Jump to content
Planeta.Ge

მაკიაველი

პლანეტელი
  • პოსტები

    281
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

პოსტები დაპოსტილი მაკიაველი -ს მიერ

  1. როგორ დარბიან ევროპის საშუალო დონის გუნდის ფეხბურთელები 8-10 კმ თამაშის განმავლობაში და რა რატომ ვერ დარბიან ჩვენები ?
  2. რამ გადარია ამხელა აყლაყუდა ...... დედა ტერეზა იყო ეს ჩემისა ვანიჩქა , თუ მაჰათმა განდი .

     

    მოსამართლე ახალბედაშვილი , რომელმაც ჩააყუდა განდონბაითში , ადეიშვილის გამოზრდილი კადრია .... ნაცების დროინდელი პროკურორი და მერე მოსამართლე . დაჟე ამან ვერ გაბედა გარეთ გამოშვება .

     

    ხეხოს ნარები .... თუ პატიოსანი რის და უბრალო ამ საქმეში , ღმერთი გადმოხედავს და ნელსონ მანდელასავით გამოვა 30 წლის შემდეგ ციხიდან და გახდება პრეზიდენტი და ნობელის ლაურეატი

     

    არ წაირეს ტვინი ....

  3. გაითვალისწინა ბ.ბ.-იმ ქუთაისის მოსახლეობის აზრი და დიდი პატივი მიაგო ,,ზასტავა,,-ს , ქუთაისის ამ ძირძველ უბანს და ვანიჩქა ჩვენს ტერიტორიაზე , ზასტავაზე შეაგდო განდონბაითში .

     

    დღეს ამაყია ,,ზასტავა,,-ა და ზასტაველები

     

    :brr: :brr: :brr: :brr: :brr:

     

     

     

     

    პ.ს. ქუთაისის კპზ-ე , ზასტავაზეა

  4. ვანო შეასახლეს კპზ-ში ..... ახლა ვნახოთ სასამართლოს რეაქცია

     

    ნა ვსიაკი პაჟარნი , პროკურატურას კიდევ ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი შემონახული აქვს ვანიჩქასთვის

  5. კი. რაც სტალინმა აღადგინა კგბ-ს ფილიალად, იმის შემდეგ დისკრედიტირდა.

     

    მაკიაველი

     

    არ ივარგებს დაცდა

    დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოყენებული ტაბურეტით აცრა

     

    კარგად ჩაჯდა, თითქმის გავრეპე :D

     

     

     

    --------------------

     

    :brr: :brr: :brr:

     

    ვნახე შენი პოსტები ფორუმ.ჯეზე ..... სარგებლობ ხალხი , რომ არის დაბანილი და ლივლილებ არა :brr: პასუხს არ გცემს არავინ , ნელ-ნელა დაადექი კარდუ-ს გზას

     

    ტაბურეტის თემა --- თითიდან გამოწოვილი თემაა . არსად არ არის დაფიქსირებული , რომ მაგ ტაბურეტი ვინმემ გამოიყენა (არაპირდაპირი დანიშნულებით ) . ეგებ მამაომ ეგ ტაბურეტი რომელიმე ზედმეტად აღზნებულ ახალგაზრდას წაართვა , რომ მას რაიმე ცუდი საქციელი ჩაედინა :brr:

     

    ჯანდაცვის მინისტრის მონაცემებით (რომელიც არავინ უარყო ) , დაშავებულია 28 ადამიანი .... აქედან მხოლოდ ერთი საშუალო სიმძიმის , საუბარია რადიო ,,ფორტუნა,,-ს ჟურნალისტ გოგონაზე . ამ გოგონასთვის კი , მისივე განმარტებით , ტაბურეტი არ ჩაურტყამთ .

     

    იმის გათვალისწინებით , რომ ,,ტაბურეტიანი,, მამაო საკმაოდ ფიზიკურად განვითარებული მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს , ტაბურეტი გამოყენებული , რომ ყოფილიყო დაზიანება მინიმუმ საშუალო სიმძიმის იქნებოდა ---- ასეთი კი არ არის დაფიქსირებული , ზემოთ დავწერე .

     

    აქედან გამომდინარე , დიდი ალბათობით , შეიძლება ითქვას , რომ ტაბურეტი , მამაოს , როგორც სპეციალურად მომარჯვებული საგანი სხვისთვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად არ გამოუყენებია .

     

    ეს ტაბურეტკაზე და შენს გარეპვაზე .

     

    -------------------

     

    1. რაც შეეხება პრევენციას ......

     

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქი , ყველა გამოკვლევით არის ყველაზე დიდი რეიტინგის მატარებელი საქართველოში . თუ დემოკრატიის განმარტებას ,,ჩავუცუცქდებით,, სადაც პირდაპირ გვიხსნიან დემოკრატიის მამები , რომ ეს არის ხალხის მართველობა . სიტყვა ,,ხალხის ,, დეფინიციის მიხედვით ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უმრავლესობასთან . იმ უმრავლესობასთან რომელიც , როგორც ზემოთ აღვნიშნე , საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ პირად - პატრიარქს ასახელებს , ხოლო ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციად - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას .

     

    აქედან გამომდინარე , ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას -- აქვს უფლება ქონდეს თავისი აზრი რაღაც საკითხზე ? ჩემი აზრით - აქვს

     

    ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას -- აქვს თავისი აზრის გამოხატვისთვის მოახდინოს ქუჩაში შეკრება ? ჩემი აზრით - აქვს

     

     

    აქვს ეკლესიას უფლება ხალხს ურტყას ? არა არ აქვს .... შესაბამისი ფაქტების (ხაზს ვუსვამ სიტყვა ფაქტს ) დადების შემთხვევაში ასეთი მღვდელთმსახურების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ზომები , როგორც ეკლესიის მიერ , ასევე საერო ხელისუფლების მიერ - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული . დაელოდეთ გამოძიებას ჩემო კარგო , დაელოდეთ .

     

     

    2. რაც შეეხება ეკლესიას , კგბ-ს და ზოგადათ ,,ცუდი,, მამაოების თემას ....

     

    1946 წელს , მთელმა მსოფლიომ ( საერთაშორისო ტრიბუნალის სახით ) გერმანულ ქალაქ ნიურბერგში , დაგმო ნაცისტური რეჟიმი , გამოაცხადა რა გერმანიის ნაცისტური რეჟიმი კაცობრიობის წინაამღდეგ დანაშაულის ჩამდენ რეჟიმათ .

     

    საყოველთაოდ ცნობილია მაგალითად ვატიკანის მჭიდრო კავშირი ნაცისტებთან .... რამაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1000 -მდე კათოლიკე მღვდელთმსახურის ეკლესიიდან გაძევება , მათ შორის 38 კარდინალის .

    ვატიკანის და ნაცისტების , ფაშისტების ურთიერთობა ძალიან მჭიდრო იყო . აქ იყო ყველაფერი ...მუსოლინის დაჯილდოება ვატიკანის უმაღლესი ჯილდოთი , ქრისტეს ორდენით დაჯილდოება ....ცნობილი კონკორდატი ჰიტლერთან ... ფინანსური დახმარება ფრანკო-ს და სალაზარის რეჟიმებზე .

     

    უფრო მეტიც , შარშან გაზეთ ,,გარდიანი,,-ს სტატიების მთელი სერია იყო , სადაც დამტკიცდა , რომ ვატიკანის მიერ , ნაცისტების ფულით ნახევარი ევროპა იყო ნაყიდი , შვეიცარული ფირმა (ვატიკანის ბანკის მიერ კონტროლირებადი ფირმა) ,,Profima SA,,-ს მეშვეობით . საუბარი 500 მილიონ გირვანქა სტერლინგზეა , რომელიც ვატიკანმა მიიღო ჰიტლერისგან --- ებრაელებზე დაძრობილ ოქროს კბილებით მოპოვებულ თანხაზეა საუბარი .

     

    ასევე მიგითითებთ ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური დაზვერვის შეფის (სდ) , ვალტერ შელენბერგის მემურებზე (,,ლაბირინტი,,) სადაც ძალიან დიდი ადგილი აქვს დათმობილი , ნაცისტების სპეცსამსახურების და ვატიკანის თანამშრომლობას . მათ შორის ვატიკანში გერმანული დაზვერვის გავლენის აგენტებზე წერია ბევრი .

     

    მაგრამ იყო სხვა ფაქტებიც .... პოლონელი კათოლიკე მღვდელმსახურთა პიროვნული გმირობა და თავის მრევლისთვის ფიზიკური თავგანწირვა , ნახევარი ფრანგული ეკლესია ,,წინაამღდეგობა,,- ის რიგებში ებრძოდნენ ნაცისტებს , მათ შორის იარაღით ხელში . მთელი ევროპა დახუნძლული იყო მონასტერებით , რომლებიც დაკავებული იყვნენ ნაცისტური რეჟიმისგან დევნილი პირების , მათ შორის ებრაელების ევროპის უხიფათო ქვეყნებში გადაყვანით .

     

     

    ესეც იყო

     

    რა ვქნათ ახლა ---- მთელი კათოლიკური ეკლესია ნაცისტურ ორგანიზაციად გამოვაცხადოთ ?????

     

    ან ცნობილ პედოფილიის ფაქტებს გაგახსენებ სულ ახლახან აგორებულ სკანდალთა სერიაში კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი პირების ფიგურირებით --- რა ვქნათ დავბომბოთ ვატიკანი ? გამოვაგდოთ პაპი ?

     

     

    მუსლიმანთა რელიგიურ ლიდერებზე , საერთოდ არ ვსაუბრობ . პოლიტიზაცია თუ სადმე არის რელიგიური კონცესიის , ეგ მუსლიმანებთან უნდა ვნახოთ .... და რა ვქნათ , გავაუქმოთ ისლამი ? კი კბენენ ბარეორი მაგრამ კი უყურებთ რა პასუხსაც იღებენ .

