Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ანიმე'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 3 results

  1. მინდა ვუთხრა მორწმუნე ხალხს რომ ყველაზე საზარელი საიდუმლო ამოვხსენი და ახლა დაუყოვნებლივ გაგანდობთ; არის მრავალი რელიგია და არის ურჯულოება და ლიბერასტია, მორწმუნეები უკვე საუკუნეებია უფლის რწმენის ვცოცხლობთ, ზოგნი ვადიდებთ კრიშნას, ზოგნი ბუდას, ზოგნი ალლაჰს, ზოგნი იესო ნაზარეველს, ზოგნი კი საერთოდ უცხოპლანეტელ ელოჰიმებს, ყველას ჩვენ გულში და გონებაში გვაქვს უფლის რწმენა და ცოდნა, ჩვენ ვაღიარებთ სულიერ სამყაროს და სულიერ ძალებს და გვჯერა მაცხოვრის, გვჯერა ბჰაგავანი ბუდასი, გვჯერა ალლაჰის და გვჯერა უფალი კრიშნასი და ა.შ. იაპონელი შამანები, ინდუსი იოგები, ბუდისტი ლამები, ქრისტიანი ბერები, მუსულმანი იმამები, იუდეველი რაბინები, აფრიკელი შამანები და ნეოწარმართი მაგები... ყველანი ვადიდებთ სულიერ ძალებს და ვაღიარებთ რომ არის სულიერი სასუფეველი, ვიცით რომ არსებობს კარმა და ნირვანა, ვიცით რომ არის ჯოჯოხეთი და არის სული ან ვიჯნანა, ვიცით რომ არსებობენ უპა-დევები, ჯინები და ანგელოსები. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყველანი ვგრძნობთ სულიერ სიახლოვეს სულიერ ძალთა და ვაცნობიერებთ რომ არიან კეთილი და ბოროტი სულები, ვართ სულიერად დაბრმავებულნი და უფალს დაშორებულნი, რადგანაც მუდმივად ვებრძვით, ვპუტავთ და ვგლეჯთ ერთმანეთს დოგმატური განსხვავებების გამო და ურჯულო ეშმაკეულთა წისქვილზე ვასხამთ წყალს, დგას გვერდით ურჯულო, გვიყურებს მოჩხუბარ მორწმუნეებს და იცინის და თავისთვის ფიქრობს "ესენი ან დახოცავენ ერთმანეთს ან დაბეგვავენ გემრიელად, დასუსტდებიან და მერე კი მე მივალ, იოლად შევმუსრავ და საბოლოოდ დედამიწაზე მარტო მე დავრჩები". ნუ გგონიათ რომ ურჯულო ლიბერალისტები ქადაგებენ თანასწორობას, სიყვარულს და მშვიდობას, სანამ ჩვენ ერთმანეთს ალლაჰის, ბუდას, იესოს, კრიშნას და ა.შ. სახელით ვგლეჯთ და ვაგინებთ, ურჯულო ეშმაკეულნი დღითიდღე ძლიერდებიან და თავიანთ მზაკვრულ გეგმას წარმატებით ახორციელებენ. ურწმუნო სეკულარისტებს და ლიბერალისტებს აწყობთ "დაყავი და იბატონეს" პრინციპი მორწმუნეთა საზოგადოებაში, აწყობთ ჩვენი შუღლი და ისიც რომ რელიგია და სახელმწიფო განაცალკევონ ერთმანეთისგან, რატომ? იმიტომ რომ ურჯულონი ასე ცდილობენ დედამიწის რელიგიები და მათი მიმდევარი მორწმუნე ხალხი დაამარცხონ. ბევრი მორწმუნე ვერა ხედავს რომ ის სუპერეკუმენიზმი რაც სძულს და არ მოსდის თვალში, არის სწორედ ის სამაშველო რგოლი, რომელიც ურჯულოთა მიერ გაწამებულ და ნაჯიჯგნ წყალწაღებულ რელიგიურ საზოგადოებას ჯოჯოხეთური ურჯულოებისგან ერთხელ და სამუდამოდ იხსნის. დადგა კალი-იუგა და ბოროტმა სულებმა წაბილწეს ადამიანთა გულები და ტვინები. ისლამში მათ ჰქვიათ ჯინები, ეგვიპტურ რელიგიაში აფრიტები, იაპონიაში მაგაცუჰი, ინდურში ასურები, ბუდისტურში მარები და ქრისტიანულში ეშმაკები, არსი კი ერთია – ესენია ბნელი ძალები რომლებიც ურჯულოთა მიღმა დგანან და მიზნად აქვთ დასახული ერთიანი უფლის სიტყვის და რწმენის გაქრობა