ეგეთია ათასში ერთი და ჩემნაირი "გონიერი" ბევრად მეტი. ჩვენ არ ვიძახით და არც გვჯერა რო მგელი და ცხვარი ერთად მოძოვს ბალახს, სამოთხეს არ ვქადაგებთ და რო წაგეკითხა ნახავდი მაგასაც დანაშაული იქნება, რასაკვირველია, მარა ბევრად უფრო ნაკლები. მარტო ის რად ღირს რო ისეთი დანაშაულები როგორიცაა ქურდობა,ყაჩაღობა,გაუპატიურება,....საერთოდ გაქრება ეგეთი საზოგადოება თუ შეიქმნა დამიჯერე იმის დაზომბება შეუძლებელი იქნება. "მებრძოლთა კლუბში" როგორცაა, თვითმმართვადი ჯგუფები. ლიდერი ყავთ თითქოს, მარა როცა ლიდერი ჯგუფისათვის არასასიკეთო საქმის გაკეთებას ითხოვს უბრალოდ იკიდებენ ლიდერს. ნუ ეგ ნაწარმოებია და ფაქტად არ გამოდგება, მარა მაინც შეიძლება მსჯელობისთვის გამოყენება ცხოველები კი ვართ მარა პრივილეგირებული ცხოველები ვართ. არა რელიგიური, არამედ მეცნიერული თვალსაზრისით. მხოლოდ ადამიანს აქვს ცნობიერება და ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ხოლო დანარჩენს რაც შეეხება სოლიდარობა(ერთერთი უმთავრესი ანარქისტული პრინციპი) ცხოველებსაც ახასიათებთ ზუსტ ინფოს ვეღარ მივაგენი ახლა მარა დაახლოებით გეტყვი რა. ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში ყველას მიეცა იარაღის ტარების უფლება, მაგრამ მოსალოდნელი დანაშაულის რიცხვის ზრდის მაგივრად მისმა რაოდენობამ ხუთჯერ იკლო