Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'პოლიტიკა და საზოგადოება'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

  1. "უდიადეს ოთხკუთხედს კუთხეები არ უჩანს", ამბობს ლაო ძი, რაც ნიშავს, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი სურათის დანახვა ძნელია. საქართველოს მომავლის სურათი დღეს ასეთია – ან ვიბრძვით ევროატლანტიკური მომავლისთვის, რაც ნიშნავს დემოკრატიას, ძლიერ სახელმწიფოს, კეთილდღეობას და თავისუფლებას, ან ვბრუნდებით რუსულ სივრცეში, სადაც გველის უპერსპექტივობა, არშემდგარი სახელმწიფო, კორუფცია და დანაშაულებრივი სამყარო. დღეს შესაძლოა ეს სურათი თვალნათლივ არ ჩანს და ამგვარი შეფასება საზოგადოების ნაწილმა გადამეტებულადაც მიიჩნიოს. თუმცა როცა შედეგი დგება, მიზეზების განსჯა უკვე გვიანია ხოლმე. საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კურსი უცვლელია – პრემიერ მინისტრის თქმით, ავღანეთში მომხდარი ტრაგედია საქართველოს ვერ გატეხავს და შეაშინებს, რამდენიმე კვირაში თბილისი ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს მასპინძლობს, ნატოს გენერალური მდივანი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება კი თითქოს ყველა ჩვენი დასავლელი მოკავშირის სურვილია. თუმცა, ეს ყველაფერი ბევრად კომპლექსური და მრავალექტორიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დასავლეთი საქართველოს მხრიდან რუსეთთან "ურთიერთობის მოგვარებაში" დაძაბულობისა და სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობის შემცირებას ხედავს და სულაც არ მიესალმება იმას, რომ ოკუპაციის მორიგ აქტს საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი სახელი არ დაარქვას, იმის შიშით, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, რადგან ღვინოსა და მანდარინს აღარ გაგვაყიდინებს. ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პრემიერ მინისტრის კომენტარი იყო დროული, ღირსეული და გასაგები. სწრედ ასეთ დამოკიდებულებას ელის როგორც ქართული ისე დასავლური საზოგადოება ხელისუფლების პირველი პირისგან რუსეთთან მიმართებაშიც და არა იმას, რომ ოკუპაციის აშკარა აქტიდან 5 დღის შემდეგ, რომელიღაც გაზეთის ექსკლუზიურ ინტერვიუში ვპოულობდეთ პრემიერ მინისტრის კომენტარს, სსრულიად: http://politico.ge/index.php/news/view/4709
  2. გიორგი ხმელიძე, "ფეისბუქზე" სხვა მომხმარებლის სტატუსი გაზიარებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ჯიჰადის მუქარის შემცველი ვიდეოკლიპები ბერას სტუდიიდან არის youtube-ზე ატვირთული, ე.წ. მოდულის შენობაში, დაკითვაზე იმყოფება. მოკლე ამბავი: მამი, მამი, ბიძია ფეიბუქიდან მაწყინა უთხარი ღარიბა-ტვინიანს დააპატიმროს! და ყანდიშვილი???????? http://www.newposts....3-dakitxva.html
  3. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. მაგრამ მისი აქტუალობა სწორედ ეხლა არის ყველაზე მეტად წავოსაწევი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმოამდგენლები კარისი და გრუშევი უკვე ამ მხრივ ულტიმატური ტონით საუბარს იწყებენ. ერთი ითხოვს საერთოდ იყოს გაუქმებული საზრღვრის დარღვევისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო მეორე ამ კანონის გაუქმებას ითხოვს საერთოდ. ესეც ერთგვარი ხრიკია რუსულ დიპლომატიაში. კრემლსი სისტემის ერთი და იგივე უწყების ორი წარმოამდგენლის მხრიდან განსხვავებული სიმწვავის მოთხოვნების მიზანი, ძირათადი მიზანი ამ ეტაპზე პირველის მიღწევაა. ხოლო, თუ მეორესაც მიაღწია კიდევ უკეთსია. თუმცა, თუ რუსეთის პოლიტიკის თვისებურებებს გავითვალისწინებთ, მისთვის "თითის გაშვერა" მთლიანად "ხელის დაკარგვით" დასრულდება. მოდით გადავდოთ განზე ყველანაირი შიდაპოლიტიკური უთანხმოება ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის და საკითხი სუფთა სამართლებრივი კუთხით განვიხილოთ. შევეცადოთ ახსნა რა ლაფსუსებია ამ ცვლილებებში და რა სახის საფრთხეების წინაშე გვაყენებს სამომავლოდ. თავიდანვე უნდა დავაფიქსიროთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი ზაქარეიშვილის მიერ ისეა წარმოდგენილი, რომ საერთოდ არ არის შესწავლილი მოქმედი კანონი. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ მე-4 მუხლს. აღნიშნულის განხორციელებით კი ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის სხვა მუხლებთან. კერძოდ, ამავე კანონის მე-3 მუხლთან, რომელიც განსაზღვრავს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივ რეჟიმს. მოქმედი კანონმდებლობით - "ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმოს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით." თავის მხრივ ამ მუხლით გათვალისწინებული კანონის მოქმედება ვადა განსაზღვრულია ამავე კანონის მე-11 მუხლით. ამ მომენტისათვის ნიშანდობლივია ამ მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად: "ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე". გარდა ამისა მნიშვნელოვნია ამავე, მე-11მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად: "2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტი დეოკუპაციის პროცესის შესაბამისად იმსჯელებს ამ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე." ანუ ეს პუნქტი განსაზღვრავს ამ კანონში ცვლილებების შეტანის ვადებს დეოკუპაციის პროცეცის მიმდინარეობის შესაბამისად, რაც უკვე განხორციელებულია. დღეს კი როდესაც დეოკუპაციის პროცესი არა თუ მიმდინარეობს, არამედ რუსეთი უკვე მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს და ოკუპაციის ზოლის გადმოწევას ახდენს, ამგვარი "ლიბერალიზაცია" არა თუ მიუღებელია, არამედ დანაშაულებრივი ქმედებაა. რაც შეეხება მე-4 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს "თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე". ამ მუხლის პირველი პუნქტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის ლეგალურ დაშვებას განსაზღვრავს. ანუ ჩამოთვლილია ის მიმართულებები, რომლების გამოყენებითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ლეგალურად ითვლება და არ იწვევს რაიმე სახით სამართლებრივ დევნას. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით "ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით." ხოლო სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ დარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირი ისჯება ჯარიმით, ან პატიმრობით. მაგრამ ურღვევია სასაზღვრო რეჟიმი და მისი დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში განისაზღვრება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულის ჩამდენი პირი ექვემდებარება გასამართლებას. სასამართლოს კი გამოაქვს განაჩენი - ჯარიმა, დეპორტაცია, ან პატიმრობა. ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტული პირის ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობაზე. ასევე საგულისხმოა ის მცირედი და ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ჩასწორება ამავე მუხლის მესამე პუნქტში. არსებული კანონმდებლობით: განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. შემოთავაზებული შესწორების მიხედვით ასეთი ნებართვა გაიცემა არა მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, და ამ შემთხვევაში ეს დარღვევა სამართლებრივად დასაშვებად მიიჩნევა, არამედ უბრალოდ მთავრობის განკარგულებით, რითაც მთავრობა, ამ შემთხვევაში კი პირადად პრემიერ-მინისტრი კანონზე და სამართალზე მაღლა აღმოჩნდება. ასევე საკმაოდ მაღალი საფრთხის შემცვლელია ის თითქოსდა დამატება, რომელიც ამავე, მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტში "დ" ქვეპუნქტად არის ცნობილი. ამ დამტების თანახმად "ა" და "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები თუ დაარღვევენ კანონს, და მოქმედებენ "ჩვენს ინტერესებში", შემდგომში შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი და მთავრობის განკარგულებით (და არა სამართლებრივი აქტით), მათ ეს ქმედება დანაშაულად აღარ ჩაეთვლებათ. ამ დროს საერთოდ არ არის მითითებული თუ დროის რა მონაკვეთში უნდა წარადგინონ შესაბამისი განაცხადი ქვეყნის მთავრობის სახელზე. ასეთი მიდგომით სავსებით შესაძლებელია ორი, სამი ან უფრო მეტი წლის უკანდელი დარღვევები ჩამოეწეროთ და თბილისში ჟირინოვსკი, ზატულინი და მისნაირი "საქართველოს სიყვარულით სავსე" პირები ვიხილოთ. მოდით ისევ დავუბრუნდეთ მოქმედ კანონდებლობას. მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად: "ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.". მოდით დავსვათ კითხვა - საერთოდ რაშია საჭირო ასეთი "დამატება", რომელიც ისედაც არსებობს და საკმაოდ დახვეწილ ფორმებშია გაწერილი! საერთოდ რას და უფრო სწორედ ვის ემსახურება ეს შესწორებები?!