დედამიწიდან, რაც უკვე ხდება. ბერი პაისი ათონელი ამბობდა რომ ბოლო ჯამს ურჯულოება ძლევს უფლის სიტყვას და ცოცხალი ეშმაკები ადამიანთა შორის დაბინავდებიან, ხოლო მორწმუნე ხალხი ანტიქრისტესგან დევნილი იქნება. ურჯულო ლიბერალისტების და დარვინისტების მიერ რელიგიური ხალხების ერთმანეთთან შეჯახება ანტიქრისტეს გეგმის მზაკვრული ნაწილია. ანტიქრისტეს ანუ ანტიბუდას, მარა დევარაჯას, განზრახული აქვს გააქროს ყოველგვარი სულიერება დედამიწის ზედაპირიდან და დაეპატრონოს ხალხის გულსა და გონებას. ჩვენი მორწმუნე ხალხის ყველაზე მთავარი შეცდომა გახლავთ არა მხოლოდ ის რომ ვებრძვით ერთმანეთს, არამედ ისიც რომ ლგბტ ადამიანები და ანიმეს მოყვარულები გადავიმტერეთ ჩვენი მწარე და შტერი ენით. ჩვენ ცოდვილებად შევრაცხეთ ლგბტ ხალხი მხოლოდ იმიტომ რომ მათ სხვა ორიენტაცია აქვთ და ეშმაკეულ ხელოვნებად მოვნათლეთ იაპონური ანიმე და შედეგად მივიღეთ ურჯულოებისა და ანტიქრისტეს მანქანების კიდევ უფრო გაძლიერება. იმის მაგივრად რომ გველანძღა და ქვების სროლა დაგვეწყო ლგბტ თემისთვის და ანიმეშნიკებისთვის, სჯობდა მათთვის დაგვენახებინა ჩვენი ეკუმენისტური ერთსულოვნება და უფლის სიყვარული და სიბრძნე. ანიმე არაა ანტიქრისტესგან ძვირფასო სულის ხალხო და არც ლგბტ ადამიანები სცოდავენ, ეს ჩვენ შევცდით და ამითი ურჯულოების საშინელი მანქანა კიდევ უფრო გავაძლიერეთ. რას აკეთებთ უფლის ხალხებო? ერთმანეთს პუტავთ ბუდას, ალლაჰის, იესოს და კრიშნას სახელით? ნუთუ არ გესმით რომ უღვთოთა ლაშქარს ამითი კიდევ უფრო მატებთ ეშმაკეულ ძალებს და აახლოვებთ უფლის რწმენის აღსასრულს დედამიწაზე? ნუთუ არ იცით რომ უფალი ერთია, მაგრამ გააჩნია ურიცხვი სულიერი და ხორციელი ფორმები და ჰიპოსტასები? შეიცანით რომ ყველა რელიგიის ყველა უფალი სინამდვილეში ერთი დიადი ღვთიური სულია და რომ ჩვენ ყველანი სულისა და რწმენისმიერი ცოდნის გზით მივდივართ ერთი უფლისკენ და მაშინ დასუსტდება ლიბერალისტურ-დარვინისტული ურჯულოების მანქანა და უფლის რწმენა აღორძინდება. ნუ ებრძვით ნურც ხელოვნებას და ნურც სექსუალურ ენერგიას და ნურც ერთმანეთის რწმენას, ამით კიდევ უფრო აახლოვებთ ანტიქრისტეს ეპოქას, როცა სიტყვა ღვთისა საერთოდ აღიგვება პირისაგან მიწისა და ყველა ადამიანი ურჯულო გვამი გახდება, ეშმაკის მარიონეტი. უფოლოგებიც კი უფლის მხარეს იბრძვიან და მის საქმეს აკეთებენ რადგან აღიარებენ სხვა რასების არსებობას კოსმოსში და სცნობენ სხვა სამყაროთა რეალურობას. ზოგისთვის უცხოპლანეტელი ზოგისთვის კი ანგელოზი, არსი კი ერთია. დადგა დრო გავერთიანდეთ მორწმუნეები ყველა რელიგიისა, ბუდიზმით დაწყებული ქრისტიანობით დამთავრებული და ერთიანი ძალებით შევმუსროთ რწმენის და სულიერი ცოდნის მტრები. ჩვენ შევძლებთ ერთად დავამარცხოთ ანტიქრისტეს და ანტიბუდას ეშნაკეული მანქანა რწმენის ფარით და ცოდნის მახვილით. დაე ჩვენთან იყოს კოსმიური უფალი. ამინ.
