Jump to content
Planeta.Ge

komunista

პლანეტელი
  • პოსტები

    12
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი komunista -ს მიერ

  1. ავტობუსის ფანჯარას მიყრდნობილი ფიქრებში წავედი...

    ფანჯარაში გავიხედე. კარგა ხნის დაღამებული იყო. მოლის გასანათებლად დამაგრებული სანათების ყვითელ შუქზე ვხედავდი როგორ ცრიდა. ვხედავდი დროდადრო როგორ მოუმატებდა და შენელდებოდა. მეზარებოდა თბილი შენობიდან გარეთ გასვა, მითუმეტეს ასეთ ამინდში და ასე შორს წასვლა.

    ღამე სამსახურიდან, ამ სამსახურის შესახებ კიდევ მოგიყვებით, ფეხით მივდიოდი ხოლმე სახლში. ტრანსპორტი, რომელიც გამოყოფილი იყო თანამშრომელთა სახლებში დასარიგებლად, მხოლოდ ღამის 1 საათზე გადიოდა. ამიტომ, როცა 11ზე ვამთავრებდი ცვლას მერჩია ყურსასმენები გამეკეთებინა და ესე ღიღინ-ღიღინით ჩამევლო დაღმართი, შემდეგ სწორი გზა, შემდეგ ისევ დაღმართი სახლამდე. გზას დაახლოებით 20 წუთი სჭირდებოდა და თავისულად ვასწრებდი ჩემ ტელეფონში ჩაწერილი თითქმის ყველა სიმღერის მოსმენას.

    დღეს არ მინდოდა შუაღამის გასერინება, თუმცა რას ვიზავდი.

    ნელი ნაბიჯით გავყევი დერეფანს და პირველი სართულიდან ნულ სართულზე მოსახვედრად ლიფტს ველოდე 5 წუთი. სამუშაოს შემდეგ ისეთი დაღლილი ვიყავი ხოლმე, რომ ბოდიში და ცალ ფეხზე მეკიდა უფროსის გაფრთხილება ერთ სართულზე გადასაადგილებლად ლიფტს ნუ დააკავებთო. შევედი ლიფტში და სარკეში ჩავიხედე. არ მომეწონა ჩემი დაღლილობისგან თითქმის შეშლილი სიფათი.

    გასახდელში შესვლამდე დერეფანში დაყენებულ სათვალთვალო კამერას პირდაპირ ობიექტივში შევხედე და წარმოვიდგინე როგორ ზარმაცად იწვა სკამზე დაცვის რომელიმე თანამშრომელი და მაკვირდებოდა. შევედი გასახდელში, გამოვიცვალე და ისევ ნელი ნაბიჯით გავემართე გასასვლელისკენ. თან ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები ასე ნელა რომ მივდიოდი როცა ვიცოდი, რომ ჩემ ოთახში ბოროტი ღიმილით მელოდა უმაღლესი მათემატიკის სახელმძღვანელო.

    გამოვედი შენობიდან. ცივმა წვეთებმა მაიძულეს ფეხი ამეჩქარებინა. რაც შემეძლო გამოვიქეცი. მოვრბოდი და ვგრძნობდი როგორ შემდიოდა კეტებში წყალი. როგორ მიმეწება ოფლისა და წვიმისაგან სველი თმა. ერთი დაღმართი უკვე ჩათავებული მქონდა და მტკვარზე უნდა გადავსულიყავი ხიდით. უკვე გვიანი იყო და მანქანები კანტიკუნტად თუ გამოჩნდებოდნენ. მითუმეტეს იმ ადგილას, იშვიათად მოძრაობდა მაშინ მანქანა.

    სუნთქვა შემეკრა და გავჩერდი. ქვემოთ დავიხარე, ცოტა ხანს ესე ვიდექი მუხლებზე დაყრდნობილი, შემდეგ თავი წამოვწიე და ხიდზე ვიღაც შევნიშნე. ხიდზე იდგა და ჩემი საყვარელი ადილიდან იყურებოდა წყალში. ზუსტად იმ ადგილას ვიდექი ხოლმე თითქმის ყოველ ღამე და ჩაბნელებულ ტალღებს ვაკვირდებოდი. მაგრამ უცნაური ის იყო რომ ხიდზე იდგა, მოაჯირის გარედან. ხელები უკან ქონდა შემოტრიალებული და მოაჯირს მოჭიდებული, თავდახრილი იყურებოდა წყალში. ძლიერი ქარი სველ თმას უფრიალებდა და თმის სიგრძიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ქალი უნდა ყოფილიყო. მის დგომაზე ტიტანიკი გამახსენდა. ჯერ გავიქეცი მისკენ, მერე ვიფიქრე არ შევაშინო-მეთქი და ნაბიჯი შევანელე. ფეხაკრეფით მივიპარე მასთან და ჩუმი ხმით ვუთხარი

    - რას აკეთებ?

