდუიზმშიც, ბუდიზმშიც და დაოსიზმშიც, ტანტრებს იძლევიან ღმერთები, ბუდები, ბოდჰისატვები და ა.შ. ძველ გურუებს (სულიერ მოძღვრებს) ხელდასმა (დიკშა) მისცეს ამ ღვთიურმა სულებმა (იშტა დევატებმა ე.ი. იიდამებმა და ა.შ.), თავისმხრივ ამ გურუებმა ცოდნა გადასცეს თავის მოწაფეებს და ა.შ. ამას ეწოდება - გურუ-პარამპარა. ესაა როცა ცოდნის გადაცემის ტრადიციული ჯაჭვი არ წყდება ანუ ცოდნა არის ავტორიტეტული. ესაა ავტორიტეტული ტრადიციული ტანტრა. ასეთი კლასიკური ტანტრა დაფუძნებულია ინდუისტურ, ბუდისტურ და დაოსურ ვედებზე, სუტრებზე, ტანტრებზე, ანუტარა-ტანტრებზე, უპანიშადებზე და ა.შ. ნებისმიერი სხვა "ტანტრა" არის დემონური დ ი ვ ე რ ს ი ა და ფალსიფიკაცია, შექმნილი დივერსანტი გამყალბებელი შარლატანების და მაიმუნების მიერ. ნებისმიერი სხვა "ტანტრა" ტრადიციული ინდუისტურ-ვედური, ბუდისტური და დაოსური ტანტრების გარდა, არის - გამრუდება და ერესი.