     

     

    დიახ ... ეკლესია სულ იყო სპეცსამსახურების თვალხედვის არეალში . დიახ .... ბევრი აგენტიც იყო ეკლესიაში შეგზავნილი და გადაბირებული .

     

    მაგრამ იმ პირობებში ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალიაც მიიღო ..... არ მითხრა ახლა კგბ-ს დავალება იყო ესო

     

    ამიტომ არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ეგრე საუბარი აგენტები და ასე შემდეგო .

     

    მე ალბათ მიმართლებდა ცხოვრებაში ... ყველა ღირსეული მამაო იყო ვინც მე შემხვედრია , მაგრამ შეიძლება საპირისპირო მაგალითებიც არის , ალბათ . მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით მტელი ეკლესიის გინება --- ნურას უკაცრავად . არც დააპიროთ , თორემ 17 მაისი მოგონილი იქნება .

     

     

     

    3. პიდარასტებს რაც შეეხება

     

    სააკაშვილის პერიოდში დაიწყო პიდარასტების და ლესბიანკების რაღაც პრადვინუტი კასტად ჩამოყალიბება . წარმოსახული იყო ლგბტ-ბა და მათი თანადგომა -- ევროპელობათ , ინტელექტუალობათ , სვეცკობათ .

     

    ვინც პიდარასტებს არ იღებს ის ბნელია , ხოლო ვინც მათ გვერდით უდგას ის სვეცკი, განათლებული ტიპია .

     

    ეს სახიფათო შეფუთვაა ახალგაზრდებისთვის ... ასე ვთვლი მე და ასე თვლის როგორც ჩანს ქართული ეკლესიაც . ნორმალური ღირებულებები ამ ქვეყანაში , პირდაპირი გაგებით განათლება , ზნეობრივი და მორალური ფასეულობები არის ფეხქვეშ გათელილი -- ახლგაზრდები შეიძლება შეცდომაში შევიდნენ ორიენტირების განსაზღვრისას ...

    როდესაც მინისტრი , დეპუტატი ხდები იმიტომ , რომ პრეზიდენტს დაუწექი (გინდა მაგალითები ) , როდესაც ფულს შოულობს (Dა შესაბამისად წარმატებულია) ის რომელიც მართველი ელიტის გვერდით არის (არ დავკონკრეტდები როგორ გვერდით) ----- ახალგაზრდებს ორიენტირები უმრუდდებათ

     

    ეკლესია (ბევრი სხვაც) ამ გამრუდებული ორიენტირების პირობებში შიშობს , რომ ლგბტ მოძრაობის რეკლამირება ცუდი შედეგების მომტანია .... მცდარია ეს აზრი , თუ არა -- ეს სხვა საკითხია

    ამაზე ვიმსჯელოთ .

     

    ------------------------

  6. მაკ, მეგობარო, შესაძლოა ჩემი პასუხი არ მოგეჩვენოს ადეკვატურად,

    რა არის იცი, ის სიყვარული, რომელიც მე მიგვრძნია, ის სითბო, აღარაა, ქართველმა კაცმა დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც იყო, შესაძლოა ეს არაა რაციონალურად ასახსნელი, გასაგები, მაგრამ სითბო წავიდა ჩვენგან,

    თბილისი, გინდ ქუთაისი, სხვა ქალაქები იყო რა :) ის რაც მსმენია და ჩემს მშობლებში და მათ მეგობრებში მინახავს, გარკვულ წილად ქუთაისური ფესვებიც მაქვს,

    არ ვიცი ტო, ძაან მაგარი რაღაც დავკარგეთ, :) კი არ დაგვაკარგვინეს, დავკარგეთ,

    საქართველო სიყვარულის გარეშე არ არსებობს, ის ზვიადიზმია, ის მიშიზმია, ის ზონაა, მოკლედ რაღაც საზიზღრობაა ოღ]ონდ არა საქართველო

     

     

    ყველა ამ პოსტში დაწერილ სიტყვაში გეთანხმები ..... ხო და არ ვიცი მაგის დედაც ვატირე .... მაგ სიყვარული , მაგ ურთიერთობა ხალხში თუ კომუნისტების დროს იყო , ახლა რა სიკვდილი გვჭირს ...

     

    ესენი სხვას ქადაგებენ და კომუნისტები სხვას ? ვერ ვიგებ რა

  7. mama

    იყოს თავისთვის, ვის უშლის ხელს?

    ქუჩაში სახალხოდ ნუ დაიწყებს ზასაობას და ისე რაც უნდა ის ქნას..

     

    თავისთვის , კაბონეტებში ყოფნისთვის აღებული მაყუთი უკვე შეჭმული აქვთ .... ახლა გააქტიურდნენ ახალი დაფინანსებისთვის , ამიტომ გავიდნენ ქუჩაში .

