Search the Community
Showing results for tags 'ანტიქრისტე'.
-
ანტიქრისტე ან ცრუ მესია ქრისტიანობაში ზოგადად მოიაზრება, როგორც ბოროტების ფიგურა, რომელიც ცრუდ დაიწყებს მტკიცებას, რომ ქრისტეა (მესიაა). ტერმინი ანტიქრისტე გვხვდება ახალ აღთქმაში 5-ჯერ, 1 იოანესა და 2 იოანეში, ერთადერთხელ მრავლობით ფორმაში და 4-ჯერ მხოლობითში. იესოს, რომლის შესახებაც ქრისტიანებს სჯერათ, რომ არის ებრაელი მესია (ქრისტე), დედამიწაზე მეორედ მოსვლისას მოუწევს დაპირისპირება ანტიქრისტესთან, რომელიც,თავის მხრივ, მიიჩნევა ყველაზე დიდ ცრუ მესიად ქრისტიანობაში. ბერნარდ მაკგინის თანახმად: ისევე, როგორც ქრისტე არის მხსნელი და იდეალური მოდელი კაცობრიობისა, მისი ოპონენტიც იქნება ერთადერთი ფიგურა, რომელშიც კონცენტრირებული იწნება ბოროტება. ისლამურ ესქატოლოგიაში მასიჰ-ად-დაჯალი (المسيح الدجال) არის ანტი-მესიანური ფიგურა (ანტიქრისტეს ქრისტიანული კონცეფციის მსგავსი), რომელიც მოვა, რათა მოატყუოს კაცობრიობა, „ისას“ (როგორც ქრისტეა ცნობილი არაბულად მოლაპარაკე მუსლიმებისთვის) მეორედ მოსვლამდე. შუა საუკუნების არა-იურიდიული ებრაული ესქატოლოგიის ზოგიერთ სკოლაში, მსგავსი ანტი-მესიანური ფიგურა, ვაჟი ქალწულისა, არის არმილუსი: „მეფე, რომელიც გამოჩნდება დროის დასასრულს მესიის წინააღმდეგ და დამარცხდება მის მიერვე, მას შემდეგ, რაც უამრავ ტანჯვას მოუტანს ისრაელს“. ანტიქრისტეს კონცეპტი არ გვხვდება ტრადიციულ იუდაიზმში; თუმცა, შუა საუკუნეების დიასპორაში, მისი გარდაუვალი განადგურება მოთხრობილია, როგორც სიმბოლო სიკეთის საბოლოო გამარჯვებისა ბოროტებაზე მესიანურ პერიოდში. ინდუისტურ ესქატოლოგიაში ნათქვამია, რომ კალი-იუგაში, დეგრადაციის ეპოქაში მსოფლიოში გამეფდება დემონი კალი, რომელსაც დაამარცხებს და შემუსრავს უფალი ვიშნუს დამსჯელი ავატარა - კალკი.
-
ესაა ბრიტანელი მეცნიერი, ასტროფიზიკოსი – მეთ ტეილორი, რომელიც ფემინისტმა ფაშისტებმა არაფრის გამო გაანადგურეს სოციალურ დონეზე და "ბოდიშიც" კი მოახდევინეს, მაგრამ მაშინაც კი არ გაჩერდნენ. ფემინისტებმა ეს მეცნიერი დაღუპეს. მეთ ტეილორი არის ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი, რომლებმაც ზონდი დასვეს როზეტას კომეტის ზედაპირზე. ფემინისტებს არ მოეწონათ ის რომ მეთი ტელეეთერში გამოჩნდა ქალების ანიმირებული სურათებით მოხატული პერანგით და დაიწყეს ყვირილი. ფემინისტებმა იქამდე არ მოისვენეს სანამ ეს ადამიანი არ მოსპეს მორალურად და სოციო-ეკონომიკურად.