Jump to content
Planeta.Ge

Michael Wittmann

პლანეტელი
  • პოსტები

    13
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი Michael Wittmann -ს მიერ

  1. თავიდან იმატმა რო გახსნეს ცეცხლი თქვენც ადგილიდან უნდა გეპასუხათ მარა თქვენ ჯარები სამხრეთ ოსების ტერიტორიაზე შეიყვანეთ რასაც რუსების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოყვა და რამის თბილისამდე მოგვადგნენ..

     

    ანუ ჩვენ თუ ჩვენს ტერიტორიაზე ჯარს შევიყვანთ რუსეთმაც ''ადეკვატურდ'' უნდა იმოქმედოს? მემგონი შენ სიტყვა ადეკვტაურის მნიშვნელობა არ გესმის.

     

    სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლო ქვია და საქართველოს საკუთრებას წარმოადგენს! არანაირი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს.

     

    ხოდა სწორედ უზარმაზარი სატანკო არმადები რო შემოვიდა მაშინ დაყარეთ იაღაღი და ქართული სოფლები და ქალაქებო ოსებს და რუსებს შეატოვეთ იმ ხალხის დაცვაზზე კი ვინც იქ დარჩა არ უფიქრია თქვენს მთავარსარდლობას..

     

    სანმდეც შეგვეძლო ვიბრძოდით, მარა ძალა აღმართს ხნავს. ერთზე ორმოცდაათი რო მოდის გინდა თუ არა მოგიწევს უკან დახევა. ორი-სამი კაცი იყო სოფლებში დარჩენილი.და, რომ ეფიქრა მთავარსარდლობას, რა სიტუაცია შეიცვლებოდა? რუსეთთან ომი წაგებული იყო და მაგის მოგების ილუზია არავის ქონია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრძოლა, ჩემთვის პირადად, ნებისმიერ პირობებში ღირს.

     

    ჯერ ეგერთი ეგ ვიდეოები მე არ ამიტვირთავს და მეორე შენ რო იქ ყოფილიყავი მაგათ ადგილას ვინ იცის რას გააკეთებდი... სწორედ მთავრობის ლაჩრული საქციელის გამო დაიტანჯნენ ეგ ადამიანები და შენი შეფასებით ლაჩრებს არ იმსახურებენ ეგ ადამიანები...

     

    არა აქვს მნშვნელობა თუ ვინ ატვირთა (ჩემი ბმულიო ეწერა და შენი მეგონა).

     

    ჯერ ერთი მე ტყვედ ჩავარდნას არც ვაპირებ, ჩემს ჯიბეში ადგილი ერთი ტყვიისთვის ყოველთვის მოიძებნებადა თუ მაინც ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებ.

     

    ესეც რომ არ იყოს იქ სხვა ტყვეებიც იყვნენ და მსგავსი საქციელის ჩადენაზე უარი რომ განაცხადეს აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იცი?

     

    მთავრობას რაღას ერჩი. ჯარში რომ მიდიხარ მოვალეობა გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს. უნდა იცოდე, რომ შეიძლება მოგკლან, ან უარესიც, ტყვედ ჩავარდე. ზუსტადაც რომ იმსახურებენ. კაცმა კაცობა არ უნდა დაკარგო დამპალი სიცოცხლის გამო. ამ ქვეყანაზე ერთხელ მოდიხარ და უნდა ეცადო კაცურად მაინც მოკვდე. ფუ მაგნაირ სიცოცხლეს.