     

    რა არ იცოდნენ , რომ გაიძუყნებოდნენ ? იცოდნენ ..... რომელი ნორმალური წავა ძალით თავის გალახვაზე , არც არავინ --- მაგრამ ფულსაც , რომ ტყუილად არ იძლევიან ეს ევროპელები :brr: :brr: :brr:

  8. საქართველოს ეკლესიის მიზანი, ერთადერთი უმთავრესი მიზანი რაც უნდა იყოს, ესაა ადამიანის სულის გადარჩენა.

    ეს ხდება ნებაყოფლობით, ადამიანს უჩნდება სურვილი უფალთან ყოფნის, ხოლო ეკლესია ესაა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც პიროვნებას ეძლევა შესაძლებლობა განვითარდეს სულიერად.

    თუკი ეკლესია ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას იწყება კრიზისი, საქ. ეკლესიის ნომერ პირველი მტერი დღეს არა სექტანტები, გომიკები და ათასი ჯულის დემორალიზირებული ჯგუფები კი არ არიან, არამედ ეკლესიის შიგნით მოკალათებული, ქრისტეს სახელით მოქმედი ვერცხლისმოყვარე, თუ ათასი კომპლექსისა თუ ქვენაგრძნობების მატარებელი ფსევდო სასულიერო პირები, რომლებიც ამახინჯებენ და დისკრედიტაციას უწევენ ჩვენს რწმენას,

    მამაოები და მათი მრევლი მზად იყვნენ ჩაექოლათ სოდომიტები, არადა ქრისტიანისთვის უმჯობესია ჩაქოლოს ვინმემ, ვიდრე თავად ჩაქოლოს, რა თქმა უნდა ეს არაა პაციფიზმი, ქრისტიანი არ ებრძვის ადამიანს, არამედ ცოდვას, ანცალკევებს ერთს მეორისგან, როდესაც მამაო იგინება და ამ საწყალი მე#######ეებისკენ იწევს, თანაც ერთი მე#######ის წინააღმდეგ ათასობით გავეშებული ბრბოა, მერწმუნე ღმერთი არ იქნება ჩვენსკენ,

    უფალს უყვარს ყველა, სოდომიტიც და მართლმადიდებელიც, ათეისტიც და ნარკომანიც, ხოლო ადამიანი თავისი ნებით შორდება უფალს, ის კადრები რაც ვიხილეთ ეს არ იყო ქრისტიანული საქციელი, ხოლო არაქრისტიანული საქციელით ქრისტიანობის დაცვა წარმოუდგენელია

     

    არ გინდათ ეს ლოზუნგები .

     

     

    1 . ეკლესია ზრუნავს ადამიანის სულის გადარჩენაზე და ეკლესია არ ებრძვის ადამიანს , არამედ ცოდვასო --- ეგრე დაწერეთ . ზუსტად ადექვატურად იქცევა ეკლესია . ეკლესიის აზრით ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა , ამაში მაინც ხომ მეთანხმებით --- აქედან გამომდინარე ეკლესია ჰომოსექსუალიზმს როგორც მოვლენას ებრძვის და არა ჰომოსექსუალებს . 17 მაისის აქციაზე რამდენი ჰომოსექსუალი დაინახეთ ? მე პირადათ არც ერთი . იქ იყო ხალხი , რომლებიც ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად ეწევიან , პირდაპირ თუ ირიბათ , ჰომოსექსუალიზმის (ეკლესიის აზრით , ცოდვის) რეკლამირებას , პოპულიარიზაციას . ამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტების წინაამღდეგ გამოვიდა ეკლესია .

     

    ცოდვის (ეკლესიის აზრით) პროპაგანდისტების წინაამღდეგ მიმართული აქცია იყო და არა ცოდვაში ჩავარდნილი (ეკლესიის აზრით ) კონკრეტული პიროვნებების მიმართ . თამარ ჩერგოლეიშვილის წინაამღდეგ იყო ეს აქცია , რომელიც არ არის ლგბტ , პირიქით ეკლესიით ნაკურთხ ქორწინებაშია და არა ვიღაც საწყალი ბიჭოლას წინაამღდეგ , რომელიც სულ არ ყოფილა იმ აქციაზე .

     

    2. ადამიანის სულის გადარჩენაო ბრძანეთ ეკლესიის წმინდა მოვალეობა არისო --- გეთანხმებით . მაგრამ აქ ერთი კითხვა მაქვს ---- დაუცადოს ეკლესიამ როდოს გადავარდება ადამიანი ცოდვაში და მერე იზრუნოს მისი სულის გადარჩენაზე , თუ ეკლესიას აქვს უფლება პრევენცია გააკეთოს ? აუხსნას მრევლს რა არის ცოდვა , რატომ არის ცოდვა და შეეწინაამღედეგოს ამ ცოდვის გამავრცელებელ ორგანიზებულ (ხაზს ვუსვამ , ორგანიზებულ) დაწესებულებებს თუ ადამიანთა ჯგუფებს .

     

    როდესაც ორგანიზაციები , რომლებიც ჰომოსექსუალიზმს პროპაგანდირებენ , ქუცაში არ გამოდიოდნენ , ნაკლებად აქტიურები იყვნენ , ბროშურების გამოცემით და ტრენინგების ჩატარებით იყვნენ შემოფარგლული --- ეკლესიაც არ გამოდიოდა ქუჩაში , ქადაგებებით შემოიფარგლებოდა , სიტყვით ებრძოდა ცოდვას (მათი გაგებით ) .

