ასეთ ამბავში რომ ხართ ვინმე მაინც თუ ყოფილხართ დედა ანასთან? ისე გირჩევდით მიხვიდეთ და ადგილზე ნახოთ რაც ხდება იქ. იგივეს ვურჩევდი მამა ლევანსაც. ჰკითხოს პატრიარქს მის შესახებ და კარგად გაერკვევა საკითხში ვინც არის დედა ანა და რისი უფლებაც აქვს! დედა ანაზე რამოდენიმე თვის წინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოვიდა წიგნი და პატრიარქის კურთხევა წიგნზეც არის ასახული. არანაირი მალამოების დარიგება იქ არ ხდება, ეს არის მცდარი ინფორმაცია! გარდა ამისა დედა ანას კელია მამათა კელიებიდან საკმაოდ მოშორებით დგას. ცნობისთვის ეგ მონასტერი დედა ანას დაფუძნებულია. დედა ანა რომელ მონასტერში დადგება ეგ ერთი რიგითი მღვდლის გადასაწყვეტი არ არის. ამას უფალი ადგენს ვინ სად უნდა იყოს. ზოგიერთი მამაო სოციალურ ქსელებში ქადაგებების გავრცელებით რომ ცდილობს მრევლის გაზრდას დედა ანასთან რამოდენიმეჯერ იყვნენ საკმაოდ სოლიდური გადაცემების ჟურნალისტები მისულები მასზე სიუჯეტის გაკეთების მიზნით, მაგრამ მან უარი განაცხადა რომ მას რეკლამები არ ესაჭიროება და თუ ღმერთი ინებებს დაფარული არაფერი იქნებაო. მიმსვლელებზე არანაირი ფულადი გადასახადი არ არის დაწესებული და ამასაც მცდარად ავრცელებენ ზოგიერთები...