ალბათ, კითხვები მრავლად დაისმება და რომ არ გავმეორდე, მაინტერესებს: 1) როგორია თქვენი ხედვა ე.წ. სპეციალური სტატუსის, კონკრეტულად კი ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მიმართ? ალბათ, ყველას მოეხსენება, რომ სწორედ ეს სასწავლო დაწესებულებებია საწართველოს ნაკრებების წყარო, ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ისინი წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე აღნიშნულ საგნებში... 2) ქვეყნის შიდა ოლიმპიადების საკითხი... კვლავ ჩატარდება თუ არა და როგორი ფორმატით? ჩემის აზრით, დამატებითი სტიმულია ბავშვებისათვის, რომ უკეთ ისწავლონ. 3) ბაქსვუდის სკოლის საზაფხულო ბანაკი, რომელიც ასევე ოლიმპიადის თემის გაგრძელებაა. შეიძლება ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, მაგრამ საკმაოდ კარგი პროექტია და თუ დარჩება, ბევრი წარმატებული მოსწავლის გულს მოიგებთ. გმადლობთ