Jump to content
Planeta.Ge

ზერეკიძე

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ზერეკიძე'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, ამჟამად №17-ე დაწესებულებაში მყოფი და პოლიტპატიმრად აღიარებული გიორგი ზერეკიძის საინიციატივო მიმართვა სტუდენტებს 2012 წლის 18 სექტემბერს ქართული და საერთაშორისო მედიასაშუალებებით გავრცელებულმა იმ შემაძრწუნებელმა ვიდეო ჩანაწერებმა, სადაც ასახულია პატიმართა გაუპატიურებისა და ღირსების შემლახავი არაერთი კადრი, საზოგადოებას კარგად დაანახა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამდენი წლის მანძილზე ე.წ რეფორმირებულ და ევრო სტანდარტებზე აშენებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. საზოგადოების აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით იყო ცალსახა და გმობდა მომხდარს. ამასთანავე, დიდმა ნაწილმა საპროტესტო აქციებით მოითხოვა იმ ჯალათების დასჯა, რომლებიც ასე სასტიკად უსწორდებოდნენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც დამოუკიდებლად, ორგანიზებული საპროტესტო აქციებით აღშფოთებას გამოხატავდნენ ციხეებში არსებულ ვითარებაზე. სწორედ მათმა პრინციპულობამ და ერთსულოვნებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდგომი პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. სამოქალაქო საზოგადოება არის ქვეყნის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესების წარმართვას და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ქვეყნის განვითარებაში. მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მესამე სექტორი, ანუ სამოქალაქო საზოგადოება არა თუ ფუნქციონირებდა, არამედ განიცდიდა რეგრესს, რაც ისახებოდა ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზეც. 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ამ მოვლენების შემდეგ აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში, რათა ამაღლდეს საზოგადოების როლი საქართველოში, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის დემოკრატიისათვის. მე მოგმართავთ ინიციატივით, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, სადაც გაერთიანდებიან სტუდენტები, რადგანაც სტუდენტები არიან მამოძრავებელი ძალა ქვეყნის განვითარებაში. საზოგადოებრივი ჯგუფები გამართავენ დისკუსიებს მედია სივრცეში, ქვეყანაში არჩევნების შემგდომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. თუნდაც, მაგალითად ავიღოთ იმ მაღალჩინოსნების დაკავება, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური პარტიების შეფასების საგანი გახდა. რა თქმა უნდა, მათ ბრალეულობას დაადგენს სამართლიანი სასამართო, მაგრამ მნიშვნელოვანია საზოგადოების შეფასება. საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე და სხვადასხვა მედია სივრცეებში. სასურველია, გადაცემებს გააჩნდეთ ისეთი ფორმატი, სადაც გაიმართება საჯარო მსჯელობა და დისკუსიები. მე ჩემის მხრივ, ჩავერთვები როგორც სატელეფონო საშუალებით, ასევე წერილობითი ფორმით, რათა გადმოგცეთ საკუთარი პოზიცია. ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს ინიციატივას გაიზიარებენ სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქტიურად ჩაერთვებიან სამოქალაქო საზოგადოებრივ საქმეში. დიდი პატივისცემით, პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე
×
×
  • შექმენი...