ზოგიერთ საჯარო სკოლაში სადაც როგორც წესი სწავლა უფასოა, მოსწავლეებს სწავლაში ახდევინებენ 100 ლარამდე თვეში, რასაც ასაღებენ როგორც ნებაყოფლობით, სტანდარტზედა მომსახურების საფასურს. სინამდვილეში ეს "მომსახურება" არის არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო (დირექციისგან ზეწოლით), რაც იქიდანაც კარგად ჩანს რომ მიუხედავად წლების განმავლობაში არცერთი ჩატარებული გაკვეთილისა, მოსწავლეების 99% მაინც იხდიდა და იხდის ფულს. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ 42-ე საჯარო სკოლა. არის მოსაზრება რომ ასეთ დირექტორებს სამინისტროში აფარებდნენ ხელს. რა შეიცვლება დღეიდან, როგორ, და დაახლოებით რა ვადებში გამოასწორებთ ამ პრობლემას?