ჯერ ერთი,იქ მეცხრე "მითში",არასწორად არის გადმოტანილი ან მაპატიე და უცოდინრობის ბრალია,როდესაც ამბობ,რომ გაჭირვებულს იმიტომ ეხმარები,რომ მას უჭირს ან მეორე,რომ ვიღაც მაგის გაუკეთებლობის შემთხვევაში დაგსჯის,-არა! ამას მართლაც აკეთებ იმიტომ,რომ შიგნიდან მოდის,განურჩევლად იმისა,რომელი კონფესიის მიმდევარი ხარ ან საერთოდ იღებ,თუ არა რომელიმე რწმენას,უფრო მარტივად რომ გიტხრა,ეს იმ "ელემენტის" "ბრალია",რომელსაც შენ და ბევრი სხვაც ზნეობას უწოდებს. მეოე შემთხვევაში,ადამიანის მიერ სიკეთის კეთების იმპულსი იქედან მოდის,რომ ის ეგოისტია და საბოლოოდ,თვითონვე ელის ამ სიკეთის გარკვეული სახით უკან მიღებას(ეს მე არ მითქვამს,ნეტარ ავგუსტ ინეს სიტყვებია). მეორეც,სანამ მორისონს დაასახელებდე,უფრო მიზანშეწონილი იქნება,რომ ჯერ თუნდაც კანტი ან ნიცშე ახსენო... და მესამე,იმაშიც ნამდვილად გეთანხმები,რომ თუ რეგვენი ღვთისმგმობი და უკულტურო შეგნების არ ხარ,ყველაფერში დევს ისეთი ღირებულება,რის გამოც ადამიანი მას აიდეალებს!