  4. „ფეისბუქზე" ავთო ტყაბლაძის მიერ გამოქვეყნებულმა ამ ჩანაწერმა, გამოქვეყნებიდან ერთ საათშივე მოიპოვა პოპულარობა. „დრონი.ჯი“ ამ ჩანაწერს გთავაზობთ: შემარცხვინა ფილოსოფოსმა ერთხელ: 2000 წლის ზამთარი იწურება, ბერლინიდან მოსკოვში მივდივარ მატარებლით. დასანახავად ვერ ვიტან თვითმფრინავებს, თუ არის შანსი, ნებისმიერი სახმელეთო ტრანსპორტი მირჩევნია. დამემგზავრა ერთი რუსი ფილოსოფოსი, ისიც დაახლოებით ჩემი ხნის იყო, ჰაიდელბერგში მუშაობდა. მატარებელში ორი დღე ვართ, ვსაუბრობთ ყველაფერზე. ცხადია, ჩამოვარდა პუტინზე საუბარი, ახალი მოსული იყო ქვეყნის სათავეში. და დავსვი არასწორი კითხვა საუბარში: რა უნდა პუტინს მეთქი... იმ ფილოსოსფოსმა მითხრა, არასწორადაა კითხვა დასმულიო. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ პუტინს რა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეუძლია პუტინსო. რატომ შემარცხვინა, რა მოხდა ასეთი სასწაული? - შეიძლება, ბევრს დაებადოს ეს შეკითხვა. მე ფიზიკოსი ვარ და ფიზიკოსები ითვლიან ხოლმე იმას, წინასწარმეტყველებენ იმაზე, რისი გაზომვა და დამზერა შეიძლება. რა უნდა პუტინს, როგორ შეიძლება გაიგო (გაზომო)? ამის გარჩევა, ამის წინასწარმეტყველება, ამის გათვლა უაზრობაა. ვერ იზამ ამას. რომ დავასრულო ეს ისტორია, გეტყვით, რა მითხრა იმ ფილოსოფოსმა პუტინზე: "ავთო, ჩვენ არ ვიცით და ვერც გავიგებთ რა უნდა პუტინს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეუძლია პუტინს. მე ვიცნობ პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანს, და ერთადერთი, რასაც ეგ კაცი გააკეთებს, არის KGB-ს სახელმწიფოო". ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც იმ კაცის სიტყვები გამართლდა. სრულიად:http://droni.ge/?m=1&AID=6276
  5. პატარა ინფოა, მაგრამ ძაან საინტერესო http://www.newposts.ge//msoflio/13958-israeli-rusul-gemebze-thavdaskhmith-imuqreba.html?fb_comment_id=fbc_380762125378180_1828286_380795878708138
  6. აბსოლიტური სიბრიყვეა რაც იქ არის დაწერილი ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაღაც კამპანიის ნაწილი და ვიღაცის შეკვეთა. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვახტანგ კაპანაძემ გადაცემა "აქცენტებში "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიის შეფასებისას გააკეთა. "საერთოდ მოსახლეობასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. სახლში შესვლა ქართველს ეკრძალება და ამას ახორციელებს ავღანელი. ზოგჯერ უწევთ ქართველებს დასახლებული პუნქტის ჩხრეკაც, მაგრამ ისინი არცერთ შემთხვევაში ავღანური პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გარეშე არ მოქმედებენ. სახლებში შესვლა ქართველებს ეკრძალებათ, – ამას მხოლოდ ავღანელები აკეთებენ. სტატიაში საინტერესო დეტალია, – ქართველებმა ინგლისურიც არ იციანო. უბრალოდ წარმოვიდგინე, რა საინტერესო იქნებოდა ქართველის და ადგილობრივის საუბარი ინგლისურ ენაზე შექსპირის შესახებ. ან ვის მოუვიდა თავში ისეთი საინტერესო მაგალითების მოყვანა, თითქოს ქართველები ართმევენ ავღანელებს ნივთებს, ან რა აქვთ იმ გაჭირვებულებს, რომ ისიც წაართვა, ან რატომ იკადრებს ქართველი ამას და რომც იკადროს რომელიმემ, მთელი პერიმეტრი თვალთვალის ქვეშაა! ამავე დროს, მათთან ერთად ნებისმიერ შემთხვევაში არიან თარჯიმანიც და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელიც. მე საპირისპირო შემთხვევები ვიცი, მაგალითად, როგორ ითვისებენ ადგილობრივი ბავშვები ქართულ ენას, ასევე ადგილობრივი უხუცესების შეკრებაზე ქართულ სიტყვებს ხმარობენ ხოლმე, ცდილობენ, პატივისცემა გამოხატონ გურჯების მიმართ, რომლებიც ადგილობრივ ადათებს პატივს სცემენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. გადასროლის წინ ჯგუფის მეთაურები საგანგებოდ მოწვეული ექსპერტების დახმარებით სწავლობენ ადგილობრივ ადათებს და ქცევის წესებს. ნუთუ ვერავინ მოძებნეს უფრო კომპეტენტური