  2. ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად. სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობითსარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიკული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური “კომიქსის” — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVDდისკებით. ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე.[1] პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე.[2] თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.[3] თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.[4] წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში. ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ანიმე ბავშვებისათვის (ჟანრი კოდომო) — ანიმე მის პირველად ფორმაში, ასევე უფრო რთული და სერიოზული ნაწარმოები, რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს აუდიტორიაზე (ჟანრები: შიონენი — ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო — ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა გამოყოფილი ჰენტაი — პორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი განხრები — იური დაიაოი, რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ეროტიული ელემენტების გარეშეც) მამაკაცებსა და ქალების შორის ურთიერთობებზე. アニメーション (ɑnime:ɕoɴ) — კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ესინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation“-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა. ხშირად იგი შემოკლებულად ჩაიწერება როგორც アニメ (ɑnime), და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემოკლება, ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვის სრული ფორმა. ტერმინ „ანიმეს“ განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით და იგი ნებისმიერი ანიმირებული ფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში, ის უმთავრესად მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის“ ფილმებს. რუსული საინფორმაციო მონაცემთა ბაზა და ანიმეს მოყვარულ დუბლიორთა (გამხმოვანებელთა) გაერთიანება AniDuB სიტყვა „ანიმე“-ს ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია. იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან უპირველეს ყოვლისა სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება [5]. ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი. ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში„მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი. ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როდესაც ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ. როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ. ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა. ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა „თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერსონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბრძოლისას ისმის). მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპონური სახელით „სეიუ“ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია თავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიუ, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ამასთან მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმის „სახე“. ანიმე და მანგა ტრადიციულად კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ გამოიყენება: აუდიტორიის მიხედვითკოდომო (იაპ.