Jump to content
Planeta.Ge

ოდიშარი

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ოდიშარი

  1. Nukriko ეს განსაზღვრებები სად ამოიკითხეთ, შეგიძლიათ მიმითითოთ? ერთ რამეზე შევთანმხდეთ- როცა რამეს დავწერთ, წყარო მივუთითოთ ხოლმე... თუ შეიძლება მიმითითეთ წყარო, სადაც 1. ნესტორიანობის მსგავსი განმარტება წერია 2. სადაც დასტურდება თქვენი შეხედულება მონოფიზიტობასა და მიაფიზიტობას შორის საქმე იმაშია, რომ მსგავს წყაროს ვერსად ვერ ნახავთ,რადგან ქრისტიანობაში მხოლოდ ორი მიმართულება არსებობს - ქალკედონური და არაქალკედონური, ანუ დიოფიზიტური და მონოფიზიტური(ეს ელემენტარული სასკოლო პროგრამაა ისტორიაში)... ჩემი აზრით თქვენი გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ თქვენ არ განარჩევთ ერთმანეთისგან მონოფიზიტობის რამდენიმე მიმართულებას. ევტიხის ერესი რამდენიმე მიმართულებად დაიშალა, მათ შორის ორი უმთვრესი მიმართულებაა სევერიანელობა და იულიანელობა. სევერიანობას მოგვიანებით მისი აქტიური მიმდევრის, იაკობის პატივსაცემად იაკობიტობად მოიხსენიებენ. ის რასაც თქვენ მიაფიზიტობას ეძახით, არის იაკობიტობა, მონოფიზიტობის ერთ–ერთი მიმართულება, ანუ სომხები მონოფიზიტები არიან... მეტს ჩემით არაფერს დავწერ - ბევრად უფრო ავტორიტეტული სპეციალისტის ნაწერს მოგიყვან არგუმენტად: ბატონი ზაზა ალექსიძე სტატიაში "სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია" ამ ეთნუკური ჯგუფის სარწმუნოებაზე წერს: "სომეხ ღვთისმეტყველთათვის ძე ღვთისა, განხორციელებამდე, ორი ბუნებისაგან შედგება, ხოლო განხორციელების შემდეგ, ბუნებათა შერწყმის შედეგად, ვიღებთ ერთ, ღვთაებრივ ბუნებას." "ქრისტოლოგიის საკითხებზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან პოლემიკის პროცესში, სომეხ თეოლოგთა პოზიციამ ცვლილებები განიცადა უკიდურესად მემარცხენე მონოფიზიტობიდან (ივლიანე ჰალიკარნასელის მიმდევართა სწავლება ქრისტეს ხორცის უხრწნელობის შესახებ) უკიდურესად მემარჯვენე მონოფიზიტობამდე (იაკობიტთა სწავლება ქრისტეს ხორცის ხრწნადობის შესახებ). სირიელ იაკობიტებთან (იაკობ ბარადეის მიმდევრები) დაახლოების შემდეგ ორთოდოქსი (მათ შორის ქართველი) პოლემისტები სომხებს მათგან აღარ განასხვავებენ და ხშირად მოიხსენიებენ სახელწოდებით „იაკობნი“, ხოლო სომხური სარწმუნოება მათთვის არის „სჯული იაკობთაჲ“." დასახელებული სტატია შეგიძლიათ ნახოთ წიგნში "რელიგიები საქართველოში". ესეც წიგნის კოდი საჯარო ბიბიოთეკაში: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008. - 440გვ. ; 27სმ.. - ISBN: 978-9941-0-0901-3 (ორივე ტომის), ISBN: 978-9941-0-0902-0 (ტ. 1)[MFN: 134336] UDC: 2(479.22) + 21/29(479.22) + 2-673.5(479.22) 3 სრული ტექსტი • კიკნაძე, ზურაბ; თემატიკა: - რელიგიები საქართველოში; რელიგიური შემწყნარებლობა; K 26.141/4 - საერთო ფონდი K 26.142/4 - საერთო ფონდი K 26.143/4 - საერთო ფონდი (22)2/რ-399 - ქართველოლოგიის განყოფილება 2(479.22)/რ-399 - სამოქალაქო განათლების დარბაზი 2(479.22)/რ-399 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება K 28.114/4 09 - რარიტეტის განყოფილება F 8.858/4 - ხელუხლებელი ფონდი P 75/4 - ხელუხლებელი ფონდი
