Jump to content
Planeta.Ge

goga17

პლანეტელი
  • პოსტები

    3
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი goga17

  1. ra qveyana daangries ჩინეთი რატო გამოტოვე, იქაც კომუნიზმია რაც შეეხება ჩინეთის კომუნისტურ მოდელს, ის აბსოლიტურად განსხვავდება საბჭოთა კავშირის კომუნიზმისაგან და არც შეიძლება მათი შედარება. ჩინეთი არ არის კომუნისტური და არც შანხაის და ჰონგკონგის დონე არ შეიძლება კომუნიზმის მიღწევად ჩაითვალოს. დღეს იქ სიმბოლურად ქვია მართველ პარტიას კომუნისტური და არის კიდევაც სახელმწიფო საკუთრებაში რაღაც სფეროები დარჩენილი. მაგრამ აქ დაუშვეს ორივე წყობა და ძირითადი ბურჯი, რაზეც ჩინეთის დღევანდელი ეკონომიკა და თანამედროვე ცხოვრებაა დაყრდნობილი, არის სწორედ კაპიტალისტური ცხოვრება. ჩინელებს ახსოვთ და გამოუცდიათ ის შიმშილობის და ტანჯვის წლები, რომლებიც მაოს კომუნისტურმა რეჟიმმა მოუტანა მათ. ამის შემდეგ თვითონ კომუნიტურმა მართველმა პარტიამ ჩათვალა რომ რაღაც უნდა შეცვალათ. ამიტომ 1971 წლიდან ჩინეთი გაეროს წევრი გახდა. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდნენ. ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. საბაზრო ეკონომიკას დემოკრატიზაცია მოჰყვა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება. ჩინეთი მართლაც მეგა სახელმწიფოა რომელსაც ამერიკაც კი ყურებით უჭირავს მაგრამ ეს კომუნიზმის დამსახურება არ არის. კომუნიზმს არცერთი ქვეყნისთვის კარგი არ მოუტანია ხალხო და ამას ამბობს მთელი მსოფლიო და ნუ ვიტყვით რომ ის დრო ჯობდა როცა რუსეთის შემადგენლობაში ვიყავითო. სანამ ვინმე საწინაარმდეგოდ მიპასუხებდეს, თხოვნა იქნება რომ ჩემი წინა წერილიც წაიკითხოს(ამ თემასთან დაკავშირებით) თუ არ დაეზარება რა თქმა უნდა. ეხლა ხომ რას ამბობ ღიაა საზღვრები, ვიზა მიეცი ხალხს და 10 % მეტი აქ აღარავინ დარჩება. კომუნისტების დროს ხო ვიზას იყიდიდდი და გაგიშვებდნენ. ძალიან მალე მოვა ის დროც როცა უვიზო მიმოსვლაც იქნება მაგრამ მაინც იტყვის ზოგიერთები რომ რათ მინდა მარტო ვიზა,გზის ფული არ მაქვსო, ორი სამი ათასი დოლარი არ უნდა მოგვცეს ამ მთავრობამო? თავის თავზე არავინ აიღოს მაგრამ უიმედო კაცმა თქვა: "გასაქანი არ მაქვსო" გასაქანი რო მიცეს მერე თქვა "ვინმემ გამაქანაოსო" დღესაც გარბიან არასაბჭოურიდან... საქართველოდან კერესინკების ბუმი რომ იყო მაშინ გაიქცა უმრავლესობა ქართველების. ეგ მოთხოვნა დღემდე ძალაშია, დღესაც იღუპებიან სხვის ომში ქართველები თუ ერაყში ომს გულისხმობ(ამას გარდა სხვაგან არ მსახურობენ ქართველები) ცნობისათვის ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო როგორც რუსულ ჯარში იყო. ხელფასზე და სხვა განსხვავებებზე აღარ ღირს საუბარი. ავღანეთიდან ყოველ რეისზე ცინკის კუბოთი ჩამოყავდათ ათეულობით ქართველი. 45 კაპიკი კომპენსაციით თუ ზუსტად არ მახსოვს. მეტი არ უღირდათ კომუნისტებს ჯარისკაცის სიცოცხლე. ამ მოვლენის ერთნაირად შეფასება არასწორია ნამდვილად. დღეს აღარ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები??? აშშ თუ ბომბავს კარგია და თუ საბჭოთა კავშირი ცუდი, აშშ ყვავილებიან ბომბებს ისვრის??? რატომ არის რომ საბჭოთა კავშირია ერთ მხარეზე მარტო ყოველთვის(მაპატიეთ ნაურუ გამომჩა.თქვენ მხარეზეა) და მეორეზე ამერიკა და მთელი მსოფლიო ერთად? ყოველთვის რუსეთი რატოა გამიჯნული თავის უგნური პოლიტიკით? ამ დღეებში მოეღება ბოლო კაკებეშნიკის მმართველობას ისევ რუსების ხელით და წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას ვინც პუტინის და რუსეთის გულშემატკივარია. ძალიან მალე დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც. ზოგს გაეხარდება მაგრამ ბევრი ოპოზიციის ლიდერები უფრო აგრესიულები გახდებიან.ზოგს გულის შეტევა მოუვა ბოღმისაგან და ასე შემდეგ