子供, Kodomo) — ანიმე ბავშვებისათვის. მაგალითად: Pokemon, Doraemon. სეინენ (იაპ.青年, Seinen) — ანიმე მამაკაცებისათვის. მაგალითად: Cowboy Bebop. Maison Ikkoku. შიონენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece. შოუჯო (იაპ.少女, Shōjo) — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Fruits Basket, Kare Kano. ჯოსეი (იაპ.女性, Josei) — ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA, Nodame Cantabilie. თემატიკის მიხედვითბიშიონენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood. ბიშოუჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth. მაქო–შოუჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha. მაქო–შოუნენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, ამ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho. მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion. სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009. სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go. ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როდესაც მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi. რომანტიკული ჟანრებიეჩჩი (იაპ.エッチ, ecchi) — ეროთიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master. იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane ga nai, Sensitive Pornograph. იური (იაპ.百合, Yuri) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Strawberry Panic!. შიონენ–აი (იაპ.少年愛, Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless. შოუჯო–აი (იაპ.少女愛, Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami to Bōshi to Hon no Tabibito. ჰენტაი (იაპ.変態 ან へんたい, Hentai) — იაპონურად „გარყვნილს“ ნიშნავს და პორნოგრაფიული ანიმეს აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად: Bible Black, Immoral Sisters. რუსეთში ანიმე საკმაოდ პოპულარულია. რუსულ ინტერნეტსივრცეში არიან ისეთი პოპულარული ანიმე-ვიდეობლოგერები, როგორებიცაა: დიმიტრი კესიდოვი, კირილ სოეროვი, დიმიტრი ბუდანცევი იგივე „ერინანტი“ და ა.შ. რუსეთში არის რამოდენიმე ჯგუფი რომლებიც დაკავებულნი არიან ანიმეს სამოყვარულო დუბლირებით, ესენია: ANIDUB, ANILIBRIA, ANIMEDIA, ANISTAR, ANIMANIA და ა.შ. ანიმე დუბლიორები რუსული სტუდიიდან – „ANIDUB“: მოდით განვიხილოთ იაპონური ანიმაციური ინდუსტრიის ერთ-ერთი პროდუქტი: ანიმე როსარიო + ვამპირი. როსარიო + ვამპირი ესაა ფენტეზის და ეროტიკის ჟანრის მშვენიერი ანიმე, რომელშიც მრავალი კოლორიტული, სასიამოვნო და საინტერესო პერსონაჟია. ეს პერსონაჟებია: ჯოჯოხეთის პირველი ლორდი, სუფთა სისხლის სუპერვამპირი – სიუძენი, ჯოჯოხეთის მეორე ლორდი, დემონების სკოლის დირექტორი – ტემმეია მიკოგამი, ჯოჯოხეთის მესამე ლორდი, სკოლის ავტობუსის იდუმალებით მოსილი მძღოლი, სიუძენის ქალიშვილი – აკაშია მოკა, სიუძენის კიდევ ერთი ასული – შუზენ კოკოა და კიდევ 2 სხვა ქალიშვილი, თინეიჯერი თოვლის დედოფალი – შირაიუკი მიზორე და მისი დედა – შირაიუკი ცურარა, ახალგაზრდა სუკუბი – კურუნო კურუმო, კურუმოს დედა, მიზორეს მამა, ახალგაზრდა ჯადოქარი გოგონა – ზენდო იუკარი, მისი დედ-მამა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ჯადოქარი გოგო – ტოჯო რუბი, მთავარი პერსონაჟი – აონო ცუკუნე; ახალგაზრდა ყმაწვილი ადამიანთა რასიდან, მისი დედა – აონო კაზუმი, მისი მამა, მისი ბიძაშვილი ანუ კუზინა – კიოკო, ჟურნალისტიკის კლუბის ლიდერი, მაქცია – მორიოკო გინეი, დისციპლინარული კომიტეტის წევრები, მათემატიკის მასწავლებელი – კაგომე რირიკო, რომელიც არის ლამია ანუ ქალი-გველი, მანიაკალური მიდრეკილებების მქონე ფიზკულტურის მასწავლებელი – კოცუბო და რაღა თქმა უნდა მხიარული, ნაზი, ოდნავ მოლენჩო, მაგრამ კეთილი და ჭკვიანი კატა-ქალი ანუ ნეკომატე – ნეკონომე შინჯიუკო, რომელიც ლიტერატურას ასწავლის დემონთა სკოლაში (კოლეჯში) და აგრეთვე, მოკას, მიზორეს, კურუმოს, ცუკუნეს და იუკარის კლასის დამრიგებელიცაა. ამ ანიმეში მთავარი იდეა ასეთია: არიან დემონები ე.ი. „იოკაები“ და ადამიანები, არის დემონთა სამყარო სადაც ცხოვრობენ დემონები და ადამიანთა სამყარო სადაც – ადამიანები, მაგრამ დემონები შიგადაშიგ გადადიან ადამიანთა სამყაროში და იქ შენიღბულად ცხოვრობენ. ადამიანთა შორის მშვიდ ცხოვრებას და ასევე ადამიანურ მეცნიერებებს ახალგაზრდა დემონებსა და დემონესებს ასწავლიან დემონთა სამყაროში მდებარე სკოლაში ანუ „იოკაი გაკუენში“. დემონთა და ადამიანთა სამყაროები გამიჯნულნი არიან, თუმცაღა დაკავშირებულნი ერთმანეთთან საიდუმლო გვირაბით, რომელსაც იყენებენ ორ სამყაროში გადაადგილებისთვის დემონები. ორ სამყაროს ერთმანეთისგან ჰყოფს მაგიური ამულეტი ჯვრის ფორმით, რომელიც მოთავსებულია საიდუმლო ოთახში, საიდუმლო პიედისტალზე დემონთა სკოლაში, ეს ამულეტი სიუძენის მიერ არის შექმნილი, მის მიერვეა შექმნილი მეორე ამულეტი რომელიც მის ქალიშვილს – მოკას გულზე ჰკიდია და ესაა ყველაზე საინტერესო! ეს ამულეტი 10 წლის ასაკში გაუკეთეს მოკას, როცა მისი ადამიანთა სამყაროში მცხოვრებ დედასთან – აკაშია ბლადრივერთან გაგზავნა გადაწყვიტეს. ამულეტმა გამოიწვია იმგვარი ფორმის პიროვნების გაორება, რომ ფროიდს და იუნგს შეშურდებოდათ! როცა ამას უყურებ ფროიდი და იუნგი რომ არ გაგახსენდეს არ შეიძლება! გოგონაში არის ორი არქეტიპი, ორი პიროვნება: 1) თეთრთმიანი, დიდ ფორმებიანი, უხეში და ძლიერი, აქტიური მაჟორული ბუნების მოკა და 2) ვარდისფერთმიანი, შედარებით პატარა ფორმების, ნაზი და სუსტი, პასიური მინორული ბუნების მოკა. როგორც აღმოჩნდა სკოლის დირექტორმა (მეორე ლორდმა – მიკოგამიმ) გადაწყვიტა ადამიანთა და დემონთა დამეგობრება და ახალგაზრდა ვაჟიშვილს – აონო ცუკუნეს, რომელმაც ზედა კლასებში გადასასვლელ გამოცდაზე დაბალი ნიშნები მიიღო და ამის გამო სკოლის გარეთ დარჩენა ელოდა, მისცა