Jump to content
Planeta.Ge

Samael

პლანეტელი
  • პოსტები

    160
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

Samael'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. BaronVonMortes იმიტომ რომ ღვთის ქმნილებათა მიმართ მდაბალ თაყვანისცემის (აი იმის პატივისცემას, რომ ეძახით) გამოხატულების სიმბოლოდ მიიჩნიეთ ადამიანებმა თქვენობით საუბარი, აი ამიტომ მოგმართავ მრავლობიღთში რომ უღირსს თავი ღირსეულად გაგრძნობინო. "პრი ტომ". რომ პერიფრაზირება რელიგიურია და ამ შემთხვავაში აბრამისეული. თქვენს ვაი ინტელექტზე ესეც მიუთითებს ვინაიდან სამა ელ - შხამი ღვთისა ანგელოზობრივი სახელია ნაყოფიერების ღვთაებად ბაბილონში ცნობილი ბელზებუბისა და ამ ერთის ორად კლასიფიკაცია, ნეტარ რქებუკებს გადგამთ ამპარტავან თავზე.
  2. BaronVonMortes ეს საიდან დაასკვენით? თქვენთვის ალბათ ავტორიტეტული წყარო ბიბლიაა ამ ფენომენის კვლევისას და მისი შემადგენელი წიგნების შინაარსი კი სრულიად საპირისპიროს ადასტურებს.
  3. გიორგი კიკვაძე რეალობას ძალიან მოწყვეტილი პიროვნება ხარ.
  4. Proessor სიმართლეს წერ, ეს სულთა აღმასვლის ცალკეული საფეხურებია ასეთი სულ ასოცდახუთია, ხუთ ზემდგომ სულიერ სამყაროში, იმაშიც მართალი ხარ, რომ გარდაცვალების შემდეგ ეგო რომელიც თუ დაიმსახურებს ახალი ფორმებით არამატერიალურით იმოსება, რათა ინდივიდუალური მყოფადობის გაგრძელება შეძლოს, ეგრევე უსასრულობის სამყაროში არ ხვდება, არამედ ქვე დონეზე, ასია ქვია ამ სამყაროს, მომდევნოს ეცერა, ბრია, აცილუტ და კადმონ, ხოლო იმ უსასრულობის სამყაროს სადაც ღმერთების უზენაესი გონი სუფევს მთელი თავისი დიდებით ეინ სოფ, ანუ უსასრულობის სამყარო, იქ მიღწეული ინდივიდი და ეს ყოვლისაღმვსები სული უკვე ერთი და იგივეა.
  5. Shaten რათქმაუნდა და განა მხოლოდ მჯერა ასე ბრმა რწმენის დონეზე, არა ! პირადი გამოცდილების საფუძველზე მივედი ამ დასკვნამდე, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ექსპერიმენტის დონეზეა გადამოწმებადი, ნებისმიერის მიერ. მეტსაც გეტყვი, ინდივიდი რომელიც ამ ყოველივეს აცნობიერებს, გარდაიცვლება რა ახალ რეალობაში მყოფადობას უკვე მარადისობაში აგრძელებს, ხოლო ისინი ვინც ვერ ათვიცნობიერებენ ამ ყოველივეს რეინკარირდებიან ისევ მატერიალურ სამყაროში და ეს ციკლი გრძელდება მანამ, სანამ არ გაათვიცნობიერებს კაცობრიობა, რომ მათი სამშობლო მატერიის ციხე კი არა სულიერი თავისუფლებაა, უსაზღვრო და უკიდეგანო სამყარო. ეს შობას გავს აბრეშუმის ჭიისას პეპლად, მანამ სანამ მატლი საკუთარი მეცადინეობით გარსშემოხვეულ აპკშია ჩაკეტილი მანამდე იზოლირებულია გარესამყაროსაგან ამ ბუდით, როგორც კი ამ აპკის კედლებს გაარღვევს და გაიჭრება უკიდეგანო სივრცეში პეპლად მაშინ აღიქვამს სამყაროს მთელი ტავისი სისავსით, მანამდე ხედავს მხოლოდ მის ირგვლივ არსებულ აპკს, რომელიც თავადვე შემოაქსოვა საკუთარ თავს.
