Jump to content
Planeta.Ge

paata999

პლანეტელი
  • პოსტები

    4
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი paata999 -ს მიერ

  1. მომწონდა მათემატიკა და კარგი ქულაც ავიღე ეროვნულზე მარა აქ რაც ვნახე გაგონებაც აღარ მინდა მას მერე :D ჩავაბარე დიდი გაჭირვებით მარა არ მახსოვს არაფერი რაც ჩავაბარე :D

     

    ამას ვამბობ არ უნდა ისწავლებოდეს ისეთი რამ რაც ტვინში არ დარჩება.)) მეც ზუსტად იგივე ისტორია მაქვს. ))+1

  2. მაგ ლოგიკით მატემატიკა, ისტორია, გეოგრაფიაც და ლიტერატურაც შესაკვეცია

    რა საწიროა ტრიგონომეტრია? რა საჭიროა იცოდეს სტუდენტმა რომელია ნეპალის დედაქალაქი? რა საჭიროა ვიცოდეტ რა მოხდა 15 საუკუნის წინ რომში?

     

     

    პს: საუნივერსიტეტო ამოცანებს ფიზიკაში არავინ არ ახსნევინებდა მოსწავლეებს

     

     

    წაშალეთ მერე ეს მოდერატორმა

     

    ყველას თავისი აზრი აქვს )) მე ვფიქრობ რო მათემატიკა და ლიტერატურაც შესაკვეცია. აი გეოგრაფია და ისტორია კი კარგათ უნდა ისწავლებოდეს.

     

    ეხლა ახარ ასწავლიან საუნივერსიტეტო დონეზეო ფიზიკა ქიმია ბიოლოგიასო , მარა დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდენენ ზაან დაწვრილებით გარწმუნებ. ნუ მაინც არავინ სწავლობდა მარა, იდეში პროგრამა გულისხმობდა))

     

    პ. ს . შენც თუ დააკვირდი კომენტარი ისეთ საგნებზე გააკეთე ,,აბა მაშინ ისაო და ესაო" - გეოგრაფიაზე და ისტორიაზე გაამახვილე ყურადღება. მეც გეთანხმები ამ ორთან დაკავშირებით, მარა აი თუნდაც ლიტერატურაში სწავლის დროს აზროვნების განვითარებაზე როა არაა აქცენტი გაკეთებული არამედ წაკითხულის დაზეპირება დამახსოვრებაზე ყველამ კარგათ ვიცით.

  3. 2. სასკოლო პროგრამაში ძალიან სუსტად ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს(ფიზიკა ქიმია ბიოლოგია) რამოდენიმე თვის წინ ამ საგნების გაერთიანება მოხდა ერთ საგნად მეცნიერების საფუძვლები რამაც ამ საგნების პროგრამა მნიშვნელოვნად შეამცირა, მოხდება თუ არა ამ საგნების უფრო საფუძვლიანი შესწავლა?

     

    მე ვფიქრობ რო თუ ეს გაკეთდა სწორი ნაბიჟი იყო. არაა აუცილებელი ქიმიაში და ფიზიკაში მოსწავლეები საუნივერსიტეტო ამოცანებს ხსნიდნენ. და ბიოლოგიში კიდე იცოდნენ რაა არ გოლჯის აპარატი. ))

  4. მე მგონი სრულიად საკმარისია თუ კი ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლისთვის ამოიწურება 9 კლასით, ხოლო ბოლო საფეხურზე უკვე დაიწყოს არჩივოთობით სწავლება, ანუ ბოლო სამი წელი რომ მოსწავლემ მაქსიმუმ 6 საგანი ისწავლოს და 12 კლასის დამთავრებისას მაქსიმუმ ამდენი გამოცდის ცაბარება უწევდეს. გასაგებია რომ ეს დღეს და ხვალ არ გადაწყდება, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სამომავლოდ ამ იდეის განხორციელება?

     

    ძალიან კარგი კითხვაა და კარგი იქნება მინისტრს მომავალში მაინც თუ ექნება ხედვა ამ კითხვაზე.

     

    რაც შეეხება ჩემ კითხვას... რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა ია ანთაძემ დადო სტატია ფინური განათლების სისტემის შესახებ, რომელიც პირველ ადგილზეა მთელ მსოფლიოში. ვურჩევ მომავალი მინისტრი გაეცნოს ფინურ სისტემას. http://cdi.org.ge/ma...d-The-Best1.pdf

     

    ჩემი აზრით ფინური მოდელი დაფუძნებულია იმ იდეაზე რომ სკოლაში ბავშვი არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. არ უნდა ასწავლიდნენ მისთვის მომავალში აბსოლიტურად არა გამოსადეგ არასაინტერესო რაღაცეებს. სწავლების მისია არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, ბავშვებისთვის საკუთარი აზრის ფორმირების უნარის გამომუშავებზე უნდა იყოს სისტემა მიმართული - რათა აღიზარდოს მოაზროვნე თაობა. სკოლაში მისვლა უნდა იყოს არა რუტინა არამედ შემოქმედებითი პროცესი.

    შესაბამისად ძალიან კარგი იქნება თუ მომავალში მაინც დაფიქრდება მინისტრობის კანდიდატი ( ან ვინმე სხა პასუხისმგებელი პირები სამინისტროში):

     

    რა უნდა ვასწავლოთ სკოლაში? რატომ უნდა ვასწავლოთ ის კონკრეტული საგანი? და როგორ უნდა ვასწავლოთ (,,კომუნისტური" თუ ,,ფინური" მეთოდით)?

     

    მე მაგალითად მომხრე ვარ ისწავლებოდეს ისეთი საგნები რომელიც მოზარდებს სამოქალაქო საზოგადოებში ინტეგრაციისათვის მოამზადებს. მაგალითად მაღალ კლასებში ისწავლებოდეს სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია, დემოკრატიის ისტორია. ეს ყველაფერი ისეთ დონეზე არა რათქმაუნდა როგორც უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება, მაგრამ ისეთ დონეზე რო ბავშვი სკოლას რო დაამთავრებს იცოდეს რა არის სახელმწიფო, დემოკრატიული ღირებულებები, ეთიკა, მორალი, სოლიდარობა და სხვა მრავალი რამ რაც ღირსეულ მოქალაქეს ჭირდება იყოს მის არსენალში.

     

    ასევე მე არ ვთვლი მიზანშეწონილად ისწავლებოდეს ქიმია ფიზიკა ბიოლოგია ისე დაწვრილებით ყველასათვის როგორც დღესაა. უფრო ძლიერი სწავლება ამ საგნების უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით

     

    ცოტა ბევრი დავწერე მაგრამ იმედია ბოლომდე წაიკითხავთ ბატოონო მინისტრო, რადგან ძალიან მადარდებს ჩვენი არასწორი მიდგომების გამო ფსიქოლოგიურად დათრგუნული ან სწავლაზე ხელ ჩაქნეული მოსწავლეების(მომავლი თაობის) ბედი .

×
×
  • შექმენი...