  2. Nukriko თქვენი ყველა ნაწერი წავიკითხე ამ თემაში...გეტყობათ რომ უწიგნური ადამიანი არ ხართ, მაგრამ წიგნიერება დემაგოგიას არ უნდა ემსახურებოდეს... მთელი თქვენი ნაწერი იმის მტკიცებაა, რომ თითქოს ქართველში მართლმადიდებლობა ორგანული მხოლოდ ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცების დროს გახდა და ამ მოვლენის ისტორიის უფრო დიდ მონაკვეთზე გავრცელება მხოლოდდამხოლოდ რუსული იმპერიალისტური პროპაგანდაა და მეტი არაფერი...ამისათვის ძალზედ ბევრი არგუმენტი მოიშველიეთ და ბევრ თემასაც შეეხეთ, სწორედ ამასთან დაკავშირებით გწერთ პასუხს... 1. სომხების სარწმუნოების საკითხი - თქვენ წერდით: ჩემს პასუხს სიამოვნებით დავიწყებ თქვენივე კითხვით - რა განსხვავებაა მიაფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის? თქვენ თვითონ თუ შეგიძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? საქმე იმაშია, რომ მონოფიზიტობა და მიაფიზიტობა რეალურად ერთიდაიგივეს ნიშნავს - მონოც და მიაც ერთს ნიშნავს, ნაგულისხმევია რომ სომხები ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებენ. მაშ რატომაა ორი ტერმინი საჭირო? ახლავე აგიხსნით:თეოლოგიური თვალსაზრისით რა თქმა უნდა სომხები მონოფიზიტები არიან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თავად სომხები ამას არ აღიარებენ. მათთვის ეს ტერმინი მიუღებელია, ამიტომ სამეცნიერო წრეებში დაიწყო სხვა, უფრო ნეიტრალური ტერმინის ძიება, იმგვარის, რომელიც სომხებისათვისაც მისაღები იქნებოდა... საბჭოთა მეცნიერთათვის ამგვარი იყო "გრიგორიანობა" , ეს ტერმინი მათ სომეხთა განმანათლებლის - წმინდა გრიგოლის სახელიდან აიღეს. გრიგორიანელობა ნიშნავს გრიგოლის ეკლესიას, ანუ ეკლესიას რომელიც გრიგოლმა განანათლა. ეს დაახლოებით იგივეა, ქართულ ეკლესიას ნინოს ეკლესია რომ ვუწუდოთ... აქ საწყენი არაფერი არაა... ამიტომაც შემოიღეს ეს ტერმინი, მაგრამ ის მხოლოდ საბჭოთა სივრცეში დამკვიდრდა, სხვა სამეცნიერო წრეებში კი ვერა...დასავლურ სამეცნიერო წრეებში ამგვარ ტერმინად "მიაფიზიტობა" იქცა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინიც ჯერჯერობით მხოლოდ დამკვიდრების სტადიაშია... ეს იყო და ეს... ამიტომაც თქვენი მსჯელობა რომ ქართველები და სომხები მონო ან მია ფიზიტები იყვნენ, უბრალოდ არასერიოზულია და ამ საკითხში ჩაუხედავობაზე მეტყველებს... 2. ირანის პოლიტიკა - თქვენ წერდით: ზოგადად, როცა ირანის(ან ნებისმიერი ქვეყნის)პოლიკიკაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა მიეთითოს თუ დროის რომელ მონაკვეთზეა ლაპარაკი... ასე ზოგადად წერა არასერიოზულობაა... ასევე გასათვალისწინებელია, რომ როცა ძველ დროზეა საუბარი, არ არსებობს ცალსახად პოლიტიკური და ცალსახად რელიგიური საკითხი. ქრისტიანობის არ აკრძალვა ეს პოლიტიკაცაა და ასევე, მეფეების გამუსულმანებასაც რელიგიური სარჩული აქვს... ასევე - თქვენს ნაწერებში ხშირად ახსენებთ ჯავახიშვილს და მის "ქართველი ერის ისტორიას"... თუ ამ წიგნში კარგად ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ირანალები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობებს - ნებადართული იყო კათოლიკობა, გრიგორიანელობა, ნესტორიანობა, ხოლო მართლმადიდებლობა კი არა, ასე რომ დიახაც, ირანალები ხშირად სწორედაც სარწმუნოების გამო სდევნიდნენ ბერძენთა ერთმორწმუნე საქართველოს... რაც შეეხება შაჰ-აბასს - თუ არ ვცდები საქართველოს ისტორიის სკოლის სახემძღვანეოშიც კი წერია, რომ შაჰ-აბასმა თავისი შემწყნარებლური პოლიტიკა, რომელსაც თავიდან მიმართა საქართველოსთან დაკავშირებით, მალევე შეცვალა, მაშინვე, როგორც კი ჩაიშალა რომთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნის საკითხი... ასე რომ ეს არგუმენტიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... 