  6. Shaten სიკვდილი სასარგებლო აუცილებლობაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია საკუთარი ცნობიერება და ეგო, როგორც ინდივიდმა ახალ მარადიულ ფორმაციაში გადაიყვანო, ბიოლოგიურ სიკვდილს მე როგორც სასარგებლო აუცილებლობასა და მატერიის ტყვეობისაგან გათავისუფლებას ისე აღვიქვამ და ხორციელი სხეულის მოკვდინებაზე ვდარდობ იმდენად რამდენადაც სალონში შეჭრილ თმაზე ან მოჭრილ ფრჩხილებზე. ამ დასკვნამდე მე მიმიყვანა, პრაქტიკამ საკუთარი სხეულის ცნობიერებით დატოვებისა და ეგოს განყენების სხეულისაგან, ამ მოვლენას ასტრალურ სამყაროში გასვლას უწოდებენ და ექსპერიმენტის დონეზეა ეს შესაძლებელი და შეუძლია ნებისმიერ მოაზროვნეს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც საკუთარ ინდივიდს ხორციელი სხეულის გარეთ აღიქვამ, სხეულისაგან დამოუკიდებლად და ხვდები მყისიერად რომ სიკვდილი ეს მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო აუცილებლობაა. რაღათქმაუნდა ხორციელ სხეულში ყოფნის მისჯილი ტანჯვა, როგორც ტყვეობა თავისუფალი ინდივიდისა მატერიალურ ციხეში, ესეც აუცილებელი და სასარგებლოა რაღაც დონეზე აღსაზრდელად, მაგრამ ხორციელ სხეულს გარეტ ყოფნას ვერ შეედრება ვერანაირი ხორციელი ვნების დაკმაყოფილებით განცდილი სიამოვნება, ის სრული ნეტარებაა სადაც არარ გაქვს სურვილები იმიტომ რომ სურვილის ცასახვა და მისი მყისიერი დაკმაყოფილება თანხვედრია.
  7. ნებისმიერი ქმნილებაში დევს როგორც გაცემის ასევე მიღების თვისება, ადამიანიც ასეა ბუნებითად რაღაცას შთანთქავს რაღაცას გასცემს, სიტყვაზე შთანთქავს ჟანგბადს საარსებოდ, ეს მისთვის ბუნებრივი კანონზომიერებაა, ანუ ისეა მოწყობილი რომ არ შეუძლია არ შთანთქას განგბადი, გასცემს რას? ნახშირორჟანგს. ესეც მისი ბუნებრივი თვისებაა ნახშირორჟანგი გასცეს და ვერც ამას შეუშლის ხელს, ადამიანის მიერ გაცემულ ნახშირორჟანგს კი მცენარე შთანთქავს და თავის მხრივ კი ადამიანისათვის საჭირო ჟანგბადს გასცემს. ანუ აქ ორი ადრესატია ერთდროულად მიმღები და გამცემი და მათი ურთიერთქმედება აუცილებელია იმისათვის რომ იარსებონ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასეთ ადრესატებს არ შეუძლიათ არსებობა, ისევე როგორც შემოქმედს არ ძალუძს ქმნილების გარეშე არსებობაში ყოფნა და არც ქმნილებას ძალუძს შემოქმედის გარეშე სიცოცხლე. ჩვენ შემოქმედს ვშთანთქავთ საარსებოდ და ეს იმიტომ კი არ ხდება რომ ბოროტები ვართ, არა თავად შემოქმედმა მოაწყო ასე, რომ მის მიერ გაცემულ ნახშირორჟანგს სიტყვაზე ყოლოდა მიმღები მცენარე, რომელიც იკვებებოდა ამ გაცემულით, აღიზრდებოდა და თავადაც გამოავლენდა გაცემის იმ თვისებას რაც უკვე საჭიროა სხვა სახეობების საარსებოდ, აი ესეთი ჯადოსნური წრედია სამყარო და მინიატურულ დონეზე კი ადამიანის ორგანიზმი, მასზე დაკვირვებით, თითოეული უჯრედის ფუნქციონირების თავისებურებაზე დაკვირვებით შესაძლოა ამოიხსნას სამყაროს მოწყობის პრინციპი. ეს კანონზომიერებები კი სიცოცხლისა და არსებობის ციკლის მარადიულ მყოფადობაში გადასატანად არსებობს, როგორც დასრულებული შედევრის სახე, სადაც ყველა ინდივიდი ცალკეული ჭანჭიკია ერთი მთლიანისა, იმისა რომელსაც ჩემნაირი ადამიანები ჭეშმარიტ ღმერთს უწოდებენ და რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვთ ფანატიზმის დონეზე იეღოვაზე და მითიურ ღმერთკაცებზე ჩაციკლულ უგუნურთა ბრბოს, მათ ამ ჩაციკვლებს კი საფუძველი დაუდო ამ ზეარსებების ცალკეულმა გამოვლინებებმა დაინახა ადამიანმა მასზე ზემდგომი არსება და ჰოპ უცბად მიაკრა ღმერთის იარლიყი, არადა ის სწორედ ისეთივე ღმერთია, როგორიც შენ, თითოეული თქვენთაგანი, არც მეტი და არც ნაკლები, სხვაობა ასაკშია მხოლოდ, ბავშვი არ არის ზრდასრული, მაგრამ ადამიანია, ოდესღაც ისიც გახდება ზრდასრული .........
  8. Proessor სტატიკური არის, ნეიტრალური და მიუკერძოვებელი, გაცემით კი გასცემს, ისევე როგორც მზეს არ ძალუძს არ გასცეს, სითბო, სინათლე და ენერგია, ანალოგიურად მასაც, ეს უბრალოდ ამ უზენაესი გონის თვისებაა, რომელმაც, როგორც მზემ საკუთარი წიაღიდან შექმნა თავისი დედამიწა, რომელიც მიიღებდა ამ სითბოს, სინათლესა და ენერგიას. რაც შეეხება ისრაელის ღმერთ ე.წ იეღოვას ეს სიუჟეტში შემოვარდნილი თავხედი არსებაა, იმდენად თავხედი რომ ეშმაკიც კი ამოაგდო კონტექსტიდან და მასთან შედარებით ბევრად კეთილშობილი სახე მისცა.