საშუალება არა მხოლოდ ჩარიცხულიყო მის სკოლაში, არამედ გადაელახა კიდეც მაგიური ბარიერი (სპეციალურად ადამიანთა საწინააღმდეგოდ დაყენებული). დირექტორმა სპეციალურად დაუგდო ცხვირწინ ღამით ქუჩაში მოსეირნე ცუკუნეს სასოწარკვეთილ მამას სკოლაში ჩარიცხვის ბლანკი! ცუკუნეს უბრალოდ მისი შევსებაღა ჰქონდა დარჩენილი და მორჩა! სკოლის პირველივე დღეს ცუკუნე შეხვდა მოკას და შეიტყო რომ სკოლა დემონებს ეკუთვნოდათ და გაიქცეოდა კიდეც იქიდან დაზაფრული, რომ არა მისი კეთილი გული, რომლის გამოც გადაწყვიტა განსაცდელში ჩავარდნილი მოკას გადარჩენა გაავებული თანაკლასელისგან, რომელსაც ერქვა კომია საიზო და გახლდათ – ოგრი... საბოლოო ჯამში აღიარა რა ცუკუნემ რომ მთელი გულით შეიყვარა მოკა, გოგონას მოხსნა ამულეტი ე.ი. მედალიონი, რომლის მოხსნაც მხოლოდ იმას შეეძლო ვინც მოკას ჭეშმარიტად შეიყვარებდა და მოკას გამოფხიზლებულმა მეორე მემ იქით იხსნა დალეწილი ცუკუნე! (ჰი-ჰი...) შემდეგ ცუკუნე შეხვდა კურომოს, იუკარის, მიზორეს და რუბის და ისინიც შეუყვარდა, რის გამოც გოგონები მუდამ ერთმანეთთან საქმეებს არჩევენ, თუ ვისია რეალურად ცუკუნე, ცუკუნე კი ვერ ან არ ირჩევს მათგან ერთს. მოკას მამა თავის ქალიშვილს თვალს არ აცილებდა და მაგიის დახმარებით აკვირდებოდა და ამას გარდა მასთან ენა დირექტორსაც მიჰქონდა. მოკა და დანარჩენი გოგონები მთელი 26 სერიის მანძილზე სულ ცუკუნეს გადარჩენით არიან დაკავებული, ხოლო ცუკუნე თავის მხრივ მადლიერია, მაგრამ თავს არასრულფასოვან მამაკაცად გრძნობს ამის გამო. ცუკუნე გოგონებს ძალიან უყვართ, რადგანაც ბიჭმა ისინი თავის დროზე იხსნა განსაცდელისგან და დეპრესიიდან გამოიყვანა. ამგვარად ცუკუნეს გარშემო იქმნება – დემონური ჰარემი. ანიმე ესაა იაპონური ანიმაცია. ანიმეს გააჩნია არც მეტი არც ნაკლები 36 ჟანრი, მათ შორის – ჰენტაი ანუ პორნოგრაფია. ანიმეს გრაფიკა, მუსიკალური გაფორმება და სიუჟეტური სტრუქტურა არის არა მხოლოდ განსხვავებული თავისი დასავლური ანალოგებისგან, არამედ ბევრად უფრო მაღალი დონის. მრავალი ანიმეს გრაფიკა, სიუჟეტი და საუნდტრეკი ბევრად უფრო დახვეწილი და ლამაზია ვიდრე ამერიკული და ევროპული ფილმებისა და მულტიპლიკაციებისა. ანიმეს ჰყავს ორი მტერი: 1) გარეგანი მტერი და 2) შინაგანი მტერი. ანიმეს გარეგანი მტრები ძირითადად იყენებენ რამოდენიმე დეგენერატულ და ნონსენსურ „არგუმენტს“, უყვართ დემაგოგობა და სოფისტიკა, მათ ახასიათებთ ანიმეში არსებული: 1) ეპიკური ბატალიების, 2) ეროტიზმის და 3) რობოტექნოლოგიების, ისტერიულ-პანიკური უაზრო და გაურკვეველი სიძულვილი (სერიოზულად, მართლაც გაუგებარია ჩემთვის რატომ აქვთ ალერგია ეროტიზმზე, რობოტებზე და ეპიკურ ბრძოლებზე!? რა არის ამ სამ თემაში ასეთი „ცუდი“ და „შემაძრწუნებელი“??!). გარეგან მტრებს აქვთ 3 ფუნდამენტური იდიოტური ფსევდოარგუმენტი: 1) თითქოსდა ანიმე მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი პრიმიტიული თამაშობებია, მაგრამ ამ „არგუმენტს“ აბათილებს ანიმეში ეროტიზმის, პორნოგრაფიის, სისხლიანი ბატალიებისა და რთული ფილოსოფიურ-მეცნიერული კონცეფციების არსებობა, 