თალიბებში, რომ თუ ამბობდა მსგავს რამეს, უფრო "კომპეტენტური" ტყუილი მოეფიქრებინა?! მისივე თქმით, აღნიშნული სტატია ემსახურება მხოლოდ ბოღმის გადმონთხევას და იქვე დასძინა, რომ "გადავაყლაპებდი იმ გაზეთს ამის დამწერს". შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" გუშინ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ავღანეთში ქართულ მისიას ეხებოდა და ქართველი ჯარისკაცები გააკრიტიკა. "ავღანეთში საქართველოს კონტინგენტი 1570 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. მათი ბაზები განლაგებულია ავღანეთის ყველაზე საშიშ, ჰელმანდის პროვინციაში. ეს არის ადგილი სადაც ყველაზე მეტი თავდასხმა ხდება. ბოლო პერიოდში ეს საქართველოს სამხედრო ბაზაზე მეორე თავდასხმაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო თალიბანმა", - წერს სტატიის ავტორი. ჟურნალისტი ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა, მათი განცხადებით მათ უჭირთ ქართველ სამხედროებთან ურთიერთობა, რადგან ქართველები არ ფლობენ კარგად ინგლისურ ენას და მოსახლეობასთან რუსულად საუბრობენ. მოსახლეობა საუბრობს რომ მათ ქართველი ჯარისკაცები ხშირად ამოწმებენ უსაფრთხოების მიზნით, რაც ასევე ხდება ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი.
  7. აგერ, რუსეთი ამაგრებს თავის პოზიციებს სომხეთში .http://politico.ge/index.php/news/view/4371 აგერ, მედვედევის განცხადება мишка, кто следуюши?
  8. ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური გაზეთის “ვაშინგტონ პოსტი”-ს სარედაქციო საბჭო სტატიას აქვეყნებს სათაურით “ქართული დემოკრატია საფრთხეშია”. ამ სტატიის მნიშვნელობა დიდია, რადგან იგი სარედაქციოა და მას მთელი რედაქტორთა საბჭო აწერს ხელს. სტატიაში საუბარია ივანიშვილის მიერ წარმოებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე და გავლებულია პირდაპირი პარალელი ვანო მერებიშვილისა და იულია ტიმოშენკოს დაჭერებს შორის. შესაბამისად, სტატია ივანიშვილის მმართველობას იანუკოვიჩისას ადარებს დასაც უკრაინის ლიდერმა დემოკრატიული არჩევნებით გამარჯვება გამოიყენა იმისათვის, რომ დაემყარებინა არადემოკრატიული მმართველობა. სტატიაში ვკიხულობთ: "საქართველოს წინა მთავრობას, რომელსაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელმძღვანელობდნენ ახასიათებდა კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგება და პერიოდულად ახორციელებდა ზეწოლას ოპონენტებსა და მედიაზე, მაგრამ სწორედ ამ წყვილის ხელმძღვანელობით, საქართველომ ჩაატარა მის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, სადაც მათ უმალ აღიარეს დამარცხება, რომელმაც ხელისუფლებაში ბატონი ივანიშვილი მოიყვანა.... იმის მტკიცება, რომ მერაბიშვილი არ არის დაპატიმრებული პოლიტიკური მიზეზით ისეთივე დამაჯერებელია, როგორც ის, რომ იულია ტიმოშენკო კორუფციის გამო იხდის სასჯელს”. აქვე “ვაშინგტონ პოსტის” რედკოლეგია აკრიტიკებს ევროპული და ამერიკული მთავრობების პირველად რეაქციებს ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და აცხადებს რომ: “ევროპელმა ლიდერებმა და ობამას ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ თუ ივანიშვილი გააგრძელებს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას, ამ შემთხვევაში საქართველოსათვის გაღებული კარებები ევროკავშირსა და ნატოში - აუცილებლად დაიხურება”. “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო საბჭოს წევრთა აზრით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება, რომ “სამართლებრივ პროცესს არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე” ივანიშვილმა უკვე დაარღვია თუნდაც იმ ცნობილი ცინიკური განცხადებით რაც მან მერებიშვილის დაკავების საპასუხოდ გააკეთა - “სამწუხაროა, რომ საქართველომ ასეთი პრეზიდენტობის კანდიდატი დაკარგა”. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური გაზეთის "მამები" საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასაც ეხებიან და ივანიშვილის მიერ არჩეულ რეპრესიული კურსის ეკონომიკურ ეფექტებზე საუბრობენ: “ბატონ ივანიშვილს, მილიარდერს, რომელმაც
