georgekh13 თქვენ ფორუმი შეგეშალათ... წაით ისევ ფორუმგეზე... თუ თავისუფალი ფორუმია სხვანაირი აზრის გამოთქმა არ შეიძლება? თუნდაც არასწორად ფიქრობდეს ვიღაც. რა აზრი აქვს თუ ერთი და იგივე აზრის ადამიანები იქნებიან მარტო და ყველა ერთიდა იგივეს იტყვის. სხვასაც შეიძლება მოუსმინო და თუ გაქვს პასუხი დაუსაბუთე რაში ცდება. მე ის ვთქვი რაც სინამდვილესში იყო(შევარდნაძის დროს) და ხდებოდა. თუ ეს ასე არ იყო თქვით ისიც და ვის რა მოსწონდა ისიც თქვას კონკრეტულად. კომუნისტები არასდროს სხვის აზრს არ იზიარებდნენ და ერთადერთი კომუნისტური იდეოლოგია ეგონათ ჭეშმარიტი. ისინი ფიქრობდნენ რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ და ამისთვის ღირდა ნახევარი მსოფლიო, საქართველოს ჩათვლით დაეპყროთ, კომუნისტური წყობია დამყარებინათ და მილონობით ადამიანების სიცოცხლე მოესპოთ(მოწინააღმდეგე). შედეგი? შეგიძლიათ ნახოთ, სამხრეთ კორეა, კუბა.. დღესაც კომუნიზმია იქ და 85 წელი გეგონებათ. კაპიტალისტურმა ევროპამ საუკუნეეებით გაასწრო საბჭოთა კავშირს ."ბოროტების იმპერიას" როგორც რეიგანმა უწოდა. აქ ვიღაცამ თქვა რომ გუმბარიძეს რას ვერჩოდითო.შუქიც იყო, სამსახურიცო და ხალხი ღიმილიანი დადიოდაო. მე მეტსაც გეტყვით რომ მკურნალობაც და წამალიც თითქმის უფასო იყო. მაგრამ ამ ყველაფრის უკან რა იდგა? ჩვენ გუმბარიძეს არ ვერჩოდით(цк-ას მდივანს და არა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს.) ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდოდა, თავისუფლება და არა ჩაკეტილი სამყარო საიდანაც ყველა საზღვარგარეთ გაქცევას ოცნებობდა. გაიხსენეთ დახვრეტილი ქართველი ბიჭები თვითმფრინავში.ისინი დახვრიტეს იმიტომ რომ ისეთი რეჟიმი,შუქი, სამსახური და ღიმილი არ უნდოდათ და უნდოდათ თავისუფლება, ისეთი ცხოვრება როგორიც საზღვარგარეთ იყო. ყველა საბჭოური ქვეყნიდან გარბოდა ხალხი. როგორც კუბადან ასობით ემიგრანტი დღემდე გარბის.ჩვენ გვინდოდა ქართველებს ქართულ ჯარში თავის ქვეყნისთვის ემსახურათ და არა რუსის ჯარში და რუსული სამხედრო მანქანის ნაწილები ყოფილიყვნენ და უცხო მიწაზე დაღუპულიყვნენ სხვის ომში. 104-მა ქვეყანამ გააპროტესტა რუსეთის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანა და მოუწოდებდა მთლი მსოფლიო შეეწყვიტა ავღანელების ხოცვა რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და თავის ქვეყანას იცავდნენ როგორც ჩვენ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ავღანეთის სამარცხვინო ომში ქართველებიც იღუპებოდნენ და სხვის თავისუფლებასაც ღუპავდნენ. რუსები გვიყენებდნენ ყველას წინააღმდეგ ვისაც რუსების მონობა არ უნდოდათ:უნგრეთი, ფინეთი,ვიეტნამი, კორეა, კუბა, ბალტიის ქვეყნები და ბევრი კიდევ. თითქმის ყველა ამ ქვეყნბის წინააღმგეგ გვიყენებდა რუსეთი. ასევე აფხაზეთის ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს კაზაკები, ჩეჩნები, ყაბარდოელები და შუაზიელები.(ესენიც დაპყრობილნი არიან რუსების მიერ.) მე აღარ ვლაპარაკობ 1937 წლიდან რეპრესიებისას საქართველოს მოსახლეობის 1/3 ერთი მესამედი დახვრიტეს. თან ნაღები ინტილიგენცია,ვისაც ეროვნული ქონდა რამე ან მცირეოდენი განათლებაც კი. არ სურდათ ვინმე დარჩენილიყო ვისაც განათლება ან ეროვნული ექნებოდა შინაგანად.ესეთივე პოლიტიკას ატარებდნენ ყველა იმ ქვეყანაში რომლებიც დაიპყრეს ან რაღაცეტაპზე ყავდათ დაპყრობილი. ვოტ. აი ეს ყველაფერი იყო ამ ვითომ ბედნიერი ცხოვრების უკან.