     

    მაგრამ როდესაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები არ დაკმაყოფილდნენ მათი პროპაგანდის შედეგებით და გააქტიურდნენ , ქუჩაში ღია პროპაგანდირება დაიწყეს , თეატრალური დადგმებით (ეს ხერხი პოპულარული არის ახალგაზრდობაში ) და პერფომანსებით ---- აი აქ კი უპასუხა ეკლესიამ ადექვატურად , ისიც გამოვიდა ქუჩაში .

     

    --------------

     

    ამაშია საქმე ...... 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი გამოდიოდა ქუჩაში , 100 ათასობით ქართველი აპროტესტებდა მაშინდელი ხელისუფლების ავტოკრატიული მართველობის სტილს ----- არც ერთხელ ეკლესია ღიად არ ჩარეულა ამ პროტესტში . ეს იმიტომ დავწერე , რომ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ამფსონებს ვუპასუხო --- ვითომდაც ეკლესია ხელისუფლებაზე პრეტენზიას აცხადებსო . ეს , რომ ყოფილიყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანი , 2007 -ში , 2009-ში , 2011 -ში გამოვიდოდა ქუჩაში , ღიად დადგებოდა პროტესტანტების გვერდით და ნაცები თუ ამით არ გადავარდნებოდნენ , 10-ჯერ მეტი პრობლემები , რომ შეექმნებოდათ ამაში მაინც დამეთანხმეთ .

    წარმოგიდგენიათ 2007 წლის 7 ნოემბერს , პატრიარქს , რომ მიემართა ერისთვის ეს ურჯულო ნაცები გადავყაროთო --- რა დატრიალდებოდა საქართველოში ? ეს არ გააკეთა ეკლესიამ , არ ჩაერია სახელმწიფოს ფუნქციონირებაში , შორს გადგა საერო ცხოვრებიდან .

     

    მაგრამ , 17 მაისს კი ეკლესია ქუჩაში გამოვიდა , უფრო მეტიც მრევლი გამოიყვანა და როგორც დავინახეთ არ ყოფილა ეს მრევლი ცოტა . ესე იგი ეკლესიამ მასზე შეტევათ , ქართველი ხალხის სულიერებაზე შეტევათ ჩათვალა ჰომოსექსუალების პროპაგანდისტების აქცია --- ეს კი მისი უფლებაა . არ ყოფილა არც ერთი საერო მოწოდება 17 მაისს მართლმადიდებელთა აქციის დროს , მხოლოდ რელიგიური შემადგენელი ქონდა ამ აქციას ---- ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა , ცოდვის პროპაგანდირებას კი არ დავუშვებთ .

     

    რამდენად ქონდა ეკლესიას უფლება ქუჩაში , ღია გამოსვლით გაეკეთებია რელიგიური მოწოდებები --- ეს სულ სხვა საკითხია და ამაზე ვიმსჯელოთ . აქ გაითვალისწინეთ ის ფაქტიც , რომ საქართველოში სამი დიდი რელიგიური კონცესია არის --- მართლმადიდებლები , მუსლიმები და იუდეები . სამივე ეს კონცესია --- ჰომოსექსუალიზმს დიდ ცოდვათ მიიჩნევს (მუსლიმები საერთოდ უპატიებელ ცოდვათ ) ---- აქედან გამომდინარე , 17 მაისს მართლმადიდებლები თავისი აქციით საქართველოში მაცხოვრებელ მუსლიმთა და იუდეველთა არანაირ უფლებებს არ უპირისპირდებოდნენ , პირიქით მათ სატქმელსაც ამბობდნენ . აქედან გამომდინარე 17 მაისის მართლმადიდებელთა აქცია , რელიგიური თვალსაზრისით არავის უპირისპირდებოდა .

     

    ლგბტ (რომელიც ქართული საზოგადოების წევრები არიან და არა ჰოლანდიის ) და მთავრობა -- ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააფღთხილა , 17 მაისის ლგბტ საზოგადოების მიერ დაგეგმილი აქციას სახიფათო შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა . ეს გაფრთხილება უმაღლესი საეკლესიო პირის მიერ იქნა გაჟღერებული , თვით საქართველოს პატრიარქის მიერ , რომელსაც უზომო ავტორიტეტი აქვს ერში .

     

    ყურად არ იღეს , გაზვიადებულად მიიჩნიეს ლგბტ საზოგადოებამ და მთავრობამ (უსუფაშვილი , ხიდაშელი , ბერძენიშვილები) პატრიარქის ეს გაფრთხილება ---- კარგი ჩიტიც დაიჭირეს . მათი პრობლემაა ლგბტ საზოგადოების და მთავრობის .

     

     

    -----------------------

     

    ქართველი ხალხის სიბნელეს რაც შეეხება ....