    მან ყურადღება არ მომაქცია. თავიდან ვიფიქრე ალბათ ვერ გაიგო-მეთქი და შეკითხვა გავუმეორე. ცოტა ხანი იდგა ესე, შემდეგ ნელ-ნელა წამოსწია თავი და გვერდულად გამომხედა. დავინახე მისი შეშუპებული სახე და ცარიელი თვალები. ალბათ ასეთი თვალები აქვს ყველა თვითმკვლელს.

    რა დროს მიმართავს ადამიანი თვითმკვლელობას? ეს ხდება მაშინ, როცა ის დეპრესიაშია, ხოლო დეპრესია ადამიანის სურვილებისა და ამ სურვილების განხორციელების შესაძლებლობების შეუსაბამობაა. მის ცარიელ მზერაზე მივხვდი, რომ ამ ადამიანს დიდი პრობლემა უნდა ჰქონოდა.

    გამომხედა და დავინახე როგორ დაიწყო ხელის გაშვება მოაჯირზე. ეს პროცესი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, თუმცა ჩემს გონებაში ზუსტად ჩაიბეჭდა როგორ გაუშვა მან ჯერ ნეკა თითი, შემდეგ მომდევნო, ვხედავდი თითქოს შენელებულად. მივხვდი, რომ ლოდინის დრო აღარ იყო და არც მე მქონდა იმის ნიჭი ჩემი ღრმა ფსიქოლოგიური კითხვა-პასუხით გადამეფიქრებინა ჩანაფიქრი. სწაფად მივვარდი და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვეხვიე ბეჭებზე. ვიგრძენი როგორ მოდუნდა რამდენიმე წამით, თუთქოს ჩავარდნას ლამობსო, მერე თითქოს გამოცოცხლდა, ჩემსკენ შემოტრიალება სცადა და სანამ ფეხი დაუცდებოდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა- მიშველე...

    კიდევ 2 წუთი და ორივენი გულაღმა ვიწექით ტროტუარზე. ის ტიროდა, მე კი გაგიჯებული ვქოშინებდი...

     

    პოსტის სურათი:

     

    http://www.blogger.ge/sites/default/files/glasgow%20rain%201955.jpg

     

    კატეგორიები:

     

    საზოგადოება

     

    View the full article

  2. სასტუმრო Protea Hotel Ranch Resort -მა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლის ლიმპოპოს პროვინციაში თავის მომსახურებაში შეიტანა არაჩვეულებრივი გასართობი: გასერნება სავანეში ნამდვილ ლომებთან ერთად. მათ შორისაა თეთრი ლომების იშვიათი სახეობა, რომელიც მხოლოდ 100-მდეა შემოჩენილი. გასეირნება ხორციელდება ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე – უბრალოდ გიდები და ტურისტები მხეცს კუდით იჭერენ და ასეირნებენ. ასეთი რისკიანი გართობის ...

     

    View ucnauri.com

  3. ჩემი აზრით ეს ასე არაა

     

    ჩემი აზრით ეს ასე არაა

     

    ბევრი ფული კიბოს აჩენს

    ქრისტიანული რელიგია ადამიანის დაავადების ძირითად მიზეზად მოუნანიებელ ცოდვებს ასახელებს და მას ადამიანის სულიერი და ხორციელი პროცესების კანონზომიერების დამრღვევად მიიჩნევს. დაავადება, რა თქმა უნდა, მორწმუნეებსაც და მუდმივად ლოცვად შემდგარ ადამიანებსაც ემართებათ და ჭეშმარიტი ქრისტიანი ამას თურმე ღვთის საჩუქრადაც უნდა აღიქვამდეს. წმინდა მამათა ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ძალიან კარგია, თუ სიკვდილამდე ორი წლით ადრე მაინც ლოგინად ჩავარდები, რადგან ეს ხშირად ცოდვათა მონანიების საშუალებას იძლევა- ღმერთი საშუალებას გაძლევს ცოდვათაგან გაწმენდილი წახვიდე ამქვეყნიდან და მოიპოვო სამოთხეში დამკვიდრების უფლება.

