ყველაზე საინტერესო მომხმარებლობის ის ასპექტებია, რაც მარტო კომუნალური საჭიროების ნივთებზე კი არა, ადამიანის სააზროვნო პატერნებსა და ქცევის მოდელებზე ვრცელდება. ყველაზე პრობლემური დღეს არის მომხმარებლური დამოკიდებულება ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრებისადმი, საჭიროებებისადმი, განცდებისა და გრძნობებისადმი. ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ქცევების იმ მზა მოდელებს, რასაც პოსტინდუსტრიული კაპიტალიზმის პატრიარქალური კულტურა გვთავაზობს და ჩვენი საკუთარი საჭიროებების შესახებაც კი არ გვაქვს ადეკვატური წარმოდგენა, ისე ბრმად ვირებთ კულტურით მიწერილ მოდელებს. ვოტ ტაკ