  9. Shaten ბოლომდე გასაგები არა მგონია იყოს, ამიტომ პირდაპირ რომ ვთქვა მგონი უკეთესი იქნება. სული წმინდა როგორც სული ეს გონიერი არსების თვისებაა კმაყოფილებით აღავსოს სამყარო. არაწმინდა სული ეს გონიერი არსების თვისებაა მიღებით შთანთქას სამყარო ამიტომ არსებობს საპირწონე ბალანსი, თუ არსებობს მხოლოდ გამცემი დგება საჭიროვება იმისა რომ ამ გაცემულის მიმღები ადრესატიც არსებობდეს არა? ხაჭაპურის ნაჭერი როდესაც გაქვს და მხოლოდ იმის სურვილი გაქვს რომ ვიღაცას მისცე, ეს ვიღაცა ხომ უნდა არსებობდეს? თან ეს ვირაცა შენგან იმით უნდა იყოს განსხვავებული, რომ მასაც ანალოგიურად გაცემის სურვილი კი არ უნდა ქონდეს, არამედ შენგან გაცემული ხაჭაპურის ნაჭერის მიღების. თუ ასეთი ვირაცა არ არსებობს და ყოვლისშემძლე ხარ, უკვე ქმნი ასეთ ვიღაცას ანუ შენგან განსხვავებულ ეგოისტს, რომელსაც უკვე მიღების სურვილი აქვს, რომ სხედან და ტვინებს იჭყლიტავენ ის რატომ დაეცაო და ამან რატომ შესცოდაო, შემოქმედმა ღმერთმა ჩადო ამ არსებებში ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი, მიღების თვისება, სხვანაირად თავად ვერ რეალიზდებოდა. უ არ იქნებოდა ადრესატი ვინც მისგან გაცემულს მიირებდა და ეს თვისება ეგოიზმისა, მიღების თვისება არის კიდეც არაწმინდა სული, ხოლო თვისება გაცემისა კი წმინდა სულია, ეს ძალთაქმედებები თანმდევია და ახსნადი, ადამიანი იმითაც არის უნიკალური არსება, რომ მას ერთდროულად ძალუძს დაიტიოს საკუთარ ეს ორივე სული და სწორედ ამით ემსგავსება შემომქმედს, რადგან შემომქმედი სხვა არაფერია თუ არა ამ ორი სულის ერთობა ერთ ინდივიდში. ეს თვისებებია, უზენაესი გონის თვისებები და არ არსებობს იმდენად რამდენადაც არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება გონიერის გარეშე და აბსტრაქტული ცნებებია.
  10. Proessor მსგავსი მითიური ჯოჯოხეთი და სამოთხე არ არსებობს, ეს ყოველივე აღმქმელის ილუზიაა და ამ ილუზიის შესაქმნელად სიკვდილი სულაც არ არის საჭირო, ჰიპნოზის ხელოვნებას ვინც კარგად ფლობს მას შეუძლია მყისიერად შეგიქმნას ახალი რეალობა, რომელიც უფრო რეალურად მოგეჩვენება ვიდრე ამჟამინდელი. სხვანაირად რომ ვთქვა ირგვლივ არსებული სამყარო ჩვენი სხეულების ჩათვლით, მთლიანად გონების პროექციაა, ამ საკითხს კარგად და სრულყოფილად ხსნის მოძღვრება ბუდიზმი და ამ ბოლო დროს კი აწ უკვე კვანტური ფიზიკის კორიფეებიც.
  11. ჭეშმარიტი ღმერთი ასეთია, მას არავისი არაფერი არ უნდა, პირიქით ის გასცემს ყოველივეს, ხოლო ეგოისტი ღმერთი არაფერს არ გასცემს და სამაგიეროდ შენგან ითხოვს, მიიღოს მორჩილება, თაყვანისცემა, მსხვერპლი, მუხლებზე ღოღვა და ა.შ
  12. Shaten ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გასცემ, იმიტომ რომ მხოლოდ მიღებაზე ხარ ორიენტირებული, გაცემას რომ ვიძახი, აქ ფულის ჩუქებაზე, წყლის მიწოდებაზე და ძმაკაცის ქალებში წაყვანაზე არა მაქვს საუბარი, ეს ყოველივე ხორციელ ვნებათა დასაკმაყოფილებელი მოქმედებებია და შესაბამისად უშედეგო, დარწყულებულს კვლავ მოსწყურდება, მე საუბარი მაქვს ისეთი რაღაცის გაცემაზე რის შემდეგაც მიმღების ყველა სურვილი მყისიერად დაკმაყოფილდება, ასეთი რაღაცა არის სიყვარული, რომელიც სული წმინდაა ეს რაღაც კი რომ გასცე, ჯერ თავად უნდა მიიღო, იმას რაც არა გაქვს ვერც გასცემ. რა მიზნით უნდა გასცე და მიმღები რომ დაიმსგავსო და იმანაც გასცეს მიღებული სხვა მიმღებზე. ვის მიმართ უნდა გასცე და მიმღების მიმართ. ეს არის შემოქმედი სული, რომელსაც იღებ, გარდაგქმნის და გასცემ, იმიტომ რომ მიღების სურვილები აღარ გაქვს.