     

    ამერიკაში აგერ გეი , ტავში მიბრჯნით სროლით მოკლეს , მხოლოდ იმის გამო , რომ გეი იყო . მეორე ამერიკელი ქალი , ცოცხლად დაწვეს მხოლოდ იმის გამო , რომ შავკანიანი იყო --- ეს ბოლო კვირის განმავლობაში მომხდარი ფაქტებია . ყველამ თავის შავ ტაკუნებს მიხედოს .

     

    თუ ვადარებთ რაღაც რაღაცეებს , თუ გინდ ტოლერანტობის კუთხით ამერიკელებმა და ევროპელებმა თავისი ფალავანი შეადარონ ... დათო მაღრაძეს , ხოლო ის კახელი და იმერელი კაცი ( გამწარებული უმუშევრობით , სიდუხჭირით , უფუნქციოდ დატოვებული ) ვინც 17 მაისს გამოეკიდა პიდარასტებს , ნუ შეადარებენ ვაცლავ ჰაველს , მაჰატმა განდის ... შეადარონ ბრონქსელ ზანგებს (რომლებიც მიბრჯნით კლავენ გეებს ) , ალაბამას კუ-კლუქს-კლანის აქტივისტებს (რომლებიც კანის ფერის გამო , ცოცხლად წვავენ ადამიანებს ) და მარსელის Cours Belsunce -ს რაიონში მაცხოვერებელ არაბს :)

     

    ეგრეა რა ..... თუ ნატო-ში და ევროკავშირში შესვლა ქართველი მამაკაცთა უკანალზე გადის --- მე პირადათ არ მინდა ეგეთი ევროპა , ჩემი ტრაკი მირჩევნია მქონდეს წესრიგში .....

  9. ეკლესიის სიძლიერე განისაზღვრება არა ეკლესიის სიმრავლით, არა შენ წარმოიდგინე მრევლის რაოდენობითაც კი, არამედ სულიერი მდგომარეობით .

    დაფინანსება გაეზრდებათ ელგებეტჩიკებს, მთავარი ძალა ინტელექტია და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი, თანამედროვეობის გათვალისწინება, იმაჯრვბს ის ვისაც მეტი უნარი აქვს რეალობის აღქმის, ეკლესიას ჩამოშორდება ის ნაწილი ვისაც ზოგადად ჰუმანისტური მსოფლმხედველობა აქვს, ვინც გმობს ყველანაირ ძალადობასა და უსამართლობას, მაგრად მოგვხვდება კონსერვატორებს ღრანჭებში, ასეთ სისასტიკეს და არაადეკვატურობას არავინ გვაპატიებს,

    ქრისტიანი უნდა იყოს მაგალითი ზნეობრიობის

     

    მაგ ამერელიკელებს ესაუბრე ლენგლის ანალიტიკურ განყოფილებაში ..... აბა სულ მაგ ფასეულობებით მსჯელობენ . :brr: :brr: :brr:

     

    ამერიკელებს სჯერათ მხოლოდ რეალური კატეგორიების რამდენი , როდის და ასე შემდეგ .

     

    ამიტომაც ვთვლი , რომ გუშინდელი მესიჯი იყო , პრაგმატიკოსი დასავლეთისთვის ---- ქართულ ეკლესიას აქვს რეალური ძალა , გამოხატული ციფრებში .

     

    იყო დრო იგივე რეალურ ძალას აჩვენებდა , ამა თუ იმ სიტუაციაში , კათოლიკური ეკლესია და მუსულმანთა სამყარო .

     

    -----------------

     

    დაიმახსოვრეთ !

     

    მართლმადიდებლობა არ ნიშნავს პაციფისტოფას . ეკლესია საშიშროების დროს უნდა ქონდეს თავის დაცვის საშუალება .

     

    არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ის საშიშროება , რომლის წინაშე ეკლესიამ ეგრე უნდა იმოქმედოს --- ეგ სხვა საკითხია და ამაზე შეიძლება მსჯელობა .

  10. ეკლესიამ საქართველოში გუშინ აჩვენა რეალური ძალა !

     

    გამოკითხვების მაღალი პროცენტი --- რეალურ , ფიზიკურ რაოდენობაში დაანახა საქართველოს და დასავლეთს .

     

    -----------------------

     

    პაივცემულო ამერიკელებო !

     

    თქვენი მილიონები ჩაყრილი ათასგვარ ნჯო-ში --- არის ფაფუ , ეს დაგანახათ ეკლესიამ .

     

    გინდათ , გჭირდებათ საქართველო ? მაშინ არაა ბაზარი მაგრამ ადგილობრივი რეალიების გათვალისწინებით .

     

    ახერხებთ ისრაელთან და საუდის არაბეთან მეგობრობას , მათი რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით ----- კეთილი ინებეთ და საქართველოც ამ რიგში დააყენეთ .

     

    ეკლესიამ გაჩვენათ , რაც არ უნდა ფული ჩაყაროთ ათასგვარ სირ ორგანიზაციებში , თუ გინდათ საქართველოში სიტუაციას ფლობდეთ -- ითანამშრომლეთ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან .

     

    კარგად ნახეთ გუშინ ..... ბოკერია , სააკაშვილი , ხიდაშელი და უსუფაშვილი პლაცდარმს აქ ვერ შეგიქმნიან .... ბოლო სიტყვას ეკლესია იტყვის მაინც . ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი .

  11. მაკიაველი გეები უკვე ნაცებთან ასოცირდებიან.

     

     

    ღმერთისგან?

     

     

     

    მე ასეთი რწმენა მაქვს , რომ დღეს ხალხი მაგ საწყალ პიდარასტებს სრულად აიგივებდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან

  12. ეს არის ჩვეულებრივი რეაქცია ხალხის , რომლებიც დიდი ხანი იყვნენ ავტოკრატიული რეჟიმის პირობვებში . ხალხი აგრესიულია .

     

    დარწმუნებული ვარ , დღეს იქ მყოფი ხალხის 90 % -ს პიდარასტები გაიგივებული ყავდა ნაც.მოძრაობასთან . დღეს ხალხი იმდენად პიდარასტებს არ დაზდევდა , რამდენადაც მათი სახით ნაცებს . ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული .

     

    ასე , რომ დაფიქრდით ნაცებო , ბევრ რამეზე დაფიქრდით

  13. მორიგი იდიოტიზმი ხელმოცარული ადამიანის ( არ შემდგარი მომრერალი , არ შემდგარი მედოლე , არ შემდგარი მინისტრი , დიდი ალბათობით არ შემდგარი დეპუტატი ) ხაჩიძის , წარმატებული ადამიანის ( 7 მილიარდი ქონების პატრონის , არცევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერის ) ბიძინა ივანიშვილის მიმართ .

     

    ხაჩიძე შე მედოლე შენა :) :) :)

  14. გაგიჟებული ნაც.პროპაგანდისტი დამეკარგა ამ თემაში ---- ვინმეს ხომ არ გინახავთ .....

     

    უცებ მიხვდებით , რომ გიჟია ..... თუ ვინმემ ნახეთ დარეკეთ 112-ზე , ბრიგადა მზადყოფნაშია

  15. მაკიაველი

    რაც შეეხება ომის თემას აბსოლიტურად გეთანხმები

    ორი ვარიანტია 1)ან მაგრა გაასულელეს სააკაშვილი, ტერიტორიებს დაიბრუნებ,გმირი გახდები და მერე აღმაშენებელსაც აჯობებო :)) და 2) ისედაც ღლეზე კიდია საქართველოს ბედ-იღბალი და რამდენიმე ასეული ქართველის გაწირვის გულისთვის თავის ლობისტება არ აწყენინა.... ორივე შემთხვევაში დასასჯელია!

     

    დიდ(უწმინდეს და უნეტარეს) გია ხუხაშვილზე რო გავხსნათ თემა იქ რას იტყვი?

     

     

    ჩემი აზრით ყველაზე დიდი კრიტიკის ღირსი ოცნება არის მისი პოლიტიკისთვის დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან და სასამართლოსთან --- ზუსტად აქ არ სრულდება მისი წინასაარჩევნო დანაპირებები , რისთვისაც მე პირადათ მივეცი ხმა .... აი , აქ მზად ვარ ქვა -ქვაზე არ დავტოვო

     

    რაც შეეხება ხუხაშვილს .... აი , მომკალით და ვერ ვიგებ ამ თემას არა მარტო აქტუალობას , არამედ საერთოდ ამ თემის არსებობას ....... თუ რამეს კონკრეტულს მეტყვი , რატომ უნდა ვისაუბრო ამ ადამიანზე კი ბატონო ვისაუბროთ

  16. არავითარი მეოცნებე ..... მაგრამ გაჩნია კრიტიკის თემას .

     

     

    2008 წლის აგვისტოს გამო ---- ოცნება ვაკრიტიკო ?????

     

    სააკაშვილის კრიტიკა ---- ავტომატურად მეოცნებობას ნიშნავს ?????

     

    ეგ ხართ სულ ნაც.პროპაგანდა , ამის იქეთ ვერ იყურებით

     

     

    ---------------------------------

     

     

    გახსენი თემა მაგალითად ოცნების იდიოტურ მოქმედებებზე სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ---- და ნახავ ჩემს რეაქციას

     

    გახსენით თემა ოცნების იდიოტიზმებთან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით --- და ნახავ ჩემს პოზიციას , ვნახოთ მერე თუ მოგიბრუნდება ენა მე მეოცნებე დამიძახო

     

    თუ გახსნი თემას ოცნების მოქმედებასთან მართლმსაჯულების , სასამართლოების მიმართულებით , არა მგონი ჩემზე კრიტიკული აქ ვინმე იყოს .

  17. ეს ცუდი არა, ეს სანმარცხვინო და არასერიოზულია :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm: :facepalm:

     

     

    ეს ვერსი არა! ეს გამართლება და პუტინის პარანოია!!!! :grr: :facepalm:

     

     

    და ლოგიკის, მიხედვიდ არუნდა ჩარეულიყო :facepalm: მაგრამ სადა ლოგიკა თანაც პუტინს??? :grr:

     

     

    სამივე შენი პოზიცია არასერიოზული არის .....