    ნებისმიერი დაავადება ცოდვის შედეგია. ზოგი ფიქრობს, რატომ დაემართა ესა თუ ის დაავადება, რა არის მიზეზი მისი ცუდად ყოფნისა. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყველა დაავადება ამა თუ იმ ცოდვის გამო ჩნდება- სულში ხდება რაღაც დაზიანება, ხდება გამრუდება, შებილწვა სულიერი ცხოვრებისა. სულიერ და მორალურ ცხოვრებაში დაზიანებული პროცესები ცხადი ხდება და ვლინდება ფიზიკურ სიბრტყეში, უკვე ფიზიკურ სხეულზე ჩნდება ესა თუ ის დაზიანება, რაც სულში იყო დაწყებული. დაავადების მიზეზის არსებობის შესახებ ქრისტიანობაში არის კიდევ სხვა მოსაზრება - სასჯელს, ეპიტიმიას გადის ადამიანი ამ ცხოვრებაში, რათა მერე მიიღოს მადლი ღვთისა. ამის გარდა, შეიძლება უფალი კიდევ იმიტომ უგზავნის ზოგიერთ ადამიანს დაავადებას, რომ განკურნებით მოიქცეს უფლისაკენ, მასზე ღვთის სასწაული აღესრულოს, როცა ქრისტეს ჰკითხეს, რატომ დაიბადა ეს ადამიანი ბრმად, რა დააშავაო, უპასუხა, რომ სწორედ იმიტომ იყო ბრმადნაშობი, რათა მასზე ღვთის სასწაული გამომჟღავნებულიყო და თვითონ აუხილავს მისთვის თვალები.

    -ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან ინვალიდი იბადება. მათზე ღვთის სასწაული ნაკლებად აღესრულება და სიკვდილამდე ინვალიდებად რჩებიან.

    -არის კიდევ ერთი მიზეზი დაავადებისა, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის უცნობი რჩება - ღვთის განგება. უფალი წინასწარ ჭვრეტს ავ-კარგს. ინვალიდად დაბადებული ადამიანები ასეთ დღეში იმიტომ არიან, რომ მათ ღმერთმა წინასწარ შეუკრა ხელ-ფეხი, რაღაც დაზიანება მისცა, რომ ისინი ამ ავადმყოფური თუ ინვალიდური მდგომარეობის ქრისტიანული ატანით ცხონდნენ. მათ გარკვეული განგებულებით აქვთ ხელ-ფეხი შეკრული, რომ რაღაც ცოდვაში ვერ თუ არ ჩავარდნენ.

    - ფიზიკურის გარდა სულიერი ტკივილიც ხომ არსებობს, მასაც ცოდვის შედეგად ვიმსახურებთ?

    - რა თქმა უნდა. ცხოვრებაში მარტო ფიზიკური ტკივილი კი არ არის. განა განსაცდელები და საცდურები ,რაც ცხოვრებაში გარშემო გვახვევია, სულიერი ტკივილი არ არის? ამდენი უკულტურობა, ამდენი არასრულყოფილება რომაა ჩვენ გარშემო, განა სულიერ ტკივილს არ გვაყენებს? რა სასიამოვნოა ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, რომელიც მძიმე სულიერ გარემოს ქმნის. სადაც არც კულტურაა, არც სარწმუნოება, არც ერთმანეთის სიყვარული და გატანა. რომელ ქრისტიანობაზეა ლაპარაკი, როდესაც უკულტურობა ცხოვრების ნორმად და კარგი, „კაცური კაცის“ ავტორიტეტის დასამკვიდრებლად გამოიყენება? ყველაზე კარგ ალიბად უკულტურობასა და მუტრუკობას იყენებენ. რაც უფრო კარგად არღვევ ამ ნორმებს, მით უფრო „მაგარი“ ხარ. ამის შემხედვარე ქრისტიანები მუდმივი სულიერი ტკივილის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩათვალეთ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ცხოვრება ერთი დიდი განსაცდელი და ჯვარია. ადამიანის სულისთვის განსაცდელები და საცდურები იგივეა, რაც სხეულისათვის- ფიზიკური ტკივილი.

