ავალოკიტეშვარა (მოწყალების და თანაგრძნობის უფალი, უფალი ზედამხედველი და მეთვალყურე) — ბუდისტურ მითოლოგიაში უსასრულო თანაგრძნობის ბოდჰისატვა. ავალოკიტეშვარა ამ საუკუნის ბოდჰისატვაა. ხშირად იგი გამოისახებოდა როგორც ლამაზი მამაკაცი რამდენიმე ხელით და თავით. ერთ-ერთი მითის თანახმად, ავალოკიტეშვარას არ შეეძლო ეცქირა ადამიანთა ტანჯვისათვის და მისი გული გაიხლიჩა. ამიტაბჰამ, რომლისგანაც შეიქმნა ავალოკიტეშვარა, შეაგროვა მისი გულის ნამცეცები და ახალი 9 თავი გაუკეთა. მას ადამიანთა დახმარება ისე სურდა, რომ ათასი ხელი გამოუვიდა, ხოლო ყველა ხელში - თვალი. ჩინეთში ავალოკიტეშვარა ტრანსფორმირდა ქალღმერთ კვან-ინში, იაპონიაში - კანონად, ინდუიზმში კი იგი შეიძლება ჩავთვალოთ განეშად, შივად ან ვიშნუდ. ტიბეტურად მას ეწოდება "ჩენრეზიგ". ითვლება ტიბეტელთა მითიურ წინაპრად. ავალოკიტეშვარა შეუღლდა მთის დემონ ქალთან და შვა ტიბეტელები.