Search the Community
Showing results for tags '`news.ge`'.
-
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 1 მარტის გრიგორი კარასანინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში შეიმჩნევა პოზიტიური ძვრები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა, ასევე საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრა და დავოსში ბიძინა ივანიშვილის და დმიტრი მედვედევის რამდენიმეწუთიანი შეხვერა, დადებითი ძვრების კარგი მაგალითია. განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 მარტს პრაღაში გამართულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრაზე რამდენიმე თემაზე ისაუბრეს. მათ შორის, ვიზების გაცემის გამარტივებაზე, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და ზემო ლარსისა და ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტების კვლავ ამოქმედებაზე. მოლაპარაკებების დროს, ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში არ განიხილება ის თემები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების კომპეტენციაში შედის. შესაბამისად, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი თავის აქტუალურობასა და მნიშვნელობას არ კარგავს. ასევე, საუბარი შეეხო 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ორივე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტები დაუკავშირდებიან ერთმანეთს. შემდეგი შეხვედრა მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისშია დაგეგმილი. რაა დადებითი??? კრემლი, რა დადებითი გააკეთა???