-
პოსტები
2.669 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
35
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი urfinjus
-
Shaten მე პირადად არა მაქვს პრეტენზია რამეში გავიმარჯვო(არც მემუქრება გამარჯვება) ვინაიდან ჩემ ასაკში ეს სასიხარულო აღარაა ...მაგრამ სხვას მივცემ ხმას. რატომ უნდა ეწყინოს ვინმეს როცა საუკეთესო გაიმარჯვებს..
-
კიდევ არ იქნებოდა ცუდი წლის საუკეთესო მომხმარებლის არჩევა სხვადასხვა სფეროში მაგ. წლის საუკეთესო პოსტი, წლის ყველაზე სასარგებლო ინფორმაცია, წლის ყველაზე კორექტული მომხმარებელი, წლის ყველაზე ობიექტური..., წლის საუკეთესო მოქართულე, წლის ზუსტი პროგნოზი, და კიდევ მილინი რამ აქედან ჩატარდეს გამოკითხვა და აირჩეს სამი ნომინაცია ...მომავალი წლის ბოლოს გამოცხადდეს 3 გამარჯვებული და მათ შორის აირჩეს ჩემპიონი ტიტულით მისტერ(ან მის) პლანეტა.გე რომელსაც მთელი წელი ატარებს. ან რაიმე ამგვარი ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა.. თუ სურვილი იქნება რაიმე ჯილდის დაწესებისა ეს ცალკე თემა იქნება
-
არ ვიცი როგორ შეიძლება ეწოდოს მაგრამ იუმორის განყოფილება ურიგო არ იქნებოდა(ჩემი მხრიდან პირობას ვდებ მხოლოდ კარიკატურებს(არა პოლიტიკუტს) კორექტულ ანეკდოტებს, სარკაზმებს და ცნობილი ადამიანების მხიარულ გამონათქვამებს დავდებ, კიდევ ცუდი არ უნდა იყოს განყოფილება კოლექციონერი(აქ ითანამშრომლებდნენ: ნუმიზმატები, ბონისტიკის მოყვარულები, ფილატელისტები, მელომანები, რეტროს მოყვარულები, ბუკინისტები ჰერალდიკოსები და სხვა სახის კოლექციების მფლობელები) ცალკე კიდევ სტატისტიკა წყაროთმცოდნეობა და კარტოგრაფიის განყოფილებას ერთად. გისურვებთ წარმატებებს.
-
http://s017.radikal.ru/i439/1211/48/a19adcc4c8e4.jpg
-
http://s017.radikal.ru/i423/1211/33/5beab2c2ae9f.jpg http://s42.radikal.ru/i095/1211/63/8a5d222fb4ec.gif http://s017.radikal.ru/i416/1211/21/d1c699e2471b.gif
-
http://i073.radikal.ru/1211/38/2e4f4d8068d0.jpg
-
alex დრაკონი კუნძულ კომოდოდან ან კომოდოს დრაკონი.
-
http://s06.radikal.ru/i179/1211/e6/ac4acfbee359.jpghttp://i037.radikal.ru/1211/55/018b3a2f43d8.jpghttp://s018.radikal.ru/i502/1211/32/ab2a95b83561.jpg
-
http://s017.radikal.ru/i400/1211/10/ad049a6d6ed0.jpg
-
უტები სახელის ძიებაში.. ..... http://s019.radikal.ru/i622/1211/9d/1c312c0a0d68.jpg .ძველი ინდიელების ტრადიციით ყმაწვილს სახელი არ ქონდა და უტ-ს ეძახდნენ ვიდრე რაიმე სასახელო გმირობას არ ჩაიდენდა და სახელს არ გაითქვამდა,,,,,უტს მძიმე პირობებში მარტოდმარტოს უნდა შეესრულებინა ისეთი დავალება რომელიც სიძნელებთან იყო დაკავშირებული. ვიდრე ეს არ მოხდებოდა რა ასაკიც არ უნდა ქონოდა ინდიელს კაცების კოცონთან არ დაიშვებოდა და მხოლოდ მცირეწლოვნებთან ქონდა ყოფნის უფლება..........................