Search the Community
Showing results for tags '#უცხოეთი'.
-
ინტერპოლის ყოფილ შეფს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს
PLANETA_INFO posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ჩინეთის ქალაქ ტიანცზინის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ შეფს მენ ჰუნვეის, კორუფციისა და თანამდებობის პირადი მიზნებით გამოყენების გამო, 13 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის გარდა, სასამართლომ მას 2 მილიონი იუანის ოდენობით, ჯარიმის გადახდაც დააკისრა. ბრალდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება არა აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ტიანცზინის საქალაქო სასამართლომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მენ ჰუნვეიმ აღიარა, რომ 2005-2017 წლებში, ქრთამის სახით 14, 5 მილიონი იუანი (2 175 000 აშშ დოლარი) აიღო. 2004 წლიდან მენი ინტერპოლის ჩინეთის განყოფილების მეთაური იყო, ხოლო 2016 წელს მთელი ორგანიზაციის შეფი გახდა. მის უფლებამოსილებას ვადა 2020 წელს უნდა ამოწურვოდა. მენ ჰუნვეის დაკავების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩინეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე, რომელიც კომუნისტური პარტიის რიგებიდანაც გარიცხეს. შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი მეთაური 2018 წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიკარგა, რაც საფრანგეთში მდებარე ინტერპოლის მთავრი ბაზიდან ჩინეთში ჩაფრინდა. მისმა მეუღლემ, გრეის მენმა ქმრის დაკარგვის შესახებ განაცხადა და მისგან ბოლოს მიღებული შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც მენი წერდა, დალოდებოდა მის ზარს და უგზავნიდა ხმლის გამოსახულებიან ეგრეთწოდებულ ,,სმაილს“, რაც ხიფათზე მიანიშნებდა. მეუღლე აცხადებდა, რომ არ იცოდა, სად იმყოფებოდა ან რა დაემართა მის ქმარს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. მოგვიანებით ჩინეთის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ მენ ჰუნვეი კანონის დარღვევის გამო დააკავეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა ინტერპოლის მეთაურის პოსტიდან მისი გადადგომის შესახებაც. მენ ჰუნვეის შემდეგ ორგანიზაციის ახალი შეფი სამხრეთ კორეელი კიმ იონგ იანი გახდა. მენის გაუჩინარების დღიდან ჩინეთის მედიასაშუიელებებმა მისი შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყეს. წერდნენ, რომ მენი თანამდებობას პირადი გამორჩენის მიზნით იყენებდა, სარგებლობდა რა თავისი ავტორიტეტით და ეძებდა სამსახურს საკუთარი ცოლისთვის. -
,,უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგ-737-ის ბორტზე, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანიდან უკრაინისკენ მიემართებოდა, სულ 169 მგზავრი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან ორი რეგისტრაციაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, ისინი თვითმფრინაბში არ ასულან. ამის შესახებ, კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ,,რაც შეეხებათ დიპლომატებსა და სხვა პირებს, ვინც დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა იქ, შეგვიძლია მოგაწოდოთ მხოლოდ ეს ინფორმაცია: ჩვენ ხელთ გავქვს ამ რეისის მგზავრთა სია, სადაც 169 ადამიანია რეგისტრირებული, რომელთაგან ორი თვითმფრინავის ბორტზე არ ასულა.“ - აღნიშნა დანილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი აცხადებს, ტრაგედიის დეტალები ირკვევა და მგზავრთა სიაც მალე გამოქვეყნდება. ,,მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვინმეს ვინაობის გაგება. მომხდარის მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენ არ გვინდა, სხვადასხვა ვერსია გავავრცელოთ მანამდე, ვიდრე გამოძიება ოფიციალურ მიზეზს არ გამოაქვეყნებს.“ - თქვა გონჩარუკმა. მან აღნიშნა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში უკრაინული ავიახაზების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს მიიღეს, რადგან აქამდე ამის წინა პირობა არ არსებობდა. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 8 იანვარს, თეირანის დროით, დილის 6 საათზე თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მალევე ავიაკატასტროფა განიცადა ,,უკარინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბოლო მონაცემებით, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. მგზავრთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
-
ავსტრალიის ტყეებში გავრცელებული ცეცხლის კვამლმა ბრაზილიამდეც მიაღწია
PLANETA_INFO posted a blog entry in სიახლეები პლანეტაზე
ავსტრალიის ტყეებში მძვინვარე ხანძრის კვამლი წყნარ ოკეანეს გასცდა, სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია და ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიაში არსებული კერძო მეტეოროლოგიური კომპანია MetSul-ი ავრცელებს. ადრე იუწყებოდნენ, რომ ხანძრის კვამლმა ჩილესა და არგენტინამდეც მიაღწია და მისი დანახვა ჩილეს თითქმის ყველა ცენტრალური და სამხრეთით მდებარე ქალაქებიდან შეიძლებოდა. ,,ავსტრალიის ხანძრებისგან გამოწვეული კვამლი, რომელიც ატმოსფეროს უერთდება, ამ დილით ბრაზილიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლივრამენტოს ცაზე (რიო გრანდე დო სოლის შტატი) რუხ ფერად შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცაზე ღრუბელი არ იყო.“ - ნათქვამია MetSul-ის მიერ სოცისლურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, კვამლის მცირე კონცენტრაცია აღნიშნული შტატის სამხრეთ-დასავლეთით, ურუგვაის საზღვართანაც შეიმჩნევა. კომპანია აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთvის საშიში რისკი არ არსებობს, რადგან კვამლი საკმაო სიმაღლეზეა და ჰაერის ხარისხზე გავლენას ვერ ახდენს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი, რომლის ლოკალიზებასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ, უკვე, რამდენიმე თვეა მძვინვარებს. არსებული მონაცემებით ცეცხლმა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიწვა ათასობით საცხოვრებელი სახლი და განადგურდა მილიონობით ცხოველი და ფრინველი. ზოგიერთ ადგილას ხანძარი ისეთი სიმძლავრისაა და კვამლიც ისეთი სქელი, რომ საჰაერო გზებით მათი ჩაქრობა შეუძლებელი ხდება. ძლიერი ხანძრების გამო, ავსტრალიის სხვადასხვა რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.