     

    1. რაც შეეხება არჩევნებამდე მეორე სახელმწიფოს მიერ რომელიმე კანდიდატზე პოზიციის დაფიქსირება ...... უფრო უარესი სამარცხვინო რამ მაშინ ა.შ.შ.-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ჩაიდინა , როდესაც თავის დროზე ღიად მხარი დაუჭირა ბორის ელცინს რუსეთში არჩევნების დროს . პირდაპირ განაცხადა , რომ ელცინის დამარცხება არჩევნებში ამერიკის ინტერესებს ეწინაამღდეგებაო .

     

    ხდება ეგეთი რამეები , თუმცა იშვიათად

     

    2. პუტინი არასდროს აგვისტოს ომისთვის თავს არ იმართლებდა ... პირიქით , ზედმეტადაც აგრესიული იყო სხვის დადანაშაულებაში . ასე , რომ შეეშვი ამ რუსთავი-2-ის პროპაგანდას , რომ დავამარცხეთ პუტინი აგვისტოში ....

     

    აგვისტოს ომში პუტინის პოზიცია კი 2007 წელს მის მიუნხენის კონფერენციაზე მისი გამოსვლის დროს ძალიან ნათლად ჩანდა , დედა , რომ დაამხო დასავლეთს და მათმა ტაში დაუკრეს (მაკეინის იჯდა დარბაზში , მე-3-ე რიგში , თუმცა სხვებიდან განსხვავებით ტაში არ დაუკრავს ) . მოისმინე პუტინის მიუნხენში გამოსვლა და ბევრ რამეს მიხვდები თუ გინდა , რომ მიხვდე და სათანადო IQ გაგაჩნია .

     

    3. შენი მესამე პუნქტი ვერ გავიგე ნამდვილად ---- პუტინმა გააფრთხილა , რომ სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში , რუსეთი ჩაერეოდა ამ კონფლიქტში და ჩაერია კიდევაც . რა ულოგიკობას ხედავ ? არ გაბედო , თორემ მოგდღნავო , ამან გაბედა და მოდღნეს --ალოგიკურობას სად ხედავ .

     

     

    -------------------------

     

    ვსე შევეშვი შენთან საუბარს .... აშკარად პრობლემები გაქვს --- საღ აზრთან , ლოგიკასთან და ასე შემდეგ (ნაცის ტიპიური ნიშნები ).

     

    ემზადე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის :brr: :brr: :brr: და ნაცებს მიეცი ხმა :brr: :brr:

  18. მაკიაველიშენ მემგონი, ის ინტერვიუ ნახე, სადაც პუტინი დიდ რუხ მგელ ამერიკას აბრალებს :facepalm: :grr: :volk:

     

    მე ვნახე პუტინის ინტერვიუ , 2008 წლის 12-15 აგვისტოს , ზუსტად არ მახსოვს . ეს იყო ინტერვიუ სნნ-ნთან , სადაც პუტინმა მაშინ აგვისტოს ომი პროვოცირება დააბრალა მაკეინს და მისი საარჩევნო კომპანიის ინტერესებს .

     

    ეს ძალიან ცუდი განცხადებაა , ვინაიდან პირდაპირი მინიშნება იყო ამერიკაში მიმდანარე არჩევნების მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის მიმართ , მსოფლიოს მეორე სამხედრო სიძლიერით , ატომური სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძვანელობის მხრიდან damოკიდებულებაზე . ეგეთ იაღლიშებს პუტინი არ აკეთებდა არც ადრე და არც მის შემდგომ .

     

    მეტიც ეს მაკეინის ვერსია , არასდროს პუტინის მიერ განმეორებული აღარ ყოფილა მის შემდგომ . ეს მაძლევს ვარაუდს ვიფიქრო , რომ პუტინს ეს ფრაზა იმ ინტერვიუში წამოცდა და მან გაამჟღავნა ის ვერსია , რომელიც რუსულ პოლიტ-ელიტაში ტრიალებდა იმ პერიოდში .

     

    პუტინს ქონდა ამის საფუძველი :

     

    1. მან პირადათ გააფრთხილა სააკაშვილი საჯაროდ , რომ სამხედრო მეთოდების გამოყენება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრისას გამოიწვევდა რუსეთის ამ კონფლიქტში ღია ჩარევას .

     

    2. კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა სააკაშვილი არ გამოეყენებია სამხედრო ძალა .

     

    რა უნდა ეფიქრა პუტინს ? ან სააკაშვილი შიშველი გადარეულია , ან სააკაშვილს მწვანე აუნთეს ვაშინგტონში ძალებმა , რომელთა წარმომადგენელი არ იყო კონდოლიზა რაისი --ეგეთი კი დიკ ჩეინი და მაკეინი იყვნენ .

×
×
  • შექმენი...