http://geurasia.org/news/qarthveli-muslimebi-azizies-mechethis-winaagdmeg/ მედიანიუსის“ ინფორმაციით, აჭარაში მცხოვრებ მუსლიმთა ნაწილი ბათუმში სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგება.ეს განცხადება მუსლიმანთა საზოგადოების მრევლმა დღეს გაზეთ „აჭარა პ.ს“-ის ოფისში გააკეთა. თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მეჩეთის მშენებლობის საკითხი მუსლიმანური სამყაროს მრევლმა უნდა გადაწყვიტოს და არა ორმა სახელმწიფომ, – იუწყება „TV25“. მუსლიმთა საზოგადოების ნაწილი აჭარის მამულიშვილთა კავშირის მიმართვას უერთდება. საინიციატივო ჯგუფში 50 კაცია გაერთიანებული. მათ აზიზიეს მეჩეთის აგების საწინააღმდეგოდ 150 ხელმოწერა შეაგროვეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესიების რესტავრაციის სანაცვლოდ თურქულმა მხარემ საქართველოში რამდენიმე მეჩეთს რესტავრაცია უნდა ჩაუტაროს, ბათუმში კი სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთი ააშენოს. მოლაპარაკებები უკვე ერთი წელია გრძელდება.