Jump to content
Planeta.Ge

RmerTi siyvarulia

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი RmerTi siyvarulia -ს მიერ

  1. აზრი

     

    რაც უფრო მეტ სიცილის სმაილიკებს დაწერ და აგდებით მომმართავ მით უფრო ამყარებ შენს პოზიციას, თუ რა გგონია?

     

    მე მოგიყვანე კონკრეტული მონაკვეთები ჩემი მოსაზრებების დასამტკიცებლად.

     

    შენს მიერ მოყვანილი არგუმენტი კი ჯერ არ მინახავს.

     

    მაშ მითხარი რა იგულისხმა იესომ:

     

    „43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “

     

    ჩანს ლოგიკასთან ცოტა ნაჩხუბარი ხარ, ვინაიდან ადამიანების ცოცხლად დაწვას ტანჯვა-წამებად ვერ აღიქვავ. მაშ რა არის ეს? და როდესაც იესო ამბობს, რომ მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრებაო, მარადიულობას არ ნიშნავს? თუ მაინც ქრება? ანუ ადგილი სადაც მატლი გეხვევა და ცეცხლი გიკიდია და ამას დასასრული არ აქვს რა არის? გასართობი ობიექტი?

     

    ხომ ვიცი პასუხად მომწერ, მაგალითად ან "არა" ან "შენი საქმე არა არის", ან "ჯერ ეს ქენი, ის ქენი და მერე გიპასუხებ", ან "მე უკვე ვთქვი" და ამდაგვარ რამეს. მოკლედ აირიდებ პასუხისგან თავს. ან დემაგოგურად კითხვაზე კითხვით მიპასუხებ. მოდერატორი, რომ იყო ხომ საერთოდ წაშლიდი შენთვის უხერხულ კითხვას.

     

    თუ კონკრეტულ პასუხს არ გამცემ ვერ ვხედავ მიზეზს გავაგრძელო შენთან საუბარი, ვინაიდან ვერ ბედავ პასუხის გაცემას, იმდენად არ ხარ საკუთარ თავში დაჯერებული და მე კიდე არ მომწონს კამათი ადამიანთან, რომელიც ვერ აბამს პასუხს თავს.

    post-8428-19260_thumb.jpg

×
×
  • შექმენი...