არ მეგონა ამ თემის გახსნა მე თუ მომიწევდა, მაგრამ უკვე სამი დღეა ველოდები და ხმა არავინ ამოიღო. რა გჭირთ ხალხო???რა მიჩვეულები ხართ მსგავს ამბებს?? ყოველდღე ხო არ იკლავენ თავს ბავშვები(თან სტიქაროსნები)??? საშინელებაა, იმის მაგივრად რო მიზეზებზე დაფიქრდნენ მშობლები და საზოგადოებამაც გააანალიზოს რატომ მოხდა ასე, ყველამ ერთხმად უბედურ შემთხვევათ გამოაცხადა "სტიქაროსანი ბავშვი თავს არ მოიკლავდაო" ამის თქმა მხოლოდ ეკლესიის მორჩილებაში მყოფ ადამიანს შეუძლია, ისინი ხომ განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოკვდავებისგან