Jump to content
Planeta.Ge

ErK

პლანეტელი
  • პოსტები

    19
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი ErK -ს მიერ

  1. ეგენი კი სხვა კატეგორიის ხალხია.

    მათი მიზანია იპოვონ "მართალი ცხოვრების წესი", გარეგნულად ფანატიკურად დაიცვან იგი, ამით სხვა ადამიანზე მაღლა დააყენონ თავი და

    ყველანაირად ეძებონ სხვა ადამიანში ამ "ცხოვრების წესის" დარღვევის ფაქტები, რათა გადაუარონ და გააცამტვერონ იგი.

    აი, მისმინე. მე ვერ / არ ვიცავ "მართალი ცხოვრების წესს", მაგრამ ვინმეს თუ ვეტყვი "წესზე", არა იმიტომ, რომ "გადავუარო" და ჩემი თავი მასზე მაღლა დავაყენო, და არც ვეძებ - თუ რამეს ვამბობ, მხოლოდ საპასუხოდ. ვთქვათ, არ მაქვს მორალური უფლება, სხვას "წესი" შევახსენო. ამიტომ სხვა დადგეს და თავად "წესს" გადაუაროს?

    დღეს გადაუვლიან, ხვალ, ერთი, ასი, და შემდეგ "მართალი" სულ სხვანაირი აღმოჩნდება.

     

    ფართოდ დახუჭული თვალები

    დეგა, ბოდიში, მაგრამ იმ ფრაზაზე ზუსტი გამოხმაურებაა. :)

    დაახლოებით იმავე ასაკის ვარ, ერთ-ერთი ყველაზე "სვეტური", 55-ე სკოლა დავამთავრე და ვერავინ მასწავლის, რა როგორ იყო ამ მხრივ.

     

    ტენდენცია ზრდისკენაა. მალე აქაც სივიწროვე იქნება

    აქ ისედაც "სივიწროვეა".

    მესმის, რომ დიზაინი მყუდროა, ალბათ შეესაბამება რამდენიმე ადამიანს შორის აზრების აუჩქარებლად გაზიარებას, მაგრამ ძალიან მძიმეა საკითხავად. დიდი ზომის შრიფტი და ელემენტებია, გვერდზე ცოტა ტექსტი ეტევა > ბევრი გადასვლა მომდევნო გვერდზე, ყოველ გვერდზე ერთი და იგივე უადგილო ვიდეოანონსი და გაჭედვა. არაა გარემო, შესაფერი მჩქეფარე ფორუმისთვის. :user:

  2. ანტისახელმწიფოებრიობის ბრალდება, ან თუ ლოზუნგი ზოგადია, თავისთავად ცუდი და არასწორია. თუ კონკრეტულად რაიმეთია გამოწვეული, მაშინ იმ რაიმესაც გააჩნია და შეფასების სისწორესაც.

    მაგალითად, "სუფრის აკადემიის" ან "გაგების" ძაგება შეიძლება ფორმალურად ნიშნავდეს "ტრადიციების წართმევას", მაგრამ ასეთი ხმამაღალი განცხადების დონეზე - ვერ ქაჩავს. :)

    ხოლო თუ მავანნი, როგორც ამ დღეებზეც ფორუმზე, იტყვიან, პროგრესის სახელით სხვები იყვნენ უმრავლესობა ამ ქვეყანაშიო (და შეიძლება ამ პროგრესის მთავარ ხელშემშლელად რელიგია დასახოს), - ასეთი განცხადება ნამდვილად არის ანტიქართულიც და შეგნებულად ანტიმართლმადიდებლურიც. რა ვიცი, დეტალებია ყველგან.

  3. სულ მალე ... 5-6 თვეში ფორუმ.ჯე მოკვდება

    აი, აბსოლუტურად გამორიცხულია, და მათ შორის (იქნებ პირველ რიგში) - პოლიტიკურიც. :yes:

     

    მე ვარ მორწმუნე (1) და ასევე - ქრისტიანი(2).

    ჩემი გაგებით ეგ ნიშნავს:

    ეგაა ზოგადად ქრისტიანობა, და ისიც (თუ ამოვალთ მრავალსაუკუნოვანი მიდგომის კრიტერიუმებიდან) "ლაით" ვარიანტი. მართლმადიდებლობა არის ტრადიციული და დეტალიზებული ვარიანტი. რას ერჩი? :)

  4. ორი ითხვა: რა ძალაა აქვს ამ მღვდლის ჩატარებულ საიდუმლოს და რი იყო ქურდის მამა ჩვენ მამებზე უკეთესი?

    წმინდანის წირვის მადლი არ ექნება, მაგრამ რაც "ნომინალურად" მოდის იმ ძალით და განწესებით, რომლითაც უნდა მოვიდეს - ის ექნება.

    არსებული ინფორმაციით ქურდის მამა რა შუაშია, გარდა იმისა, რომ შვილი გაზარდა და არ აღზარდა? ნებისმიერს შეუძლია, გადაუხადოს პანაშვიდი, და მღვდელი ვერ დაიწყებს გარკვევას, საიდანაა ფული (თუმცა, თუ იცის, რომ ცუდი გზითაა მოპოვებული, უნდა შეაგონოს, რომ შეეშვას არასწორ გზას; კარგმა მღვდელმა ალბათ არ უნდა გამოართვას შესაწირი, მაგრამ პანაშვიდი აუცილებლად უნდა გადაიხადოს, თუ მიმართეს). ყველას შეუძლია, გარდაცვლილი მშობლისთვის პანაშვიდი შეუკვეთოს, და ხშირად არც არაფერს გამოართმევენ, განსაკუთრებით, თუ მრევლის წევრია. რაც შეეხება აქცენტს, რომ ეს ყოველკვირა ხდება, - ქტიტორის მოხსენიება ყოველ წირვაზე, ოჯახითურთ, ძველი ტრადიციაა, მით უფრო, თუ ამისათვის დამატებითი შემოსავალია გაჩენილი; ძველად ეს იყო ყმა-მამულის შეწირვა, ახლა შეიძლება იყოს სისტემატური ან ერთჯერადი მსხვილი ფულადი შეწირულობა. სადმე მოცილებულ მონასტერში, თუ დაეხმარები მცირედი ფიზიკური შეწევნით, ალბათ თავად შემოგთავაზებენ საკუთარი თავისა და უახლოესი ადამიანების მუდმივ მოხსენიებას ცოცხალთა და გარდაცვლილთა სიებში, ეს არაა პანაშვიდი, მაგრამ მაინც კარგია... ვადასტურებ: რაც არ უნდა ვილაპარაკოთ საეკლესიო რიტუალებისათვის ანაზღაურების არსებობაზე, ფორმაზე თუ ოდენობაზე, ეს არ ეხება მუდმივი პანაშვიდების გადახდას. და კვლავ ფულის წარმოშობის წყაროზე, რომელიც ამ ქურდს აქვს, და რომელიც არაკანონიერი გზითაა დაგროვებული. მე ძალიან, აი, ძალიან არ მომწონს, რბილად რომ ვთქვათ, ეკლესიის აშენება ასეთი ფულით, მაგრამ ის, რომ ამ ეკლესიაში კურთხევის შემდეგ ბევრი ადამიანი ეზიარება უკეთესს, არაფერია? ასევე არ მომწონს ის ფაქტი, რომ ზოგ ქრისტიან მოწამეს საკუთარმა მამამ მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ ეს ფაქტია, და მათი "დანიშნულება" იქნებ მხოლოდ ის იყო, რომ ის შვილები ჰყოლოდათ.

  5. წერტილოვანი დარტყმები

    erfiro, ხუმრობთ? :) არ იცით ისეთი შესანიშნავი მეთოდი, როგორიცაა გატარება (არაა კონკრეტულად თბილისის ფორუმის გამოგონება, ზოგადად ვამბობ)?

    გინდა წერტილოვანი ბუთქე, გინდა ზალპი, გინდა მერე შეახსენე. გაილალება ყველა თემიდან და აღარ შევლენ. მორჩა, განეიტრალებულია. :dash2:

    მეზარება ახლა სიის ჩამოწერა, ბოლო მაგალითი, ჯერ ზალპი და მერე წერტილოვანი. შეიძლება, ძალიანაც ვცდები, ინფორმაცია არ მაქვს, ბოროტად ვცდილობ კარგი პროექტის გაშავებას, შეთქმულების თეორიის ქსელში ვარ გაბმული და ასე შემდეგ. მაგრამ, რომ არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ ვიკითხე. არავის ისიც არ უთქვია, რას მიჰქარავო. მიშისტებსაც კი, არადა, "წესით", ალბათ უნდა აეტაცათ, როგორც იქცევიან ისინი (და მოპირდაპირე მხარეც) ოპონენტისთვის პოტენციურად საზიანო ნებისმიერ შემთხვევაში.

  6. შემოსავალი არ მიკითხავს ცხოვრების დონე გკითხე, გეტყობა დადიხარ ეკლესიაში და აქამდე თუ არ დაკვირვებიხარ აწი დააკვირდი როგორი ტელეფონი აქვს მღვდელს და როგორი მის მრევლს, რა მანქანით მოდის მღვდელი და რა მამქანით მოდის

    რომელი მღვდელი-მეთქი, ყველა?

    თბილისშიც არაა ერთნაირი შემოსავალი ყველა ეკლესიაში, და მის გარეთ - საერთოდ.

    ქალაქში მეტია მრევლი > შემოსავალი, კომფორტით ზედმეტად დაინტერესებული მღვდელიც მეტია.

    "პრესტიჟულ" ეკლესიებში მით უფრო.

    მღვდლებში კი არა, მაშინვე თვალშისაცემი განსხვავება თუნდაც ქცევაში "ქალაქელ" და დაშორებულ მონასტრებში მყოფ ბერებს შორისაცაა.

    მერე - ინდივიდუალური თვისებები. ყველა ერთნაირი ვერ იქნება. ნამდვილი მღვდელმთავრებიც ბლომადაა, და ისეთებიც არიან, "კარგი ჭამე, კარგი სვი და კარგი დრო გაატარეს" ფილოსოფიით რომ ცხოვრობენ (ხატოვანი ფრაზა არაა, ციტატას გეუბნები).

     

    მრევლი,....თვითონვე უნდა აინტერესებდეთ გაწმინდონ თავის რიგები მევახშეებისაგან

     

    და რატო არიან ეგეთები ისევ მღვდლები არ გიჩნდება კითხვა?

    ვთქვათ, მიჩნდება. მერე? :) რა ნიშნით გაწმინდონ, ვისაც უკვე ჰყავს კარგი მანქანა, კარგი ტელეფონი... - რა უქნან? განკვეთონ? ჩამოაქვეითონ? რა მოტივით? იურისპრუდენციაში არის შესაბამისი წესები, ეკლესიაშიცაა. რატომ გაქვს კარგი მანქანა, - არაა მოტივი. ვერც საყვედურს ჩაუწერენ, შეიძლება მხოლოდ შეაგონონ.

    შემდეგ - ეკლესია ალბათ ითვალისწინებს, რომ "წმენდას" მოჰყვება თავად ინსტიტუტის გარკვეული დისკრედიტაცია. ამან, ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება გადასწონოს უარყოფითის აღმოფხვრისთ მიღებული პლიუსები.

     

    საერთოდ, ნებისმიერი მღვდლის ჩატარებულ საიდუმლოს აქვს ძალა, ასე ვთქვათ, "საშუალო სტატისტიკური ძალა". "კარგი" მღვდლის ჩატარებულს - მეტი მადლიც ექნება, - ალბათ! მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებაა და იმის შესრულება, რაც ევალება, ხოლო კონკრეტული ღვთისმსახურის საქციელი - მას მოეკითხება, მათ შორის ისიც, რომ სხვები დააბრკოლა.

    (ჩემს რაიონში ფაქტიური ათეისტების უმეტესობას დღემდე ის მოჰყავს ამის საბაბად, რომ 10-15 წლის წინ ადგილობრივ მღვდლად იყო ყოფილი მხედრიონელი, რომელიც ხალხს აუთოვებდა, და ახლა თბილისშია მოყუჩებული, საკმაოდ "მაღლა". აი იმას ძალიან მოეკითხება, იდეით)

     

    ათაში ერთხელ

    ჰოდა, ძალიან სცდები-მეთქი. :)

  7. თუ ტრაკი არა გაქვს გაზრდის რატო აჩენ? ბავშვი მაინც შეიცოდე

    დ-დიახ, ნამდვილად კაცობრიული მასშტაბის ზრუნვის ნააზრევია. :)

    ციტატები რომ არ მოვიტანო, ბარემ აქაა ჩამოთვლილი (იდეოლოგიურ განვრცობებს ყურადღებას არ ვაქცევთ, მხოლოდ ციტატები): http://planeta.moy.s...013-02-13-43106 ეს ხალხიც თვლის, რომ შობადობის შემცირება უდიდესი სათნოებაა.

     

    შობადობის შემცირება არა ფემინისტების არამედ განვითარების ბრალი/დამსახურებაა

    საბოლოო ჯამში აქ ერთმანეთს ემთხვევა ტუტრუცანა ფემინისტების მისწრაფება თავისუფალი და ლაღი ცხოვრებისკენ, ბავშვები ხელს რომ არ უშლიდნენ, და ზემოხსენებული გლობალური მოაზროვნეების თეზისები; პირველისნაირი აზრების პროპაგანდა კი მეორეთა გეგმებს კარგად ეთანხმება. ამის შემდეგ ვეძებთ მზის გულზე ნებივრად წამოკოტრიალებულ კატას. :)

     

    გასაგებია რო ყველას ვერ დაეხმარებიან(თუმცა პირადად მე ისიც მაეჭვებს საერთოდ ვინმეს ეხმარებოდნენ)

    მე არ მეეჭვება. ეკლ-007-ის ნომრიანი მღვდელი ერთია და რომელიღაც რიგითი ეკლესიის მოძღვარი - სხვა. "კულისები" გინახია ამა თუ იმ ეკლესიაში, ვინ მოდის, რას ურიგებენ, ან სახლში მიაქვთ? ამა თუ იმ ეპარქიაში ასეთი დახმარებები მთელ პროგრამასავითაა.

     

    რამდენჯერ მეტია რიგითი მღვდლის(მაღალი იერარქიის პირებზე რო აღარაფერი ვთქვათ) ცხოვრების დონე მისივე მრევლის ცხოვრების დონეზე? და ეს ნორმალურია?

    რიგითი მღვდლის შემოსავალი რამდენია, და მრევლის საშუალო-სტატისტიკური წევრის - რამდენი? თუ თანაბარია, ეს "ნორმალურია"?

    არიან მღვდლები, ვისთვისაც თავად მოძღვრად ყოფნა პროფესიაა (რწმენის გარეშეც), და ეს გულისხმობს რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნას. არიან ისეთებიც, ხან წამლის და პურის ფული არ აქვთ, თუმცა აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ, ხოლო ეკლესიის ყულაბაში საკმაოდ დიდი თანხაცაა.

    რავი, რამდენია ეს საშუალო შემოსავალი?

  8. საქრთველოში , რომ ბავშვები შიმშIლით კვდებოდნენ არ იცოდნენ მაგ ვიდეოს ავტორებმა?

    კონკორდატი და ის ფული, რაც ეკლესიას ერიცხება, არ ითვალისწინებს, რომ ეს ფული დახმარებაზე უნდა გაიცეს. ეს სახელმწიფოს ფუნქცია უფროა. მაგრამ ამბობენ, მაგალითი აჩვენოს ეკლესიამ, ჯიპებიან-ღიპებიან მამაოებმა, რწმენა ავალდებულებთო. როცა პასუხობენ, ბევრსაც ეხმარებიანო, - რატომ ყველას არაო. ფორუმზე ვიღაცამ - თავად უნდა დაიარონ კარდაკარ და მონახონ ასეთი ხალხიო. მოკლედ, შარი როცა უნდა ადამიანს, ყოველთვის მოიძებნება საბაბი.

  9. (რომელ საბჭოთა პოეტს ჰქონდა ურალზე? სკოლის წიგნში იყო

    ახლობელს უყვარდა გამზრდელი ბებია ძალიან და კლასელები აბრაზებდნენ ბებიაზე პერიფრაზით)

     

    "მოდერი არის ბურჯი ქვეყნისა..." :)

  10. და ბანანს ვერ მოვიყვანთ ჩვენთან? :facepalm: :facepalm: :facepalm:

    აი, მითხარი, ამაში რა არის თავმოსაჭრელი და სამარცხვინო, თუ ფისტას და ბანანს მოვიყვანთ? :)

    კივი გაახარეს და ქვეყანა არ დანგრეულა.

  11. სოციალისტებმა და სხვადასხვა ლევაკმა კეკელებმა

    ფრიად ზედაპირული მტკიცებაა.

    მაგრამ არაზედაპირულზე იტყვიან, ზედმეტად ღრმააო.

     

    აი, ჩვენთანაც რომ იგივე უნდა ბევრს - ლევაკები და სოციალისტები არიან? :) მაგალითად, დეგას უნდა? :what:

  12. დასავლეთი არ გვაძალებს... ჰმ... ახლა რაღაცეები რომ დავიწყო დასავლეთის (ზოგადად) აქტიურობაზე აქ, სხვადასხვა მიმართულებით, იტყვიან, აბა თავისი ინტერესი აქვთო და... ჩვენი პატარა გეოსტრატეგიული მდგომარეობა რომ გავიხსენო, მაშინაც იტყვიან.

    მთლად მასეც არაა, ჩვენ ვეტენებოდეთ და მარტო მორგებას გვთხოვდნენ. :)

     

    ...მეგობარი მყავს (მიშისტი, დასავლელი და ანტირუსეთუმე), იმას ჯარის მეგობარი ჰყავს ესტონელი. დიდი მისვლა-მოსვლა აქვთ ერთმანეთში, ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ იმათი მაინც ბევრი რამ უკვირს.

  13. მუშაობა ზოგადად ყველას ეზარება, ქართველსაც და ამერიკელსაც. თუ ხელფასს ტყუილად მისცემ, მუშაობის გარეშე, ყველა დაგთანხმდება.

    მე არ დავთანხმდები.

  14. შენ გაქვს უფლება იყო მონა

    :+:

     

    მონად არ გვაგრძნობინებდნენ თავს საბჭოეთის დროს, მაგრამ მონა იყავი,,,

    ეხლაც მონა ხარ, მაგრამ თავისუფალი ქვეყნის სახელი გვაქვს,

    ნამდვილი კომუნისტი და რუსეთუმე მაშინ თითით საჩვენებელი იყო.

    ახლა ნეიტრალურად განწყობილი ("პროქართველი") არის ასეთი, ხოლო პროდასავლურად დაზომბირებული ახალგაზრდობა (უმეტესად მარტივი საყოფაცხოვრებო "ზიზიებით" და სრული თავისუფლების სურვილით, ან პრიმიტიული ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით) ისეთ "დუხზეა", ძველ პარტიულ და კომკავშირულ აქტივს არც მოელანდებოდა. ისინი (აქტივი) თამაშობდნენ მაინც, ამათ უმეტესობას კი მართლა სჯერა.

    კაცმა რომ თქვას, ეს უფრო 20-იანი წლების ანალოგიაა, და არა მოყანყალებული საბჭოთა რეჟიმისა.

     

    რუსეთის დედას შევასხი და დასავლეთისაც მარა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენ თამაშს არავინ გვათამაშებს გამსახურდიას მაგალითი გავიხსენოთ ვაწყდებით ორ უკიდებურესობას ან ერთი ან მეორე

    მაგ დროშაზე წერით გავსკდი ფორუმზე, მაგრამ ვერავის ვერაფერი შევასმინე, ვერც გრანდებს და "ბრენდებს", და ვერც ახალგამოჩეკილ "პატრიოტებს". რაღაზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფო დროშაა უცხო და თავსმოხვეული. უფრო რთულ შემთხვევაზე, როგორიცაა ჰიმნი, აღარაა ლაპარაკი.

    20 წლის წინ სიტყვა "მანქურთი" ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო, ილიას ნათქვამი საკუთარი ისტორიის დავიწყებაზე - ასევე. ახლა ეუბნები და რეაქციაც არ აქვთ. :dash2:

     

    მე პირადად თვითკმარი სახელმწიფოს მომხრე ვარ, მაგრამ არა ისეთის როგორიც ჩრდ. კორეაა. ანუ არ უნდა ჩავიკეტოთ.. მაგრამ სანამ არ ვართ თვითკმარები და ფული უცხოეთიდან გვჭირდება, იქამდე ანტიდასავლურობა ცოტა ტეხავს.. რეალურ ალტერნატივა ზოგადად ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე რუსეთთან მიბმაა. არა იმიტომ რომ სამყარო რუსეთად და დასავლეთად იყოფა, არამედ იმიტომ რომ ქართველები ამ ორ სისტემაში ვართ ინტეგრირებულნი და სხვა შემოსავლის წყაროები არ გაგვაჩნია..

    და პრაგმატულად ვიყოთ ერთთან ან მეორესთან, ამ იდეოლოგიური პათოსის გარეშე, არ შეიძლება? :)

    ესე იგი, მავანისთვის ეს იდეოლოგიაა თვითმიზანი და მთავარი.

     

    ევროპაში ძალიან ბევრი მიმდინარეობებია, ლიბერალიზმიც და არალიბერალიზმიც და არც ერთი იდეოლოგია არ ცხადება აბსოლუტურად ჭეშმარიტად. ჩვენთან კი ლიბერალებს უნდათ რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მონათვლონ.

    რაც შეეხება საახლობლო-სანათესაოს და სხვა ტრადიციებს, არც იტალიელები არიან ამ საკითხში ნაკლები, არც ბერძნები და სხვა ევროპელები, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ევროპელობაში...

    ევროპელობას როგორც კულტურულ ასპექტს თუ მიიღებ, ძალიან კარგად გამოჩნდება, რომ ქართული კულტურა ევროპულ კულტურაზეა აგებული და არასდროს არ უცდია მას, რაღაც სხვა გზით წასულიყო

    თუ ევროპაშიც არ მძლავრობს ლიბერალიზმი და ჩვენც ევროპელები ვართ სულისკვეთებით, - პრობლემა რაღაშია?

  15. არავინ არ დაუდანაშაულებიათ კონკრეტულად

    მხოლოდ საზოგადოების ავადმყოფობაზე ისაუბრეს

     

    კი... ახალგაზრდული სიტუტუცით. ყველანაირი ავადმყოფობის თუ "ავადმყოფობის" აჯაფსანდალი.

     

    (თუმცა ხშირად, და აქაც, ნაწილობრივ, თვალშისაცემია ხოლმე არაადექვატურად ბევრი და კონტექსტგარეშე გალაშქრება ეკლესიის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევებში უკვე საეჭვოა, გულწრფელადაა პროტესტი თუ არა; თუ გულწრფელიცაა, ანუ ამ "ავადმყოფობების" მთავარ წყაროდ და საფუძვლად თუ მართლა ეკლესია მიაჩნიათ ("სიბნელე", "ჩამორჩენილობა", "მართლმორწმუნე პრავასლავნუტები", "მართლმადიდებელი ქვეყნები ყველაზე განუვითარებელია"), - ასეთი საწყისი იდეით შეკრული ჯგუფი მაინც მიკერძოებული და იდეოლოგიურად მოტივირებულია)

     

    სოციალურად დაუცველებზე სოლიდარობის გამოცხადებას ჯობია ისეთი პირობები შეიქმნას, რომ თუ კაცს მუშაობა არ ეზარება საკუთარი თავი თვითონ შეინახოს. ესაა აშშ-ს ვარიანტი. და "ოჰ ღმერთო ჩემო რად გამაჩინე, და თუ გამაჩინე კიდეც მარჩინე" ესაა მემარცხენე ვარიანტი. ამ კაცის სარჩენი ფული ციდან არ მოდის სხვათაშორის. ვინც მუშაობს, ის ხალხი არჩენს რეალურად.

    ყველაფერი ასეა.

     

    ეს მითია ახალი ქართველის მიერ გამოგონილი,თითქოს ქართველს მუშაობა ეზარება

    ასეა.

  16. დასავლეთის გაშავების მცდელობა ლოგიკით: სააკაშვილი დასავლეთმა მოიყვანა, მხარს უჭერდა. რუსეთს იგი არ მოუყვანია და მასეთ კაცს მხარს არ დაუჭერდა. ე.ი. რუსეთი ჯობია დასავლეთს. ასეთ ჟურნალისტს ეწოდება გავლენის აგენტი

    წინასწარი ანტიდასავლური განწყობა არის. მაგრამ - "ლოგიკა: სააკაშვილი დასავლეთმა მოიყვანა, მხარს უჭერდა".

     

    კი ერთი ერთზე ტაჩიტოა სააკაშვილი. ისინიც არჩევნებში დამარცხებულან და მშვიდობიანად გადაუბარებიათ ხელისუფლება ოპოზიციისათვის.

    90 % :)

     

    ძაღლს არ დაეღრინა თავის შვილისთვის და ვნახავდით როგორ მშვიდობიანად გადააბარებდა

    ესეც ხომ ფაქტია.

    მსხვილ გაყალბებას აპირებდნენ, ხაშურის მცდელობა ჟურნალი იყო გაყალბებას კი გარდაუვალად მოჰყვებოდა დატაკება. 7-სა და 26-ში უკან არ დაუხევიათ რადიკალური ზომებისაგან და, იმისდა მიუხედავად, რომ საბრძოლო სულისკვეთება წინმსწრებმა ჩანაწერებმა და ქოლაგის ამბავმა მნიშვნელოვანწილად შეარყია, ალბათ არც ახლა დაიხევდნენ.

  17. ვირტუალური სამყაროა ეს, ვირტუალურიიი

    არის ამ ნათქვამში სიმართლის წილიც. ;)

     

    ვინღა დარჩა ფორუმზე გადახედეთ... ნეიტრალები და მიშმაკაკები ანუ ჯოპოები....

    ჰო, აი ეგ არ მესმის ბოლომდე. არაა მასე და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, როგორც ბოლო წლებში დღე-დღეზე გამოცხადებული БП-ის მოლოდინში - ელოდებიან აპოკალიფსს, მერე თარიღს გადასწევენ. უფრო სასურველის სინამდვილედ აღქმის სურვილია. არ მიწყინოთ. :)

    მე როგორც ვხედავ, ფორუმზე უმეტესობა ნაციონალებს ლანძღავს, ვიდრე პირიქით, და არც ზოგი მოდერატორი აკლებს ხელს.

  18. ვინაიდან მე ვწერდი პირად თემაში , რომელსაც ვერავინ ჩემს და მოდერაციის გარდა კითხულობდა . და ამ პირად თემაში საუბრისთვის დასჯა ---- მიმაჩნია სისულელედ

    ნამცეცები სხვებსაც ხვდებათ ხოლმე. "ბოლო 1000 პოსტში" ჩანს საწყისი ფრაზები. :)

     

    აქ პოხუისტი და მემარცხენე თავადობენ

    კერძოდ ვინ-ვინები არიან? :user:

     

    დასავლეთშიც კარგად ხვდებიან, რომ დაშინებულ-დაჩმორებული ნაც. მოძრაობის მიღების შემდეგ ნაც. მოძრაობა N2 -ს მიიღებენ ოცნების სახით. ზუსტად ამიტომ ეწინააღმდეგებიან აქტიურად მაგ დაჩმორება/დაშინებას

    მე მგონია, რომ რაღაც ბალანსის შენარჩუნება უნდათ. ერთ-ერთი მხარე ძალიან გაქაჩული რომ იყოს, ისევ მთლიანად მასზე იმუშავებდნენ.

×
×
  • შექმენი...