Jump to content
Planeta.Ge

ღვთისავარი

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ღვთისავარი

  1. მოგესალმებითჩემოსულიერიძმებოდადებო, მოგესალმებითშეცდომილებაშიმყოფომართლმადიდებელნო... მევარჭეშმარიტიგნოსტიკოსისულისმეცნიერიდაჩემიმიზანიაადამიანთათვისღვთაებრივიგნოზისისგადაცემა, გნოზისისრომელიცყოვლისგამჭოლილოგოსისავატარებისგანმომდინარეობს. თეოსოფია ესაა ჭეშმარიტი სულიერი მეცნიერება ერთიანი და უსასრულო ყოვლისგამჭოლი ღვთაების შესახებ, ხოლო მე ვარ მისი მიმდევარი. უზენაესი წყაროს ანუ უნივერსალური ზესულის - პარაბრაჰმანის წიაღიდან მაჰაკალპას - დიადი კოსმიური დღის დასაბამში ვლინდება სამი ლოგოსი, სამი უმაღლესი ღვთაება, თითოეული მათგანი განასახიერებს უნივერსალური ზესულის სამი უმაღლესი ასპექტიდან ერთერთს, პირველი ლოგოსი ესაა - მარადისობა, მეორე ლოგოსი ესაა - შემეცნება, მესამე ლოგოსი ესაა - ნეტარება, მაჰაკალპას დასაბამში პირველი ლოგოსი ახდენს ღვთაებრივი მონადების უსასრულო მირიადების ემანაციას, თერთმეტ პრაჯაპატთან და შვიდ კოსმიურ რიშთან ანუ ეონთან ერთად გარდასახვის შედეგად წარმოსახავს სივრცული მატერიისა და ენერგიის შვიდ ფორმას; ატმიკურ, ბუდჰიკურ, მანასიკურ-კაუზიურ, მენტალურ-აგნიკურ, ასტრალურ, ეთერულ და ფიზიკურ მატერიებსა და ენერგიებს. პირველი ლოგოსის წიაღიდან ვლინდება პურუშა ანუ უნივერსალური თვითცნობიერი სული, სულიერი მე, ღვთაებრივი შემოქმედებითი ენერგია, პურუშადან ვლინდება პრაკრიტი ანუ უნივერსალური საფშვინველი, გამოვლენილი სამყაროს მთლიანობად წოდებული, პრაკრიტის წიაღიდან კი ვლინდება სივრცული მატერიისა და ენერგიის შვიდი ფორმა ურთიერთტრანსფორმაციის გზით რიგრიგობით, თავდაპირველად იბადება უთხელესი და უნატიფესი მატერია - ატმიკური მატერია, შემდეგ მისი ფრაგმენტები განიცდიან გარდასახვას კოსმიური სულების ზეგავლენით და მალევე წარმოისახება ბუდჰიკური მატერია - სიყვარულის მატერია, მისი ფრაგმენტების გარდასახვის შედეგად წარმოისახება მანასიკურ-კაუზიური - მიზეზთა მატერია, კაუზიურის ფრაგმენტების გარდასახვის შედეგად იბადება მენტალური მატერია, მენტალურიდან ასტრალური, ასტრალურიდან ეთერული, ხოლო ეთერულიდან საბოლოოდ წარმოისახება უმდაბლესი ხორციელი ფიზიკური მატერია და ენერგია. მაჰაკალპას განმავლობაში სივრცული მატერიისა და ენერგიის შვიდეულის ატომურ-კვანტურ სტრუქტურას იცავს მეორე ლოგოსი - ყოვლისგამჭოლი, ხოლო როდესაც სივრცული მატერიისა და ენერგიის ფორმები აღწევენ გარკვეულ ასაკს, მთავრდება მაჰაკალპა და იწყება მაჰაპრალაია, სწორედ ამ დროს მოქმედებას იწყებს მესამე ლოგოსი
×
×
  • შექმენი...