დღევანდელი კანცლერის პარლამენტური უმრავლესობა ძალიან გავს უტების კრებულს რომელთაც უფლება დართეს დიდი მონადირეების კოცონთან დამჯდარიყვნენ თუმცა არაფრით არ გამოუჩენიათ თავი(ცხადია ბიძინეს ფულის ტომრის ვერბალური მხარდაჭერის გარდა): ათწლეულების მანძილზე ბიძინეს უტები დაკავებულნი უყვნენ ჭორების გავრცელებით მტრის ქება-აპოლოგიით შეთქმულების თეორიების თხზვით და ა.შ. შესაბამისად იღებდნენ ხოლმე გონებამახვილობით გართობილი ელექტორატის დამსახურებულ 3% პარლამენტში და რჩებოდნენ უტებად....შემდეგ მოვიდა კაცი ფულის ტომარით და შეიყვანა ეს უტები პარლამენტში 53%. აქ კი აქოთქოთდნენ უტები დიადი ახალი შეთქმულებების თეორიების ცხობა დაიწყეს არცერთ მათგანს და მათ ელექტორატს არ გახსენებია ის ამბავი რომ უტების ბელადს არც გონებით მოუხიბლავს ვინმე არც გმირობით სამაგიეროდ შეპირდა ჯერ კიდევ მოუნადირებელი ირემის(დათვის ტყავი კი უნდა დამეწერა მაგრამ ვიცი "ოცნების" ტოტრმი -წმინდა ცხოველია და მკრეხელობას ხომ არ ჩავიდენდი, ამიტომ ირემი დავწერე) ხორცის გაყოფას უტები კი მხოლოდ უდასტურებდნე ირემი რეალურია ჩვენი თვალით ვნახეთო....უტებმა დაივიწყეს მათივე ბელადის გადაღებული სატუსაღოს ფილმი და ახალი ციხის ამბოხი გრძნეულ ბაჩო ახალაიას გადააბრალეს: აქაოდა " ახალაიამ ჰიპნოზით აიძულა ტუსაღები პირი ამოეკერათ და ყელი გამოეჭრათ"-ო... უტები ვერ მიხდნენ რომელ კოცონთან დასვეს ისინი ფულის ტომრის წყალობით(რომ არა ეს ფული მათი პარლამენტის ცეცხლთან დაჯდომა ისეთივე რეალური იყო როგორც ქუცუნაშვილისათვის ამერიკის კონგრესში ფეხზე დაკრული ტაში(ტაში აქ უბრალოდ სიტყვაა)). უტები დარჩნენ უტებად და არავის აქვს ილუზია რომ ისინი რაიმე გმირობით ან გონებით სახელს მოიპოვებენ(რამდენიმე თვე კი აყლაპებენ ამომრჩეველს არაკს რეჟიმი ფარულად გვებრძვისო მაგრამ მერე...). ამას გარად უტები კონკურენტის სახელს იგონებენ(თითქოს თვითონ სახელი ქონდეთ) არაო ვინც ფულის ტომარამ და მისმა კინომ დაამარცხა, ისინი არ გვინდაო ვინე სხვა "არამიშისტური" ოპო გვნიდა ვისთანაც ფულის ტომრების გარეშეც შევძლებთო გამკლავებასო....უტებს ეგება ვინმემ აუხსნას მტრის სახელს როდესაც ცდილობ გამოიგონო არ იქნებოდა ურიგო თვითონ მოგეხვეჭა სახელი(რაიმე სახელი)...თორემ უსახელო უტებს ერთი მტერი ყავდათ მხოლოდ ეს მათი არასრულფასოვნების შეგრძნება იყო რაც ყოველთვის ღიმილის იწვევდა დიდებში რომლებიც დამსახურებულად იჯდნენ სახემოხვეჭილი ინდიელთა კოცონის გარშემო..... ოპო დარჩა ოპოდ, უტი დარჩა უტად, თუმცა დიდი ძიების კოცონთან ერთმა პატივმოყვარე ფულის ტომარამ ძალით მიათრია......ოპო!!! უტი პუტი...