    - სულიერი ტკივილი კი ბოლოს მაინც ფიზიკურ ტკივილად იქცევა.

    - სულიერში იწყება და გადადის ფიზიკურში. ჯერ სული გტკივა, დეპრესიაში ვარდები, მერე ნერვოზი გეწყება, მერე გული იწყებს ტკივილს, შეიძლება შიშები დაგეწყოს, შიში ღვიძლზე მოქმედებს. სიმშვიდე რომ არ აქვს ადამიანს, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ტკივილი ეწყება. ნერვიულობა დიაბეტს იწვევს, ბევრი და უკანონო ფული კი კიბოს აჩენს.

    - ეს როგორ?

    - ფული ჭამს ადამიანს. მე ეს, როგორც მოძღვარმა, ადამიანთა აღსარებებიდან, სულიერი და წმინდა მამათა გამოცდილებიდან ვიცი, რომ ზედმეტი ფული ანუ ანგარება ჭამს ადამიანს. თანამედროვე გამოკვლევებში წამიკითხავს, რომ ურწმუნო და მორწმუნე ადამიანის სისხლის შემცველობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ურწმუნო ადამიანი მოწამლულია ათეიზმით. თუ მორწმუნე და ურწმუნო ადამიანს დაელაპარაკებით, მხოლოდ სულიერზე კი არა, ფიზიკურ დონეზე იგრძნობთ მათ შორის განსხვავებას.

    -სულის ტკივილი უფრო ძნელი ასატანია თუ სხეულის?

    - რა თქმა უნდა სულის ტკივილი უფრო ძნელი ასატანია. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანს თვითმკვლელობით დაუმთავრებია ცხოვრება, იმდენად მძიმე ყოფილა სულიერი ტკივილი. სულიერი ტკივილისადმი არაქრისტიანული მიდგომა სასოწარკვეთილებას იწვევს, რაც ყველაზე მძიმე ცოდვის - თვითმკვლელობის - ჩადენას უწყობს ხელს. სულიერი ტკივილი მუდამ აქვთ ათეისტებს, რადგან ცხოვრების საზრისს ვერ ხედავენ, არ სჯერათ მომავალი ცხოვრების. საერთოდ, ურწმუნო ადამიანი ფიზიკურად ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე მორწმუნე. შეიძლება ურწმუნო ადამიანს კუნთები უფრო დიდი ჰქონდეს, კულტურისტი იყოს ან რაიმე საბრძოლო ხელოვნებაში იყოს ნავარჯიშევი, მაგრამ მორწმუნე ადამიანი, როგორც ნედლი ხე, გადაღუნვის დროს არ ტყდება, იმიტომ რომ მადლით არის გაჟღენთილი. ურწმუნო ადამიანი კი ხისტ, გამხმარ ხეს გავს, რომელიც თითქოსდა ძლიერია და ჰგონია, რომ მას ვერაფერი მოერევა, მაგრამ უბრალო განსაცდელის დროს გამხმარ ხესავით ტყდება. ზოგი თანამდებობითი და ფულით იქადის თავის სიძლიერეს და ამბობს, ვინ მომერევა, ვინ წამაქცევსო. ვინ წაგაქცევს და - ღმერთი. ურწმუნო ერები და ქვეყნები წაქცეულა და შენ ვინ ხარ, საცოდავო ადამიანო

    http://www.geonews.ge/uploads/images/5123dekanozi%20giorgi%20sxirtladze.jpg

    ინტერვიუ იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მოძღვართან დეკანოზ გიორგი სხირტლაძესთან<p><strong>ქრისტიანული რელიგია ადამიანის დაავადების ძირითად მიზეზად მოუნანიებელ ცოდვებს ასახელებს და მას ადამიანის სულიერი და ხორციელი პროცესების კანონზომიერების დამრღვევად მიიჩნევს. დაავადება, რა თქმა უნდა,

     

    სრულად ორიგინალი

     

    მარა ბევრი ფულით კიბოს შეიდლება გავნკურნოთ

×
×
  • შექმენი...