     

    სხვის ტერიტორიაზე ეხლაც ხო შენი ტერიტორიაა აფხაზეთი და ოსეთი რატომ არ იპყრობთ? მიშა რო სარკოზისთან გაიქცა არიკა სარკოც მიშველე სანამ არ გამირჩესო რატო მანამდე არ გაიქცა სანამ ისინი გვესროდნენ შეაჩერე აგრესია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მხრიდანო? როცა მიხვდა რო მიჰქარა და უსათუოდ გაიჟიმებოდა მაშინ დააღო პირი ევროპავ და ამერიკავ მიშველეო... ასეა როცა მთავარსარდლობას გონია რო ომს ლამაზი ფორმიტ ან 100 სეპარატისტის განადგურებით მოიგებს.. არა ომს დიდი ხორცის მასა იგებს დიდი რკინის და ჟანგის მასა ხოლო ეს დიდი ხორცის და ჟანგის მასა კი რუსეთია და პატარა საქართველო მასთან ვერაფერს გახდება...

     

    ეგ დროებითია. საქართველოს დალხენილი ცხოვრება არასდროს ქონია, დანაწევრებულიც მრავალჯერ ყოფილა, ახლაც ასეა, თუმცა ეგ არაფერი, ბევრი მოუნელებია და ბევრსაც მოინელებს!

     

    არსადაც არ გაქცეულა, მგონი რაღაც გეშლება. თუ კარგად მახსოვს სარკოზი თავად იყო ჩამოსული. რუსეთმა მოიგო ეგ ომი, უფრო სწორად კი ბრძოლა ეგ ლოგიკურიც იყო, მარა წაგებითაც ბევრი წააგო.

     

     

    აბა ვის უნდა დავაბრალო რუსებს? პირველად ჯარები და არმიები საქმა შეიყვანა ცხინვალსი და არა რუსებმა ისინი მხოლოდ პროვოკაციებით და ადგილიდან სროლით იყვნენ გართულები და როცა მიხვდნენ რო მიშა ყულფში გაება მხოლოდ მაშინ დაძრეს ხორცის და რკინის მასა

     

    კი, რუსებს. მიშამ მორატორიუმიც გამოაცხადა და ჯარიც გამოიყვანა, მარა მაინც გახსნეს ცეცხლი. რატომ? ომი უნდოდათ და იმიტომ.

     

    პროვოკაციებიც მაგის გამო მოაწყვეს. ეგ ომი დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ყულფში გაება კი არა უნდოდათ ომის დამწყების იარლიყი საქართველოსთვის მიეწეპებინათ.

     

    რაის სროლით იყვნენ გართულები, რვაში და ცხრაში დილამდე სად გარბოდნენ ვერ დაინახავდი. ყველგან ქართველები ელანდებოდათ. მერე დახმარება მოუვიდათ და ქალაქი მაგათი აქოთებული ჯარისკაცებითა და დამპალი ტექნიკით გაივსო.

  2. არა მე მაგას არ ვამბობ ომში ვინც ეგენი წაიყვანა ისინი იყვნენ სულელები და ეგ ომიც სისულელე იყო ჭიანჭველა რო სპილოს ომს გამოუცხადებს იმ ჭიანჭველას საქმე წასულია რუსებს ომს ვერ მოუგებდნენ და ჯარების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანა დიდი სისულელე იყო.. და მერე მაგათ მშობლებს უყვებიან ზღაპრებს რო მათი შვილები სამშობლოს შეეწირნენ სინამდვილეში არ უნდათ იმის აღიარება რო მაგ ადამიანების სიკვდილი მაგათი სისულელების გამო მოხდა და მთელი ეს ტრაგედია მაგათ ( მთავარსარდლობის) კისერზეა... სამშლობლოს შეეწირნენ სამშობლოს თუ მთავრობის სისულელეს? ეს იგივეა კვიპროსმა რო ჯარები შეიყვანოს ჩ.კვიპროსზე ხო გადაუვლის თურქეთი მარა კვიპროსელებს ჩვენზე მეტი ჭკუა აქვთ და საკუთარ ხალხს არ წირავენ ჩვენები კიდე წირავენ საკუთარ ჯარისკაცებს თუნდაც ამისთვის ჩემი ბმული და ეს არის საქართველოს და თავდაცვის სირცხვილი ყველაფერი მთავრობის სისულელებიის და უგუნურობის გამო

     

     

    ჩვენ არ დაგვიწყია ომი! ჩვენ არ დაგვიბყრია სხვისი მიწები! ჩვენ არ შეგვიყვანია ჯარი სხვის ტერიტორიაზე!