-
.ძველი ინდიელების ტრადიციით ყმაწვილს სახელი არ ქონდა და უტ-ს ეძახდნენ ვიდრე რაიმე სასახელო გმირობას არ ჩაიდენდა და სახელს არ გაითქვამდა,,,,,უტს მძიმე პირობებში მარტოდმარტოს უნდა შეესრულებინა ისეთი დავალება რომელიც სიძნელებთან იყო დაკაშირებული. ვიდრე ეს არ მოხდებოდა რა ასაკიც არ უნდა ქონოდა ინდიელს კაცების კოცონთან არ დაიშვებოდა და მხოლოდ მცირეწლოვნებთან ქონდა ყოფნის უფლება..........................დღევანდელი კანცლერის პარლამენტური უმრავლესობა ძალიან გავს უტების კრებულს რომელთაც უფლება დართეს დიდი მონადირეების კოცონთან დამჯდარიყვნენ თუმცა არაფრით არ გამოუჩენიათ თავი(ცხადია ბიძინეს ფულის ტომრის ვერბალური მხარდაჭერის გარდა): ათწლეულების მანძილზე ბიძინეს უტები დაკავებულნი უყვნენ ჭორების გავრცელებით მტრის ქება-აპოლოგიით შეთქმულების თეორიების თხზვით და ა.შ. შესაბამისად იღებდნენ ხოლმე გონებამახვილობით გართობილი ელექტორატის დამსახურებულ 3% პარლამენტში და რჩებოდნენ უტებად....შემდეგ მოვიდა კაცი ფულის ტომარით და შეიყვანა ეს უტები პარლამენტში 53%. აქ კი აქოთქოთდნენ უტები დიადი ახალი შეთქმულებების თეორიების ცხობა დაიწყეს არცერთ მათგანს და მათ ელექტორატს არ გახსენებია ის ამბავი რომ უტების ბელადს არც გონებით მოუხიბლავს ვინმე არც გმირობით სამაგიეროდ შეპირდა ჯერ კიდევ მოუნადირებელი ირემის(დათვის ტყავი კი უნდა დამეწერა მაგრამ ვიცი "ოცნების" ტოტრმი -წმინდა ცხოველია და მკრეხელობას ხომ არ ჩავიდენდი, ამიტომ ირემი დავწერე) ხორცის გაყოფას უტები კი მხოლოდ უდასტურებდნე ირემი რეალურია ჩვენი თვალით ვნახეთო....უტებმა დაივიწყეს მათივე ბელადის გადაღებული სატუსაღოს ფილმი და ახალი ციხის ამბოხი გრძნეულ ბაჩო ახალაიას გადააბრალეს: აქაოდა " ახალაიამ ჰიპნოზით აიძულა ტუსაღებს პირი ამოეკერათ და ყელი გამოეჭრათ"-ო... უტები ვერ მიხდნენ რომელ კოცონთან დასვეს ისინი ფულის ტომრის წყალობით(რომ არა ეს ფული მათი პარლამენტის ცეცხლთან დაჯდომა ისეთივე რეალური იყო როგორც ქუცუნაშვილისათვის ამერიკის კონგრესში ფეხზე დაკრული ტაში(ტაში აქ უბრალოდ სიტყვაა)). უტები დარჩნენ უტებად და არავის აქვს ილუზია რომ ისინი რაიმე გმირობით ან გონებით სახელს მოიპოვებენ(რამდენიმე თვე კი აყლაპებენ ამომრჩეველს არაკს რეჟიმი ფარულად გვებრძვისო მაგრამ მერე...). ამას გარად უტები კონკურენტის სახელს იგონებენ(თითქოს თვითონ სახელი ქონდეთ) არაო ვინც ფულის ტომარამ და მისმა კინომ დაამარცხა, ისინი არ გვინდაო ვინე სხვა "არამიშისტური" ოპო გვნიდა ვისთანაც ფულის ტომრების გარეშეც შევძლებთო გამკლავებასო....უტებს ეგება ვინმემ აუხსნას მტრის სახელს როდესაც ცდილობ გამოიგონო არ იქნებოდა ურიგო თვითონ მოგეხვეჭა სახელი(რაიმე სახელი)...თორემ უსახელო უტებს ერთი მტერი ყავდათ მხოლოდ ეს მათი არასრულფასოვნების შეგრძნება იყო რაც ყოველთვის ღიმილის იწვევდა დიდებში რომლებიც დამსახურებულად იჯდნენ სახემოხვეჭილი ინდიელთა კოცონის გარშემო..... ოპო დარჩა ოპოდ, უტი დარჩა უტად, თუმცა დიდი ძიების კოცონთან ერთმა პატივმოყვარე ფულის ტომარამ ძალით მიათრია......ოპო!!! უტი პუტი...