  9. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში დამატებით ბრალდებებს წაუყენებენ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დაახლოებით ვიცი, რომ მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე ბრალდება უნდა წაუყენონ. უკვე წაუყენეს კიდევ ერთი ბრალდება 26 მაისთან დაკავშირებით. ტელევიზიით ვადევნებდი თვალს, რა ხდებოდა 26 მაისს, ვიცი შემდგომი მოვლენებიც და ამიტომაც მჯერა, რომ პროკურატურას იმაზე მეტი სამხილი აქვს, ვიდრე საჭიროა. გირგვლიანის თემაც იქნება. ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე საქმე აქვთ პროკურატურაში. მე არაფერი გამიკვირდება. პრემიერ-მინისტრი ვარ და არ შეიძლება წინასწარ განცხადებების კეთება. უდანაშაულობის პრეზუმფციამ უნდა იმუშაოს და სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი, მაგრამ მე ამ საზოგადოებაში ვცხოვრობ. კითხვები რომ ბევრი არსებობს მერაბიშვილთან და ყოფილ ხელისუფლებასთან, თქვენც კარგად მოგეხსენებათ,`- აცხადებს ივანიშვილი ინტერვიუში. ბიძინა ივანიშვილმა ასევე არ გამორიცხა ნინო ბურჯანაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებაც. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თანამდებობის მიუხედავად. მოკლე, შინაარსი: მაგას კიდო მიუმატებდ "შევტენით" საქმეს და რაც, მთავარია სასამართლო იზამს რაც , მე მინდა
  10. საქართველო- სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობა, რომელიც საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაზეა გათვლილი და შემდეგ ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება, არაკანონიერია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხდვითაც რუსი მესაზღვრეები საქართელო-სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე ახალ სადემარკაციო ზოლს ავლებენ, რის შედეგადაც საზღვარი 300 მეტრით გადმოიწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
  11. http://intermedia.ge...83%A8%E1%83%98/ არა, სადამდე დაეცა, ქოცები ან "ხაშური".
  12. ოცნების პრობლემა ისა, რომ ზღაპრების და 10 თეთრის გარდა ვერაფერი გააკეთა და ვერც, გამოვა რამე ) მაგრამ ის პანიკა რაც, წინაასარჩევნოდ გაჩნდა, ეს საერთოდ მაგარია ჯერ ვანო მერაბიშვილის დაკავება "სამართლის აღდგენა" მერე ეს რუსების "მოქმედება" და ყველაზე მაგარია აქ 17 -ს მოვლენები როდესაც, თავის გამართლება მოუწია ირაკლი ღარიბაშვილის როგორც 8-ში. ხო, ბაჩო ახალაიას "საქმე" არ დაგავიწყდეთ. http://youtu.be/AlQGIdFDvJ0
  13. რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ამჯერად – შს ექს-მინისტრისა და ექს-პრემიერის, ამჟამად ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ”Frontnews” ამ მიმართვის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ. ”ყველას წაგვიკითხავს რომანი ”ვისთვის რეკს ზარი”. გახსოვთ წინასიტყვაობა? – ”ადამიანი არასდროს არის თავისთავად, იგი ყოველთვის ხმელეთის ნაწილია, კონტინენტის ნაწილი და თუ სანაპიროდან კლდის ნაწილს ზღვაში ჩარეცხავს, ეს მთელს სანაპიროს აზარალებს, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი ჩვენც გვეხება, რომ ჩვენ ერთიანნი ვართ მთელს კაცობრიობასთან, ამიტომაც არასოდეს უნდა იკითხო, ვისთვის რეკს ზარი – ის რეკს შენზე. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დიდი ტრაგედიაა ნამდვილი რუსი დემოკრატებისთვის, რომლებსაც უხაროდათ და ბედნიერები იყვნენ ”ვარდების რევოლუციით”, ხედავდნენ რა, როგორ ”აჩოჩებდნენ” შევარდნაძეს, როგორ აიღო მიხეილ სააკაშვილმა დასავლური კურსი და მას გაჰყვა ხალხიც, რომელმაც მას რეფორმების განხორციელების მანდატი მიანიჭა, როგორ საუცხოოდ ჩატარდა შემდეგ ეს რეფორმები,... დღეს ზარი რეფორმებისა და რეფორმატორებისთვის რეკს. არაჩვეულებრივი ადამიანი – კეთილი, საყვარელი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ხუმრობით უწოდებდნენ ”ქართულ ბერიას”... (იცით რა, ”ბერიებს” ასე არ აპატიმრებენ!) არაფრის გულისთვის მოხვდა ციხეში. საქართველოში მიდის გაბოროტებული შურისძიება რეფორმატორებთან პუტინის რეჟიმის მხრიდან, რომლის გამტარებელი ბიძინა ივანიშვილია. ვანო მერაბიშვილს აზღვევინებენ ამ რეფორმების გატარებისთვის, იმისთვის, რომ სააკაშვილის მთავარი საყრდენი იყო, პოლიციის გამჭვირვალე შენობებისთვის, ნარკოდანაშაულის პრაქტიკულად სრულად აღმოფხვრისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ დაიწყო ცხოვრება კანონებით, იმისთვის, რომ ხალხმა პირველად წლების განმავლობაში ისწავლა მუშაობა... და მათ ვერ გაუძლეს. ”მარცხენისტმა” ობამამ უღალატა საქართველოს და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, დაასამაროს ამერიკელი გადამხდელების ფული, რომელიც დაიხარჯა რეფორმატორთა დახმარებაზე; ევროპამ, რომელიც სისხლით ხორცამდე მარცხენაა, ასევე უღალატა ქართველებს; კაჩინსკი ცოცხალი აღარ არის; აღარც ბუშია ხელისუფლებაში; და ხალხმაც უღალატა რეფორმატორებს: ახლა ის დასცინის რეფორმატორებს და მეორდება ის, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიას დაცემის შემდეგ, როდესაც ნამდვილმა ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს იგი, გააჩაღეს სამოქალაქო ომი, მიიწვიეს შევარდნაძე, მერე კი თავად მისტიროდნენ ზვიადს, მერე კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ზოგიერთები სისხლით იბანდნენ პირს, სანამ არ მოხდა ”ვარდების რევოლუცია”. ქართველები უნდა გაფრთხილებოდნენ ამ რეფორმებს, ეთმინათ მათი თანმდევი სირთულეები, ესწავლათ კანონიერად ცხოვრება და ის, რომ არ შეიძლება ქრთამის მიცემა... სამწუხაროდ, იმ თაღლითებსა და ქურდებს, რომლებიც ვანოს (ან ”ვანიჩკას” – როგორც მას ინტელიგენცია მოიხსენიებდა – რა თქმა უნდა, არა ის ინტელიგენცია, რომელიც მოსკოვთან თანამშრომლობს) დროს ჩასვეს, ჰყავდათ ძალიან ბევრი ნათესავი და სწორედ ეს იყო ის ძირითადი ჩონჩხი, რომელმაც რეფორმების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეხლა იქ მიდის ისეთივე რეაქცია, რომელიც საკმაოდ ადრე დაატყდა თავს ბელორუსიას, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ლუკაშენკო და არ აირჩიეს შუშკევიჩი, როგორიც დაატყდა თავს უკრაინას იანუკოვიჩის დროს, ახლა კი ასეთივე ძალიან აგრესიული პროცესები მიდის საქართველოში. ასეთ ადამიანებს უბრალოდ სვამენ და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გადარჩენას შეძლებს, რადგან მისთვის, მე ვფირობ, პუტინმა უკვე წინასწარ გამოწერა ორდერი. ეს ძალიან დიდი უბედურებაა, მათ შორის – ჩვენთვისაც. ჩვენ ვეხმარებოდით საქართველოს, როგორც შეგვეძლო, ვაკეთებდით ყველაფერ შესაძლებელს და ეხლა თვალის დევნება იმისთვის, როგორ ჭ####ტს ისევ საბჭოთა ხელისუფლება თავისი რკინის ქუსლით საქართველოს, როგორ მიათრევენ მას უკან, დსთ-ში, ძალიან მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან, როგორც ტროას ცხენი... ეს უკვე აღარ არის „ტერიტორიები – მშვიდობის სანაცვლოდ", საუბარია უკვე ღვინის ყიდვაზე ერის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასად! მივმართავ მათ საქართველოში, ვინც ჯერ არ დაიჩოქა, ბრძოლა გააგრძელონ, რადგან ამ ქვეყანაში მათ და მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ! თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველო კვლავ იქცევა პუტინის რუსეთის სატელიტად, პუტინი კი განწყობილია, რუსეთი 2024 წლამდე მართოს, მერე დაუთმოს მედვედევს რამდენიმე წლით, მერე ისევ დაბრუნდეს 12 წლით... ასე რომ, ვერ მოეწსრებით ცვლილებებს თქვენი ყოფილი მეტროპოლიის მხრიდან, თავად უშველეთ თავს და შეეცადეთ, თავი დააღწიოთ ამ მახეს, სანამ გვიანი არ არის!” - ამობს ნოვოდვორსკაია.