     

    ეგ ომი დიდი ხნის დაგეგმილი იყო რუსების მხრიდან და მაგის თავიდან აცილება ცალმხრივად შეუძლებელი იყო. რუსები უკვე აღარც მალავენ, რომ ომი მათ დაიწყეს და იმასაც ამბობენ , რომ ეგ ომი მათი სახელმწიფო ძლიერების დასამტკიცებლად აუცილებელი იყო.

     

    სხვა რა უნდა ქნა, როდესაც შენს ხალხს ხოცავენ და შენს ტერიტორიაზე უზარმაზარი სატანკო არმადები შემოდის? უნდა იბრძოლო მანამ, სანამ შეგეძლება.

     

    არავინ არავის არ უყვება ზღაპრებს, ეგ ხალხი ვისი ვიდეოც შენ ატვირთე ახლა ცოცხლები არიან. ოთხი თუ ხუთი ლაჩრით ყველას ხაზს ნუ გადაუსვამ. და საერთოდაც ეგ ვიდეო არ უნდა აგეტვირთა.

     

    ეხლა მაგ ომის დაწყებაც მთავრობას დაბრალე.

  3. რავიცი რაც აქვთ ის ვისგან იყიდეს სხვა ქვეყნები მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნები სად ყიდულობენ იარაღს რო შეხედავ რუსული წარმოების არაფერი აქვთ ყველაფერი ამერიკული რო აქვთ ... სახმელეთო ჯარები ეგ ხო მარა ეგეთი სახმელეთო ჯარი რათ გინდა ჰაერს რო დაიძახებენ და ყველა ნაძვებში რო შერბის თუ საჰაერო თავდაცვა არ გაქ და მაგ მხრივ თავს გრძნობ დაუცველად მასეთ ომში წასვლა დიდი სისულელეა...

     

     

    რაც გვაქვს თურქეთისაგან, უკრაინისაგან, ისრაელისაგან და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან შევიძინეთ 2008 წელის ომამდე. ომის შემდეგ თურქეთი და ისრაელი თავს იკავებენ შეიარაღების მოყიდვისაგან, უკრაინიშა ხელისუფლება შეიცვალა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გასაყიდი ბევრი არფერი აქვთ.

     

    ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი ან თვითონ აწარმოებს, ან ამერიკა აწვდის. პრორუსულებს კი რუსეთი ამარაგებს.

     

    საჰაერო თავდაცვა გვაქვს, მარა ისეთი არა, რომ რუსებს დიდად მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენო.

     

    დაიძახებენ და ყველა ნაძვებში რო შერბის

     

    ყოფილიყავი იქ და სად გაიქცეოდი ვნახავდი. :) მე მაგას გამოუცდელობას ვაბრალებ. ჯარი აშკარად მოუმზადებელი იყო ამ მაშტაბის ომისათვის.

     

    თავს გრძნობ დაუცველად მასეთ ომში წასვლა დიდი სისულელეა...

     

    თავს დაცულად სახლშიც ვერ იგრძნობ და ომში როგორ უნდა იგრძნო?

     

    ბრძოლა ყოველთვის ღირს, როდესაც საქმე სამშობლოს ეხება. თუნდაც 100%-იან სიკვდილზე მიდიოდე.

     

    გარდა ამისა, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რო სისულელედ არ მოიხსენიო ომში წასვლა, იქ ახალგაზრდა ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ იარაღით ხელში და შენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ისინი სულელები იყვნენ.

  4. მაგეებში ფულის ფლანგვას ჯობდა აპაჩები ან კრაკადილები შეეზინათ ან კიდე მოიერიშე ვინაიდან და რადგანაც ეხლა ამ დროში მძიმე ტექნიკას ჩალის ფასი აქვს ორი კრაკადილი მთელს სატაკნო დივიზიას დაადუღებს ან ერთი სუ...

