winstonsmith
-
პოსტები
3 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
პოსტები დაპოსტილი winstonsmith -ს მიერ
-
-
FRIDRIX
ქართველი შემსრულებლები რატომ ირჩევენ მგლოვიარე მელანქოლიურ სატირელ ჟანრსმგლოვიარე და სატირელი ჟანრი ნამდვილად არ არის ეს. მელანქოლიური არის, ნამდვილად. + ამას ნამდვილი მუსიკოსი არასდროს "ირჩევს" ჟანრს. ის აკეთებს იმ მუსიკას, რაც მისგან მოდის. მერაბსაც და სანდროსაც კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის მუსიკა რასაც აკეთებენ, მათგან მოდის. მათი ემოციები და იდეებია და არა "არჩეული ჟანრი". ბუნებრივები ასეთები არიან.
ფორტეპიანოზე არ აქვს შესრულებული კომპოზიციები თუ მხოლოდ გიტარაის ლაივებია მხოლოდ გიტარა და ვოკალი რომაა. თორემ კომპოზიციები რომლებიც იწერება სტუდიაში, ყველა ინსტრუმენტს შეიცავს. გიტარაცაა, პიანინოც, ჩელოც, ბასიც და ა.შ.
ნელ-ნელა უფრო მეტ ჩანაწერს გაგვიზიარებენ.
-
http://a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc7/303181_250301408342682_146948652011292_692000_1933321144_n.jpg
Genre:Acoustic / Pop
Members: Merab "Mebo" Nutsubdze - Vocal, Guitar, Songwritter
Alexandre "Babdusa" Abramishvili - Piano, Guitar and everything else ))
Hometown: თბილისი / Tbilisi, Georgia
Record label: Home Studio
მერაბ ნუცუბიძე ქართველი კომპოზიტორ-შემსრულებელია (singer-songwriter). გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა დაიწყო 16 წლიდან. სიმღერებს ქმნის ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი Minute Mind, რომელიც მალევე დაიშალა და მის მაგივრად, თითქმის იმავე შემადგენლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი Double Illusion. გარკვეული მიზეზების გამო ამ ჯგუფმაც მალევე შეწყვიტა არსებობა. ამის შემდეგ მერაბმა სოლო კარიერაში სცადა ბედი და მიიღო მონაწილეობა პროექტ ჯეოსტარში. ის გახდა ჯეოსტარი 2010-ის მონაწილე და დაიმსახურა ჟიურის და ხალხის დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები.
ჯეოსტარის დასრულების შემდეგ მერაბმა აქტიურად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე სანდრო აბრამიშვილთან (ბაბდუსა) ერთად. სანდრომ და მერაბმა ერთობლივად დაწერეს მუსიკა ალექსანდრე ლორთქიფანიძის სპექტაკლისთვის („თევზის იავნანა“). სანდროსთან ერთად კეთდება ახალი პროექტი, რომელიც მუსიკალურად და კონცეპტუალურად განსხვავებული იქნება სხვა დანარჩენისგან, რომელშიც მერაბს მიუღია მონაწილეობა. მერაბის პირველი სტუდიური ჩანაწერი „Pourquoi” გამოვიდა 2011 წელს (ხმის რეჟისორი Irakli Man, იგივე ბეთხო). სიმღერა გადის სხვადასხვა რადიოს ეთერში.
მერაბი და სანდრო განაგრძობენ მუშაობას მათ მიერვე შექმნილ სახლის სტუდიაში (Home Studio) და სამომავლოდ გეგმავენ რამოდენიმე კონცერტის გამართვას, რათა წარსდგნენ მსმენელის წინაშე.
სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ საოუნდკლაუდზე:
დაალაიკეთ ოფიციალური ფეისბუკი და გაიგეთ დაგეგმილი კონცერტების და ახალი ჩანაწერების შესახებ:
მერაბ ნუცუბიძე / Merab Nutsubidze
in GEORGIAN MUSIC
Posted
მერაბი ინტერნეტ პროექტ აივანზე:
http://www.aivani.ge/?p=play&v=151