Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პლანეტა.გე'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ”იტალიის მთავრობისა და მისი თავდაცვის მინისტრის, ლორენცო გუერინის მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ. უკრაინა იტალიის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.” წერს ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  2. რუსეთში ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის SU-34-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო სამუშაოების დროს 68 მოქალაქე გადაარჩინეს და ჯამში, 360 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა.შეჯახებას რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. სხვადასხვა Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი.თვითმხილველების თქმით, მათ ცაში პარაშუტი დაინახეს, და აცხადებენ, რომ შეჯახებამდე პილოტმა, სავარაუდოდ მოახერხა თვითმფრინავიდან გადმოხტომა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  3. ქუთაისის მერიაში ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. მერიის შენობაში მდებარე მედიაცენტრიდან დილით “მთავარი არხის” კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კამერა წაიღეს. სათვალთვალო კამერებმა გადაიღო, რომ მერიის მედია ცენტრში უცნობი პირი ფანჯრის შემტვრევით შევიდა. “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი ამბობს, რომ წაღებულია საკმაოდ ძვირადღირებული კამერა. “როდესაც მოვედი ქუთაისის მერიის მედიაცენტრში დამხვდა ასეთი სურათი, რომ პოლიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები იყო დაწყებული. როდესაც მოვიკითხე აღმოჩნდა, რომ იყო წაღებული ჩემი კამერა, ტელევიზიის კუთვნილი კამერა და ნოუთბუქი, რომელიც ოფისში იდო. როგორც გვითხრეს პოლიციელებმა სრულწლოვანია პირი, რომელიც კამერებში აღიბეჭდა”, – თქვა “ტვ პირველის” ოპერატორმა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  4. ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ორი რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის რეგიონის ბერესტოვოს დასახლებაში და დონეცკის რეგიონის ბახმუტსკოეს, ივანჰრადის, კლიშივკას, პერვომაისკესა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში. მტერმა 35-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. კერძოდ, კიევს, ოდესას, მიკოლაივის ოლქებს. ასევე დონეცკის ოლქში ბილოჰორივკას, ტერნის, კრასნოჰორივკას, მარინკას და ხერსონის ოლქში ნოვა კამიანკასა და ბილოჰირკას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 10 სარაკეტო და 58 საჰაერო დარტყმა განახორციელა,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  5. “კიევში მათ მოკლეს ახალგაზრდა ოჯახი, როცა ირანული შაჰიდი საცხოვრებელ სახლში მოხვდა. ახალგაზრდა კაცი და 6 თვის ორსული ქალი… ვლადიმერ პუტინ, შეგიძლია მორიგი “მიღწევა” ჩაიწერო – მოვკალი ერთი ორსული ქალი”, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება [url={url}]newsreport.ge/[/url]
  6. რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია და თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ. შემთხვევის ადგილზე ხანძარი მძვინვარებს. როგორც რუსული გამოცემა რია-ნოვოსტი იუწყება, თვითმფრინავი რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა, სუ-34-ია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შეჯახებას რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. სხვადასხვა Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი. ”მედუზას” ცნობით, ეს იყო სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც სახლებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მათ ცაში პარაშუტი დაინახეს, და აცხადებენ, რომ შეჯახებამდე პილოტმა, სავარაუდოდ მოახერხა თვითმფრინავიდან გადმოხტომა. მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  7. „ორი პოლუსი ჩამოყალიბდა. როდესაც შუას გაკრეფა ხდება და ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, ორი ურჩხული ერთმანეთს ებრძვის, იქ ძალიან ძნელია სივრცეში გამოჩენა. გახარია ხომ ამ ორპოლუსიან მატრიცაში ვერ ჯდება. საინფორმაციო ველში ვერ შემოდის, განა არ უნდა. სად უნდა შემოვიდეს, ადგილს არ ტოვებენ. მელია კიდევ უარეს დღეშია, ჯერ შიგნით უნდა დალაგდეს. მელიას ორი ფრონტი აქვს, მას შიგნით პარტიაში აქვს ფრონტი, იქ აქვს დასალაგებელი. მან რომ ხმამაღალი განცხადებები გააკეთოს, პირველ რიგში მისი კრიტიკოსები გაჩნდებიან მისივე პარტიაში,რაც არაერთხელ მომხდარა. მას უწევს მანევრირება. „ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ემოციის და რაციოს დატაკება. ემოციურად – „მოდი დილას დავიწყოთ, საღამოს დავამთავროთ“ და თუ საღამოს ვერ ამთავრებენ მელიას ბრალია. თვითონაც არ იციან როგორ უნდა დაამთავრონ, მაგრამ მელიას ბრალია და მორჩა, ქოქოლას დააყრიან პრობლემა არ არის. მას უწევს ხარკის გადახდა ამ ხალხისთვის. ბოლოს გაახმოვანა ინიციატივა, ჩვენი მოთხოვნა იქნება რიგგარეშე არჩევნებიო, დარწმუნებული ვარ, თვითონ არ სჯერა მაგ მოთხოვნის. იძულებული გახდა, რადგან ეს ხალხი მუდმივად მათრახის ქვეშ ამყოფებს“ ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციურ ფლანგზე პასიურობის მიზეზზე საუბრისას განაცხადა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  8. რუსეთი ბელარუსში დაახლოებით 170 ტანკს, 200-მდე საბრძოლო ჯავშან-მანქანასა და 100-მდე საარტილერიო დანადგარსა და ყუმბარმტყორცნებს განათავსებს. ამის შესახებ ბელარუსის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის მეთაურმა, ვალერი რევენკომ განაცხადა. “რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად”. – აცხადებს რევენკო. ასევე მისი განცხადებით, ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო ჩავა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  9. ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. იფნორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. “ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს” – დაწერა გამოცემამ. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  10. ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მისიის შექმნის შესახებ, სახელწოდებით EUMAM Ukraine, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. “მისიის მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის ამაღლების ხელშეწყობა ეფექტური სამხედრო ოპერაციებისათვის, რათა უკრაინამ შეძლოს მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ეფექტურად განახორციელოს მისი სუვერენიტეტი და დაიცვას მისი მოსახლეობა“–ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის მოთხოვნაზე სამხედრო დახმარების შესახებ, მისია უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზირებულ მომზადებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას და სინქრონიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ მომზადებას. მისია EUMAM Ukraine ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე იმოქმედებს და ოპერატიული შტაბი ბრიუსელში ექნება, რათა უზრუნველყოს საერთო კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. მისიის ხელმძღვანელი ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი, სამხედრო დაგეგმარებისა და ოპერაციების წარმოების დირექტორი, ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი იქნება. მისიის მანდატი თავიდან ორი წელი იქნება, საერთო დანახარჯების ფინანსური ორიენტირი კი ამ პერიოდში 107 მილიონი ევროა. მისია უზრუნველყოფს როგორც წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ორმხრივი ღონისძიებების, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების ღონისძიებების კოორდინირებას, ასევე ღია იქნება მესამე სახელმწიფოების მონაწილეობისთვისაც. ევროკავშირის საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგრადობის და შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერისთვის. მეექვსე ტრანშის შემდეგ ამ ფონდის ჯამური თანხა, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ გამოეყო, 3.1 მილიარდ ევროს მიაღწევს. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  11. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დილით კიევის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის არიან 6 თვის ორსული ქალი და მისი მეუღლე. მანამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კიევის მერმა თქვა, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კიევზე “უკრაინელი ხალხის გენოციდის” ნაწილია. “საცხოვრებელ კოსპუსიდან, რომელსაც რუსული დრონები დაესხნენ თავს, სამაშველო და სამძებრო სამუშაოების დროს სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორის ახალგაზრდა წყვილის – ქმრისა და ცოლის, რომელიც ბავშვს ელოდებოდა. ქალი 6 თვის ორსული იყო”. – დაწერა მან. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  12. “არა არ უნდა აიღოს” – ასე პასუხობს, მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე და დატოვოს თანამდებობა. “არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, -განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  13. “უგუნური ნაბიჯია” – ასე აფასებს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “დროა, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს”. “როგორც ჩანს, ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის”, – აღნიშნავს მედვედევი. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  14. ”არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს” – განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. “რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა. ასევე არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. [url={url}]newsreport.ge/[/url]
  15. “ისინი, ვინც ბრძანებას გასცემენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამების დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ ერთ მაგიდასთან ისხდნენ G20-ის ლიდერებთან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განდევნონ,” აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. [url={url}]newsreport.ge/[/url]
×
×
  • შექმენი...