     

     

    ან ვინ მოგყიდის ან რით ყიდულობ?

     

    ერთი "აპაჩი" 20 მილიონამდე ჯდება და ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფში კი 6 ერთეული შედის. პლუს ამას "კაიოვები". "აპაჩების" სამოქმედოდ ჩვენი რელიეფი ხელსაყრელ პირობებს ქმნის, თუმცა არავინ მოგვყიდის და მორჩა.

     

    ჯავშანსატანკო კოლონებს ყოველთვის ახლავს, როგორც თვითმავალი საზენიტო დანადგარები, ისე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურნი სწორედ შვეულმფრენების წინააღმდეგ არიან.

     

     

    ნებისმიერი ტიპის სამხედრო ტექნიკას აქვს განსაზღვრული დანიშნულება. თუ გინდა ძლიერი არმია გყავდეს ყველა სფერო უნდა განავითარო. ჩვენდა სამწუხაროდ არც შესაძლებლობები გვაქვს ამისთვის და არც მომწოდებელი მხარე. რაც შეძლეს ის გააკეთეს.

     

    ისიც უნდა იცოდე, რომ ომს საჰაერო ძალებით ვერ მოიგებ, მიუხედავად ყველაფრისა საბოლოო სიტყვას მაინც სახმელეთო ძალები ამბობს.

  5. თვალით ვერ შევამჩნიე ასევე ის, რომ საცეცხლე წერტები ქონდეს სხვადასხვა მხარეს.

     

    ერთს აქვს (უფრო დახრილი ბორტები რომ აქვს იმას), მეორეს მემგონი არა.

     

    ისევე არა მგონია რომ 12.7 კალიბრსაც გაუძლოს, 7.62საც კი, პკმიდან ნასროლს კარგი ჯერებით.

     

    12,7 მმ-იანის წინააღმდეგ "დიდგორის" ჯავშანი არ არის გათვლილი. მისი ჯავშანი 7,62X54მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

     

    ნუ რგპ7 აღარ ვამბობ, ნაწილებად დაშლის მაგ დიდგორებს და ნაღმზეც სუსტი იქნება, რადგან ჩვეულებრივი ფორდის ბაზა აქვს.

    ასევე რამდენად სანდოა სავალი ნაწილი დაზიანების დროს?

     

    6 კილოგრამი ტროტილის აფეთქებას უძლებს. მისი ფსკერი V-ს ფორმის არ არის, თუმცა სამმაგი შრისაგან შედგება.

     

    ჰამერს 50 კმ გავლა შეუძლია დახვრეტილი საბურავებით.

     

    მასეა "დიდგორის" საბურავებიც. 10-მდე ტყვიის მოხვედრას უძლებს და 60 კმ-მდე მანძილის გვლას უზრუნველყოფსო.

  6. FeLo

    გენერალ ყარყარაშვილის წიგნიდან ვხელმძღვანელობ :yes:

    Michael Wittmann

    ცხინვალი 1 საათში არ აგვიღია :007: მგონი ვაფშე მთლიანი ქალაქიც არ გვქონდა დაკავებული მალევე გამოიყვანეს ჯარი ჩვენებმა მაგრამ ხელისუფლება ავრცელებდა დეზინფორმაციას რომ ცხინვალი დაკავებული გვქონდა როცა ჩვენი ჯარები ქალაქის მისადგომებთან იყვნენ. ეს წიგნი გამოგადგება წაიკითხე და უფრო მეტს გაიგებ აგვისტოს ომზე : ))

     

     

    ზემოთაც აღვნიშნე, რომ ცხინვალი მთლიანად არ აგვიღია-მეთქი, დაახლოებით 40-50%-ზე უშუალოდ იდგა ჩვენი ჯარი, კონტროლით კი უფრო მეტს ვაკონტროლებდით. ცხინვალზე შეტევა, თუ კარგად მახსოვს, 8-ში დაახლოებით 10 საათისთვის დაიწყო და უკვე 12 საათისთვის აღნიშნულ ტერიტორიას ვაკონტროლებდით. წინ წაწევა არ მოხერხდა, რადგან ცენტრი კარგად იყო გამაგრებული და წინააღმდეგობაც საკმაოდ ძლიერი იყო.

     

    წიგნი აგვისტოს ომზე? უკვე დამაინტერესა, აუცილებლად ვნახავ. :)

  7. თან ბრაცი იმასაც ნუ დავივიწყებთ ცხინვალის ნახევარი ქართული გრადებით იბომბებოდა გორიდან )))) თუ ვინმე გაივლიდა იმ დროში გორში დაინახავდა როგორ იდგა ქართული არტილერია პოზიციებზე და ის კი ვიცი ზუსტად რომ ცხინვალის ნახევარი ქართველებმა დაბომბეს ევაკუაციის შემდეგ და შემდეგ ავიღეთ უკვე თითქმის რუსებისგან გაწმენდილი ცხინვალი შემდეგ სააკაშვილმა შეყარა ყაზარმელები და რუსებმაც ადვილად აიღეს არა და ჩვენ პრეზიდენტს შეეძლო დაეკავებინა რუსეტი მაგრამ საშიში იყო რადგან შეიძლებოდა ახლაც ომი ყოფილიყო დიდი სადაო ამბავია ეს

     

     

    ცხინვალის ინტენსიური დაბომბვა არ ყოფილა, როგორც Giola94-მა თქვა მასე იყო, მაგრამ რუსებმა მთელი ქალაქის განადგურება დაგვაბრალეს და დღესაც მაგ არგუმენტით ცდილობენ ომში ჩარევის გამართლებას.

     

    ცხინვალის ''აღებას'' რაც შეეხება, მართლც ოპერატიულად მოხდა,1 საათიც კი არ დაგვჭირვებია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არც წინააღდეგობა ყოფილა ძლიერი და არც ქალაქი აგვიღია მთლიანად, საუბრია ქალაქის სადღაც 50-60%-ზე.

  8. ჩვენი ბიჭები იძახიან, რომ ''კალაშნიკოვი'' უკეთესი მოსავლელი იყო ვიდრე მ-4-იო.

     

    რა ვქნათ, არ გვიყვარს იარაღის წმენდა. :)

     

     

    მაგრამ შორ მანძილზე აკმ უფრო მძიმე ტყვიის საშუალებით ინარჩუნებდა უფრო დიდ მანძილს მომკვლელი ძალით 1500. ხოლო აკ74 1300

    თუმცა ასეტ მანძილზე მეეჭვება ვინმე მიზანში ისროდეს ან ერთს ან მეორეს.

     

    ''კალაშნიკოვით'', ვგულისხმობ აკ-74-ს, 300-350 მეტრშიც კი დამიზნებით სროლა პრობლემას წარმოადგენს. ახლო მანძილზე კი მ-4 უფრო ზუსტიც არის და ტყვიაც უფრო ძლიერი აქვს.

     

    თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მ-4-ის შეიარაღებაში მიღება შეცდომა იყო, ისევე როგორც ''კალაშნიკოვის'' დატოვება იქნებოდა.

     

    პ.ს. კალაშნილოვების სერიიდან არის უფრო ახალი მოდელები, რომლებშიც ბევრი მათი მინუსი გამოსწორებულია და ისინი გაცილებით უკეთესი იარაღებია ვიდრე ამერიკული თუ სხვა ქვეყნის წარმოების როგორც საბრძოლო თვისებებით, ისევე მათი ნდობის თვალსაზრისით.

     

    ''კალაშნიკოვის'' უახლეს მოდელებითაც კი შეუძლებელია ჯერით სროლის დროს სამიზნის ეფექტურად დაზიანება, თუ დააზაინე საერთოდ. უკვე რუსბიც კი ფიქრობენ ''კალაშნიკოვის'' რაიმე დასავლურით ჩანაცვლებას.