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
urfinjus replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეს მოვლენები აშკარად იძენს ტენდენციის ფორმას(მართლდება ერთი დასავლელი პოლიტოლოგის პროგნოზი) და რუსეთი იწყებს ბიძინეს და ადგილობრივი გასულელებული ხალხის ხელით საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ლიბანიზაციას(ყველა ყველას წინააღმდეგ)...ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ Cuiprodest?Cui bono?(ლათინურად "ვის აძლევს ხელს, ვის აწყობს?" ავტორი: კასიან ლონგინ რავილლა(1საუკ)) მსგავსი მოვლენები და ამ მოვლენებზე ბიძინეს მთავრობის ესეთი რეაქციები საქართველოს რეპუტაციას დიდ ზარალს აყენებს(ფაქტები ყველგან ხდება მთავარი ხელისუფლების რეაქციაა) და იმ რუსეთისათვის სანატრელ იზოლაციისკენ ნელნელა მიყავს სადაც ერთადერთი პარტნიორი რუსეთია(რუსეთში არავის ადარდებს რელიგიური ან ეროვნული უმცირესობის უფლებები თორემ ვაინახების გენოციდზე მოხუცი ებრაელი დისიდენტების გარდა ხმას ამოირებდა ვინმე) ბიძინესაც სადღაც აწყობს "რუსეთთან ურთიერთობების დალაგების" გზაზე ვინაიდან ნატოზე რეფერენდუმი კისერზე აწევს, ოკუპაცია კისეზე აწევს(არ იფიქროთ ოკუპაცია ადარდებდეს მაგრამ რუსეთზე ოკუპანტის სტატუსი ხელს უშლის ჩახუტებაში) და თუ დაცალდა ქათველები დათითოკაცდებიან, დაიწყება წვრილი კონფლიქტები რელიგიური, კუთხური და სხვა ...ამის ფონზე დასავლეთი მექანიკურად ზურგს შეაქცევს საქართველოს და როგორც შევარდნაძემ თავიდან ვერ გაბედა რუსეთის ჰეგემონიის თავზე მოხვევა....მაშინაც ომებით ურთიერქიშპობით სისხლისაგან დაცლილი საქართველო შეათრია ესენგეში....ეხლა უფრო აკადემიურად გაკეთდება: ბიძინას სინემამ ციხეზე აჩვენა რომ ეს ხალხი(ფეესბე რუსეთუმეები ანტიზაპადნიკები კირილას შავრაზმელი "სულიერი ძმები") სერიოზულად მოემზადნენ რევანშისათვის და არსად არ ეჩქარებათ(რუსებისათვის სილის გაწვნა იყო 9აპრილი, რეფერენდუმი ნატოზე და 2008წლის ომის შედეგები. ამას არასოდეს დაგივიწყებენ რამდენიც არ უნდა უკრიჭონ კბილები ბიძინემ და მისმა კომანდამ ცაცა გავხდით და ყველაფერი რეჟიმის ბრალი იყოოო....ეხლა ვივაჭროთ და როდესაც თავში წამოგვარტყავთ ჩვენ სულიკოს გიმღერებთ და ხინკალზე დავპატიჟებთ თქვენ გოდორა ღენერლებსო, მაინც ეხსომებათ ყველაფერი მათი ფანტაზიებით ინტერპრიტირებული). იფიქრეთ Cuiprodest?Cui bono?- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
urfinjus replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
AsmodeusShaten მე პირადად ბავშვობაში ეკლესიაში იმიტომ დავდიოდი რომ კომუნისტები კრძალავდნენ და ებრძოდნენ მორწმუნეებს თორემ რას "ღაღადებდა" მღვდელი ჩემთვის არ იყო საინტერესო, როდესაც ბასილ იეზუტი მეიეჭრა იეჰოვას მოწმეებს(მიუხედავად იმისა რომ იეჰოვას მოწმეები მავნებლებად მიმაჩნია იმის გამო რომ იარაღით ქვეყნის დაცვაზე უარს ამბობენ) მე რა თქმაუნდა ბასილი არამზადად და მოძალადედ ჩავთვალე(იგივე შეიძლება ითქვას მენდალოსან ისაკაძის და ფეესბეს პრაპორშჩიკი გულაშვილის დაგეშილ ქოფაკებზე რომლებსაც რელიგიასთან ისეთი კავშირი აქვთ როგორც მე ფილიპინების პროფკავშირებთან ან მმკ).....ძალადობა აკრძალვით ფორმისა ტოტალურად კონტრპროდუქტიულია... ამასთან ჟანრის კანონით მსხვერპლი უფრო დაფასებული ხდება ვიდრე წინათ, არაა გამორიცხული ამ სოფლის მუსლიმებს მთელი მსოფლიოდან დაეხმარონ როგორც თავის დროზე ბასილმა შექმნა იეჰოვას მოწმეებისაგან წამებულთა ხატი(ამხელა რეკლამას ისინი იეჰოვასაც კი არ თხოვდნენ..) მაშინვე წამოვიდა ფული და მეგობრული მაკარონი შტატებიდან და ევროპიდან...