  2. georgekh13 თქვენ ფორუმი შეგეშალათ... წაით ისევ ფორუმგეზე... თუ თავისუფალი ფორუმია სხვანაირი აზრის გამოთქმა არ შეიძლება? თუნდაც არასწორად ფიქრობდეს ვიღაც. რა აზრი აქვს თუ ერთი და იგივე აზრის ადამიანები იქნებიან მარტო და ყველა ერთიდა იგივეს იტყვის. სხვასაც შეიძლება მოუსმინო და თუ გაქვს პასუხი დაუსაბუთე რაში ცდება. მე ის ვთქვი რაც სინამდვილესში იყო(შევარდნაძის დროს) და ხდებოდა. თუ ეს ასე არ იყო თქვით ისიც და ვის რა მოსწონდა ისიც თქვას კონკრეტულად. კომუნისტები არასდროს სხვის აზრს არ იზიარებდნენ და ერთადერთი კომუნისტური იდეოლოგია ეგონათ ჭეშმარიტი. ისინი ფიქრობდნენ რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ და ამისთვის ღირდა ნახევარი მსოფლიო, საქართველოს ჩათვლით დაეპყროთ, კომუნისტური წყობია დამყარებინათ და მილონობით ადამიანების სიცოცხლე მოესპოთ(მოწინააღმდეგე). შედეგი? შეგიძლიათ ნახოთ, სამხრეთ კორეა, კუბა.. დღესაც კომუნიზმია იქ და 85 წელი გეგონებათ. კაპიტალისტურმა ევროპამ საუკუნეეებით გაასწრო საბჭოთა კავშირს ."ბოროტების იმპერიას" როგორც რეიგანმა უწოდა. აქ ვიღაცამ თქვა რომ გუმბარიძეს რას ვერჩოდითო.შუქიც იყო, სამსახურიცო და ხალხი ღიმილიანი დადიოდაო. მე მეტსაც გეტყვით რომ მკურნალობაც და წამალიც თითქმის უფასო იყო. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რა იდგა? ჩვენ გუმბარიძეს არ ვერჩოდით(цк-ას მდივანს და არა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს.) ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდა, თავისუფლება და არა ჩაკეტილი სამყარო საიდანაც ყველა საზღვარგარეთ გაქცევას ოცნებობდა. გაიხსენეთ დახვრეტილი ქართველი ბიჭები თვითმფრინავში.ისინი დახვრიტეს იმიტომ რომ ისეთი რეჟიმი,შუქი, სამსახური და ღიმილი არ უნდოდათ და უნდოდათ თავისუფლება, ისეთი ცხოვრება როგორიც საზღვარგარეთ იყო. ყველა საბჭოური ქვეყნიდან გარბოდა ხალხი. როგორც კუბადან ასობით ემიგრანტი დღემდე გარბის.ჩვენ გვინდოდა ქართველებს ქართულ ჯარში თავის ქვეყნისთვის ემსახურათ და არა რუსის ჯარში და რუსული სამხედრო მანქანის ნაწილები ყოფილიყვნენ და უცხო მიწაზე დაღუპულიყვნენ სხვის ომში. 104-მა ქვეყანამ გააპროტესტა რუსეთის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანა და მოუწოდებდა მთლი მსოფლიო შეეწყვიტა ავღანელების ხოცვა რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და თავის ქვეყანას იცავდნენ როგორც ჩვენ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ავღანეთის სამარცხვინო ომში ქართველებიც იღუპებოდნენ და სხვის თავისუფლებასაც ღუპავდნენ. რუსები გვიყენებდნენ ყველას წინააღმდეგ ვისაც რუსების მონობა არ უნდოდათ:უნგრეთი, ფინეთი,ვიეტნამი, კორეა, კუბა, ბალტიის ქვეყნები და ბევრი კიდევ. თითქმის ყველა ამ ქვეყნბის წინააღმგეგ გვიყენებდა რუსეთი. ასევე აფხაზეთის ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს კაზაკები, ჩეჩნები, ყაბარდოელები და შუაზიელები.(ესენიც დაპყრობილნი არიან რუსების მიერ.) მე აღარ ვლაპარაკობ 1937 წლიდან რეპრესიებისას საქართველოს მოსახლეობის 1/3 ერთი მესამედი დახვრიტეს. თან ნაღები ინტილიგენცია,ვისაც ეროვნული ქონდა რამე ან მცირეოდენი განათლებაც კი. არ სურდათ ვინმე დარჩენილიყო ვისაც განათლება ან ეროვნული ექნებოდა შინაგანად.ესეთივე პოლიტიკას ატარებდნენ ყველა იმ ქვეყანაში რომლებიც დაიპყრეს ან რაღაცეტაპზე ყავდათ დაპყრობილი. ვოტ. აი ეს ყველაფერი იყო ამ ვითომ ბედნიერი ცხოვრების უკან.