  14. არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი: ძალიან მაინტერესებს, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის ნახვა... შეიძლება ითქვას ქ-ნი წულუკიანის დიპლომზე მეტად... წერს უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ,,ფეისბუქის" გვერდზე და პრემიერს თხოვნით მიმართავს, მისი სადისერტაციო ნაშორმი გააცნოს: ,,ბ-ნო ბიძინა, ხომ ვერ დამეხმარებით გავეცნო, თქვენს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა"?... გთხოვთ დაგვდოთ პატივი და მოგვცეთ საშუალება, გავეცნოთ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა" ჩვენ ვერ მოვიძიეთ, თორემ არ შეგაწუხებდით... წინასწარ უღრმესი მადლობა." წყარო:http://www.newposts.ge/component/content/article/31-facebook/12673-goga-xachidzes-culukianis-diplomze.html
  15. "პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში", ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანა ნემცოვას სტატიას, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაავადება ეყრება, როცა ახალარჩეული ლიდერები თავიანთ წინამორბედებს უსწორდებიან. "მერაბიშვილის დაკავებამ კიდევ უფრო გაყო გახლეჩილი ქართული საზოგადოება. ყოფილი პოლიციელი და სამხედრო მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გისოსებს მიღმა ხილვა ბევრ ქართველს სურს. ბევრი კი უბრალოდ გადაიღალა პოლიტიკური დევნებითა და სკანდალებით. ნაცვლად ეკონომიკის აღორძინებისა და სამუშაო ადგილების შექმნისა, რასაც პრემიერი ხალხს შეპირდა, გაპოლიტიკოსებული მილიარდერი ივანიშვილი, როგორც ჩანს, პოლიტიკური რევანშის კამპანიის სურვილითაა შეპყრობილი", - წერს ანა ნემცოვა. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვანო მერაბიშვილი ქვეყანაში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და ბევრი წარმატებული რეფორმა მის სახელს უკავშირდება. "თუმცა არც ერთი მისი მხარდამჭერი, რომლებიც მის რეფორმებს აღნიშნავდნენ, არ გამოჩენილა სასამართლო დარბაზში, სადაც ვანო მერაბიშვილს სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვის ასამართლებდნენ", - წერს Foreign Policy-ის ჟურნალისტი. როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი ხშირად ადანაშაულებს სააკაშვილს რუსეთთან ომის წამოწყებაში და ამ ომს "სააკაშვილისა და მისი სამხედრო ჩინოსნების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად" აფასებს. პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილი და მისი მოკავშირე მერაბიშვილი ფართომასშტაბიან კორუფციასა და თანამდებობრივის უფლებამოსილების გადამეტებაშიც დაადანაშაულა. "ცხადი იყო, რომ მის ამ განცხადებებს მალე მოჰყვებოდა დაკავება. გასული წლის არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა დაკარგა სამსახური პოლიციასა და სხვა სამინისტროებში", - ნათქვამია სტატიაში. როგორც ანა ნემცოვა აღნიშნავს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერები ცნობილი არიან თავიანთი პოლიტიკური წინამორბედების მიმართ განხორციელებული ვენდეტათი და ამის დასტურად ბელარუსისა და უკრაინის მაგალითები მოჰყავს. "1994 წელს, ხელისუუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბელარუსის ავტორიტარულმა პრეზიდენტმა
  16. რა კარგი ამბავია მოიცა, ბიძინა უკნიდან გიყვარს???? :beach: სტატია: http://www.ambebi.ge...gadmotsies.html
  17. გაწვდით ინფორმაციას ჟურნალისტური გამოძიებისათვის. არსებულ ინფორმაციის მიწოდებას აზრი არ აქვს პროკურატურისათვის_ თუ რატომ ამას თავად მიხვდებით. ლაპარაკია ორმაგ მკველეობაზე, რომელშიც გარეულია ახლანდელი შშს-ს მინისტრის ღარიბაშვილის ოჯახის წევრები. არსებულ ინფორმაციას ვაწვდით ყველა რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთის რედაქციას, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მოკლედ ყველას, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების საქმეში. ვინაიდან ხდება მრავალი კრიმინალური ფაქტის, რომლებიც მიჩქმალული იყო წლების განმავლობაში, ხელახალი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ამიტომაც