აქ სწორ ადგილზე კონფლიქტის შექმნა აწყობს ბევრს და სახიფათოა საქართველოსათვის პრეცენდენტიც კი. ბიძინეს ემისარ ბოსელიას ამდენი რომ ესმოდეს ჩამოხტებოდა თავის შურისძიების ბრმა ფაშატიდან(აქაოდა რეჟიმს ვებრძვიო დღემდე) და შეეცდებოდა ადამიანებთან ესაუბრა და არა მოპოეტო რუსი ღენერალის რაპორტის მსგავსი სილოგიზმი დაეხეთქებინა...ამ ადამიანებმა(პოლიტიკოსებმა) ვერ ისწავლეს ხალხთან ლაპარაკი(უკვე ოცი წელია). ხალხს ისეთი ტონით ესაუბრებიან თითქოს მათი საშვილიშვილო ვალი გვაქვს და ვერ ვიხდით......გაუშვით ბოსელია სახალხო მეურნეობაში(და მისნაირი "მშვიდობისმყოფელები).- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
urfinjus replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Asmodeus[/bა"ნუ ერთს ქადაგებს და მეორეს აკეთებს."-.?] ეს არ მითქვამს თხოვნა იქნება თუ ჩემ ციტირებას ან ჩემი სიტყვის ინტერპრეტაციიდან კომენტარის გაკეთებას წინადადება სრულად მოიყვანოთ . playfellow მაინც პოსტებით ვხედავ რომ რატომღაც მიდის რელიგიის გამო დავა და თურქეთისა და საქართველოს შედარება ეს ძალიან არასწორეა რამდენიმე მიზეზით: 1 საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით ვინმეს დევნა(მიუხედავად იმისა რომ რუსეთი უკვე 22 წელია ცდილობს ეთნიკური ელფერი მიცეს თავის გავლენის აფხაზი და ოსი არისტოკრატიის წაქეზება დაპირისპირებით ქართველებთან,) ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები სხვაა და უნდა გააცნობიერონ ადამიანებმა... ეთნიკური კონფლიქტებს აქვს წინა დიდი ისტორია დაპირისპირებისა რაც გამოწვეული არი ხოლმე მრავალი მიზეზით მაგალითად ყირგიზებსა და უზბეკებს შორის, ენგუშებსა და ოსვებს შორის, სერბებს და ალბანელებს შორის(უკანასკნელი არ აგერიოთ რელიგიურ კონფლიქტში ვინაიდან წმინდა ტერიტორიული დავის გამო გაჩნდა ეს კონფლიქტი). რელიგიურია კათოლიკეთა კონფლიქტი პროტესტანტებთან(როცა ემატება რელიგიური ვიღებთ შერეულ კონფლიქტს მაგ ირლანდიელებსა და ბრიტანელებს შორის). შიიტ სუნიტიური(სპარსულსა და არაბულ ისლამის განშტოებათა შორის). წმინდა რელიგიურია აგრეთვე ებრაულ არაბული კონფლიქტი ვინაიდა ეს ერები ეთნიკურად ორივე სემიტური წარმომავლობისაა მხოლოდ რელიგიის გამოა კონფლიქტი+პალესტინის ტერიტორიულ კონფლიქტი..... ვინც დღევანდელ თურქეთში(და ღრუსეთშიც სხვათა შორის) რელიგიურ ტოლერანტობაზე საუბრობს ცოტა დაფოქრდეს საქართველოს როგორ ადარებს? ეს ხომ აშკარად ან შეგნებული ტყუილია ან არცოდნაა(სტამბულში რომ ეკლესიები ფუნქციონირებს ეს ევროკავშირში მსწრაფველ თურქებს უფრო ჭირდებათ ვიდრე მომლოცველებს)(თურქეთი ნატოს წევრია და სტანდარტებს იძულებულია დაემორჩილოს) თურქეთს აქვს ჩატარებული ორი უმძიმეს დანაშაული რელიგიური და ეთნიკური ნიშნით(სომეხთა გენოციდი და ბერძნების მასიური განადგურება და გადასახლება, აღარაფერს ვამბობ სერბთა ბულგარელთა მოლდაველთა და სხვა ხალხების განადგურებას რელიგიური მრწამსის გამო(როგორც რუსებმა გაანაგურეს ჩერქეზები, აფხაზები, ვაინახები, ავარელები კავკასიის ოკუპაციის დროს და ანადგურებენ დღესაც). და ეხლა საქართველოში ვიღაც გლეხებს ერთ სოფელში დურაქი მღვდელი აგიჟებს და ამის გამო თურქეთი გამხდრა რელიგიური შემწყნარებლოსის წალკოტი ....ცოტა უხერხულია სამშობლოს ესეთი ბრალდება წაუყენო გონებასუსტი წვერებიანი კაცის მიერ მოტყუებული გლეხების პროტესტზე....საქმე არაა რელიგიური კონფლიქტი, საქმე არი ყოფიერი კონფლიქტი რამდენიმე პირის მიერ "რელიგიური შუღლის ჩამოგდების" მცდელობით! :chegesto:- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
საქართველო ამერიკის მომავალი ურთიერთობა?
