Search the Community
Showing results for tags 'პოლიტიკა და საზოგადოება'.
-
ამას წინათ, მარგველაშვილი, განაცხადა რომ კარგი იქნებოდა შემდეგი პრეზიდენტი ქალი იყოსო. ისე კარგი აზრია, თანაც შვილი რო შეეძინა იმის მერე უფრო დაჭკვიანდა მოკლედ კარგი აზრია, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ არ გყავს რა ამის კანდიდატი. როგორი უნდა იყოს ქალი პრეზიდენტი ან პრემიერი?
-
არა, მესმის, პოლიტიკოსი ხარ შენი განცხადება შენს ბატონს უნდა მოეწონოს, მაგრამ ყოფილ პირველ პირს უწოდებ “მტერს” და ადამიანს რომელიც საქართველოში ომის მოთავეა “კარგი კაცი” ნუ, ასეთ მეთაურზე რა უნდა ვთქა გარდა იმისა რომ შენ ხარ ყ.......
-
აი, ყველაფერი რაც ოცნებაზე ლაპარაკობდა, ნაციონალური მოძრაობა ყველაფერი გამართლდა და მერე კიდო იქნება ამათი საქმე! ხო, კიდო სულ ჭყავიან “ნაციონალები დაბრუნდებიან” დაბრუნდებიან თქვენი უტვინობით, მერე კი ყველაფერის ღირსები კი იქნებით და გაგიკეთებენ ცოცხიც, დიკტატურაც, და სარიც!!! რადგან, “დემოკრატია” არცერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში არა და არც იქნება მანამ სანამ, როგორც მაქსიმუმ ჭკუას არ ისწავლით!!! პ.ს. შევარდნაძეს დრო ბრუნდება
-
http://i008.radikal.ru/1410/3b/9979c0cc29b2.png http://s004.radikal.ru/i207/1410/c9/3f26fbdc0b65.jpg http://s019.radikal.ru/i630/1410/c0/c61d1d2391b1.jpg http://s017.radikal.ru/i426/1410/70/cf0b05246d09.jpg http://s019.radikal.ru/i644/1410/b9/ea9f81adacca.jpg ნეტა, 40 ათასი დღეშია, თუ საერთოდ? ისადა მიშაზე და სხვებზე რას წუწუნებდა ოცნება?!
-
მხოლოდ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები, ნაწარმოებები ან სიტყვები “მამული, ენა, სარწმუნოება” რად ღირს ამის დასტურად! გავიხსენოთ ვაჟა ფშაველას წერილი “ენა”.. ან უბრალოდ ზვიად გამსახურდიას შეხედულებები, რომლისთვისაც ენობრივი იდეალი ქართული სალიტერატურო ენის უწყვეტობაა. დავანებოთ თავი პროზას.. პოეზიაში ხომ მართლაც უამრავი არაჩვეულებრივი სტრიქონი აქვს მიძღვნილი ქართულ ენას.. უამრავი პოეტი გვაწვდის სულიერ საზროდს მათი პატრიოტიზმითა და ემოციებით სავსე სიტყვებით.. მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, გიორგი ლეონიძე.. მუხრან მაჭავარიანი და ასე უსასრულოდ.. თითოეული მათგანის სიტყვები, რომელიც ქართულ ენას შეეხება საოცრად სწორად და კარგად არის მორგებული იმ ჟამინდელ ყოფასა და ვითარებას, 21-ე საუკუნეში კი შეუძლებელია ზემოთ ნახსენები წერილებიდან ყველაფერი ემთხვეოდეს დღევანდელობას.. რადგან დღეს თუკი მაშინდელი პრობლემები თანდათან აღმოიფხვრა, სამაგიეროდ ახლებიც დაემატა, რასაც საბოლოო ჯამში უდიდეს კატასტროფამდე მივყავართ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები უკვე დიდი ხანია დადგენილია, ენის განვითარების ცოცხალი პროცესი ხშირად ეურჩება, ეწინააღმდეგება დაკანონებულს, იქმნება წინააღმდეგობა ნორმასა და მეტყველებას შორის, თავს იჩენს შეცდომები. სწორედ ეს შეცდომები.. ეს არასწორი მეტყველებაა ის სენი, რომელიც ასე მოხვევია თავს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ გვავიწყდება რომ სწორად მეტყველება და წერა მშობლიური ენის პატივისცემაა – აი რაშია პრობლემა და მთავარი საკითხი.სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, _ საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების. მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; _ იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი. ამბობს მუხრან მაჭავარიანი და ალბათ უდავოა, რომ არავის ეპარება ამ სიტყვებში ეჭვი. ქართველებს ხშირად გვჩვევია კარგის, განსაკუთრებულის არ დაფასება… სხვებზე აყოლა... ეს რა თქმა უნდა ქართულ ენასაც ეხება, ჩვენს საუკუნეს გადავხედოთ და ამაში დავრწმუნდებით.გადიოდა და უფრო და უფრო ვკარგავდით რიდს, პატივისცემას ჩვენი ენისადმი… უფრო ვასუსტებდით, არათუ ვაშენებდით იმ ხიდს, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, რათა ზედ ამაყად გვევლო. ვასუსტებდით და კვლავ ვცდილობდით ნებით თუ უნებლიედ სხვებს ავყოლოდით… საინტერესოა გავიგოთ როგორია უცხოელების თვალით დანახული საქართველო.. მაგალითად ნიკო მარის სიტყვები, რომლებიც ქართულ ენას ეძღვნება: “ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.” ან თუნდაც უილიამ ედუარდ დევიდ ალენის სიტყვები: “ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება.” ბოლოს კი უილიამ ბუშის სიტყვებიც ვნახოთ: “სვეტიცხოველი ვნახე… იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალზე თვალშისაცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ…” სრულიად
-
ეს ახალი ამბავია?
-
ახლა, ბოდიში მოუნდათ, მეტი არაფელი გინდათ?!
-
ეს ჩემი ძველი თემა, მაგრამ მაშინ ძაან არც ისე დამაინტერესა მოკლედ გავიარე, ნეტში და ზოგი "სტატია" უბრალო ბავშვური წუწუნიაა ყველაზე მაგარი ისა რომ თავს იწუნებენ "პროგრესული აზროვნებით" კარგი რა...ცოტა სერუზულად მაგალითისთვის: საქართველო ყოვეთვის იყო მრავალეროვანი ქვეყანა, და ამით ვამაყობთ! და თუ ამერიკას და ევროპას ბაძავთ, გაიხსენეთ, ინკვეზიცია ან კატოლიკები და პროტესტანტების სისხლიანი ბრძოლა, რომელიც ახლაც არის. გაიხსენეთ, დავით აღმაშენებლის მიერ აშენებული მეჩეტი თბილიში, რომელიც მემგონი ახლაც დგას ან რას ნიშნავს "იტალიური ეზო" ან ამ სიტყვებს, რომ ეჩემებით რას ეჩებით?
-
ელეკტრონული მუსიკის ფესტივალი, ამ წელს ანაკლიაში ჩატარდა. http://i031.radikal.ru/1406/8a/c6aa3dbc2de8.jpg http://s019.radikal.ru/i623/1406/6e/b955a551a9a4.jpg http://s019.radikal.ru/i638/1406/fa/37c378ee5980.jpg ეს რა ........ :mad: ესეიგი სააკაშვილის დროს ამბობდით, ბატუმი ბოზების ქალაქათ იქცაო, ახლა მთელ საქართველოს აბოზებთ?! თქვენი ოცნების ##################!!!
-
ახლა უყურებ, პრემიერ მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან. კაცო, რა გჭირსთ? კაი, ბიძინა გასაგებია მაგრამ ღარიბაშვილი რავა სულ ეს გამართლება...
-
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ათასი სისულელე პირობა გასცეს და ყველაზე მაგარი ესაა 5 მილონი ყველა სოფელს ) კარგი მოკლედ გახსოვთ, ფულების გაფლანგვა / მითვისებას. ხოდა აი, ოცნების მიერ http://s020.radikal.ru/i708/1405/67/39fb1a2e149e.png 8 864 169 ლარი - 14 სამინისტროს მიერ ერთ წელში პრემიებისა და სახელფასო დანამატისთვის გამოყოფილი თანხა
-
http://youtu.be/ecLgc_nuFDw მალე, რუსთავი 2–ზე
- 7 replies
-
- ახალი პოლიტიკური ანიმაციური ს
- ქართული ოცნება
- (and 2 more)
-
http://youtu.be/ecU5yOhI_DY http://youtu.be/F0ZizZxUZ3g http://youtu.be/B1cVvlV1n-Q
-
საპარლამენტო არჩევნების მერე გაჩნდა შიში, "ნაციონალური მოძრაობა თუ დაბრუნდა" ხოდა აგერ, 2 წელი გავიდა და ეს შიში უფრო და უფრო მართლდება. საერთოდ თქვნი აზრი "ამ მთავრობის "პოლიტიკის შესახებ
-
აქ დაწერეთ, თქვენი შეფასება
- 17 replies
-
- გამოკითხვა
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ხმის მიცემა:ერთი უბრალო კითხვა მაქვს, რატო უნდა ოცნებას, მანდამაინც, პარლამენტის გადატანა/დაბრუნება???
-
ნუუუ, რა ვთქვა, გილოცავთ ახალი პრეზიდენტის (არჩევას) და მშვიდობაში მოგახმაროთ
-
პეტიცია: აქ დაასაბუთეთ, რატო უნდა წავიდეს ან არ წავიდეს სპორტსმენი ოლიმპიადაზე სოჭში? აი ჩემი აზრი ამაზე, არ უნდა წავიდნენ და აი რატო: ჯერ იმიტომ რომ პოლიტიკა და სპორტი დაკავშირებულია მითუმეტეს ოლიმპიადა! რაც არუნდა თქვა,ამის ბევრი მაგალითი არის როგორც წარსულში ისე ახლაც!!! მერე რაც არუნდა იძახო, შერიგებაზე 2008 იყო! ასე, რომ ეს უბრალო დამცირება კი არა, პოლიტიკური დამცირება იქნება! ეს კიდო უარესია. და საერთოდ იცით რაშია საქმე, აი წავლიან, მერე? რადა, შეილება ზოგი მოიგოს ან საერთოდ არ მოიგოს, მაგრამ კრემლი რო ეცდება უფრო დაამციროს ეს ფაქტია!!! მოკლედ ერთ-ორ წელიწადში ან თვეშიც კი ქართველმა თქვას (აუ რა მივქარე, რა სისულელე გავაკეთე!) ასეთი მივქარე ჩვენ ისტორიაში ძაან ბევრი იყო
-
მე უბრალოდ მაგრად მაცინებს ბიძინა ივანიშვილის "გარჩევა" ჯერ ექსპერთებთან http://youtu.be/4Y4qwXYaLsk ახლა, ჟურნალისტებს შეხვედრა პრემიერის ბიზნეს-ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებსა და ტოქშოუების წამყვანებს შეხვდა. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გაიმართა. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მთავრობის მუშაობა ერთი წლის განმავლობაში დადებითად შეაფასა. მისი თქმით, დაპირებები ახალმა ხელისუფლებამ გადაჭარბებით შეასრულა. `მოვედი, რომ მოგახსენოთ რამდენად ეფექტურად იმუშავა ახალმა ხელისუფლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩემი შეფასებით, ახალი ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ეფექტური, სერიოზული შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. რაც შეეხება დაპირებებს, ისინი გადაჭარბებით შევასრულეთ და მეც არ ველოდი, თუ ასეთი ეფექტურები ვიქნებოდით და ამდენს მოვახერხებდით ამ მოკლე დროში,`- განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება უშუალოდ მედიას, პრემიერის აზრით, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიისთვის ძირეული გარდატეხა მოხდა. `მეორეა თქვენი შეფასებები -მედიის მნიშვნელობას არ ვაკნინებ, თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ და დიდი ფუნქცია გაქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გქონოდათ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედიის თავისუფლების კუთხითაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძირეული გარდატეხა მოხდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან განიცდის რაიმე ზეწოლას,`- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
-
დაუსვით შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს
Giorgi Kiskeidze posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
prezidenti.ge პროექტის "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ პოლიტიკურ მსჯელობასა და დისკუსიას 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ მიზნით, NIMD-მა არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესთავაზა ეპასუხათ 20 აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში დასმულ შეკითხვებს. კანდიდატებს თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეუძლიათ. გარდა NIMD-ის მიერ შეთავაზებული შეკითხვებისა, რომელსაც კითხვარში იხილავთ, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავად დაუსვან შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს - ამისათვის შეავსეთ შესაბამისი ონლაინ ფორმა. შეკითხვების მიღება 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ის 5 საკითხი/შეკითხვა, რომელიც ყველაზე მეტად იქნება დასმული ასევე მიეწოდებათ რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს, ხოლო მათი პასუხები ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნდება; ვებსაიტის სრული ვერსია 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება როგორც ცალკეულ კანდიდატთა ხედვების გაცნობა, ის მათი ერთმანეთთან შედარება. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ ადვილად გაავრცელოთ და იმჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ. -
მე სულ ვკითხულობ, რა გააკეთა ოცნებამ??? მაგრამ ვერავინ პასუხობს, ხოდა ახლა, გავიხსენოთ, ნაციონალური მოძრაობა რა ქნა?! ჯერ ის თუ რა რეალურად გააკეთა: ცნობადობა უცხოეთში ეკონომიკის, მედეცინის, განათლების გაზრდა კანონიერი ქურდების დაპატიმრება (ქურდული მენტატილეტის მოშორება) ქალაქების, ინფრასტუკტურის გალამაზება\მოწესრიგება სკოლებში მანდატურების შეყვანა რეფორმა პოლიციაში (ოღონდ ნამდვილად! და არა ისე როგორც ღარიბაშვილი) ესაა ძირითადი რაც, ნაციანალუმა მოძრაობა გააკეთა!. ახლა მიპასუხეთ, თუ იცით, ოცნება არჩევნების, დროიდან რაა გააკეთა? რეალურად!
-
14 სექტემბერს, 16:00 საათზე, პეკინის #34-ში იმართება Nx ღონისძიება. Nx, ეს არის პლატფორმა, რომელიც საინტერესო იდეის მქონე, მოაზროვნე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხის შესახებ ქართულ საზოგადოებას გააცნოს თავისი არაორდინალური და ინოვაციური წარმოდგენა. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან, როგორც პროფესიონალი სპიკერები, აგრეთვე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. Nx დებატებს წარუძღვება თავისუფალი დებატების ლიგა. არ გაუშვა საინტერესო აზრების მოსმენის შესაძლებლობა დაესწარი Nx ღონისძიებას. www.nx.ge facebook page
-
მთავრობის 100 დღე ანგარიში ხალხს სოფლის მეურნეობა 1 თებერვლიდან – 1 აგვისტომდე განხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებსდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. · ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, მოხდა ადგილებზე მონაცემთა ხელმეორედ გადამოწმება და ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრის მონაცემებთან. · აღნიშნულ საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით მცირემიწიანი ფერმერებისათვის შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს. · განისაზღვრა პროექტით მოსარგებლე მცირემიწიანი ფერმერის კატეგორია- ისვისაც საკუთრებაში აქვს ან ფაქტობრივად ფლობს0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენმათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს: · 0.25 ჰექტარზე ნაკლები ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა; · 0.25-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც აქვთ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ნიადაგის ხვნა – 140 ლარისღირებულებით; ხნულის დადისკვა/გაფხვიერება- 70 ლარის ღირებულებით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი – 300 ლარისღირებულებით; · ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ფართობის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისაგან; 1.25-დან 5–ჰა–მდე სახნავი ფართობის ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა სულ 184 034 000 ლარი. პროექტის განხორციელება დაიწყება 2013 წლის თებერვლიდან. · სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამუშავებული პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, აგრეთვე რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში დამუშავების პროცესშია სამი სახეობის საკრედიტო პროდუქტი: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისათვის; 2. საშუ ალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უ ზრუ ნველყოფა; 3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება. · მცირე ფერმერებიმიიღებენ უპროცენტო სასაქონლო კრედიტს (განვადებას) საწარმოო სეზონის დასაწყისში და სეზონის დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე. · მსხვილი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით მათი უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 7%-8%, განსხვავებით ადრინდელი 32% და უფრო მაღალი პროცენტისგან. · დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვ.) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით დაფინანსდება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის თებერვლის ბოლოდან. დღევანდელი მონაცემებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. საქარტველოს მთავრობა