2) თითქოსდა ანიმე არის გარყვნილებისა და ამორალური უზნეობის კარნავალი, მაგრამ ამ „არგუმენტსაც“ აბათილებს ის, რომ ეროტიზმი და პორნოგრაფია დედამიწაზე მილიონობით ადამიანს უყვარს რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ეს ორი ჟანრი არ წარმოადგენს ბოროტებას და მათში არაფერია ამორალური, სექსუალურობა და ვნებით ჰედონისტური ტკბობა არის ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტები, არის ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი და ზომიერების ფარგლებში სავსებით დასაშვებია. რაღა თქმა უნდა ეროტიულ-პორნოგრაფიული სცენები არაა განკუთვნილი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ამ თემაზე სპეკულაციები დებილიზმია. 3) თითქოსდა ანიმეს პერსონაჟების დიდი თვალები არაესთეტიკურია, მაგრამ ამ ფსევდოარგუმენტსაც აბათილებს მარტივი კონტრარგუმენტი – ეს უბრალოდ მხატვრული გადაწყვეტაა, რომელიც მილიონობით ადამიანს მოსწონს, ამას გარდა ამ მხატვრულ სტილს აქვს არსებობის უფლება თუ მივუდგებით ამას ნეოლიბერალიზმის პოზიციიდან. ანიმეს შინაგან მტრებსაც თავიანთი პოხონდრიები და კაპრიზები აქვთ, მათი ზოგიერთი ხუშტური და ახირება ემთხვევა ანიმეს გარეგანი მტრების მარაზმულ იდეებს. ანიმეს შინაგანი მტრები ესენი არიან – ფსევდოანიმეშნიკები ანუ ფსევდოანიმემოყვარულნი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დებილურად ამოჩემებული აქვთ ერთი ან ორი კონკრეტული ჟანრი (არიან რა ტენდენციურნი), ხოლო ყველა დანარჩენზე ალერგია აქვთ და საკმარისია უხსენო რაიმე მათთვის არმოსაწონი, რომ ათსართულიან ლანძღვა-გინებას და დაცინვას გაჯახებენ და ისე გაგტროლავენ, რომ ადამიანს სიკვდილი მოგინდება, აი ამგვარი აგრესიით არიან შეპყრობილი და რომ უთხრა პირში აგრესიული ხარო არც კი აღიარებენ არამედ პირიქით იქით დაგდებენ ბრალს როგორც აგრესიულობაში ასევე სილენჩესა და „გაფუჭებულობაში“!!! ასეთებს არ მიაჩნიათ ანიმეს ლეგიტიმურ და ლეგალურ ჟანრებად ეროტიზმი (ეჩი) და პორნოგრაფია (ჰენტაი) და აქვთ რა შეზღუდული და ვიწრო „აზროვნება“, მზად არიან კუბოში ჩაგმარხონ თუ ეროტიზმი ან სექსი ახსენე!!! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ესენი არიან ტვინნაღრძობი დარეხვილი სექსოფობები, ბილწი მორალისტები, რომლებიც
  3. ანიმე ესაა იაპონური ანიმაცია. ანიმეს გააჩნია არც მეტი არც ნაკლები 36 ჟანრი, მათ შორის – ჰენტაი ანუ პორნოგრაფია. ანიმეს გრაფიკა, მუსიკალური გაფორმება და სიუჟეტური სტრუქტურა არის არა მხოლოდ განსხვავებული თავისი დასავლური ანალოგებისგან, არამედ ბევრად უფრო მაღალი დონის. მრავალი ანიმეს გრაფიკა, სიუჟეტი და საუნდტრეკი ბევრად უფრო დახვეწილი და ლამაზია ვიდრე ამერიკული და ევროპული ფილმებისა და მულტიპლიკაციებისა. ანიმეს ჰყავს ორი მტერი: 1) გარეგანი მტერი და 2) შინაგანი მტერი. ანიმეს გარეგანი მტრები ძირითადად იყენებენ რამოდენიმე დეგენერატულ და ნონსენსურ „არგუმენტს“, უყვართ დემაგოგობა და სოფისტიკა, მათ ახასიათებთ ანიმეში არსებული: 1) ეპიკური ბატალიების, 2) ეროტიზმის და 3) რობოტექნოლოგიების, ისტერიულ-პანიკური