urfinjus replied to Giorgi Kiskeidze's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხიდაშელს ყოლია ერთი კონგრესმენი ძმაკაცი(ეს ის კაცია ერთადერთი რომ იყო წინააღმდეგი სპარსეთის ყურეში კოალიციური ჯარების ამერიკისა და ინგლისის ეგიდით შესვლისა) ისე რომ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ექნება აშშ-ის უმცირესობასთან კონგრესში(რაღაც საშუალო იმ ურთიერთობებისა რაც უზბეკეთსა და ტაჯიკეთს აქვს შტატებთან) გარდა ამისა პუწინი რამდენის უფლებას მიცემს იმდენი ექნება. ალასანია კი ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ყოველ პირველ აპრილს ლექციებს წაუკითხავს ხოლმე კურასნტებს თემაზე: "როგორ უნდა გაანადგურო ლავროვთან ერთად განცხადებებით სამეგრელოს ტყეებში რეზერვისტთა რაზმები მაშინაც კი როდესაც რეზერვისტები ამ ტყეებში არასოდეს ყოფილან" აქ ბერა ჩაატარებს ქ.კლივლინდის ბიბლიოთეკის კლუბში რეპის მასტერკლას კონცერტს და ბიბლიოთეკარები დარაჯთან ერთად მდუღარე ცრემლით იტირებენ ტექსტზე: "სიმღერა სპარსული, ყველაფერი სპარსული..." და გაბრწყინდება იბერია... -
http://s018.radikal.ru/i506/1211/9d/5aa8ed1b9dc6.jpg
-
სოფელ ნიგვზლიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან
urfinjus replied to playfellow's თემა in რელიგია და ფილოსოფია
ეს რელიგიური თემა არაა ეს ელემენტარული უცოდინარობის შეუწყნარებლობისა და წამქეზებლობის ზეიმია. თორემ არც ერთნი არიან იეზუტები და არც მეორენი ჰაშაშინები ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან.... ვიღაც მღვდელი სოფლის ჭორიკანა და პანიკიორი შეეკვრნენ ერთმანეთს რათა თავის მნიშვნელობას რაიმე წონა შეძინონ და ააწრიალეს სოფელი....სადაა ეხლა სოფელში თეოლოგიური დისკუსიების ჯიჰადისა და ჯვაროსნული ომების დრო ან საზოგადოება....კიდევ ეს ყორანი ბოსელია მიფრინდა და თავი მშვიდობის მტრედად შეაზედმეტა იქაურებს....- 176 replies
-
- სოფელ ნიგვზლიანში
- მუსლიმანებს მეჩეთში
-
(and 1 more)
Tagged with:
-
http://s40.radikal.ru/i089/1211/cc/cfc2bab6b911.jpg http://s019.radikal.ru/i600/1211/8b/a98d300ebf08.jpg
-
http://s019.radikal.ru/i602/1211/ed/1ca016e8e388.jpg http://s48.radikal.ru/i119/1211/2e/8c0c6e2a0b9f.jpg http://s018.radikal.ru/i528/1211/b4/848367558bdc.jpg
-
http://s019.radikal.ru/i613/1211/7c/7c3a09e772c7.jpg