     

    ერთი მინუსი აკს რჩებოდა მაინც ის რომ ძლიერი "ადდაჩა" აქვს მისი მექანიზმების დიდი ლუფტის გამო, მაგრამ კარგი მსროლელი ავტომატურ ჯერებს არ მხმარობს და ესეც არ არის პრობლემა თუ სხვა გაცილებით უფრო მეტ მის დადებით თვისებებს გავითვალისწინებთ.

     

    არ ხმარობს ცოტა ისეთი ნათქვმია. არის სიტუაციები, როდესაც ჯერით უნდა ისროლო. ''კალაშნიკოვი'' ამ შემთხვევაში ნაკლებეფექტურია.

     

     

    მინდა გითხრათ რომ მ-16 როგორც იარაღი სჟობია მ-4 როგორც ძალით, ასევე დამიზნების ხარისხით.

     

    მ-16 შაშხანაა, მ-4 კარაბინი. სროლის სიზუსტით და ეფექტური სროლის სიშორით რომ ჯობია არ არის გასაკვირი.

  9. ყველა ვირტუალურ ბრძოლებში(კომპიუტერული პროგრამირებით) ამერიკულები დაჯაბნა და თან ძალიან. ვერცერთი იმიტირებული ბრძოლა ვერ მოიგეს.

     

    თემას არ ეხება, მარა მაინც ვიტყვი...

     

    ზუსტად მასე გააკეთეს ტანკებზეც, ტ-90 ''ლეოპარდ-2-ს'' დაუპირისპირეს და შედეგიც ზუსტად მასეთი მიიღეს.

     

    უბრალოდ, საკუთარ თავს იტყუებენ.

  10. კი მაგრამ მარტო დახოცილ რუსებს რატომ ითვლით?

     

    64 მოკლულ რუსს 150-მდე ოსიც დაამატეთ და გამოვა, რომ ცოცხალი ძალის სახით რუსებსა და ოსებს უფრო მეტი დანაკარგი აქვთ.

  11. რუსული არცერთი არ განადგურებულა ბრძოლაში. არადა ძირითადად ტ-72 კი არა, ტ-62 ყავდათ მათ და ტ-54 ები. ბევრი მათგანი მისით გამოვიდა მწყობრიდან, სვლა ვეღარ გააგრძელეს სიძველის გამო.

     

    როგორ არ განადგურებულა, ოფიციალური მონაცემებით რუსეთმა 2008 წლის ომში 2 ტანკი(?) დაკარგა.

     

    ერთ-ერთი მათგანი 11 აგვისტოს, მე-2 ბრიგადის 22 ბატალიონის ერთ-ერთი ასეული სადაზვევო ოცეულის მიერ რპგ-7-ით იქნა განადგურებული ჩასაფრებიდან. თავისი ეკიპაჟითურთ და მასთან ერთად კიდევ ორი ბმპ-2.

     

    აი ისიც.

     

    http://i047.radikal.ru/1105/9a/513d4a9cf4ae.jpg

     

     

    მეორე ტ-72ბმ განადგურდა საარტილერიო ცეცხლის შედეგად, სამშვიდობოების ბაზასთან.

     

     

    http://s47.radikal.ru/i118/1105/02/623d3f028530.jpg

     

    ამასთან ერთად განადგურდა კიდევ ერთი ბმპ-2.

     

     

    რუსებს საბრძოლო დანაკარგი 9 აგვისტოს შემდეგ ფაქტიურად საერთო არ აქვთ ...

     

    ზემოთ დავწერე 11 აგვისტოს განადგურებული ტანკის შესახებ, ცოცხალ ძალას რაც შეეხება, რუსული მონაცემებით 9 აგვისტომდე დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენი 52 კი 9 აგვისტოს შემდეგ.

×
×
  • შექმენი...