უაზრო და გაურკვეველი სიძულვილი (სერიოზულად, მართლაც გაუგებარია ჩემთვის რატომ აქვთ ალერგია ეროტიზმზე, რობოტებზე და ეპიკურ ბრძოლებზე!? რა არის ამ სამ თემაში ასეთი „ცუდი“ და „შემაძრწუნებელი“??!). გარეგან მტრებს აქვთ 3 ფუნდამენტური იდიოტური ფსევდოარგუმენტი: 1) თითქოსდა ანიმე მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი პრიმიტიული თამაშობებია, მაგრამ ამ „არგუმენტს“ აბათილებს ანიმეში ეროტიზმის, პორნოგრაფიის, სისხლიანი ბატალიებისა და რთული ფილოსოფიურ-მეცნიერული კონცეფციების არსებობა, 2) თითქოსდა ანიმე არის გარყვნილებისა და ამორალური უზნეობის კარნავალი, მაგრამ ამ „არგუმენტსაც“ აბათილებს ის, რომ ეროტიზმი და პორნოგრაფია დედამიწაზე მილიონობით ადამიანს უყვარს რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ეს ორი ჟანრი არ წარმოადგენს ბოროტებას და მათში არაფერია ამორალური, სექსუალურობა და ვნებით ჰედონისტური ტკბობა არის ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტები, არის ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი და ზომიერების ფარგლებში სავსებით დასაშვებია. რაღა თქმა უნდა ეროტიულ-პორნოგრაფიული სცენები არაა განკუთვნილი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ამ თემაზე სპეკულაციები დებილიზმია. 3) თითქოსდა ანიმეს პერსონაჟების დიდი თვალები არაესთეტიკურია, მაგრამ ამ ფსევდოარგუმენტსაც აბათილებს მარტივი კონტრარგუმენტი – ეს უბრალოდ მხატვრული გადაწყვეტაა, რომელიც მილიონობით ადამიანს მოსწონს, ამას გარდა ამ მხატვრულ სტილს აქვს არსებობის უფლება თუ მივუდგებით ამას ნეოლიბერალიზმის პოზიციიდან. ანიმეს შინაგან მტრებსაც თავიანთი პოხონდრიები და კაპრიზები აქვთ, მათი ზოგიერთი ხუშტური და ახირება ემთხვევა ანიმეს გარეგანი მტრების მარაზმულ იდეებს. ანიმეს შინაგანი მტრები ესენი არიან – ფსევდოანიმეშნიკები ანუ ფსევდოანიმემოყვარულნი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დიბილურად ამოჩემებული აქვთ ერთი ან ორი კონკრეტული ჟანრი (არიან რა ტენდენციურნი), ხოლო ყველა დანარჩენზე ალერგია აქვთ და საკმარისია უხსენო რაიმე მათთვის არმოსაწონი, რომ ათსართულიან ლანძღვა-გინებას და დაცინვას გაჯახებენ და ისე გაგტროლავენ, რომ ადამიანს სიკვდილი მოგინდება, აი ამგვარი აგრესიით არიან შეპურობილი და რომ უთხრა პირში აგრესიული ხარო არც კი აღიარებენ არამედ პირიქით იქით დაგდებენ ბრალს როგორც აგრესიულობაში ასევე სილენჩესა და „გაფუჭებულობაში“!!! ასეთებს არ მიაჩნიათ ანიმეს ლეგიტიმურ და ლეგალურ ჟანრებად ეროტიზმი (ეჩი) და პორნოგრაფია (ჰენტაი) და აქვთ რა შეზღუდული და ვიწრო „აზროვნება“, მზად არიან კუბოში ჩაგმარხონ თუ ეროტიზმი ან სექსი ახსენე!!! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ესენი არიან ტვინნაღრძობი დარეხვილი სექსოფობები, ბილწი მორალისტები, რომლებიც მორალზე გაჰყვირიან ან არადა თუ რეალურ სიცოცხლეში არა, ფარულ ინდივიდუალურ არაცნობიერში მაინც იმაზე მილიონჯერ უფრო „გარყვნილნი“ არიან ვიდრე ისინი ვისაც უღრენენ „მორალის“ და „ზნეობის“ სახელით!!!
×
×
  • შექმენი...