  3. მე ვერ ვიგებ აქ რის დანგრევაზეა ლაპარაკი? 2003- წლამდე არც სახელმწიფო, არც კანონი და არც გაგება არ არსებობდა. აქ კანონიერი ქურდებიც და ფორმიანი ქურდებიც (ვითომ პოლიციელები) უბრალო ხალხს წოვდნენ სისხლს. გლდანში მარტო ერთი პერიოდი 25-მდე ქურდი იყო და ისიც მახსოვს რა ხდებოდა მაგ დროს ზუსტად: კვირა არ გავიდოდა ვინმე რომ არ დაეჭრათ ან მოეკლათ. მოკლულ ახალგაზრდებს ზოგს ტუფლი არ ეცვათ და ზოგს კურტკა. მეორე თუ მესამე მიკროში არ გახსოვთ 19 წლის გოგონა თავის კორპუსის წინ რომ გააუპატიურეს? და რამდენი ესეთი ფაქტი ყოველდღიურად თბილისის ყველა უბანში. ბიუჯეტში ფული არ არსებობდა და არც ხელფასები ქონდათ იმ დროინელ პოლიციას და როგორ ფიქრობთ, როგორ არსებობდნენ? ზუსტად ეს კრიმინალური სამყარო უხდიდა სწორედ ხელფასებს. საკმარისი იყო სივი(ავტობიოგრაფია) მიგეტანა ვაგზლის ან მეტროს დაცვის პოლიციასთან და დააწყებინებდნენ მუსშაობას კარმანშიკებს ხალხის საძარცვავად. ხალხი იცნობდა კიდევაც სახეზე და რამის გამარჯობასაც ეუბნეოდნენ. ამის დანგრევაზე როგორ უნდა დაგწყდეს გული ცოტა ძნელი გასაგებია. ან ჯარში რა სიტიოაცია იყო არ გახსოვთ? ეხლანდელ გლდანის ციხეში უფრო სისუფთავეა, ტილები არ დაგესევა. მე თვითონ მაქ ნანახი ის ჯარი და ეხლაც არ გამომდის მეხსიერებიდან ის სცენები რაც იქ ხდებოდა. ახალციხის ბატალიონის ჯარისკაცმა მაგიდიდან პურის პუნჩხლები გადმოყარა ხელის გულზე და პირში ჩაიყარა შიმშილისგან. ავადმყოფი ხალხი მოყავდათ, ზოგი ვერც ხედავდა ნორმალურად. თუ ჯანმრთელი იყო ადამიანი, სახში ავადმყოფი ბრუნდებოდა. არც მეგობრის სახე მავიწყდება რომელიც აუტანელი პირობების გამო ტუბიკიტ დაავადდა და გაობახტში იმდენ ხანს ყავდათ რო თავი მოიკლა. ესეთი ფაქტები ხშირად იყო და შეჩვეული ვიყავით უკვე. შეადარეთ ეხლა დღევანდელი ქართველი ჯარისკაცი მაშინდელს. ნუთუ იმას აშენებული ერქვა და ეხლა როცა ქართველი ჯარისკაცის პირობებიც და აღჭურვილობაც ნატოს სტანდარტებს გაუტოლდა, ამას დანგრევა ქვია? ან როცა პოლიციის თანამშრომელი არ გაურიგდება მანქანების ქურდებს, მკვლელებს რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ, ეს ნგრევააა?
×
×
  • შექმენი...