Jump to content
Planeta.Ge

Noriani

პლანეტელი
  • პოსტები

    3
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Noriani'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. urfinjusს- მსოფლოიში 40% სუიციდის მიზეზები უცნობია... კითხვა მდგომარეობს იმაში თუ რატომ გახშირდა თვითმკვლელობები?- თუ საქართველოსთან მიმართებაში ვიმსჯელებთ რა გამოდის ერი გენეტიკურად დაავადებულია? გასაგებია ის რომ ზოგადად სუიციდის რამოდენიმე კატეგორია არსებობს, მაგრამ ფაქტორები კი სხვადასხვა... ფაქტორებიდან ძალიან მნიშვნელოვანია: - პიროვნული და სოციალური ფაქტორები მამაკაცები 60-წლის და ზემოთ, განქორწინება, მწვავე ფინანსური პრობლემები, სოციალური იზოლაცია, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულება, ადამიანის მუდმივი დამცირება, თავის მოკვლის მცდელობა პიროვნული ტრაგედიის ფონზე და ასე შემდეგ. -ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები დეპრესიები: მანიაკალური, ბიპოლარული, შფოთვითი აშლილობები, სხვაზე უზომოდ დამოკიდებულება, იპოხონდრია (როცა ადამიანს ჰგონია რომ ავად არის), ხანგძლივი და მძიმე ქრონიკული ტკივილები, განუკურნებელი დაავადებები (სპიდი, ავთვისებიანი სიმსივნეები), მძიმე ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც პიროვნული და პიროვნულ-თვითშეგნების მოშლილობითაა გამოწვეული, ჰალუცინაციები, როდესაც ხმა უბიძგებს ადამიანს"თვითმკვლელობისაკენ.
  2. "რომელია “კარგი საზოგადოება” რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით? არსებობს თუ არა შესაბამისი მოდელი და ნიმუში? მომავალი თავისთავად არ არსებობს. მომავალს ქმნიან თავად ადამიანები. არ არსებობს არც მოდელები საზოგადოებრივი წესრიგისა, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია, მაგრამ თუ მაინც, მინიშნება გვსურს, ეს არის ევროპული სოციალური და დემოკრატიული სისტემა, განსაკუთრებით ის ფორმები, რომლებიც დამ კვიდრებულია ჩრდილოეთ ევროპაში _ ფინეთში, შვეციაში, დანიაში, ნორვეგიაში.… „კარგი საზოგადოება“- ეს არის საზოგადოება თანასწორი და თავისუფალი ადამიანებისა, სადაც შემოსავლები და სიმდიდრე მნიშვნელოვნად თანასწორად არის გადანაწილებული, სოლიდარობა და კოლექტიური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურთან თანაარსებობს და სახელმწიფო ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ახდენს საბაზრო ეკონომიკის რეგულირებას. განსხვავებები არ უნდა ემუქრებოდეს საზოგადოების ერთიანობასა და ეფექტიან განვითარებას"--ეხლა განვიხილოთ თუ რა კავშირია სუიციდსა და საზოგადოებრივ წყობას შორის? ალბათ დამეთანხმებით რომ ჩვენი საზოგადოება განიცდის ერთგვარ დეგრადაციას...ხალხი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი იმ უბედურებების გამო რაც მათ თავს დაატყდათ, ამას ყველაფერს კიდევ დაემატა "ჩაკეტილობა, სრული იზოლაცია, უნდობლობა, ერთმანეთის გაუტანლობა, უმძიმესი ფორმით სიღატაკე, უიმედობა, ღრმა დეპრესია და ადამიანის ფსიქიკა მეტს ვეღარ უძლებს............
×
×
  • შექმენი...