3. ქართველობა და კათოლიციზმი მოკლედ, მეტს აღარ დავაკონკრეტებ, თითქმის ნახევარი წიგნი გაქვთ თამარაშვილის დაკოპირებული... ამასთან სხვებს წყაროების ცალმხრივობაზე საყვედურობთ: რატომ გავიწყდებათ(იქნებ არც იცოდით) რომ თავად მიხეილ თამარაშვილი კათოლიკე იყო? რა ობიექტურობაზეა აქ ლაპარაკი? ყველაფერი, რაც მის წიგნში წერია პროლათინური კუთხითაა დაწერილი... მის წიგნში დამოყენებული ცნობა ევან დადიანის, ან კიდევ ქეთევან დედოფლის კათოლიკეობის შესახებ მხოლოდდამხოლოდ კათოლიკე ბერების ცნობებია, რომლებიც, საზღავრგარეთ მყოფნი, რომს ყველაფერს სწერდნენ, ოღონდ თავიანთი იერარქების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ... ასე რომ, კარგი იქნება, თუ თქვენს მსჯელობას, ერთ წიგნზე დაყრდნობით არ აააგებთ... ბევრი უნდა იკითხოთ ჩემო ბატონო, ბევრი... 4. საქართველო და მონოფიზიტობა მხოლოდ ამ ნაწილში შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ნაწილობრივ... საქართველოში ნამდვილად იყო მონოფიზიტობის პრობლემა და ეს დამტკიცებული ფაქტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს ქვეყანაში დიოფოზიტობა არ არსებობდა... თქვენს მიერვე მოყვანილ არგუმენტს მოვიშველიებ - თქვით რომ ჯავახიშვილს უწერია დვინის კრებაზე ქართველთა 24-მა ეპისკოპოსმა მოაწერა ხელი დიოფიზიტობასო, მაგრამ იმას რატომ არ წერთ, რომ ჯავახიშვილის აზრით იმ დროს საქართველოში დაახლოებით 33 ეპისკოპოსი იყო...ეს უბრალოდ, შენიშვნის სახით... რაც შეეხება უშუალოთ თქვენს მიერ წამოჭრი საკითხს. იმედია არ შემეკამათებით, თუ ვიტყვი რომ ჩვენს მიერ წმინდა ნინოს დროს აღიარებული სარწმუნოება დიოფიზიტური იყო... ეს მეოთხე საუკუნის მეორე მეოთხედია. მეხუთე საუკუნეშიჩნდება მონოფიზიტობა. 451 წელს ტარდება ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც გმობს მონოფიზიტობას... 506 წელს კი ტარდება დვინის კრება, რომელიც გმობს ქალკედონის კრებას. ახლა ვიმსჯელოთ: 1. მეოთხე საუკუნის მეორე მეოთხედის დასაწყისიდან, ანუ 326 წლიდან მეხუთე საუკუნემდე თითქმის 75 წელია... 2. მეხუთე საუკუნეში ჩნდება მონოფიზიტობა, მაგრამ მის ამიერკავკასიამდე მოღწევას და შემდეგ გადომინანტებას, გარკვეული დროს დასჭირდებოდა... ყველაზე კარგ შემთხვევაში 30-40 წელი... 3. თქვენივე სიტყვებით, ქართველთა და სომეხთა გზები 608 წელს გაიყო, ანუ ამ წლიდან ქართველები კვლავ ოფიციალურად ვართ დიოფიზიტები... გამოდის რომ მონოფიზიტობა საქართველოში მხოლოდ საუკუნე ნახევარს მძლავრობდა(608-(326+75+30)), და ისიც დიოფიზიტების აქტიური წინააღმდეგობის პირობებში... გაიხსენეთ ზემოთ ნახსენები 9 ეპისკოპოსი, რომლებმაც დვინის კრებას ხელი არ მოაწერეს, გაიხსენეთ ასურელ მამათა ღვაწლი, რომლებიც საქართველოში დიოფიზიტობას ქადაგებდნენ... ასე რომ, ქართველთა მონოფიზიტობის მტკიცება ცოტა საკამათო საკითხია... იყო დრო, როცა ქვეყანაში ერესი მომძლავრდა, მაგრამ ქართველებში აღმოჩნდა ის ძალა, კვლავ ჭეშმარიტებას დაბრუნებოდნენ...
×
×
  • შექმენი...