  13. Shaten ალტრუიზმიც კი ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ თვისებას რომელზედაც ვსაუბრობ, უბრალოდ ეგოიზმის ანტონიმია და მაგიტომ მომყავს მეტყველებისას, მე ვსაუბრობ თვისებაზე, როდესაც ყველაფერს გასცემ მიღების სურვილის გარეშე, ანუ ეგოცენტრული სურვილები როდესაც აღარ არსებობს და მთლიანად გარე სამყაროზე ხარ ორიენტირებული აი ამ მდგომარეობის აღსაწერად.
  14. Shaten გამოსწორების სურვილი, ანუ ეგოისტიდან ალტრუისტად გარდაქმნის სურვილი თითოეულ ინდივიდს, ყველაზე უკანასკნელად მიჩნეულ ნაძირალასაც კი, აუცილებლად ექნება და აქვს, ადამიანი უკეთესობისაკენ მიისწრაფის, ოღონდ უარესობით დაღლილი ადამიანი, ადამიანმა ჯერ ყველაფერი რაც მისი ადამიანურობის დეგრადაციას იწვევს, უნდა გასინჯოს, უნდა მობეზრდეს, აუტანლად ზედმეტი უნდა გახდეს მისთვის აკრძალული ხილი, იმითი რომ ნებადართულია საჭმელად და აი ამ დროს, სწორედ ამ დროს ჩნდება გამოსწორების სურვილი, ვნებებით მშიერ ადამიანს ვერ გამოასწორებ, მასში გამოსწორების კი არა ვნებების დაცხრომის სურვილებია, მას შია, სწყურია, სცივა, სექსი უნდა, ფული და ძალაუფლება უნდა, აი ამ ყველაფრით აღვსილი და გადაღლილი ხვდება მხოლოდ ადამიანი, რომ ამაოებაა ყოველივე და ჩნდება სურვილი ამ დისკომფორტისაგან, ვგულისხმობ კმაყოფილებით გამოწვეულ დისკომფორტს, გათავისუფლებისა, ანუ ხორციელი ვნებებისაგან გათავისუფლებისა და ეს სურვილი იმდენად დიდია, რომ ბევრად სჭარბობს ნებისმიერ ხორციელ ვნებით სურვილს, ეს არის სურვილი რომელიც ალტრუისტად გარდაქმნას, ანუ ჭეშმარიტ ღმერთად გახდომას გულისხმობს და ეს სურვილი მხოლოდ სამოთხის პირობებში ჩნდება, მაშინ როდესაც ყველაფერი გაქვს ალტრუიზმის გარდა ანუ იმ თვისების გარდა როდესაც გასცემ არა იმიტომ რომ მიიღო არამედ იმიტომ რომ ეს ბუნებითი მდგომარეობაა შენი. ადამიანის რეალური მიზანიც ეს არის განღმრთოვება და ეს ასწავლა სწორედ სამაელმა ადამიანს, რომ განღმრთოვდე საჭიროა აკრძალულ ხილს გაუსინჯო გემო და განა მხოლოდ გაუსინჯო გაძღე ამ ხილით, სხვანაირად გამორიცხულია განვითარება შემეცნება თუ არა გაქვს რაიმესი და ეს დაუსრულებელი პროცესია რომელსაც არა აქვს ბოლო ........ და ვეჭვობ წრეა რადგან განღმრთოვებულის მარადიულობასაც ეკარგება აზრი თუ ისევ არ დაეცა....
  15. Shaten არაფრის შექმნა არ არის საჭირო, ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს და სამყარო იმ დაკარგულ სამოთხედ გადაიქცევა საიდანაც ადამიანი სატანამ კი არა ღმერთმა გამოაძევა.
×
×
  • შექმენი...