ამ მხრივ ფრიად აქტუალურია ეს ეპიზოდიც, რომელსაც სავარაუდოდ ყავს უამრავი მოწმე და თვითმხილველი, თუმცა წლების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული მიჩუმათება... ეს ფაქტი მოხდა რამოდენიმე წლის წინ თელავში, მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის თამაზაშვილის ( შშს-ს მინისტრ ირაკლი ღარიბშვილის სიმამრი ) ამ პოსტზე მოღვაწეობის პეროდში. თამაზაშვილის ქალიშვილის ნუნუკა თამაზაშვილის ( მინისტრ ღარიბაშვილის მეუღლე ) კლასი აღნიშნავდა სკოლის დამთავრების ბანკეტს თელავის ერთ-ერთ დიდ რესტორანში. თამაზაშვილის ბრძანებით რესტორანი დაიკეტა სხვა კლიენტებისათვის, რათა უცხო ხალხს ახალგაზრდებისათვის ხელი არ შეეშალათ დროსტარებაში. რაღაც დროის შემდეგ რესტორანში მოვიდა თამაზაშვილის ვაჟი ლექსო თამაზაშვილი (ამჟამად საყართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი კოალიციიდან "ქართული ოცნება" ), რომელმაც სცადა რესტორანში შესვლა, თუმცა დაცვამ არ გაატარა. ამავე დროს რესტორანთან მოვიდა სხვა მოქალაქეთა პატარა ჯგუფი იმავე მიზნით, დაცვამ არც ისინი შეუშვა. ამ მიზეზის გამო ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში ლექსო თამაზაშვილსა და ახლად მოსულ მოქალაქეთა ჯგუფს შორის. ამ სიტუაციას შეესწრო კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის სიმონიშვილის პირადი მძღოლი, რომელმაც ინცინდენტში მონაწილეებს შორის ამოიცნო თამაზაშვილის ვაჟი ლექსო და გადაწყვიტა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩხუბის მონაწილეები დაეშორიშორებინა და შუაში ჩამდგარიყო. ასეც მოიქცა და უცნობები გაიყვანა მოშორებით. ამასობაში ლექსო თამაზაშვილმა ჯიბიდან ამოიღო ეგრეთწოდებული "ლიმონკა" და მათი მიმართულებით ისროლა. აფეთქების შედეგად დაიღუპა სიმონიშვილის პირადი მძღოლი, დაშავდნენ ადამიანები. აფეთქების ხმაზე შიყარა ხალხი. ამ სიტუაციის თვითმხილველია უამრავი ადამიანი, თამაზაშვილის ქალიშვილი, მისი კლასელები... იმისთვის, რომ ლექსო თამაზაშვილის დაქავება არ მომხდარიყო დაიწყო ფაქტების დამახინჯება, მიჩუმათება, მიჩქმალვა. თამაზაშვილის უშუალო ბრძანებით დააკავეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი ეზიდი ეროვნების კახეთის მაცხოვრებელი, სრულიად უპატრონო ადამიანი, რომნელსაც არ ყავდა იჯხი, პატრონი და განმკითხავი. პოლიციამ "დაკითხა" დაკავებული და თან ისე "დაკითხა", რომ დაკავებული უბრალოდ ხელში შემოაკვდათ. გარდაცვლილი დაკავებული, როგორც ჯერ კიდევ ცოცხალი ეჭვმიტანილი ვითომ და გადაყავდათ თელავის წინასწარი დაკავების საკნიდან ყვარლის პოლიციის შენობაში და ვითომ მათ გზაზე გადაუდგნენ გარდაცვლილი მძღოლის ნათესავები და "მკვლელი" ჩაქოლეს. სინამდვილეში ის "ეჭვმიტანილი" უკვე მოკლული იყო პოლიციელების მიერ "დაკითხვისას". იმისათვის, რომ მოკლული მძღოლის ნათესაობა ჩუმად ყოფილიყო თამაზაშვილმა არამხოლოდ დააშინა, არამედ გარკვეული კომპენსაციაც გადაუხადა__ აჩუქა მწვანე მიკროავტობუსი და დასაფლავების ხარჯები სრულიად აიღო საკუთარ თავზე. თამაზაშვილი ახლახან გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად ციხიდან, რამოდენიმე წლის წინ იყო გასამართლებული ავტომატის უკანონო ტარებისათვის. მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს სიმამრის რეაბილიტაციას, თითქოს და მის სიმამრს იარაღი უკანონოდ ჩაუდეს და უნდა აღადგინოს სამართლიანობა. სამართლიანობის აღდგენას ხომ არ დაიწყებდა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების გასამართლებით, მისი ორი ახლონათესავი 2 ადამიანის მკვლელობაშია დამნაშავე და მისი მეუღლე მინიმუმ 1 მკვლელობის შედეგების მომსწრეა. ხომ არ დაიწყებდა მინისტრი ღარიბაშვილი სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ნათესავების და უჯახისწევრების სამაგალითო დასჯით? რითაა ეს კრიმინალური ეპიზოდი ნკლები რობაქიძის თუ გირგვლიანის საქმეზე? https://www.facebook.com/olegsandro.panfilov/posts/526840810708854
  18. http://youtu.be/7ZL4az3L4ko 26 მაისი იყო უკანონო! რადგან, ვადა 25-ში ღამის1 2:00 სათზე იწურებოდა.
×
×
  • შექმენი...